თავი II — რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის ორგანიზება
1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.
2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში.
3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფათო ტვირთს, ვალდებული არიან უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციისა და ავარიის შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივ გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზე.
4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. ტვირთის გადასაზიდად მომზადება 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და სახანძრო უსაფრთხოება, ტვირთის, ვაგონებისა და კონტეინერების დაცულობა, მათი ტვირთამწეობისა და ტევადობის ოპტიმალური გამოყენება. ტვირთის ტარა, შეფუთვა და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. 2. გადასაზიდად წარდგენილი მალფუჭებადი ტვირთის ხარისხი, ტარა და შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებს“ და უზრუნველყოფდეს მის დაცულობას ტვირთგამგზავნის მიერ ხარისხის მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებულ ტრანსპორტირების ვადაში. 3. რკინიგზა, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, რომლებიც გზავნიან და ღებულობენ სახიფრათხეშემცველო ტვირთს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მისი გადაზიდვის უსაფრთხოება. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) და ექსპედიტორს უნდა ჰქონდეთ ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ავარიული სიტუაციებისა და ავარიების შედეგების სალიკვიდაციო საშუალებები, ჰყავდეთ მობილური ქვედანაყოფები და უნდა უზრუნველყონ მათი დაუყოვნებლივი გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე უსაფრთხო ტვირთის გადაზიდვაზედაც. 4. ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) და ექსპედიტორი, თუ მათ გადახდილი აქვთ ტვირთის ღირებულება, ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათი მიზეზით გამოწვეული ავარიული სიტუაციის, გარემოს დაბინძურებისა და მატარებელთა მოძრაობის შეფერხების შედეგად მიყენებული ზიანი და ავარიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯი.
…დამაგრების ფაქტი. ამდენად, საქმეში წამოდგენილი სხვა მასალებითაც, საერთო ფორმის აქტების გარდა, დასტურდება ვაგონების დაყოვნების მიზეზად მითითებული ტვირთგამგზავნის – მოსარჩელის მიერ ტვირთის არასწორი დატვირთვა ან/და დამაგრება. 15. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტვირთის გადასაზიდად მომზადებისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე…
…უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ტვირთგამგზავნი პასუხს აგებს მის მიერ ტვირთის არასწორად დატვირთვა-გადმოტვირთვის, დახარისხების გამო წარმოშობილი ზიანისათვის. ზემოაღნიშნული კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის, რათა…