„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016073
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110801006, 04/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №121

2011 წ ლის 27ივლისი       

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011წლის15 ივნისის                                       №115დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1.„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლისა და კატის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011წლის 15 ივნისის №115დადგენილებაში (სსმ, 22 .06.2011)შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებისა“.

2. დადგენილების სათაურსა და მე-5 მუხლში სიტყვები: ,,კერძო საკუთრებაში არსებული ფართის“, შეიცვალოს სიტყვებით: ,,მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის“.

3. დადგენილების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლა, რაც მოიცავს ქალაქ ქუთაისის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვება-დატოვებას;“.

„3. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 20 ლარის ოდენობით;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 პუნქტში სიტყვა: ,,გაზონი“ შეიცვალოს სიტყვით: ,,ბულვარი“.

6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იზოლირებული ცხოველის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში, მიაკითხოს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილებას და წარუდგინოს ცხოველის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან ცხოველის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით, მეზობლების მიერ ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილი). მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ“.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-9 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ძაღლის, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკსა და სკვერში, მფლობელი გაფრთხილდება ან დაჯარიმდება 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების, წლის განმავლობაში განმეორეობით ჩადენისას მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, ქალაქ ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დასუფთავების განყოფილების თანამშრომელთა მიერ“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი