⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/279 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დმანისის ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/279
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009108
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 24/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,834 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/279 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დმანისის ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.108 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/279 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დმანისის ხელოვნების სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. დმანისის ხელოვნების სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – სკოლისგა­რეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – დმანისის ხელოვნების სკოლა. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების– დმანისის ხელოვნების სკოლის თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დმანისის ხელოვნების სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დმანისის ხელოვნების სკოლა (შემდგომში – ხელოვ­ნების სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათ­ლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე. 2. ხელოვნების სკოლა თავის საქმიანობას წარმარ­თავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. ხელოვნების სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბა­ლანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ხელოვნების სკოლა საკუთარი სახელით ახორ­ციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო.  6. ხელოვნების სკოლის იურიდიული მისამარ­თია – დმანისის რაიონი, წმინდა ნინოს №58. სკოლას აქვს განყოფილებები სოფელ განთიადში და სოფელ ვარდისუბანში.     მუხლი 2🔗. ხელოვნების სკოლის მიზნები, ამოცანები 1. ხელოვნების სკოლის მიზნებია: ა) მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; გ) მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობებიბის შექმნა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების, შემოქმედებითი საქმია­ნო­ბისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავ­ლისათვის. 2. ხელოვნების სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) მოსწავლეთა კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. ხელოვნების სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარ­ტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. ხელოვნების სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ახალი განყოფილებების გახსნა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 3. ხელოვნების სკოლაში სწავლის უფლებით სარ­გებლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილე­ბი აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. 4. ხელოვნების სკოლაში მიღება თავისუფალია 6-12 წლის ასაკის მოზარდთათვის; იმ შემთხვევაში, თუ სკო­ლა­ში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშ­ვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 6. ხელოვნების სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი. 7. ხელოვნების სკოლას უფლება აქვს განახორციე­ლოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურ­ველთათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 8. ხელოვნების სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს; ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გა­დაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გ) შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით. 9. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა. 10. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 11. ხელოვნების სკოლის დამთავრებისას საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. ხელოვნების სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. ხელოვნების სკოლის სტრუქტურული ერთეუ­ლებია ძირითადი-სასწავლო (განყოფილებები) და დამ­ხმარე-სასწავლო სტრუქტურული ერთეულები.  2. ხელოვნების სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალ­ტერი) და პედაგოგიური საბჭო.  3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს ხე­ლოვ­ნების სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­ლებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგ­მებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს ხელოვნების სკოლაში საგანმანათლებ­ლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას­თან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორ­მდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექ­ტორი და საბჭოს მდივანი. 7. ხელოვნების სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტუ­რის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკო­მენ­და­ციით.  8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პიროვნება, რომელ­საც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი  მუშაო­ბის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციუ­ლი საქ­­მია­ნობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 9. ხელოვნების სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ხელოვნების სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და  ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან  შეთანხმებით ამტკი­ცებს ხელოვნების სკოლის საშტატო  განრიგს და ხელფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სახელოვ­ნებო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობი­ლობებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ხელოვნების სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ხელოვნების  სკო­ლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულა­დი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკო­ლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრუ­ლებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროე­ბისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირ­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, წყვეტს  მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს ხელოვნების სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები. 10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქ­მედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავ­ლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. ხელოვნების სკოლის პედაგოგი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. ხელოვნების სკოლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სახელოვნებო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად. 2. ხელოვნების სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და ხელოვნების სკოლის საშტატო განრიგით განსაზ­ღვრული სხვა მუშაკები. 3. ხელოვნების სკოლის პედაგოგებსა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზ­ღვრება შინაგანაწესით. 4. ხელოვნების სკოლაში ჯგუფური მეცადინეო­ბისათვის შეიძლება დაინიშნოს კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი), რომლის ფუნქციები განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. ხელოვნების სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით. 2. ხელოვნების სკოლის სკოლის დაფინანსების წყა­როებია: ა) შესაბამისი (ადგილობრივი) ბიუჯეტიდან გამო­ყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ ხელოვნების სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებე­ლია. 4. ხელოვნების სკოლა ვალდებულია კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 5. ხელოვნების სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე­ბელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ხელოვნების სკოლას შეუძლია მხოლოდ საქარ­თვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატ­ვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეუ­ლებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქ­მიანო­ბის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტუ­რობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამ­ხედველობას. 2. ხელოვნების სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დად­გენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს ხელოვნების სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ხელოვნების სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­დაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი ხელოვნების სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით.