⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/280 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2006
ძალის დაკარგვა 01.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/280
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009122
გამოქვეყნების წყარო სსმ, 112, 24/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,776 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2006 მიღება
01.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/280 ,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.122 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/280 2006 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კნონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ: 1. თერჯოლის სამხატვრო სკოლის ბაზაზე დაფუძ­ნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება – თერჯოლის სამხატვრო სკოლა. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის თანდართული წესდება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თერჯოლის სამხატვრო სკოლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თერ­ჯო­ლის სამხატვრო სკოლა (შემდგომში – სამხატვრო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომე­ლიც ახორციელებს სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე. 2. სამხატვრო სკოლა თავის საქმიანობას წარმარ­თავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. სამხატვრო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალან­სი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. სამხატვრო სკოლა საკუთარი სახელით ახორ­ციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სამხატვრო სკოლის იურიდიული მისამარ­თია – თერჯოლის რაიონი რუსთაველის №82.     მუხლი 2🔗. სამხატვრო სკოლის მიზნები, ამოცანები 1. სამხატვრო სკოლის მიზნებია: ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა ­­6 წელი; ბ) ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულ­ტუ­რული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარესამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობით საშუალე­ბათა ტექნიკის განვითარებას. 2. სამხატვრო სკოლის ამოცანებია: ა) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძ­ვლებს; ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნუ­ლი კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები; გ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე; დ) გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრუ­ლი აღქმის საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები პრაქტიკული მხატვრული აქტივობების განვითა­რებით.     მუხლი 3🔗. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია 1. სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგა­ნი­ზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტე­მა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმა­ნათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებუ­ლი სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე. 2. სამხატვრო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შე­საძ­ლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით. 3. სამხატვრო სკოლაში სწავლის უფლებით სარ­გებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები 12 წლის ასაკიდან; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერ­თო წესით. 4. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 5. სამხატვრო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს, განსაზღვრავს დამკვეთი. 6. სამხატვრო სკოლას უფლება აქვს განახორციე­ლოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურ­ველთათვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით). 7. სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს დირექტორის ინდივიდუალური ადმინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 8. სამხატვრო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ჯგუფური გაკვეთი­ლი და კლასგარეშე მუშაობა. 9. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – საკლასო და სასკოლო გამოფენები, შიდა კონკურსები და გამოცდები. 10. სამხატვრო სკოლის დასრულებისას საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 4🔗. სამხატვრო სკოლის სტრუქტურა და მართვა 1. სამხატვრო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქტუ­რული ერთეულები. 2. სამხატვრო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტე­რი) და პედაგოგიური საბჭო. 3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი. 4. პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატ­ვრო სკოლის დირექტორი. 5. პედაგოგიური საბჭო: ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე; ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლა­მენტს; გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს; ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელ­მძღვანელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით; ვ) იხილავს სამხატვრო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირე­ბულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვე­ტილებებს. 6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი. 7. სამხატვრო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენ­და­ციით. 8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამხატვრო (სახელოვნებათმცოდნეო) განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქ­მედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორ­განიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწე­ვია 65 წლის ასაკისთვის. 9. სამხატვრო სკოლის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამხატვრო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკი­ცებს სამხატვრო სკოლის საშტატო განრიგს და ხელ­ფასის ფონდს; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამხატვრო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილო­ბებს, დებს გარიგებებს; დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამხატვრო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამხატვრო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახ­სრე­ბის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კო­­დექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელ­შეკრულებებს სკოლის თანამშრომლებსა და საჭი­როებისამებრ დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებ­ლო­ბის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატ­ვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდი­ვიდუა­ლურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქ­ტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს; თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამხატვრო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეუ­ლების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან; ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორ­ციე­ლოს სხვა მოქმედებები. 10. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამხატვრო (სახელოვნე­ბათმცოდნეო) განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. 11. დირექტორის მოადგილე: ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პროცესზე; ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.     მუხლი 5🔗. სამხატვრო სკოლის პედაგოგი და სასწავლო-დამხმარე პერსონალი 1. სამხატვრო სკოლის პედაგოგად მუშაობის უფლება აქვს სამხატვრო სკოლის პროფილის შესაბამისი განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს პედაგო­გიურ საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალი­ფიკაციის შესაბამისად. 2. სამხატვრო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამხატვრო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები. 3. სამხატვრო სკოლის პედაგოგისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზ­ღვრება შინაგანაწესით. 4. სამხატვრო სკოლაში ჯგუფური მეცადინეო­ბისათვის შეიძლება დანიშნოს კლასის ხელმძღვანელი (დამრიგებელი), რომლის ფუნქციები განისაზღვრება შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სამხატვრო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციე­ბის განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კა­ნონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამხატვრო სკოლის სკოლის დაფინანსების წყაროე­ბია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები; გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი ე) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავ­ლები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამხატვრო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია. 4. სამხატვრო სკოლა ვალდებულია კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს შესაბამისი ადგილობრივი მმართვე­ლო­ბითი ორგანოს მეშვეობით. 5. სამხატვრო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 7🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სამხატვრო სკოლას შეუძლა მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სამხატვრო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექ­ტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანო­ბის ზედამხედველობას. 2. სამხატვრო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც: ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამხატვრო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ; ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.     მუხლი 9🔗. სამხატვრო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სამხატვრო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­და­ციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრუ­ლად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი სამხატვრო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.