„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№177
სარეგისტრაციო კოდი
480040000.22.030.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110729029, 01/08/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №177

2011 წლის 27 ივ ლ ისი

ქ. თბილისი

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009წ., №144, მუხ. 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”;

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა)    პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „დ” , „ვ” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირის დანიშვნით;”;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობაზე არ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, ვაკანსიის წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში ცხადდება კონკურსი შესაბამის დიპლომატიურ თანამდებობაზე.”;

გ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სხვა თანამდებობაზე:

ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას;

ბ) შტატების შემცირებისას;

გ) ატესტაციის შედეგებიდან გამომდინარე,საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შემთხვევაში;

დ) პირადი განცხადების საფუძველზე;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას;

ვ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;

ზ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;

თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.”;

დ) მე-15მუხლის მე-2პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ინიშნება საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.”;

ე) მე-15მუხლის:

ე.ა) მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.”;

ე.ბ) მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5) ამ მუხლის მე-4პუნქტით გათვალისწინებული დიპლომატიური თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, საქმეთა დროებით რწმუნებულად ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს როგორც ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამდებობის პირი, ისე სამინისტროს სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირი მინისტრის გადაწყვეტილებით და/ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.”;

ვ) მე-16მუხლის:

ვ.ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაცია

1.   როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”;

ვ.ბ) მე-3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა დროული ურთიერთშენაცვლების მიზნით, როტაცია იგეგმება წელიწადში ორჯერ (ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით) და ზამთარში (დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით).”;

ზ)  მე-18მუხლის:

ზ.ა)   პირველი პუნქტის,,გ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს3წლამდე.”;

ზ.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

თ) მე-19 მუხლის:

თ.ა)პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ)    თანამდებობის პირის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.”;

თ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შემთხვევაში, ახორციელებს მინისტრი.”;

ი) მე-19მუხლის შემდეგ დაემატოს191მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 191. დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან დროებითი შრომისუუნარობის გამო გამოწვეული პირები

1. ამ წესის მე-19მუხლის პირველი პუნქტის„ზ”ქვეპუნქტის შესაბამისად როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე გამოწვეული თანამდებობის პირი შესაძლებელია დაინიშნოს სამინისტროს სისტემაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. თუ ამ წესის მე-19მუხლის პირველი პუნქტის„ზ”ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვერ დაინიშნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მას ეძლევა მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო.

3. პირი შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო სამსახურში ზედიზედ ოთხი თვის, ან კალენდარული წლის მანძილზე ექვსი თვის გამოუცხადებლობის შემთხვევაში.”;

კ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.”;

ლ) 23-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურის შემთხვევაში – როტაციის წესით სამუშაო მივლინების დღიდან მისი გამოწვევის დღემდე, როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა.”;

მ) 25-ე მუხლის მე-5პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი ან ამ წესის მე-7მუხლის ,,ე”ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა.”;

ნ) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს„11”პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11.    მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ გამოიყენოს ამ წესის27-ე მუხლის მე-2პუნქტის„ა”და„ბ”ქვეპუნქტებითა და28-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები.”;

ო) 31-ე მუხლის მე-5პუნქტი ამოღებულ იქნეს;

პ) 32-ე მუხლის მე-4პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამივლინებო ხარჯების ანგარიში მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ5დღის განმავლობაში ბარდება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.”;

ჟ) 38-ე მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტის„ბ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის მე-19მუხლის პირველი პუნქტის„ა”–„დ”და„ვ”ქვეპუნქტების საფუძველზე როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვეული პირი, რომელიც ვაკანსიის არარსებობის გამო ვერ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე;”;

ჟ.ბ) პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში;”;

ჟ.გ) პირველი პუნქტის„ე”ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შინაარსის ,,ე1”ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე1) პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული პირი–სამინისტროს საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;”;

ჟ.დ) პირველ პუნქტს დაემატოს „ი” და „კ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ი)     პირი რომელიც ამორიცხულია რეზერვიდან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე წარგზავნის მიზნით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლისა და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით;

კ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.”;

ჟ.ე)    მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

რ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.” ;

ს)43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საჯარო მოხელეები, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, ირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მოვალეობის შემსრულებელი      ნ. ვაშაკიძე