„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №421
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმIII,2001 წ., №78, მუხ.555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატება:
ა)111-ე მუხლის:
ა.ა)„ბ”ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ),,ი”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი)ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი;”;
ა.გ),,ჟ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი.“;
ბ) 112-ე მუხლის:
ბ.ა)„ზ”და „თ”ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი);
თ) საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი (ანტიკორუფციული დეპარტამენტი);”;
ბ.ბ)„ო”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) I კატეგორია – საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;”;
ბ.გ)„ტ”და „უ“ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) ქ. თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე;
უ) ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი (ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილი);”;
გ)1121მუხლის:
გ.ა)„ბ”ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) II კატეგორია – საქართველოს მთავარი პროკურორის, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, ანტიკორუფციული დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებ სა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“;
გ.ბ)„ვ”და„ზ” ქვეპუნქტ ებ ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მრჩეველი, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;
ზ) ქ. თბილისის პროკურატურის მრჩეველი, ქ. თბილისის პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“;
დ)1121მუხლ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1)საოლქო პროკურატურის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი