⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2006)
გაუქმებულია:

„საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.08.2005
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №823
სარეგისტრაციო კოდი 230150000.22.033.007662
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 31/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,914 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2005 მიღება
22.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.22.033.007.662 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №823-№876 2005 წლის 3026 აგვისტო ქ. თბილისი  „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ” თანდართული ინსტრუქცია. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი ი. მერაბიშვილი ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. ეს ინსტრუქცია საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებასთან, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო, საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ფორმისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების შევსების წესებსა და მათი წარდგენის თავისებურებებს. 2. ამ ინსტრუქციის მიზანია ხელი შეუწყოს ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, სავალდებულო რეგისტრაციის და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების პროცედურების გამარტივებას, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.     მუხლი 2🔗 ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რა მნიშვნელობითაც ისინი გამოიყენებიან საქართველოს საბაჟო, საგადასახადო და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბაჟო კონტროლის ზონა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო გაფორმების ჯგუფის განლაგების ადგილი; ბ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთი”ს საბაჟო გაფორმების განყოფილების შესაბამისი საბაჟო გაფორმების ჯგუფი; გ) საგადასახადო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი და შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს განთავსების ადგილებში; დ) სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ჯგუფი; ე) საბანკო საქმიანობა – საბაჟო კონტროლის ზონაში შექმნილი საბანკო დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული საბანკო ოპერაციები; ვ) დაწესებულებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ზ) ერთი ფანჯრის პრინციპი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები, საბროკერო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები); თ) სატრანსპორტო საშუალება – სეს სნ-ის 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (გარდა 871110000 კოდით კლასიფიცირებული საქონლისა) და 8716 კოდებით აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი.     მუხლი 3🔗 სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ექცევიან თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდისა და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გატარების შემდგომ, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სურვილისამებრ, სარეგისტრაციო ორგანოების მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან საბაჟო გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო გაფორმებისთანავე ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონებში ერთი ფანჯრის პრინციპით.     მუხლი 4🔗 სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებასთან, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან და სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, ამ ინსტრუქციით და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება, საგადასახადო ვალდებულების შესრულება და სავალდებულო რეგისტრაცია ერთი ფანჯრის პრინციპით     მუხლი 5🔗 1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას, საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და სავალდებულო რეგისტრაციას თბილისის მასშტაბით ახორციელებენ საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და სარეგისტრაციო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2. გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ იმყოფებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) და რომელთა სატრანსპორტო საშუალებები ექცევიან თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) რეჟიმში, ექვემდებარებიან საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას ექვემდებარებიან მოცემულ წესზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გამარტივებული ფორმით (დანართი №1). თავი III. საბაჟო, საგადასახადო, სარეგისტრაციო ორგანოებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობები სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის განხორციელებისას ერთი ფანჯრის პრინციპით     მუხლი 6🔗 1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება წარმოებს, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც. 2. სატრანსპორტო საშუალებების მიმართ უფლებამოსილ პირებსა ან/და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით კი – ვალდებულნი არიან დაესწრონ საბაჟო გაფორმებას. 3. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული სატვირთო და სხვა ოპერაციები ხორციელდება მესაკუთრის ხარჯით.     მუხლი 7🔗 დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ან/და განკარგვა საბაჟო გაფორმების დაწყებიდან საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.     მუხლი 8🔗 1. დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის წარდგენისას მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება. 2. დეკლარირება ხდება დადგენილი ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ზუსტ ცნობებს სატრანსპორტო საშუალებების, მათი საბაჟო რეჟიმის შესახებ და საბაჟო მიზნებისათვის საჭირო სხვა ცნობებს. 3. საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოებისათვის წარდგენის დღიდან, გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა. 4. დეკლარანტი ასრულებს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.     მუხლი 9🔗 1. სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების დროს დეკლარანტი ვალდებულია: ა) მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული წესის მიხედვით; ბ) საბაჟო ორგანოს მოთხოვნით წარადგინოს საჭირო საბუთები და ცნობები; გ) უზრუნველყოს საბაჟო გადასახდელების გადახდა; დ) ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო გაფორმებაში, მათ შორის საჭირო სატვირთო და სხვა ოპერაციების შესრულების გზით. 2. სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ: ა) ცნობა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის), საგადასახადო ვალდებულების შესრულების ან საგადასახადო ვალდებულების არარსებობის შესახებ; ბ) სატვირთოსაბაჟო დეკლარაცია; გ) სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ჩატარების თაობაზე სარეგისტრაციო ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ შევსებული დათვალიერების აქტი („სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2); ე) ერთობლივი განცხადება („სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №628 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1) სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების შემთხვევაში; ვ) სარეგისტრაციო მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.     მუხლი 10🔗 მოქალაქეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებების, ასევე წარმოსადგენი დოკუმენტების ან შესავსები ბლანკების ნიმუშების თაობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირების მიზნით, ერთი ფანჯრის პრინციპის უზრუნველსაყოფად იქმნება საინფორმაციო დაფები და მაგიდები.     მუხლი 11🔗 1. დეკლარანტმა საბაჟო ორგანოს, დეკლარაციის შევსების შემდგომ, დეკლარაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები, მათი ელექტრონული ასლები (ელექტრონული საბუთები), ელექტრონული პასპორტი, საქონლის გადაზიდვამდე მასზე ჩატარებული ინსპექტირებისა და სხვა დოკუმენტები. 2. წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციას იღებს საბაჟო ორგანო და ახდენს მის რეგისტრაციას დადგენილი წესით. 3. საბაჟო ორგანოს ნებართვით შეიძლება საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების შეცვლა, შევსება ან წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის გამოთხოვა. 4. საბაჟო დეკლარაციის შეცვლა, შევსება ან გამოთხოვა შეიძლება მხოლოდ: ა) საბაჟო დეკლარაციის შემოწმების დაწყებამდე; ბ) სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერებამდე და\ან საბაჟო შემოწმებამდე; გ) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული მონაცემების უტყუარობის დადგენამდე. 5. საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირს არა აქვს უფლება შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, შეცვალოს ან შეიტანოს მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც საბაჟო ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება, აგრეთვე შეცვალოს ან შეავსოს კოდირებული მონაცემები, რომლებიც მანქანური დამუშავებისათვის გამოიყენება, თუ ასეთი მონაცემები არაკოდირებული სახით არის საბაჟო დეკლარაციაში.     მუხლი 12🔗 1. საბაჟო დეკლარაციის მიღებისა და საბაჟო ორგანოების მიერ მისი შემოწმების შემდეგ ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო გაფორმების პროცედურები. 2. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებაში მონაწილეობას ღებულობენ სარეგისტრაციო ორგანოების უფლებამოსილი პირები, რის თაობაზეც ავსებენ დათვალიერების აქტს, რომელსაც გადასცემენ დეკლარანტს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისათვის წარსადგენად. 3. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და შემოწმების დროს საბაჟო ორგანოები ამოწმებენ სატრანსპორტო საშუალებების დასახელების, წარმოშობის, მდგომარეობის, ღირებულების შესაბამისობას წარმოდგენილი დეკლარაციის მონაცემებთან, ხოლო სარეგისტრაციო ორგანოები – სატრანსპორტო საშუალებების საქარხნო ნომრების შედარებას დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებთან. 4. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, საბაჟო და სარეგისტრაციო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.     მუხლი 13🔗 1. საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდგომ საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია, დათვალიერების აქტი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში ერთობლივი განცხადება და საგასახადო ორგანოების მიერ გაცემული ცნობა იკრიბება და დეკლარანტის მიერ გადაეცემა სარეგისტრაციო ორგანოებს. 2. სარეგისტრაციო ორგანოები სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას და მათზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემას ახდენენ მხოლოდ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდგომ.     მუხლი 14🔗 1. საგადასახადო ორგანო მისი განთავსების ადგილის მიხედვით ახდენს: ა) სატრანსპორტო საშუალების გამყიდველი ან უსასყიდლოდ მიმღები ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანას, თუ ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის პირები საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) აყვანას ექვემდებარებიან ამ ინსტრუქციაზე თანდართული საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) გამარტივებული ფორმით (დანართი №1); ბ) შესაბამისი პირების საგადასახადო დეკლარაციების (განცხადების) ბლანკებით უზრუნველყოფას და მათთვის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების წესის და ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების გაცნობას (ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდები მიეთითება საგადასახადო დეკლარაციების ბლანკებზე); გ) შევსებული დეკლარაციების (განცხადების) მიღებას, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის დადგენას და შესაბამის პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ცნობების გაცემას; დ) გადამხდელებიდან მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გაცემული ცნობების რეესტრის წარმოებას და ანგარიშგებას საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით. 2. პირები ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად უზრუნველყონ საგადასახადო დეკლარაციების (განცხადების) შევსება. საგადასახადო ორგანოს მოვალეობაში არ შედის გადამხდელის საგადასახადო დეკლარაციების ბლანკების შევსება. ამასთან, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით კონსულტაცია გაუწიოს გადამხდელს. 3. საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით საგადასახადო დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) საგადასახადო ორგანოსათვის ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გადასახადის გადამხდელებისათვის მისანიჭებლად შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრების ველის გამოყოფას; ბ) საგადასახადო ორგანოს ინფორმაციულ უზრუნველყოფას გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის დასადგენად; გ) საგადასახადო ორგანოს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებას და მათ მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას; დ) საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების, მიღებული დეკლარაციების (განცხადების) და გადახდილი გადასახადების შესახებ შესაბამისი ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების ინფორმირების მექანიზმების შემუშავებას.