საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1908
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 22/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 323-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „ხუთიდან ათ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „რვიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე“;

გ) მე-3 ნაწილში სიტყვები „ათიდან ჩვიდმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით“;

დ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

2. 324-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად, ხოლო სიტყვები „რვიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“.

3. 324-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

     ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

4. 324-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3241 მუხლი:

     „მუხლი 3241. კიბერტერორიზმი

1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, –

     ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –

     ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

5. 327-ე მუხლის:

ა) პირველ ნაწილში სიტყვები „შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე“;

ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „ხუთიდან ათ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თორმეტ წლამდე“.

6. 328-ე მუხლში სიტყვები „შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ათიდან თხუთმეტ წლამდე“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი.

2002 წლის 28 დეკემბერი.

№1908–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1908. სარეგისტრაციო კოდი — 080.000.000.05.001.001.194.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №1908, 28.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.194 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14392/