საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილს სიტყვების „მიწოდების მოცულობა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „დღგ-ის მიზნებისათვის მთელი ამ პერიოდისთვის“;
ბ) 31, მე-10, მე-11, მე-13, მე-17, 28-ე, 38-ე და 39-ე ნაწილებში სიტყვები „2003 წლის“ შეიცვალოს სიტყვებით „2004 წლის“;
გ) 37-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„37. ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 47-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები და 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 28 დეკემბერი.
№1914–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.12.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.12.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1914. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.197.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №1914, 28.12.2002, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.197 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14410/