სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №129/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016166
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110801003, 04/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2011 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | კრიტერიუმის დასახელება |
| 1. | პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება |
| ა | რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დროის, ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყენება |
| ბ | რამდენად ითვალისწინებს პროექტი ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების გარდა სხვა ფინანსური და არაფინანსური რესურსების გამოყენებას |
| გ | კვლევის მეთოდიკის მეცნიერული დასაბუთებულობა და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან |
| 2. | პროექტის შემსრულებლები |
| 3. | პროექტის მართვა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 42.55pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №129/ნ
2011 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის” დებულება ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ამ ბრძანების დანართის №2-ის შესაბამისად.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ,,სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ (შემდგომში – კონკურსი) მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.
2. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტის (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. გრანტის გაცემას ღია და საჯარო კონკურსის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).
2. ფონდი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;
გ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტ(ებ)ის გამოვლენასა და დამტკიცებას;
დ) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსებას და მისი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სუბიექტები
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ – წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის სახით – საქართველოში კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კონკურსში იურიდიული პირის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
მუხლი 4🔗. ძირითადი მოთხოვნები პროექტის მიმართ
1. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს სამ წელს.
2. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 100 000 ლარს.
3. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას კვლევების დასაფინასებლად.
4. პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი, რომელიც შესაძლოა იყოს მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
5. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც წარმართავს დაგეგმილ კვლევას, პასუხისმგებელია როგორც სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე.
6. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში სამეცნიერო ხელმძღვანელი არის წამყვანი ორგანიზაციის თანამშრომელი.
მუხლი 5🔗. პროექტის ბიუჯეტი
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ძირითადი პერსონალის შრომის ანაზღაურება;
ბ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება;
გ) მივლინება;
დ) საქონელი და მომსახურება;
ე) სამეცნიერო ექსპედიციის მოწყობისათვის განკუთვნილი ხარჯები;
ვ) კაპიტალური ხარჯები (სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, მათ შორის მასალის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა-შენახვისათვის საჭირო ტექნიკის შესაძენი ხარჯები);
ზ) ზედნადები ხარჯები.
მუხლი 6🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარდგენა;
გ) პროექტების საჯარო განხილვა ფონდის სამეცნიერო საბჭოს წინაშე, გამარჯვებულის გამოვლენა და პროექტის დამტკიცება;
დ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას, თანადამფინანსებელსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ფონდს შორის.
მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 8🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი აფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციასა და თანადამფინანსებელთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შეთანხმებას პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური საკუთრების უფლების გრანტის მიმღებისა და გრანტის გამცემის მიერ გამოყენების შესახებ ქვეყანაში მოქმედი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 30 დღით ადრე სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის ან პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლოა საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განხორციელდეს ცვლილება.
4. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.
მუხლი 9🔗. პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო
1. პროექტის ფარგლებში მიღწეულ სამეცნიერო შედეგებს პერიოდულად ამოწმებს პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო, რომელსაც დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან აკომპლექტებს ფონდი პროექტში მონაწილე ორგანიზაციასთან/ორგანიზაციებთან შეთანხმების საფუძველზე.
2. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო თავისი შეფასებისას ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის მოცულობას. საჭიროების შემთხვევაში სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო მოისმენს პრეზენტაციას პროექტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს დადებითი შეფასება განვლილი პერიოდის სამეცნიერო შედეგების შესახებ არის მომდევნო ტრანშის გადარიცხვის აუცილებელი პირობა.
3. სამეცნიერო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია, შეიმუშავოს რეკომენდაციები პროექტის მიმართ.
მუხლი 10🔗. ანგარიშგება და პროექტის შესრულების მონიტორინგი
1. საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. საანგარიშო პერიოდი შეადგენს 6 თვეს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს პროექტის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს მიერ პროექტით დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას.
4. პროექტის შეჩერება ან/და შეწყვეტა ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების შესაბამისად.
5. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე, პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები, ფონდის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებზე დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.
დანართი №2
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
№
კრიტერიუმის დასახელება
სუსტი
საშუალო
კარგი
შეფასება
1.
პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება
ა
პროექტში დასახული ამოცანების აქტუალურობა ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით;
1-11
12-17
18-20
ბ
რამდენად მკაფიოდ არის აღწერილი პროექტის მიზანი, შესრულების ეტაპები და შედეგის ინდიკატორები;
1-7
8-11
12-14
გ
კვლევის მეთოდიკის მეცნიერული დასაბუთებულობა და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
1-7
8-11
12-14
2.
პროექტის შემსრულებლები
ა
პროექტის ხელმძღვანელისა და სხვა ძირითადი შემსრულებლების კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა პროექტში დასახულ ამოცანებთან
1-11
12-17
18-20
ბ
პროექტში ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართულობა
1-5
6-8
9-10
3.
პროექტის მართვა
ა
რამდენად ოპტიმალურად არის პროექტში დაგეგმილი დროის, ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყენება
1-6
7-9
10-12
ბ
რამდენად ითვალისწინებს პროექტი ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების გარდა სხვა ფინანსური და არაფინანსური რესურსების გამოყენებას
1-5
6-8
9-10
სულ