„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1945
სარეგისტრაციო კოდი
230.140.010.05.001.001.203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 19/02/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველის კანონში ცვლილებებისა და დამატებ ებ ის შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.227) მე-16 მუხლის:

ა) მე-2–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო გადასახადის განაკვეთები საქართველოში დიფერენცირებულია და განისაზღვრება პროცენტულად – დასაბეგრი საქონლის საბაჟო ღირებულების მიმართ, ან ლარებით – დასაბეგრი საქონლის ერთეულის მიმართ:

ა) საქართველოში იმპორტირებული იმ საქონლის მიმართ, რომელიც წარმოშობილია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში, გარდა ამ მუხლის მე-3 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა, გამოიყენება ამ კანონის დანართში (სატარიფო ცხრილებში) მოცემული განაკვეთები, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისას – არა უმეტეს 5-პროცენტიანი განაკვეთისა;

ბ) საქართველოში იმპორტირებული იმ საქონლის მიმართ, რომელიც წარმოშობილია იმ ქვეყნებში, რომლებიც არ წარმოადგენენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული საქონლისა, გამოიყენება ამ კანონის დანართში (სატარიფო ცხრილებში) მოცემული განაკვეთები, მაგრამ არანაკლებ 12-პროცენტიანი განაკვეთისა.

3. მსუბუქი ავტომ ანქან ის იმპორტისას საბაჟო გადასახადი განისაზღვრება 0,05 ლარით ავტომანქანის ძრავის მოცულობის ყოველ კუბურ სანტიმეტრზე, პლუს საბაჟო გადასახადის თანხის 5 პროცენტი ავტომანქანის ექსპლუატაციაში ყოფნის ყოველი წლისათვის.

4. იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს, საქონლის შემოტანისას საბაჟო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის იმპორტი:

ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 121110000, 121120000, 130110000, 130120000, 150420, 151530, 1520, 170211000 კოდებში, 28-ე და 29-ე თავებში წარმოდგენილი სამკურნალო ნედლეული და სუბსტანციები, 30-ე თავში მითითებული ფარმაცევტული პროდუქცია, მათ შორის, ვაქცინები, 391212000, 391231000, 701010000, 701090470, 701090670, 960200000 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში აღნიშნული საქონელი, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;

ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე ჯგუფებში მითითებული იმ საქონლის იმპორტი, რომელიც დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ) საწარმოო დანიშნულების საქონლის იმპორტი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შემდეგი პოზიციების მიხედვით:

3808 10 000 – ინსექტიციდები;

3808 20 – ფუნგიციდები;

3808 30 100 – ჰერბიციდები;

3808 90 000 – თესლის შესაწამლი პრეპარატები;

3904 10 000 – პოლივინილქლორიდი, სხვა ნივთიერებებთან შეურევლად;

4001 – ნატურალური კაუჩუკი;

4702 00 000 – ხის ცელულოზა, ხსნადი ხარისხები;

5001 – გადახვევისათვის ვარგისი აბრეშუმის პარკი;

5101 – მატყლი, ვარცხნილის გარდა;

5106 და 5107 – საცალო ვაჭრობისათვის დაუფასოებელი შალის აპარატული და ვარცხნილი ნართი;

5203 00 000 – ბამბის ბოჭკო, ვარცხნილი;

5402 – საცალო ვაჭრობისათვის დაუფასოებელი სინთეზური კომპლექსური ძაფები;

7207 – არალეგირებული ფოლადის და რკინის ნახევარფაბრიკატები;

7208 – ფურცლოვანი ფოლადი;

7216 – არალეგირებული ფოლადის და რკინის კუთხოვანი, ფასონური და სპეციალური პროფილები;

7408 – სპილენძის მავთული;

7606 – ფურცლოვანი ალუმინი;

8713 და 8714 20 000 – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები და მათი სათადარიგო ნაწილები.

3808 40 – მადეზინფიცირებელი საშუალებები.“;

ბ) 41 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეციფიკური განაკვეთით:

 

საქონლის კოდი

საქონლის დასახელება

საბაჟო გადასახადის განაკვეთი

2204

ღვინო ყურძნის ნატურალური, შემაგრებული ღვინოების ჩათვლით; ყურძნის ბადაგი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა:

2204 10

- ღვინო ცქრიალა:

 

- - არანაკლებ 8,5 მოც.% სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციით:

 

2204 10 11

- - - შამპანური

1,5 evro/lt

2204 10 19

- - - სხვები

1,5 evro/lt

- - სხვები:

 

2204 10 91

- - - ასტი სპუმანტე

1,5 evro/lt

2204 10 99

- - - სხვები

1,5 evro/lt

22042

- ღვინო სხვა; ყურძნის ბადაგი, რომლის დუღილის აცილება ან შეწყვეტა მოხდა სპირტის დამატებით:

220421

- - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში:

 

2204 21 10

- - - ღვინო, 2204 10 სუბპოზიციაში აღნიშნულის გარდა, დამჭერიან ან სამაგრიან „სოკოსებურ“ - საცობებიან ბოთლებში; ღვინო სხვა ტარაში, ხსნარში ნახშირბადის დიოქსიდით განპირობებული ჭარბი წნევით 1-დან 3 ბარამდე, 200C ტემპერატურაზე

0,5 evro/lt

2204 21 90

- - - სხვები

0,5 evro/lt

220429

- - სხვები:

 

2204 29 10

- - - ღვინო, 2204 10 სუბპოზიციაში აღნიშნულის გარდა, დამჭერიან და სამაგრიან „სოკოსებურ“ - საცობებიან ბოთლებში; ღვინო სხვა ტარაში, ხსნარში ნახშირბადის დიოქსიდით განპირობებული ჭარბი წნევით 1-დან 3 ბარამდე, 200C ტემპერატურაზე

0,2 evro/lt

2204 29 90

- - - სხვები

0,2 evro/lt

220430

- ყურძნის ბადაგი სხვა

0,2 evro/lt

2205

ვერმუტები და ნატურალური ღვინოები ყურძნის სხვა, მცენარეული ან არომატიზებული ექსტრაქტების დამატებით:

220510

- არა უმეტეს 2 ლ ტევადობის ჭურჭელში

0,5 evro/lt

220590

- სხვები

0,2 evro/lt

2206

- სასმელები დადუღებული სხვა (სიდრი ვაშლის, პერი [სიდრი მსხლის], სასმელი თაფლის); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვაგან მიუთითებელი

220600

- სასმელები დადუღებული სხვა (სიდრი ვაშლის, პერი [სიდრი მსხლის], სასმელი თაფლის); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვაგან მიუთითებელი

0,5 evro/lt

2207

სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის არანაკლებ 80 მოც. % კონცენტრაციით: სპირტი ეთილის და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით

220710

- სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის არანაკლებ 80 მოც. % კონცენტრაციით

3 evro/lt

220720

- სპირტი ეთილის და სხვა სპირტები დენატურირებული, ნებისმიერი კონცენტრაციით

3 evro/lt

2208

სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის 80 მოც. %-ზე ნაკლები კონცენტრაციით; სპირტიანი ნაყენი, ლიქიორი და სხვა სპირტიანი სასმელები:

220820

- ნაყენი სპირტიანი, მიღებული ყურძნის ღვინის დისტილაციის (გამოხდის) ან ყურძნის ჭაჭის გამოწურვის შედეგად

5 evro /%vol/HL

220830

- ვისკი

5 evro /%vol/HL

220840

- რომი და ტაფია

5 evro /%vol/HL

220850

- ჯინი და ღვინის ნაყენი:

 

- - ჯინი:

 

220850110

- - - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში

5 evro /%vol/HL

220850190

- - - 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში

5 evro /%vol/HL

- - ღვინის ნაყენი:

 

220850910

- - - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში

5 evro /%vol/HL

220850990

- - - 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში

5 evro /%vol/HL

220860

- არაყი

5 evro /%vol/HL

220870

- ლიქიორი და ტკბილი ნაყენი

5 evro /%vol/HL

220890

- სხვები:

 

ex220890

- - ტეკილა და მესკალი

5 evro /%vol/HL

ex220890

- - სხვები

5 evro /%vol/HL

2209

ძმარი და ძმარმჟავასაგან მიღებული მისი შემცვლელები:

 

220900

- ძმარი და ძმარმჟავასაგან მიღებული მისი შემცვლელები

0,4 evro /ლტ

                                                                                                                                                       “.

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულის ერთეული (ევრო) გადაიანგარიშება შესაბამისი კურსით ლარებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-5 პუნქტ ი ს შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის დებულებებზე ვრცელდება ამ კანონის მე-18 მუხლი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 29 იანვარი.

№1945–რს