„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1963
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.001.212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 19/02/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ., გვ.18) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 38

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო შემოსავლები, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი (გარდა საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟისა) და სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მთლიანად მიიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სახაზინო სამსახურში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოიყენება ამ დეპარტამენტის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად. ამ შემოსავლების დაგეგმილი მოცულობის გადაჭარბების შემთხვევაში ნამეტი თანხა მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო შემოსავალი, კერძოდ, საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, მთლიანად მიიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახაზინო სამსახურში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოიყენება ამ ორგანოს დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად. ამ შემოსავლის დაგეგმილი მოცულობის გადაჭარბების შემთხვევაში ნამეტი თანხა მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                          ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 29 იანვარი.

N1963-რ ს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2003.
როდის იქნა მიღებული „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1963. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.000.05.001.001.212.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1963, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.212 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14494/