⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/269 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მარტყოფის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/269
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009104
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 22/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,817 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/269 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მარტყოფის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.104 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/269 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მარტყოფის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კნონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. მარტყოფის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგა­რე­შე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – მარტყოფის სამუსიკო სკოლა. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულება – მარტყოფის სამუსიკო სკოლის თან­დართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მარტყოფის სამუსიკო სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწე­სებულება – მარტყოფის სამუსიკო სკოლა (შემდგომ­ში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექ­მნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებ­ლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე. 2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.  6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი.     მუხლი 2🔗. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები 1. სამუსიკო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრე­კი­ლებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდ­რეობის შესწავლისათვის. 2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნე­ბის საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნუ­ლი კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებუ­ლი მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანი­ზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავ­ლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრა­მების საფუძველზე. 2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა. 3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმა­ნათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესა­ბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექ­ნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. 5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზღვრავს დამკვეთი. 8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათ­ვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს: ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუ­თების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზ­ღვრება სკოლის შინაგანაწესით. 11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა. 12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულე­ბის დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულე­ბია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები. 2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალ­ტე­რი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკო­ლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუ­სი­კო სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­ლე­ბებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინა­შე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელ­მძღვა­ნელ­თა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგან­მანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავ­შირებით; ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგ­რამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგ­მებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავ­შირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწ­ყვეტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დი­რექ­ტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვით­მმართველობის ორგანოს რეკომენდაციით. 8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკის­თვის. 9. სამუსიკო სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკო­ლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრე­ბის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელ­შეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროე­ბისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს  მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცა­ნების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები; 10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქ­მედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავ­ლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცეს­ზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუ­სიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონ­­მდებლობით დადგენილი წესით. 2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია. 4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს. 5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე­ბელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა;  დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექ­ტუ­რობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო­ბის ზედამხედველობას. 2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის  სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­და­ციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით.