⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/272 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მანგლისის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/272
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009105
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 22/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,812 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/272 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მანგლისის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.105 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/272 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მანგლისის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. მანგლისის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – მან­გლისის სამუსიკო სკოლა. 2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულება – მანგლისის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – მანგლისის სამუსიკო სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო და­წესებუ­ლება – მანგლისის სამუსიკო სკოლა (შემდგომ­ში – სამუსიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებ­ლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე. 2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით. 6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – დაბა მანგლისი, კრუპსკაიას №17.     მუხლი 2🔗. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები 1. სამუსიკო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრე­კილე­ბე­ბის განვითარებისა და კულტურული მემკვიდ­რეობის შესწავლისათვის. 2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდო­ვებული მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრა­მების საფუძველზე. 2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი სა­ფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგ­რამა. 3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგან­მანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესა­ბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლო­ბენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. 5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშ­ვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი. 8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველ­თათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს: ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუ­თების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზ­ღვრება სკოლის შინაგანაწესით. 11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: იდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა. 12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრუ­ლების დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი–სასწავლო და დამხმარე–სასწავლო სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულები. 2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექ­ტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკო­ლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუ­შაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­ლებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან მდივანი. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტო­რი და საბჭოს მდივანი. 7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობ­რივი თვითმმართველობის ორგანოს რეკო­მენდა­ციით. 8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმია­ნო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასა­კისთვის. 9. სამუსიკო სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრე­ბის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირ­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამა­ტებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წი­ნასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცა­ნების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები; 10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქ­მე­დებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სას­წავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაისტე­რად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნ­ქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას, სა­ქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;  ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;  ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებე­ლია. 4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს. 5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე­ბელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამი­ნისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნ­­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­­­პუნ­ქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქ­მია­­ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტუ­რო­ბის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო­ბის ზე­დამხედველობას. 2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დად­გენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­დაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.