„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110803008, 04/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისი ის

დადგენილება №6

2011 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის№3 დადგენილებში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების  მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში” (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

) მე-3 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისათვის ადგილობრივი, საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო კავშირით, ინტერნეტით და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება, ასევე გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;“;

) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძირითადი საკომუნიკაციო მომსახურების სახეებია: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო,  საერთაშორისო, მობილური კავშირით, ინტერნეტით და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.“;

) 101 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dialup ინტერნეტისა).“;

) დაემატოს შემდეგი რედაქციის 109 მუხლი:

     „მუხლი 109. მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება

1. მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის  დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

2. მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიღების თაობაზე მომხმარებელი განცხადებით მიმართავს მომსახურების მი მ წოდებელს.

3. მომსახურების მიმწოდებელი განცხადებას მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების შესახებ აკმაყოფილებს და ქსელში ჩართვას უზრუნველყოფს თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე;

4. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან 5  სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას  განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც დაუყო ვ ნებლივ ეცნობება განმცხადებელს.

5. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიწოდების წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით მის კუთვნილ ტერიტორიაზე დაუშვას მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი.

6. ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, დასახელებასა და მისამართს;

ბ) მომხმარებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;

დ) მომხმარებლისათვის მისაწოდებელი მომსახურების პაკეტს (არხების ჩამონათვალი);

ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული გაფართოებული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებსა და ტარიფებს დანართის სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;

ზ)  დაზიანების აღმოფხვრის პირობებსა და ვადებს;

თ) ინფორმაციულ ი უზრუნველყოფის პირობებს, მათ შორის,დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე მომსახურების პაკეტის ცვლილებების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;

ი) გადახდის ფორმებს;

კ) ხელშეკრულების მოქმედების ვად ას, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისა და გაგრძელების პირობებს;

ლ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;

მ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების და პრეტენზიების წარდგენის და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

7. მომსახურების მიმწოდებელი, მომსახურები ს ტარიფების ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფს ინდივიდუალურად მომხმარებლისთვის წერილობითი ან/და სატელეფონო (ტელეფონოგრამა)შეტყობინებით ამ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე  1 თვით ადრე, ხოლო მომხარებლისთვის მიწოდებული მომსახურების პაკეტის შეცვლის, ან პაკეტში ცვლილების შემთხვევაში, ახალი პაკეტით მომსახურების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

8. მომსახურების მიმწოდებელი, საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის  ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე.

9. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ფორმ ა,ამ მუხლით  გათვალისწინებული მოთხოვნების ა და პირობების გარდა, შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით მოთხოვნებ სა და პირობებ ს, რომლებიც არ არღვევ ს მომხმარებლის უფლებებს.

10. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში   განათავსოს ინფორმაცია აბონენტისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტებისა და ამ პაკეტებში ჩართული სამაუწყებლო არხებისა და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და სამაუწყებლო პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კომისიის თავმჯდომარე              ი. ჩიქოვანი