საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2011
ძალაში შესვლა 28.07.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1421
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.024.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110727011, 27/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 10.09.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:Grigolia;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1421
2011 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის № 1-1/2388 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისიდან.
ვ. ქობალია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) (შემდგომში –ადმინისტრაცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ადმინისტრაცია წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4. ადმინისტრაცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) საქმისწარმოების წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, ასევე მინისტრის დავალებების და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
გ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა კონტროლი;
დ) მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, მათ შორის საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ვ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება, ოქმების წარმოება;
ზ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული თათბირების გამართვის ორგანიზება, ოქმების წარმოება; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;
თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა;
ი) მინისტრის უშუალო დავალებით სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. ადმინისტრაციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს ადმინისტრაციას დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ადმინისტრაციაში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს ადმინისტრაციაში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და შესაბამისი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ადმინისტრაციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროტოკოლის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო;
გ) საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველო;
დ) სამდივნო (სამმართველო).
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. პროტოკოლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
ბ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;
გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);
ე) თავისი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის, საქართველოს აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ვ) მინისტრის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში.
4 . საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფია არქივი.
5. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ახორციელებს მატერიალური და ელექტრონული ფორმით;
ბ) სამინისტროში ყოველდღიურად შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება სათანადო კომპიუტერული პროგრამით და მოძრაობა კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ერთიანი წესის შესაბამისად;
გ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის, მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციის უფროსისათვის;
დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების პროექტების, ინსტრუქციების, რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
ვ) რეგისტრირებული კორესპონდენციის განაწილება და მინისტრისთვის, მინისტრის მოადგილეებისთვისა და შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის გადაცემა;
ზ) მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება და შენახვა;
თ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და დროული გაგზავნა ადრესატთან;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის დროულად გადაცემა;
კ) კანცელარიის მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭდისა და სარეგისტრაციო შტამპების შენახვა და არსებული წესის შესაბამისად გამოყენება;
ლ) კომპეტენციის შესაბამისად სათანადო მასალების მომზადება სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის;
მ) სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების დაცვა;
ნ) ხელმოწერითა და ბეჭდით დოკუმენტების ასლების დამოწმება;
ო) სამინისტროში მოვლინებული მოქალაქეების სამივლინებო ბარათების გამოწმება.
6. საქმისწარმოების სამმართველოს არქივი ახორციელებს საარქივო საქმის წარმოებას სახელმწიფო საარქივო ფონდში შესანახად განკუთვნილი დოკუმენტების დაცვას მატერიალური და ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საიდუმლოების დაცვის რეჟიმის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმის ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
გ)კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში მომზადებული და გასაგზავნად გამზადებული საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი დოკუმენტების სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებში ადგილზე მიტანა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ჩაბარება, აგრეთვე იმ საიდუმლო ინფორმაციის შემცვლელი დოკუმენტებისა და საქმეების შერჩევა და განხილვა, რომელთა შენახვის ვადები ამოწურულია და ექვემდებარება განადგურებას;
დ) ნომენკლატურის შემუშავება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და შეზღუდული სარგებლობისათვის განკუთვნილი ინფორმაციის შემცვლელ დოკუმენტაციაზე დასაშვებად გასაფორმებელ თანამდებობის პირებზე შესაბამის სამთავრობო დაწესებულებასთან წარსადგენად;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად საიდუმლოების საკითხებზე კომპეტენციიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული პროექტების დადგენილი წესით შეთანხმების ორგანიზაცია სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, აგრეთვე იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული დოკუმენტების შინაარსით და უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ პროექტების მომზადებაში;
ვ) სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებათა განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების ღონისძიებების შემუშავებაში და განხორციელებაში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მობილიზაციისა და მატერიალური რეზერვების სფეროში საქართველოს კნონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
თ) „მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად მონაწილეობის მიღება საქართველოს ეკონომიკის საჭიროებისათვის მუშახელის დაჯავშნის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში, კონტროლს გაწევა კომისიის საჭიროებისათვის საჭირო მასალების მომზადებასა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაში;
ი) ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად. სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვითი გეგმების შემუშავება, თანამშრომელთა თავდაცვისათვის მომზადების ორგანიზება;
კ) თავისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.
8. სამდივნოს (სამმართველო) ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;
ბ) მინისტრისა და სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება, ოქმების წარმოება;
გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის წინაშე.