„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N 26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №22
2011 წლი ს 22 ივლისი
ქ. წალენჯიხა
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №26 დადგენილებით (სსმV,29.11.2010წ., №56, მუხ.1657) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) წარადგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფიზიკური ან/ და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილია შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია