⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/278 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/278
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009103
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 24/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,845 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/278 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.103 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/278 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იური­დიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმა­ნათ­­ლებლო დაწესებულება – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესე­ბულება – ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუ­სიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომე­ლიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგ­რამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე. 2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – ხარა­გაულის რაიონი, სოლომონ მეფის  № 57.     მუხლი 2🔗. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები 1. სამუსიკო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკი­ლებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდ­რეობის შესწავლისათვის. 2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანი­ზა­ცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავ­ლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განი­საზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგ­რამების საფუძველზე. 2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება შემდეგი დაწყე­ბი­თი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრა­მები: ა) საფორტეპიანო; ბ) საორკესტრო. 3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმა­ნათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძ­ველზე, შესა­ბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატე­რიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. 5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, და­საშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი. 8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათ­ვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს: ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განი­საზ­ღვრება სკოლის შინაგანაწესით. 11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკ­ვე­თილი და კლასგარეშე მუშაობა. 12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონ­ცერ­ტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულე­ბის დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქტუ­რული ერთეულები. 2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის(ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენ­დაციით. 8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასა­კისთვის. 9. სამუსიკო სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელ­შეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროე­ბისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქ­მედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები; 10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმია­ნობას დიპლომით მითითებული კვალიფიკა­ციის შესაბამისად. 2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნ­ქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას სა­ქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრი­ვი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;  ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები; 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებე­ლია. 4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; 5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქარ­თვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გუ­ლის­ხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექ­ტუ­რობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამ­ხედველობას. 2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­დაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონ­მდებლო­ბით დადგენილი წესით.