„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№410
სარეგისტრაციო კოდი
010080000.08.002.016286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110728012, 28/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №410

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

„დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 მარტის №110 ბრძანებულებ აში(სსმIII,2008წ., №33, მუხ.361) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებ ა:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესის დამტკიცებისშესახებ“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი.“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

გ.ა)სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი“;

გ.ბ)პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს:

 ა) დასახლების (ქალაქი,დაბა, სოფელი) შექმნისა და გაუქმების წესს;  

ბ) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესს.

2. ეს წესი არ აწესრიგებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე დასახლების (თვითმმართველი ქალაქი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საკითხებს.“;

გ.გ)მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) შექმნის ან გაუქმების შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.“;

გ.დ)წესის მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მიკუთვნება (შეცვლა), ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, განიხილება, როგორც დასახლების შექმნა და ხორციელდება დასახლების შექმნისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი