საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.07.2011
ძალაში შესვლა 28.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1420
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110727009, 27/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,963 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2011 მიღება
28.07.2011 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BodyTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 53.85pt .75in 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1420 2011 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისიდან . ვ . ქობალია შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1789 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი ) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 4. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;  ბ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია; გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია; [გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია; ( ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან ) . ] დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემების მოთხოვნა და მიღება. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან წარმომადგენლების, სპეციალისტების მოწვევა და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა; ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა; [ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა; ( ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან ) . ] ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა; ი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა; ლ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა; მ) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1789). ნ) სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ო) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით; პ) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით; რ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ს) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა; ტ) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია; უ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა. სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა; ქ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, კონტროლის განხორციელება საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე; ღ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ყ) ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებისათვის; შ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ჩ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვების სააგენტოში წარდგენა; ც) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ძ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესაბამისი შესყიდვების განხორციელება; წ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჭ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება და დადება; ხ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ჯ ) სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1789 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 7 . დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 8. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები  1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:  ა) საფინანსო სამმართველო;  ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;  გ) ლოჯისტიკის სამმართველო. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. საფინანსო სამმართველო: ა) შეიმუშავებს და განსაზღვრავს სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ;  ბ) ადგენს სამინისტროს  ბიუჯეტის პროექტს და კოორდინაციას უწევს მის აღსრულებას; გ) ადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტს და ახორციელებს შესაბამის კონტროლს და კოორდინაციას ; [გ) ადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტს და ახორციელებს შესაბამის კონტროლს და კოორდინაციას; ( ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან ) . ] დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან მოითხოვს ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველ მონაცემებს. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან იწვევს წარმომადგენლებს, სპეციალისტებს და ითხოვს შესაბამის ინფორმაცია ს; ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით; [ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, ამზადებს ცვლილებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ; ( ამოქმედდეს 2012 წლის 23 სექტემბრიდან ) . ] ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგება ს; თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა; ი) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვას ; კ) უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვა ს, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა სა და შესაბამის უწყებებში წარდგენას ; ლ) უზრუნველყოფს საბუღალტრო საბუთების წარმოება ს, გაფორმება ს, შენახვა ს და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება ს; მ) (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1789). 4. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო: ა ) შეიმუშავებს და განსაზღვრავს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; ბ ) შეიმუშავებს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების წლიურ გეგმა ს და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებულ გეგმა ს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს შესყიდვების სააგენტოში; გ ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად განსაზღვრავს შესყიდვის საშუალება ს და ამზადებს დოკუმენტაცია ს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ ) ახორციელებს შესაბამის შესყიდვებს სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; ე ) ადგენს კვარტალურ ანგარიშებს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარა დგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ ) ამზადებს და დებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან; ზ ) ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობა ს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. 5. ლოჯისტიკის სამმართველო: ა ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება/განაწილება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით; ბ ) პასუხისმგებელია სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. ორგანიზებას უკეთებს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხებს, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ; გ ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვა ს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოება ს; ე ) უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობა სა და მოწესრიგება ს; ვ ) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია; ზ ) უზრუნველყოფს სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა ს, მათ ტექნიკურ გამართულობა ს; თ ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროს უზრუნველყოფს საწვავით. ახორციელებს სათადარიგო ნაწილების გაცემას და ჩამოწერას ; ი ) კოორდინაციას უწევს სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვა ს, კონტროლის განხორციელებას საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე; კ ) ატარებს და ორგანიზება ს უწევს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია ს; ლ ) ზედამხედველობა ს და კონტროლს უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებს. 6 . (ამოღებულია - 14.09.2012, №1-1/1789). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის ბრძანება №1-1/1789 - ვებგვერდი, 14.09.2012 წ.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.