საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი 13.06.1997
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო ამ მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 10 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში სრულად.“.
2. 101-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:
„ჰ2. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით განხორციელებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს მშენებლობა მშენებლობის პერიოდში.“.
3. 143-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ. არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში), ხოლო ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე მაღალმთიან რეგიონებში არანაკლებ 0,25 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 10 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო მშენებლობის დასრულებიდან 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს ქონება მისი მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში სრულად.“.
4. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე ნაწილი:
„64. ამ კოდექსის 47-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება ტურისტთა განთავსების იმ ობიექტებზე – სასტუმროებზე, რომელთა მშენებლობის მიზნით შესაბამისი ინვესტიციები განხორციელებულია 2003 წლის 15 მარტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 15 მარტს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 29 იანვარი.
№1967_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.01.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1967. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.214.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №1967, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.214 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14506/