აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების და სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.07.2011
ძალის დაკარგვა 26.10.2016
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110801008, 03/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების და სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 22 ივლისი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების და სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერების აღრიცხვა-ნუმერაციის, ასევე მრავალბინიან სახლებში საბინაო საკითხების სრულყოფილი გადაწყვეტის მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დაადგინა:
1. დამტკიცდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების და სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების ბინების ნუმერაციის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დადგენილება ძალაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს
თავმჯდომარე:
დ. თოფურია
დანართი
№1
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების და ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის პირობებსა და წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია – დადგენილი წესით გარკვეული რიგითობის მიხედვით ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების დანომვრა არაბული ციფრების, ქართული ანბანის ასოების ან/და ინდექსების მეშვეობით.
2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
4. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
5. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები
1. გადაწყვეტილებას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციისა და მათთვის სა ხელწოდების მინიჭების შესახებ იღებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 4🔗. ნუმერაციისა და სახლეწოდების მინიჭების მოთხოვნა
1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის და სახელწოდების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 5🔗. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერებისა ნუმერაციის საფუძველი
1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერებისა ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
გ) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი
1. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის გაყოფა;
გ) ბინების შეერთება;
დ)არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
ე) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
მუხლი 7🔗. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია
1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნებისა და სკვერებისა ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით, გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ან არაბული ციფრის ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
მუხლი 8🔗. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, სახელწოდება
1. ქუჩებს, შესახვევებს, ჩიხებს, მოედნებს, სკვერების, სახელწოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:
ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;
ბ) ქუჩის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;
გ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 5 წელი;
დ) ქუჩებს, შესახვევებს, ჩიხებს, მოედნებს, სკვერებს, არ შეიძლება მიენიჭოს სახელწოდება, რომელსაც ატარებს თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, მოედანი, სკვერი.
მუხლი
9🔗
. ქუჩების
,
შესახვევების
,
ჩიხების
,
მოედნების
,
სკვერების, სახელწოდების მინიჭების შესახებ ინიციატივა
1. ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, სახელწოდების მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში– ინიციატივის) უფლება აქვთ:
ა) ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებს;
ბ) ადგილობრივ მოსახლეობას;
გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
დ) დაინტერესებულ პირს ან პირთა ჯგუფს;
2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისათვის კონკრეტული სახელწოდების მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას;
მუხლი 10🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. განცხადებას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს მუნიციპალიტეტის
გამგეობის შესაბამისის სამსახური
, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში
გამგებელს
წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად.
2. გადაწყვეტილებას ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისათვის ბინების ნუმერაციის შესახებ მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
3. გამგეობა ვალდებულია საკრებულოს განკარგულება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით და აბაშის
№63 საოლქო საარჩევნო კომისიას.