„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.001.003.199
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 04/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე პუნქტი:

„46. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი – ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალებები ან მათი კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შეცვლის მიზნით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამკურნალო საშუალებების, გარდა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა, მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მეშვეობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:

„21. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას ან რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მეშვეობით.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლი.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატები საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს და რეგისტრირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“;

გ) 24-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 25-ე პუნქტის „ბ.ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის შემუშავება;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმების დამტკიცება.“.

    მუხლი 2

კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 18 ივნისი.

№23–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.06.2008.
როდის იქნა მიღებული „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 470.230.000.05.001.003.199.
სად არის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.06.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №23, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.001.003.199 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1438/