საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 22.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №291
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110727006, 27/07/2011
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 55.35pt 45.0pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №291
2011 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე
მუხლი 1🔗.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 25-ე მუხლის 43 ნაწილის შესაბამისად განისაზღვროს საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესი დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს საერთაშორისო საწარმოთა ფუნქციონირების და საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობის წესს.
2. საბჭოს შემადგენლობა იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ.
3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ამ წესისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილება
1. საბჭოს ძირითადი ფუნქციაა საერთაშორისო საწარმოსათვის საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდული საქმიანობის უფლების მიცემის მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების შემუშავება.
2. საბჭო თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ სახელმწიფო ან ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე სხვა უწყებას/ორგანიზაციას/პირს და გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა
1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უძღვება საბჭოს საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;
გ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. საბჭოს სხდომები
1. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
3. საბჭოს წევრი ვალდებულია დაესწროს საბჭოს სხდომას. თუ საბჭოს წევრი ვერ ახერხებს სხდომაზე დასწრებას, იგი ვალდებულია ამის შესახებ სხდომის გამართვამდე აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს.
4. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლების გარეშე, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი, განმცხადებელი ან/და სხვა პირი.
5. საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი.
6. საბჭოს ყოველ სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, მათ შორის, განსახილველი საკითხების ნუსხა და მიღებული გადაწყვეტილებები.
7. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე საბჭოს ყველა წევრი. საბჭოს წევრს უფლება აქვს გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით დაერთვის სხდომის ოქმს.
მუხლი 5🔗. საბჭოს გადაწყვეტილება
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადებები ეგზავნება საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საწარმოსათვის საერთაშორისო საწარმოს სტატუსის გაუქმების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული (შეზღუდული) საქმიანობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.