საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1910
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.195
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 4, 22/01/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებები, №13-14, 8.04.1998) 190-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება ასევე გამოიყენება ტერორისტული აქტისა და სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არის საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 28 დეკემბერი.

№1910–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2002.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1910. სარეგისტრაციო კოდი — 090.000.000.05.001.001.195.
სად არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №1910, 28.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.195 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14398/