,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.165.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110801018, 05/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11                             

2011 წლის 29 ივლისი

ქ. საგარეჯო

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში.

სამსახურის დებულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის მოხელეებისაგან და ერთი განყოფილებისაგან – მშენებლობის განყოფილება.“.

დებულების მე-3 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ბ) სასაფლაოების მოვლა-პარტონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

გ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

დ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ე) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე წინადადებების შემუშავებას;

ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს სორის ხელშეკრულების მომზადების საკითხებზე;

ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„2. მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს:

  ა) მუნიციპალური ინფრასტრქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა–პატრონობას;

გ) მუნიციპალიტეტის დასახელებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების, განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება;

დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებაზე წინადადებების მომზადებას;

ე) დასახლებული ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავებას;

ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ი) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლას;

კ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს  თავმჯდომარე                             ი. ჭიაურელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.07.2011.
როდის იქნა მიღებული „,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.07.2011. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.165.016039.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიცპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №11, 29.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1444196/