საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/295 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 02.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/295
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009095
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 18/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/295 ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:26.2pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 30.8pt 56.7pt 60.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.095
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/295
2006 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის თანდართული წესდება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 დეკემბრის №1038 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში.
3. ცენტრი კანონმდებლობით და ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.
თავი II
ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები
ცენტრის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის – ძველი, ახალი და თანამედროვე ხელოვნების – ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა და პოპულარიზაცია;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა და პრაქტიკაში დანერგვა;
დ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფიქსაცია;
ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტთა მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ძეგლზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა.
მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევები კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების ისტორიის სფეროებში;
ბ) შეიმუშაოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და სრულყოფისათვის მეცნიერულად დასაბუთებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რეკომენდაციები;
გ) დაამზადოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, შექმნას შესაბამისი არქივები, მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დეგიტალიზაცია (დაკომპლექტება), მოვლა-პატრონობა და გავრცელება;
დ) მოპოვებული მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს სამეცნიერო ნაშრომები, ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;
ე) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ჩაუტაროს ექსპერტიზა ნივთებს მათი კულტურული ღირებულებების დადგენის მიზნით;
ვ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით მეცნიერულად შეისწავლოს კონკრეტული კულტურის ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტები. მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები და პროექტები;
ზ) გაუწიოს დახმარება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კულტურულ ძეგლებზე სააღრიცხვო და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებაში;
თ) შეისწავლოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში სარეაბილიტაციო და კვლევითი სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;
ი) ხელი შეუწყოს სამეცნიერო კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში;
კ) შეადგინოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გეგმა, აწარმოოს სამეცნიერო გამოკვლევები როგორც სახელმწიფო დაკვეთით, ისე სახელშეკრულებო საფუძველზე;
ლ) სახელმწიფო დაკვეთით შეადგინოს კონკრეტული კულტურის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი;
მ) სახელმწიფო ან კერძო დაკვეთით, ასევე საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძეგლზე აწარმოოს სარეაბილიტაციო და კვლევითი სამუშაოები;
ნ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;
ო) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, თათბირები, სემინარები, კონსულტაციები;
პ) დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს, ხელშეკრულების საფუძველზე მოუმზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო მასალები);
ჟ) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს „UNESCO“, „ICCROM“-თან და დარგში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
რ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას;
ს) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა.
თავი III
ცენტრის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელიც აირჩევა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. კონკრეტული საკითხის მომზადების ან/და შესწავლის მიზნით, დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები/კომისიები სათათბირო ხმის უფლებით.
მუხლი 5🔗. დირექტორი
1. დირექტორი ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. დირექტორი:
ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან (შემდგომში–სამინისტრო) შეთანხმებით ამტკიცებს ინსტიტუტის საშტატო განრიგს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და სამეცნიერო თანამდებობებზე;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შესარჩევად;
ე) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, დადგენილი სახელფასო ფონდის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აიყვანოს ცენტრის საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ვ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;
ზ) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
თ) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს;
ი) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) უფლებამოსილია, არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილე (ები);
მ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორი პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე.
4. „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით დირექტორის არჩევამდე, აღნიშნული კანონითა და წინამდებარე წესდებით დირექტორისათვის გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 6🔗. ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა.
4. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნებიან:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორი.
5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ცენტრში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
6. ცენტრის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით.
7. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ არიან ადმინისტრაციული თანამდებობის პირები.
მუხლი 7🔗. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.
2. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
თავი IV
ცენტრის ქონება, ფინანსური სახსრები, სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 8🔗. ქონება და ფინანსები
1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსაგან უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქონება დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოს თანხმობით ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო „ა” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.
4. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტებით მიღებული შემოსავალი;
დ) შემოწირულობები;
ე) საგამომცემლო საქმიანობის შედეგად მოპოვებული სახსრები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. ცენტრში შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
6. ცენტრი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. ცენტრის საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც აკონტროლებს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრი ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს შესაბამისი ახსნა-განმარტებანი.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗. დროებითი წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ცენტრის წესდებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.