„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №418
2011 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების (სსმ , 3.01.11.) პირველი მუხლით დამტკიცებულ „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ)“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ) განისაზღვრება საქონლის შემდეგი ჯგუფები:
| კარი I ცოცხალი ცხოველები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები | |
| შენიშვნები I კარისთვის | |
| ჯგუფი 01 | ცოცხალი ცხოველები |
| ჯგუფი 02 | ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები |
| ჯგუფი 03 | თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები |
| ჯგუფი 04 | რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
| ჯგუფი 05 | ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
| კარი II მცენარეული წარმოშობის პროდუქტები | |
| შენიშვნები II კარისთვის | |
| ჯგუფი 06 | ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარეების სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი |
| ჯგუფი 07 | ბოსტნეული და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები |
| ჯგუფი 08 | საკვებად ვარგისი ხილი და კაკალი; ციტრუსების კანი ან ნესვის ქერქი |
| ჯგუფი 09 | ყავა, ჩაი, მატე (პარაგვაის ჩაი) და სანელებლები |
| ჯგუფი 10 | მარცვლოვანები |
| ჯგუფი 11 | ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა |
| ჯგუფი 12 | ზეთოვანი მცენარეების თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები, ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი |
| ჯგუფი 13 | შელაქი ბუნებრივი გაუსუფთავებელი; გუმფისები, ფისები და სხვა მცენარეული წვენები და ექსტრაქტები |
| ჯგუფი 14 | მცენარეული მასალები წნული ნაკეთობების დასამზადებლად; მცენარეული წარმოშობის დანარჩენი პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი |
| კარი III ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი გახლეჩის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები | |
| ჯგუფი 15 | ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცხიმები და ზეთები და მათი გახლეჩის პროდუქტები; მზა საკვები ცხიმები; ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ცვილები |
| კარი IV კვების მზა პროდუქტები; ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი; თამბაქო და მისი შემცვლელები | |
| შენიშვნები IV კარისთვის | |
| ჯგუფი 16 | მზა საკვები პროდუქტები ხორცის, თევზისა ან კიბოსნაირების, მოლუსკებისა ან წყლის სხვა უხერხემლოებისაგან |
| ჯგუფი 17 | შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი |
| ჯგუფი 18 | კაკაო და პროდუქტები მისგან |
| ჯგუფი 19 | მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლისა ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი |
| ჯგუფი 20 | ბოსტნეულის, ხილის, კაკლისა ან მცენარეთა სხვა ნაწილების გადამუშავების პროდუქტები |
| ჯგუფი 21 | კვების სხვადასხვა პროდუქტები |
| ჯგუფი 22 | ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები და ძმარი |
| ჯგუფი 23 | კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისთვის |
| ჯგუფი 24 | თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები |
| კარი V მინერალური პროდუქტები | |
| ჯგუფი 25 | მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი |
| ჯგუფი 26 | მადნები, წიდა და ნაცარი |
| ჯგუფი 27 | მინერალური საწვავი, ნავთობი და მათი გამოხდის პროდუქტები; ბიტუმოვანი ნივთიერებები; მინერალური ცვილები |
| კარი VI ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქცია | |
| შენიშვნები VI კარისთვის | |
| ჯგუფი 28 | არაორგანული ქიმიის პროდუქტები; ძვირფასი ლითონების, იშვიათი მიწათა ლითონების, რადიოაქტიური ელემენტების ან იზოტოპების არაორგანული ან ორგანული ნაერთები |
| ჯგუფი 29 | ორგანული ქიმიური ნაერთები |
| ჯგუფი 30 | ფარმაცევტული პროდუქცია |
| ჯგუფი 31 | სასუქები |
| ჯგუფი 32 | სათრიმლავი ან საღებავი ექსტრაქტები; ტანინები და მათი წარმოებულები; საღებარები, პიგმენტები და დანარჩენი საღებარი ნივთიერებები; საღებავები და ლაქები; ფითხები და სხვა მასტიკები; პოლიგრაფიული საღებავი, მელნები, ტუში |
| ჯგუფი 33 | ეთერზეთები და რეზინოიდები; პარფიუმერული, კოსმეტიკური და ტუალეტის საშუალებები |
| ჯგუფი 34 | საპონი, ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები, სარეცხი საშუალებები, საპოხი მასალები, ხელოვნური და მზა ცვილები, საწმენდი და საპრიალებელი შემადგენლობები, სანთლები და ანალოგიური ნაწარმი, საძერწი პასტები, პლასტილინი, ,,კბილსამკურნალო ცვილი’’ და შემადგენლობები თაბაშირის საფუძველზე კბილსამკურნალო მიზნებისათვის |
| ჯგუფი 35 | ცილოვანი ნივთიერებები; მოდიფიცირებული სახამებლები; წებოები; ფერმენტები |
| ჯგუფი 36 | ფეთქებადი ნივთიერებები; პიროტექნიკური ნაწარმი; ასანთი; პიროფორული შენადნობები; ზოგიერთი საწვავი ნივთიერებები |
| ჯგუფი 37 | ფოტო- და კინოსაქონელი |
| ჯგუფი 38 | დანარჩენი ქიმიური პროდუქტები |
| კარი VII პლასტმასები და მათი ნაწარმი; კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმი | |
| შენიშვნები VII კარისთვის | |
| ჯგუფი 39 | პლასტმასები და მათი ნაწარმი |
| ჯგუფი 40 | კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმი |
| კარი VIII დაუმუშავებელი ტყავები, გამოქნილი ტყავი, ნატურალური ბეწვი და მათი ნაწარმი; სასარაჯო-საუნაგირე ნაწარმი და აკაზმულობა; სამგზავრო ნივთები, ქალის ჩანთები და ანალოგიური საქონელი; ნაწარმი ცხოველების ნაწლავებისაგან (აბრეშუმის ჭიის ფიბრიონის ბოჭკოს გარდა) | |
| ჯგუფი 41 | დაუმუშავებული ტყავები (ნატურალური ბეწვის გარდა) და გამოქნილი ტყავი |
| ჯგუფი 42 | ტყავის ნაწარმი; სასარაჯო-საუნაგირე ნაწარმი და აკაზმულობა; სამგზავრო ნივთები, ქალის ჩანთები და ანალოგიური საქონელი; ნაწარმი ცხოველების ნაწლავებისაგან (აბრეშუმის ჭიის ფიბრიონის ბოჭკოს გარდა) |
| ჯგუფი 43 | ნატურალური და ხელოვნური ბეწვი; მათი ნაწარმი |
| კარი IX მერქანი და მერქნის ნაწარმი; ხის ნახშირი; კორპი და მისი ნაწარმი; ჩალის, ალფის ან სხვა მასალის წნული; კალათები და სხვა მოწნული ნაწარმი | |
| ჯგუფი 44 | მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი |
| ჯგუფი 45 | კორპი და მისი ნაწარმი |
| ჯგუფი 46 | ჩალის, ალფის და სხვა დასაწნავი მასალების ნაწარმი; კალათები და მოწნული ნაწარმი |
| კარი X მასა მერქნის ან სხვა ბოჭკოვანი და ცელულოზური მასალებისგან; რეგენერირებული ქაღალდი ან მუყაო (მაკულატურა და ნარჩენები); ქაღალდი, მუყაო და მათი ნაწარმი | |
| ჯგუფი 47 | მასა მერქნის ან სხვა ბოჭკოვანი და ცელულოზური მასალებისგან; რეგენერირებული ქაღალდი ან მუყაო (მაკულატურა და ნარჩენები) |
| ჯგუფი 48 | ქაღალდი და მუყაო; ნაწარმი ქაღალდის მასის, ქაღალდის ან მუყაოსაგან |
| ჯგუფი 49 | ნაბეჭდი წიგნები, გაზეთები, რეპროდუქციები და პოლიგრაფიული მრეწველობის სხვა ნაწარმი; ხელნაწერები, მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტები და გეგმები |
| კარი XI ტექსტილის (საფეიქრო) მასალები და ტექსტილის ნაწარმი | |
| შენიშვნები XI კარისთვის | |
| ჯგუფი 50 | აბრეშუმი |
| ჯგუფი 51 | მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი, ნართი და ქსოვილი ცხენის ძუისგან |
| ჯგუფი 52 | ბამბა |
| ჯგუფი 53 | დანარჩენი მცენარეული ტექსტილის ბოჭკო; ქაღალდის ნართი და ქაღალდის ნართის ქსოვილები |
| ჯგუფი 54 | ქიმიური ძაფები; ბტყელი და მისგვარი ძაფები ქიმიური ტექსტილის მასალებისგან |
| ჯგუფი 55 | ქიმიური ბოჭკოები |
| ჯგუფი 56 | ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები; სპეციალური ნართი; ბაწრები, თოკები, ბაგირები და გვარლები და მათი ნაწარმი |
| ჯგუფი 57 | ხალიჩები და იატაკის დანარჩენი ტექსტილის საფარები |
| ჯგუფი 58 | სპეციალური ქსოვილები; ტაფტინგური ტექსტილის მასალები; მაქმანები; გობელენები; გასაწყობი მასალები; ნაქარგები |
| ჯგუფი 59 | ტექსტილის მასალები, გაჟღენთილი, დაფარვითა ან დუბლირებული; ტექნიკური დანიშნულების ტექსტილის ნაწარმი |
| ჯგუფი 60 | ტრიკოტაჟის ტილოები მანქანით ან ხელით ნაქსოვი |
| ჯგუფი 61 | ტრიკოტაჟის ტანსაცმელი და ტანსაცმელის საკუთნოები, მანქანით ან ხელით ნაქსოვი |
| ჯგუფი 62 | ტანსაცმელი და ტანსაცმლის საკუთნოები, გარდა ტრიკოტაჟისაგან, მანქანით ან ხელით ნაქსოვი |
| ჯგუფი 63 | ტექსტილის დანარჩენი მზა ნაწარმი; ნაკრებები; ნახმარი ტანსაცმელი და ტექსტილის ნაწარმი; ძონძები |
| კარი XII ფეხსაცმელი, თავსაბურავები, ქოლგები, მზისაგან დასაცავი ქოლგები, ხელჯოხები და ხელჯოხ-დასაჯდომები, შოლტები, მათრახები და მათი ნაწილები; დამუშავებული ნაკრტენი და მისი ნაწარმი; ხელოვნური ყვავილები; ნაწარმი ადამიანის თმისაგან | |
| ჯგუფი 64 | ფეხსაცმელები, გეტრები და ანალოგიური ნაწარმი; მათი ნაწილები |
| ჯგუფი 65 | თავსაბურავები და მათი ნაწილები |
| ჯგუფი 66 | ქოლგები, მზისაგან დასაცავი ქოლგები,ხელჯოხები, ხელჯოხ-საჯდომები, შოლტები, მათრახები ცხენოსნობისათვის და მათი ნაწილები |
| ჯგუფი 67 | დამუშავებული ნაკრტენი და ბუმბული და მათი ნაწარმი; ხელოვნური ყვავილები; ნაწარმი ადამიანის თმისაგან |
| კარი XIII ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმი; კერამიკული ნაწარმი; მინა და მისი ნაწარმი | |
| ჯგუფი 68 | ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმი |
| ჯგუფი 69 | კერამიკული ნაწარმი |
| ჯგუფი 70 | მინა და მისი ნაწარმი |
| კარი XIV მარგალიტი ბუნებრივი ან კულტივირებული, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვები; ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონები და მათი ნაწარმი; ბიჟუტერია; მონეტები | |
| ჯგუფი 71 | მარგალიტი ბუნებრივი ან კულტივირებული, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვები; ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონები და მათი ნაწარმი; ბიჟუტერია; მონეტები |
| კარი XV არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი | |
| შენიშვნები XV კარისთვის | |
| ჯგუფი 72 | შავი ლითონები |
| ჯგუფი 73 | შავი ლითონების ნაწარმი |
| ჯგუფი 74 | სპილენძი და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 75 | ნიკელი და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 76 | ალუმინი და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 77 | (რეზერვირებულია მომავალში ჰარმონიზებულ სისტემაში შესაძლო გამოყენებისთვის) |
| ჯგუფი 78 | ტყვია და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 79 | თუთია და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 80 | კალა და ნაკეთობები მისგან |
| ჯგუფი 81 | დანარჩენი არაძვირფასი ლითონები; ლითონკერამიკა; მათი ნაწარმი |
| ჯგუფი 82 | ინსტრუმენტები, სამარჯვები, დანისებრი ნაწარმი, კოვზები და ჩანგლები არაძვირფასი ლითონებისაგან; მათი ნაწილები არაძვირფასი ლითონებისაგან |
| ჯგუფი 83 | დანარჩენი ნაწარმი არაძვირფასი ლითონებისგან |
| კარი XVI მანქანები, მოწყობილობები და მექანიზმები; ელექტროტექნიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა; სატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის ჩამწერი და აღმწარმოებლი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები | |
| შენიშვნები XVI კარისთვის | |
| ჯგუფი 84 | ბირთვული რეაქტორები, ორთქლის ქვებები (ბიოლერები), დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები |
| ჯგუფი 85 | ელექტრული მანქანები და მოწყობილობები, მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა, სატელევიზიო გამოსახულებისა და ბგერის ჩამწერი და აღმწარმოებელი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოები |
| კარი XVII მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, საფრენი აპარატები, მცურავი საშუალებები და ტრანსპორტთან დაკავშირებული მოწყობილობები და დანადგარები | |
| შენიშვნები XVI კარისთვის | |
| ჯგუფი 86 | რკინიგზის ლოკომოტივები ან ტრამვაის ძრავიანი ვაგონები, მოძრავი შემადგენლობა და მათი ნაწილები; საგზაო დანადგარები და მოწყობილობები რკინიგზისა ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის და მათი ნაწილები; ყველა სახის მექანიკური (ელექტრომექანიკურის ჩათვლით) სასიგნალო მოწყობილობები |
| ჯგუფი 87 | მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზისა ან ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის გარდა; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| ჯგუფი 88 | საფრენი აპარატები, კოსმოსური აპარატები და მათი ნაწილები |
| ჯგუფი 89 | გემები, ნავები და მცურავი კონსტრუქციები |
| კარი XVIII ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; ყველა სახის საათები; მუსიკალური ინსტრუმენტები; მათი ნაწილები და საკუთნოები | |
| ჯგუფი 90 | ინსტრუმენტები და აპარატები ოპტიკური, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საზომი, საკონტროლო, პრეციზიული, სამედიცინო ან ქირურგიული; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| ჯგუფი 91 | ყველა სახის საათები და მათი ნაწილები |
| ჯგუფი 92 | მუსიკალური ინსტრუმენტები; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| კარი XIX იარაღი და საბრძოლო მასალები; მათი ნაწილები და საკუთნოები | |
| ჯგუფი 93 | იარაღი და საბრძოლო მასალები; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| კარი XX სხვადასხვა სამრეწველო საქონელი | |
| ჯგუფი 94 | ავეჯი; ლოგინის საკუთნოები, ლეიბები, ლეიბის ფუძეები, დივანის ბალიშები და ავეჯის ანალოგიური ნატენი საკუთნოები; ლამპები და სანათი მოწყობილობები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; მნათი მაჩვენებლები, მნათი ტაბლოები სახელით ან დასახელებით, ან მისამართით და ანალოგიური ნაწარმი; ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციები |
| ჯგუფი 95 | სათამაშოები, თამაშები და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები |
| ჯგუფი 96 | სხვადასხვა მზა ნაწარმი |
| კარი XXI ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი | |
| ჯგუფი 97 | ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი |
| კარი XXII კლასიფიკაციის განსაკუთრებული პირობები; საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; | |
| შენიშვნები XXII კარის ა თვის | |
| ჯგუფი 98 | კლასიფიკაციის განსაკუთრებული პირობები; |
| ჯგუფი 99 | საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის .“. |
2 . XXI კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXII კარი:
„კარი XXII
კლასიფიკაციის განსაკუთრებული პირობები;
საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის
შენიშვნები:
1. ამ კარით გათვალისწინებული სასაქონლო პოზიციებით კლასიფიცირდება ის საქონელი, რომლის ზედმიწევნით ზუსტი კლასიფიკაცია არ არის აუცილებელი ფისკალური ეფექტის მისაღწევად და არასატარიფო ღონისძიებათა გასატარებლად.
2. ამ კარით გათვალისწინებული სასაქონლო პოზიციებით საქონლის კლასიფიცირებისას არ გამოიყენება ამ ნომენკლატურის მე-3 მუხლით გათვალისწინებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“. საქონლის კლასიფიცირება ხორციელდება კარის და ჯგუფების შენიშვნების, სასაქონლო პოზიციების, სუბპოზიციების და ქვესუბპოზიციების ტექსტების შესაბამისად.
ჯგუფი 98
კლასიფიკაციის განსაკუთრებული პირობები
შენიშვნები:
1. მეორადი, არაერთგვაროვანი საქონლის სასაქონლო პარტია მოცემულ ჯგუფში ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: პარტია შეძენილია ერთი ტრანზაქციით და დოკუმენტების საფუძველზე ვერ ხერხდება პარტიის შემადგენელი ნაწილების ღირებულების დადგენა; საქონლის დათვალიერებისას ნათლად ჩანს, რომ ის მეორადი მოხმარებისაა; არ გააჩნია საცალო შეფუთვა და წარმოდგენილია ნაყარი სახით ან შეფუთულია არასტანდარტულ ტარაში (ტომარა, ფუთა, ყუთი და ა.შ.).
2. ამ ჯგუფში საქონელი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, არ იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით და ფასით, რომ მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დანარჩენი საქონელი ჩაითვალოს უმნიშვნელო ოდენობით წარმოდგენილად.
3. ამ ჯგუფში არ ჩაირთვებიან 4011 და 4012 სასაქონლო პოზიციის საბურავები და სალტეები მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოდგენილია სხვა საქონელთან ერთად და არიან მეორადი მოხმარების.
დამატებითი შენიშვნები პოზიციების მიმართ:
1. 9801 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „მანქანის ნაწილი“ აღნიშნავს ნებისმიერ ნაწილს, რომლიც დამატებითი გამოკვლევის გარეშე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული ასეთად.
2. 9803 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება 4201, 4202 და 4203 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი მეორადი მოხმარების საქონლის ნაკრებები.
3. 9805 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება მხოლოდ ისეთი ნაჭრები და ქსოვილები, რომელთა სამკერვალო საწარმოებში გამოყენება შეუძლებელია ერთი სახეობის ნაჭერის მცირე რაოდენობის გამო.
| კოდი | პოზიციის დასახელება | დამატებითი |
|
| I.მეორადი მოხმარების საქონელი |
|
| 9801 | ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი: |
|
| 9801 10 000 00 | – 87-ე სასაქონლო ჯგუფის ავტომანქანების ნაწილები | – |
| 9802 00 000 00 | -მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოები | – |
| 9803 00 000 00 | -მეორადი მოხმარები ტყავის ნაწარმი | – |
| 9804 00 000 00 | -მეორადი მოხმარების, რბილი ავეჯის ნაკრები | – |
|
| II.ნაკრებები და მრავალკომპონენტიანი ნარევები; |
|
| 9805 00 000 00 | ნაჭრები და ქსოვილების ნაკრები მრეწველობაში გამოყენებისათვის გამოუსედაგარი | – |
ჯგუფი 99
საქონელი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის
შენიშვნ ა:
1. ამ ჯგუფში საქონელი ჩაირთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მისი იმპორტი თავისუფლდება გადასახადებისაგან.
2. ამ ჯგუფში არ ჩაირთვება 87-ე ჯგუფის ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
| კოდი | პოზიციის დასახელება | დამატებითი |
| 9905 00 000 00 | – უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი იმპორტისას ან დროებითი შემოტანისას; არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.“. | – |
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . გვინდაძე