საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის ბრძანება №93 ,,საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 07.07.2005
ძალის დაკარგვა 23.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №93
სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.007552
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 13/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| რანგის დასახელება | რანგების შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობები |
| ა) პირველი მდივანი ბ) მეორე მდივანი გ) მესამე მდივანი დ) ატაშე | სამმართველოს განყოფილების გამგე, ვიცე-კონსული, პირველი მდივანი, საკონსულო აგენტი, მეორე მდივანი, მესამე მდივანი, ატაშე. |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის ბრძანება №93 ,,საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.25in .75in .5in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.007.552
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის
ბრძანება №93
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.
2. დამტკიცდეს თანდართული დანართები: დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობის თანაფარდობის შესახებ (დანართი №1), დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინება (დანართი №2).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების წესს.
2. დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ პირებს, მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, პროფესიული მომზადებისა და დამსახურების შესაბამისად, ენიჭებათ დიპლომატიური რანგები.
მუხლი 2🔗. დიპლომატიური რანგების კატეგორიები
დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:
ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:
ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:
ბ.ა) უფროსი მრჩეველი;
ბ.ბ) მრჩეველი;
ბ.გ) უმცროსი მრჩეველი.
გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:
გ.ა) პირველი მდივანი;
გ.ბ) მეორე მდივანი;
გ.გ) მესამე მდივანი;
გ.დ) ატაშე.
მუხლი 3🔗. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები
1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის განსაზღვრულია დიპლომატიური სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:
ა) ატაშეს პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 1 წელი;
ბ) მდივნის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 2 წელი;
გ) მრჩევლის დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის დიპლომატიური სამსახურის გავლის 3 წელი.
2. დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრებულ პირებს, დიპლომატიური რანგები მიენიჭებათ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის ან განსაკუთრებული დამსახურების გამო დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება.
4. თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 4🔗. დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი
1. დიპლომატიური თანამდებობისა და მათთან გათანაბრებულ პირებისათვის, უფროსი და უმცროსი დიპლომატიური რანგების მინიჭება ხდება საკონკურსოსაატესტაციო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წარდგინების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.
2. უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს, დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით – ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. მორიგი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება შესაბამისი წინა დიპლომატიური რანგის გათვალისწინებით.
4. დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია დიპლომატიური რანგის მინიჭება საფეხურგამოშვებით.
5. სამინისტროს სისტემაში მოხელეთა უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაყვანისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი დიპლომატიური რანგი წელთა ნამსახურობისა და დასაკავებელი თანამდებობის გათვალისწინებით.
6. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების მიერ სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების განხილვის გზით.
7. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით.
8. დიპლომატიური რანგების მქონე დიპლომატიური თანამდებობის პირები, რომლებიც გადაყვანილ იქნებიან და დაინიშნებიან დამხმარე ტექნიკურ ან ადმინისტრაციულ-ტექნიკურ თანამდებობაზე მიენიჭებათ დიპლომატიური რანგის შესაბამისი საკლასო ჩინი.
9. ადმინისტრაციულტექნიკურ და დამხმარე ტექნიკურ პერსონალს მიენიჭება სახელმწიფო მოხელისათვის დაწესებული საკლასო ჩინი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
10. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, დიპლომატიური რანგი არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
11. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი მოწმობის გაცემითა და შრომის წიგნაკში ჩანაწერით.
მუხლი 5🔗. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადები
1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.
2. თუ დიპლომატიური თანამდებობის პირი თანამდებობიდან თავისუფლდება პენსიაზე გასვლის გამო, მინიჭებული დიპლომატიური რანგი უნარჩუნდება სამუდამოდ.
3. დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ დიპლომატიური სამსახურის დატოვების შემთხვევაში ხდება მინიჭებული უფროსი და უმცროსი კატეგორიის დიპლომატიური რანგების მოქმედების შეჩერება, დიპლომატიურ თანამდებობაზე მის ხელახლა დანიშვნამდე.
4. მოსამსახურის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
მუხლი 6🔗. დიპლომატიური რანგის თანაფარდობა საკლასო ჩინსა და სპეციალურ წოდებასთან
სახელმწიფო მოხელისათვის დაწესებული საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მქონე პირის, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს მისი საკლასო ჩინისა და წოდების შესაბამისი დიპლომატიური რანგი.
მუხლი 7🔗. დიპლომატიური რანგის მინიჭებაზე კონტროლი
დიპლომატიური რანგის მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, დიპლომატიური რანგის თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტი.
მუხლი 8🔗. სოციალური გარანტიები
დიპლომატიური რანგისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებანი
ამ დებულების ძალადაკარგულად ცნობა, მასში ცვლილებებისა და დამტებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.
დანართიN1
დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა
რანგის დასახელება
რანგების შესაბამისი დიპლომატიური თანამდებობები
ა)საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, სამინისტროს დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს გენერალური კონსული, უფროსი მრჩეველი, საქართველოს კონსული, სამხედრო ატაშე, საჰაერო ატაშე, საზღვაო ატაშე, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მრჩეველი.
ა) უფროსი მრჩეველი,
ბ) მრჩეველი,
გ) უმცროსი მრჩეველი
დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, სამინისტროს დამოუკიდებელი სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს გენერალური კონსული, უფროსი მრჩეველი, საქართველოს კონსული, სამხედრო ატაშე, საჰაერო ატაშე, საზღვაო ატაშე, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მრჩეველი, სამმართველოს განყოფილების გამგე, ვიცე-კონსული, პირველი მდივანი, საკონსულო აგენტი, მეორე მდივანი, მესამე მდივანი, ატაშე.
ა) პირველი მდივანი
ბ) მეორე მდივანი
გ) მესამე მდივანი
დ) ატაშე
სამმართველოს განყოფილების გამგე, ვიცე-კონსული, პირველი მდივანი, საკონსულო აგენტი, მეორე მდივანი, მესამე მდივანი, ატაშე.
დიპლომატიური რანგის მინიჭების შესახებ წარდგინების
შევსების წესი
პუნქტი 1. აღინიშნება დიპლომატიური თანამდებობის პირის გვარი, სახელი (დაუშვებელია ინიციალის მითითება);
პუნქტი 2. აღინიშნება დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის თარიღი;
პუნქტი 3. აღინიშნება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული დიპლომატიური რანგი;
პუნქტი 4. „წარდგენილი“ – აღინიშნება მორიგი დიპლომატიური რანგი, რომლის მისანიჭებლად წარდგენილია მოხელე. თუ ვადამდე ენიჭება დიპლომატიური რანგი, შესაბამისად, ეს გარემოებაც უნდა მიეთითოს.
პუნქტი 5. აღინიშნება დაბადების რიცხვი, თვე და დღე;
პუნქტი 6. „დიპლომატიური რანგი მინიჭებული აქვს“ აღინიშნება თუ რომელი და ვის მიერ ააქვს მინიჭებული ახლანდელი დიპლომატიური რანგი, ბრძანების ნომერი და თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
პუნქტი 7. „სამუშაო“ – აღინიშნება საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი, ბრძანების №);
პუნქტი 8. აღინიშნება სასწავლების ზუსტი დასახელება და დამთავრების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
პუნქტი 9. „ბოლო ატესტაციის დასკვნა“ – აღინიშნება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა;
პუნქტი 10. „დახასიათება“ – სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ აღინიშნება მოხელის პირადი და საქმიანი თვისებები, სამსახურის პერიოდში მიღებული წახალისებები თუ წარდგენილია დიპლომატიური რანგის ვადამდე მისანიჭებლად, აგრეთვე აღინიშნება რა დამსახურება მიუძღვის;
პუნქტი 11. „დასკვნა“ – აღინიშნება იმსახურებს თუ არა მორიგ ან ვადამდე დიპლომატიური რანგის მინიჭებას ან რანგის შეცვლას.
პუნქტი 12. აღინიშნება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა თანამდებობის სრული დასახელება, გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;
პუნქტი 13. აღინიშნება კადრების დეპარტამენტის დირექტორის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;
პუნქტი 14. აღინიშნება კურატორი მინისტრის მოადგილის გვარი, სახელი, ხელმოწერა და თარიღი;
პუნქტი 15. აღინიშნება წარდგინების შევსების თარიღი.