საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2011
ძალის დაკარგვა 12.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №6/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016006
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110728013, 01/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.08.2018
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.01.2017
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 12.01.2015
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; }
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt .75in 42.55pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქა
რთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
ბრძანება №6/ნ
2011 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №
10 დადგენილებით დამტკიცებული „
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „
კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. ნიკოლაიშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს)
ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში –
დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.
3. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და დეპარტამენტის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
დ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
ვ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
თ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ი) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში;
კ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
მ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა კოორდინაცია.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) კომპიუტერული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველო.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ამოცანები
1.
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს
ამოცანა
ა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს
ამოცანაა
სამინისტროს განთავსების ადგილის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა.
3. კომპიუტერული უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
ბ) შიდა სატელეფონო სადგურის მართვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
4. საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ)
საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
გ
) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
დ
) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
ე) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ატესტაციების ორგანიზება და ატესტაციის შედეგების ასახვა პირად საქმეებში;
ზ) სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
თ) პერიოდულად საარქივო მასალების მომზადება და ჩაბარება;
ი) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულებისა და სხვა საკადრო ბრძანებების და ნორმატიული მასალის მომზადება და რეგისტრაცია;
კ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) თანამშრომელთა მიერ საგადასახადო სამსახურიდან ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების შევსების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ყოველწლიური ცნობის წარმოდგენის კონტროლი;
მ)სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
ნ) სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა კოორდინაცია;
ო) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების შესახებ მონაცემთა საინფორმაციო სისტემის შექმნა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს დეპარტამენტზე ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე,
დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ
) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მისი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რ
ომელ
საც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის
შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 8🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) ასრულებს მინისტრის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის მოსამსახურე
1. დეპარტამენტის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.