⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/265 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დოესის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/265
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009120
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 22/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,817 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/265 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დოესის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.120 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/265 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დოესის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. დოესის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს სა­ჯა­რო სამართლის იურიდიული პირი –  სკოლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – დოესის სამუსიკო სკოლა 2. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათ­ლებლო დაწესებულების – დოესის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დოესის სამუსიკო სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლე­ბა – დოესის სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუ­სიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწე­სებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმა­ნათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებ­ლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე. 2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – კას­პის რაიონი, სოფელი დოესი.     მუხლი 2🔗. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები 1. სამუსიკო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი; ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდ­რეკი­ლე­ბების განვითარებისა და კულტურული მემ­კვიდ­რეობის შესწავლისათვის. 2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნე­ბის საფუძვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნუ­ლი კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფ­ლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონის­ძიე­ბების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვე­ბული მოსწავლეები; დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სას­კოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა. 3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგან­მანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძ­ველზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატე­რიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით. 5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, და­საშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი. 8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათ­ვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს: ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუ­თების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განი­საზღვრება სკოლის შინაგანაწესით. 11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვე­თილი და კლასგარეშე მუშაობა. 12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები. 13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრუ­ლების დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქ­ტუ­რული ერთეულები. 2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავა­ლებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენ­და­ციით. 8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასაკის­თვის. 9. სამუსიკო სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკი­ცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელ­ფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილო­ბებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარ­გავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთ­რებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატ­ვირ­თვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულე­ბის სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძი­რითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორ­ციე­ლოს სხვა მოქმედებები. 10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშ­ნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღ­ლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცეს­ზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანო­ბას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბა­მისად. 2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერ­სონალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთე­კარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზ­ღვრული სხვა მუშაკები. 3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფ­ლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას, საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით. 2 სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებე­ლია. 4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს. 5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებე­ლი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქარ­თვე­­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმე­დებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმია­ნობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედ­ველობას. 2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის  სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­და­ციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­­ტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.