ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.08.2011
ძალის დაკარგვა 05.11.2013
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №88
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016009
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110803011, 09/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 27,688 სიტყვა · ~138 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2011 მიღება
05.11.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
A ქ.ა) Aკატეგორიაα
სამგზავრო ადგილების რაოდენობა აფთიაქის რაოდენობა
61 – 99 1
100 და მეტი 2
7 – 30 1
31 – 60 2
61 – 200 3
201 – 300 4
301 – 400 5
401 – 500 6
501 – 600 7
600-ზე მეტი 8
0 – 99 1
100 – 199 2
200 – 299 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; } h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; text-transform:uppercase;} h3 {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; } p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:38.7pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} span.MsoPageNumber {} p.MsoListBullet2, li.MsoListBullet2, div.MsoListBullet2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:32.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; } p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; letter-spacing:-1.0pt;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:25.8pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:32.25pt; font-size:12.0pt; } em {} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BodyTextChar { letter-spacing:-1.0pt;} p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.abzacixmlChar { } span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:43.65pt 47.1pt 43.65pt 61.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №88 2011 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი  ტექნიკური რეგლამენტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების” დამტკიცების შესახებ „საქართველოს საჰაერო კოდექსის’’ მე-9 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის’’ მე-2 მუხლის „უ’’ პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები„.  მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის N2 ბრძანება.     მუხლი 3🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ი. დავითაძე                                                  საჰაერო ხომალდების                                           საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები” (შემდგომში – წესები) შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართის („საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), საქართველოს საჰაერო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე, ევროგაერთიანების საავიაციო ადმინისტრაციების (JAA), აშშ- ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) და სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის (MAK) მიერ შემუშავებული ნორმატივების გათვალისწინებით. 2. „წესების” მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „წესების„ შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტმაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 3. ამ „წესების” მოთხოვნები შემდეგ ფრენებზე ვრცელდება: ა) „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილი სხ-თი შესრულებულ ფრენაზე; ბ) საქართველოში სერტიფიცირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (შემდგომში – „ექსპლუატანტი”) მიერ უცხო სახელმწიფოს რეესტრში შეტანილი სხ-ით შესრულებულ ფრენაზე;  გ) უცხო სახელმწიფოს ექსპლუატანტის მიერ საქართველოში ბაზირებული სხ-ით შესრულებულ ფრენაზე; 4. საქართველოში სერტიფიცირებული ექსპლუატანტი, უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენისას, ვალდებულია შეასრულოს ამ „წესების” მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამან შეიძლება იმ სახელმწიფოს კანონების დარღვევა გამოიწვიოს, სადაც ფრენა სრულდება. 5. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია საკუთარი მუშაკები გააფრთხილოს, რომ:  ა) ისინი პასუხს აგებენ საქართველოს, აგრეთვე, იმ ქვეყნის კანონების შეუსრულებლობაზე, სადაც ფრენა სრულდება, თუ იმ ქვეყნის კანონები, წესები და პროცედურები საქართველოს მსგავს კანონებზე უფრო მკაცრია;  ბ) პერსონალის ყველა წევრმა უნდა იცოდეს მის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული კანონები, წესები და პროცედურები. 6. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია:  ა) საქმიანობა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;  ბ) შეიმუშაოს „ფრენების შესრულების სახელმძღვანელო” და მისი ეგზემპლარებით უზრუნველყოს ფრენების უზრუნველყოფაზე, ორგანიზებასა და შესრულებაზე დაკავებული პერსონალი. ფშს-ის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ექსპლუატანტის ნებისმიერი მუშაკისათვის, მათი მოვალეობებისდა მიხედვით.  გ) უზრუნველყოს, რომ სხ-ების სახმელეთო მომსახურებისა და საფრენოსნო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი და უშუალოდ მონაწილე პერსონალი იყოს სამსახურებრივი მოვალეობების შესაბამისად მომზადებული, იცოდეს საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლები;  დ) ექსპლუატირებული სხ-ის ყოველი ტიპისათვის შეიმუშაოს ინსტრუქციები და პროცედურები, სადაც ასახული იქნება ეკიპაჟის წევრებისა და სახმელეთო პერსონალის თანამდებობრივი მოვალეობები, ნებისმიერი სახეობის (რეგულარული, ჩარტერული რეისები, გადასაყვანი ფრენა, საავიაციო სამუშაოები) ფრენებისათვის.  ე) ექსპლუატირებული სხ-ის ყოველი ტიპისათვის, მისი სეს-ის საფუძველზე, შეიმუშაოს სავალდებულო შემოწმებათა ნუსხები, რომლებსაც ეკიპაჟი გამოიყენებს ფრენის ყველა საფეხურზე – ჩვეულ, რთულ და ავარიულ ვითარებებში; ნუსხებს ამტკიცებს ექსპლუატანტი და ითანხმებს სააგენტო.  ვ) შეასრულოს ფრენის რაიონის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, სმმ-ის ორგანოსთან ურთიერთობის, პროცედურები. 7. სხ-ის ექსპლუატანტს ეკრძალება, ფრენის დროს ეკიპაჟს მოსთხოვოს რაიმე ქმედების შესრულება, გარდა იმისა, რაც ფრენის უსაფრთხოებისაკენ არის მიმართული. 8. სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს:  ა) ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთობის შესაძლებლობა ერთ სამუშაო ენაზე;  ბ) საავიაციო პერსონალის მიერ იმ ენის ფლობა, რომლითაც შედგენილია საფრენოსნო ექსპლუატაციის, ფრენების შესრულებისა და ექსპლუატანტის ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოები და ის ნორმატიული აქტები, რომლებიც პერსონალის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.  გ) რომ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა იცოდნენ (ესმოდეთ და ლაპარაკობდნენ) რადიოსატელეფონო კავშირისას გამოყენებული ენა. ამ ენ(ებ)ის ცოდნის დონეების საინსტრუქციო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის დამატება. 9. ექსპლუატანტი ვალდებულია, ავიაკომპანიის ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში ჩაატაროს სავარაუდო სარგებლობის აეროდრომების საავარიო-სამაშველო სამსახურების მიერ უზრუნველყოფილი დაცვის დონის შეფასება, რათა დადგინდეს, რომ ექსპლუატირებული თვითმფრინავისათვის, ეს დონე ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის I ტომით გათვალისწინებულს შეესაბამება. თუ ეს დონე მე-14 დანართით გათვალისწინებულზე ნაკლებია, ექსპლუატანტი ატარებს რისკის შეფასებას, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა ფრენების შესრულება უსაფრთხოდ. კონკრეტული აეროდრომის საავარიო-სამაშველო სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი დაცვის ის მინიმალური დონე, რომელსაც ექსპლუატანტი მისაღებად თვლის, ფშს-ით უნდა მიეთითოს.  მუხლი 2🔗. ტერმინების განმარტებები „წესებში” გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) ადზ-ის ზედაპირის მდგომარეობა – მშრალი, ტენიანი ან გაბინძურებული:  ა.ა) ადზ-ი გაბინძურებულად ითვლება, თუ მისი ზედაპირის 25%-ზე მეტი დაფარულია 3მმ (0,125დიუიმი) სისქის წყლის ან (თოვლ)ჭყაპის ფენით, ან – 20მმ (0,75დიუიმი) სისქის ფხვიერი თოვლით, ანდა დატკეპნილი თოვლის ან ყინულის ფენით.  ა. ბ) ადზ-ი მშრალია, თუ გამოსაყენებლად გათვალისწინებული მისი ზედაპირი არ არის გაბინძურებული ან სინესტის კვალი არ შეინიშნება;  ა.გ) ადზ-ი ტენიანია, თუ ის არც მშრალია და არც გაბინძურებული. ბ) ავიასპეციალისტი – „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების” საფუძველზე გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი. გ) ასაფრენად არსებული მანძილი – ადზ-ის გასაქანად გამოსადეგი სიგრძე, პლუს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სიგრძე, თუ ეს გათვალისწინებულია.  დ) ბორტჟურნალი (საფრენოსნო დავალება) – სხ-ის ექსპლუატანტის მიერ გაცემული ბლანკი, რომელიც სხ-ის სარეგისტრაციო ნომერს, ეკიპაჟის წევრების სახელს, გვარსა და თანამდებობას, თარიღს, აფრენისა და დაფრენის პუნქტებს (მარშრუტს ან სამუშაო რაიონ(ებ)ის დასახელებას), დროს და სხვა აუცილებელ ცნობებს შეიცავს.  ე) გაანგარიშებული სინოტივე – ტემპერატურასა და გაანგარიშებულ სინოტივეს შორის ფარდობა შემდეგნაირად განისაზღვრება:  ე.ა) თუ ტემპერატურა შეესაბამება MCA-ს ტემპერატურას ან მასზე ნაკლებია, ფარდობითი სინოტივე 80%-ია;  ე.ბ) თუ ტემპერატურა შეესაბამება MCA-ს +28​0C ტემპერატურას ან მასზე მეტია, ფარდობითი სინოტივე 34%-ია;  ე.გ) MCA-სა და MCA-ს +28​0C ტემპერატურებს შორის დიაპაზონში ფარდობითი სინოტივე ხაზობრივი კანონით იცვლება.  ვ) გადასაყვანი ფრენა – სხ-ის შესაგზავნად, ტექნიკური მომსახურებისათვის ან სხვა მიზნით შესრულებული არაკომერციული ფრენა.  ზ) გადაწყვეტილების მიღების სრული (DA) ან ფარდობითი (DH) სიმაღლე – დასაფრენად ზუსტად ან ვერტიკალური მიმართვით შესვლისათვის დადგენილი ის სიმაღლე, როცა უნდა დაიწყოს მეორე წრეზე წასვლა, თუ, დასაფრენად შესვლის გასაგრძელებლად, ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტი არ დამყარდა. DH ზღვის საშუალო დონიდან გამოითვლება, DA – ადზ-ის ზღურბლის დონიდან. თ) განსაკუთრებული ვითარების მგზავრი - საავიაციო უშიშროების სამსახურის შეიარაღებული პირი, დეპორტირებული მგზავრი, პატიმარი, მსჯავრდებული და ის პირი, რომელსაც განსაკუთრებული სამედიცინო მოვლა სჭირდება. ი) გასაქანად არსებული მანძილი – ასაფრენად გამოსადეგად გამოცხადებული ადზ-ის სიგრძე. კ) გაუთვალისწინებელი საექსპლუატაციო გარემოება – მოვლენა, რომლის დაგეგმვაც შეუძლებელია და ექსპლუატანტზე არ არის დამოკიდებული, მაგ: ამინდის მოულოდნელი ცვლელება, აღჭურვილობის გაუმართაობა, საჰაერო მოძრაობის შეფერხება და სხვა.  ლ) დამოუკიდებელი მოყვარული პილოტი – მოყვარული პილოტი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ფლობს სხ-ის და მის ექსპლუატაციას დამოუკიდებლად ახორციელებს.  მ) დამტკიცებული პროგრამის მიხედვით მომზადება – ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული პროგრამითა და მისი ზედამხედველობით განხორციელებული მომზადება.  ნ) დამტკიცებული სასწავლო დაწესებულება – ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და მისი ზედამხედველობითა და, ჩიკაგოს კონვენციის №1 დანართის მოთხოვნების შესაბამისად, დამტკიცებული პროგრამის მიხედვით მომზადების ჩასატარებლად მოქმედი ორგანიზაცია. ო) დასაფრენად არსებული მანძილი – დაფრენის შემდეგ თვითმფრინავის გასარბენად გამოსადეგად გამოცხადებული ადზ-ის სიგრძე. პ) დასაფრენად შესვლისა და დაფრენის კლასიფიკაცია:  პ.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლა და დაფრენა – ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლა და დაფრენა მხოლოდ გვერდითი მიმართვის გამოყენებით;  პ.ბ) დასაფრენად შესვლა და დაფრენა ვერტიკალური მიმართვით – ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლა და დაფრენა ისეთი გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, რაც დასაფრენად ზუსტად შესვლისა და დაფრენისათვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება;  პ.გ) დასაფრენად ზუსტი შესვლა და დაფრენა – ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლა და დაფრენა ზუსტი გვერდითი და ვერტიკალური მიმართვის გამოყენებით, დასაფრენად შესვლისა და დაფრენის კატეგორიით განსაზღვრული მინიმუმების დროს.  ჟ) დასაშვები მტყუნებების ძირითადი ჩამონათვალი (MMEL) – სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის ამ კონსტრუქციაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი იმ აღჭურვილობისა, რომელთა (ერთის ან მეტის) გაუმართაობა ფრენის დაწყებას არ აფერხებს. MMEL-ით შეიძლება მიეთითოს განსაკუთრებული საექსპლუატაციო პირობები, შეზღუდვები და წესები.  რ) დაფრენის გადაწყვეტილების მიღების წერტილი – დასაფრენი მახასიათებლების დასადგენად გამოყენებული წერტილი, რომლის შემდეგაც, ამ წერტილში ძრავის მტყუნებისას, შეიძლება დასაფრენად უსაფრთხო შესვლა ან მეორე წრეზე წასვლის პროცედურა უნდა დაიწყოს.  ს) ეკიპაჟის წევრი – სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ზე გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ დანიშნული, ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი პირი.  ტ) ერთდროული ფრენა – სხ-ის სახეობებზე ან/და ტიპებზე ბოლო 6 თვის განმავლობაში შესრულებული ფრენები, გარდა ახალ ტიპზე გადასამზადებელ კურსებზე შესრულებული ფრენებისა.  უ) ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა – გამოსახულების გადამწოდების გამოყენებაზე დაფუძნებული , გარემოს ელექტრონული გამოსახულების , დროის რეალურ მასშტაბში , ასახვის სისტემა .  ფ) ზღვის თავზე გაზრდილ მანძილზე ფრენა :  ფ.ა ) (ნებისმიერი სხ-ისათვის) უახლოესი სანაპირო ზოლიდან 50 საზღვაო მილზე უფრო შორ მანძილზე ფრენა;  ფ.ბ ) (დამატებით , შვეულმფრენისათვის ) შვეულმფრენის ბანიდან 50 საზღვაო მილზე უფრო შორ მანძილზე ფრენა .  ქ) თვითმფრინავის კატეგორიები (იკაოს მიხედვით ) – დადგენილია ხელსაწყოების მეშვეობით დასაფრენად შესვლის სიჩქარის მიხედვით , რომელიც , მაქსიმალური სერტიფიცირებული დასაფრენი მასისა და დასაფრენი მოხაზულობის დროს , ვარდნის სიჩქარეზე 1 ,3 -ჯერ მეტია : A ქ.ა) Aკატეგორიაα – σ ქ.ბ) B კატეგორია – 169 კმ/სთ (91 კვანძი) ქ.გ) C კატეგორია – 224 კმ/სთ (121 კვ.) ქ.დ) D კატეგორია – 261 კმ/სთ (141 კვ.) ქ.ე) E კატეგორია – 307 კმ/სთ (166 კვ.) სამოქალაქო ავიაცია, რომელიც სატრანსპორტო მიზნებისათვის და საავიაციო სამუშაოებზე არ გამოიყენება; ჰ.დ) საკონსულტაციო საჰაერო სივრცე – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე ან მარშრუტი, სადაც საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება ხორციელდება. ჰ.ე) სამანევრო/სამიმოსვლო ფართობი – ასაფრენად, დასაფრენად და სხ-ის სამიმოსვლოდ განკუთვნილი აეროდრომის ნაწილი, ბაქნის გარდა.  ჰ.ვ)სამედიცინო სერტიფიკატი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის, წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, დამადასტურებელი საბუთი. ჰ.ზ) საფრენად ვარგისი – სხ- ის, ძრავის, საჰაერო ხრახნის ან ნაწილის ისეთი მდგომარეობა, როცა ის დადგენილ აგებულებას შეესაბამება და უსაფრთხო ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ჰ.თ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რის საშუალებითაც უზრუნველყოფილია საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან სხ-ების შესაბამისობა, და მათი შენარჩუნება იმ მდგომარეობაში, რაც საჭიროა უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში.  ჰ.ი) საფრენოსნო ეკიპაჟი – ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები (მფრინავები), რომლებსაც, სასამსახურო-საფრენოსნო დროის განმავლობაში, სხ-ის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრიათ.  ჰ. კ) საფრენოსნო სამუშაო – ეკიპაჟის მიერ საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ჩატარებული სამუშაო.  ჰ.ლ) სახიფათო ტვირთი – ის ნაკეთობები და ნივთიერებები, რომლებმაც, შეიძლება, საფრთხე შეუქმნან ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას, გარემოს, და რომლებიც „ტექნიკური ინსტრუქციების” სახიფათო ტვირთის ჩამონათვალით არის მითითებული ან ამ ინსტრუქციით არის კლასიფიცირებული. ჰ.მ) საჰაერო ხომალდიდან გასასვლელ ადგილებთან გათვალისწინებული სამგზავრო სავარძლები – ის სამგზავრო ადგილები, რომლებიც სხ-დან გასასვლელის უშუალო მისადგომთან არის განთავსებული, და ის ადგილები რიგში, რომლის გავლითაც მგზავრები სხ-დან გასასვლელთან უნდა გავიდნენ. ჰ.ნ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი – კომერციული გადაყვანა-გადაზიდვების ან/და საავიაციო სამუშაოების ან/და სხვა საავიაციო საქმიანობის (მაგ: სდ, საავიაციო სპორტი) განმახორციელებელი, „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის” მფლობელი პირი. ჰ.ო) სრული იჯარა – იჯარით ამღებისათვის სხ-ისა და დაკომპლექტებული ეკიპაჟის გადაცემა. ამასთან, სხ-ის ექსპლუატაცია და ეკიპაჟის საქმიანობა ექსპლუატანტ-იჯარით გამცემის სერტიფიკატის პირობების შესაბამისად ხორციელდება. ჰ. პ) სხ-ის სატვირთო ნაკვეთურების კლასიფიკაცია:  ჰ.პ.ა) A კლასის სატვირთო-საბარგო ნაკვეთურია ის, სადაც ხანძრის კერა ჩანს ეკიპაჟის წევრის სამუშაო ადგილიდან და ფრენის დროს ნაკვეთურის ნებისმიერ ნაწილთან მიდგომა გაადვილებულია.  ჰ.პ.ბ) B კლასის სატვირთო-საბარგო ნაკვეთურია ის, სადაც:  ჰ.პ.ბ.ა) გადასატანი ცეცხლსაქრობით ამ ნაკვეთურის ნებისმიერი ნაწილის ეფექტურად დამუშავება შეიძლება;  ჰ.პ.ბ.ბ) ამ ნაკვეთურიდან ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების მიერ დაკავებულ ნაკვეთურებში კვამლის, ალისა და ცეცხლსაქრობი ნივთიერების სახიფათო ოდენობა არ გაიჟონება; და        ჰ.პ.ბ.გ) საფრენოსნო ეკიპაჟის გასაფრთხილებლად, დამონტაჟებულია კვამლის ცალკეული სტანდარტული სიგნალიზატორი ან ხანძრის აღმოსაჩენი სისტემა;  ჰ.პ.გ) E კლასის ნაკვეთური გათვალისწინებულია მხოლოდ ტვირთის განსათავსებლად, სადაც:  ჰ.პ.გ.ა) საფრენოსნო ეკიპაჟის გასაფრთხილებლად, დამონტაჟებულია კვამლის ცალკეული სტანდარტული სიგნალიზატორი;  ჰ.პ.გ.ბ) არის, ნაკვეთურში ან იქიდან, ჰაერის მიწოდების შეწყვეტის საშუალება, რომელიც კაბინიდან იმართება;  ჰ.პ.გ.გ) არის კაბინაში კვამლის, ალისა და მავნე აირების სახიფათო ოდენობის მოხვედრის საწინაღო საშუალება; და  ჰ.პ.გ.დ) ეკიპაჟის წევრებისათვის გათვალისწინებული სტანდარტული საავარიო გასასვლელები თავისუფალია ტვირთის ნებისმიერი განთავსების პირობებში.  ჰ.ჟ) „უშუალო მისადგომის” მქონე სამგზავრო ადგილი – ის ადგილი, საიდანაც მგზავრს საშუალება აქვს, პირდაპირ გავიდეს სხ-დან გასასვლელთან – დერეფნის გაუვლელად და დაბრკოლებების შემოუვლელად.  ჰ.რ) ტექნიკური მომსახურება – საავიაციო ტექნიკის ვარგისობის შესანარჩუნებლად საჭირო სამუშაო, საკონტროლო აღსადგენი სამუშაოების, შემოწმების, შეცვლის, ხარვეზების აღმოფხვრის ჩათვლით, რაც ტარდება როგორც ცალ-ცალკე, ასევე – შეთავსებით, აგრეთვე, მოდიფიცირების ან რემონტის ჩატარება.  ჰ.ს) ტექნიკური მომსახურების პროგრამა – საბუთი, რომელიც შეიცავს ტმ-ის კონკრეტული სამუშაოებისა და მათი პერიოდულობის აღწერას, აგრეთვე – მათთან დაკავშირებულ პროცედურებს, მაგ. – საიმედოობის პროგრამას, რომელიც სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ჰ.ტ) ფიგურული ფრენა – განზრახ შესრულებული ისეთი მანევრები, რაც სიმაღლის, სივრცობრივი მდგომარეობის და/ან სიჩქარის მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება. ჰ.უ) ფრენის გეგმა – საჰაერო მოძრაობის ორგანოსათვის წარდგენილი ცნობები დაგეგმილ ფრენაზე ან მის ნაწილზე. ჰ.ფ) ფრენის კრიზისული საფეხურები/მონაკვეთები – ესენია: მიმოსვლა, აფრენა-დაფრენა და 10 000 ფუტზე უფრო დაბლა შესრულებული ფრენა, კრეისერული რეჟიმით ფრენის გარდა. ჰ.ქ) ფრენის სამუშაო გეგმა – ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლად, ექსპლუატანტის მიერ შედგენილი გეგმა, რითაც სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები, საექსპლუატაციო შეზღუდვები და დასახულ მარშრუტზე და აეროდრომ(ებ)ზე მოსალოდნელი პირობები გაითვალისწინება. ჰ.ღ) შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული მანძილი – ასაფრენად გამოსადეგი ადზ-ის სიგრძე, პლუს დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე, თუ ის გათვალისწინებულია. ჰ.ყ) შვეულმფრენი - ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მდებარე, მბრუნავი ხრახნ(ებ)ით წარმოქმნილი ნაკადის რეაქციის წყალობით ინარჩუნებს. ჰ.შ) შვეულმფრენის ბანი - ღია ზღვაში მცურავ ან უძრავ ნაგებობაზე განთავსებული ვერტოდრომი. ჰ.ჩ) შვეულმფრენის მოედანი (ვერტოდრომი) – აეროდრომი ან ხმელეთზე ან ნაგებობაზე განთავსებული ადგილი, რომელიც, მთლიანად ან ნაწილობრივ, შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენად და სამიმოსვლოდ არის განკუთვნილი. ჰ.ც) შვეულმფრენის მოედანი (ვერტოდრომი), დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებული - დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებულ კონსტრუქციაზე განთავსებული ვერტოდრომი. ჰ.ძ) შემმოწმებელი (საწაფზე) - კონკრეტული ტიპის სხ-ის საწაფზე თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული ჩვევების შეფასებაზე დაშვებული განსაკუთრებული კვალიფიკაციის მქონე პირი. ჰ.წ) შემმოწმებელი (სხ-ზე) – მფრინავ-მეთაურთა, საინსპექტორო ან საინსტრუქტორო შემადგენლობის პირი, რომელიც კონკრეტული ტიპის სხ-ზე საინსტრუქტორო ფრენებზეა დაშვებული, და ეკიპაჟის შემადგენლობაში შეყვანილია წვრთნის და/ან საფრენოსნო და/ან მეთოდური შემოწმების მიზნით. ჰ.ჭ) ძრავა – საჰაერო ხომალდის მოძრაობაში მომყვანი მოწყობილობა, რომელიც შეიცავს, სულ ცოტა, იმ ნაწილებსა და აღჭურვილობას, რაც მის სამოქმედოდ და საკონტროლოდ არის საჭირო. ძრავა არ შეიცავს საჰაერო/მზიდ ხრახნს. ჰ.ხ) წერტილი ასაფრენ ტრაექტორიაზე – აფრენისა და სიმაღლის აღების საწყისი ფაზების ფარგლებში არსებული წერტილი, რომლის მიღწევამდეც, II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენის (მწყობრიდან გამოსული ერთი ძრავით) მიერ ფრენის უსაფრთხოდ გაგრძელება გარანტირებული არ არის და იძულებითი დაფრენაა შესაძლებელი. ჰ.ჯ) წერტილი დასაფრენ ტრაექტორიაზე – დასაფრენად შესვლისა და დაფრენის ფაზების ფარგლებში არსებული წერტილი, რომლის შემდეგაც II კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენის (მწყობრიდან გამოსული ერთი ძრავით) მიერ ფრენის უსაფრთხოდ გაგრძელება გარანტირებული არ არის და იძულებითი დაფრენაა შესაძლებელი. ჰ.ჰ) I კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების მქონე შვეულმფრენი – შვეულმფრენი ისეთი სტმ-ით, რომ, კრიზისული ძრავის მტყუნებისას, შეიძლება შეწყვეტილი აფრენის არეში დაფრინდეს ან დაფრენის შესაბამის არემდე უსაფრთხოდ განაგრძოს ფრენა, იმისდა მიხედვით, თუ როდის გამოვიდა მწყობრიდან ძრავა. ჰ.ჰ.ა) II კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენი – შვეულმფრენი ისეთი სტმ-ით, რომ, კრიზისული ძრავის მტყუნებისას, შეიძლება უსაფრთხოდ განაგრძოს ფრენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ძრავა მწყობრიდან გამოდის აფრენიდან დამახასიათებელი წერტილის მიღწევამდე ან, დაფრენისას, ამ წერტილის გავლის შემდეგ, როცა იძულებითი დაფრენა შეიძლება გახდეს საჭირო. ჰ.ჰ ბ) III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენი – შვეულმფრენი ისეთი სტმ-ით, რომ, ფრენის ტრაექტორიის ნებისმიერ წერტილში ძრავის მტყუნებისას, იძულებითი დაფრენაა საჭირო.     მუხლი 3🔗. შემოკლებები „წესებში” გამოყენებულ შემოკლებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადზ – ასაფრენ-დასაფრენი ზოლი; ბ) გვფწ – განსაკუთრებული ვიზუალური ფრენის წესები; გ) გმს – გადაწყვეტილების მიღების სიმაღლე; დ) ვსხ – ამწევი ძალის სამატი სისტემით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი; ე) ვფწ – ვიზუალური ფრენის წესები; ვ) იკაო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; ზ) კატ. – კატეგორია; თ) კგ – კილოგრამი; ი) კვ – კვანძი; კ) კმ – კილომეტრი; ლ) ლ – ლიტრი; მ) მ – მეტრი; ნ) მ. ბარი – მილიბარი; ო)მმ.ვწ.სვ. – ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე მილიმეტრობით; პ)მუს – მინიმალური უსაფრთხო სიმაღლე; ჟ) რტს – რადიოტექნიკური საშუალებები; რ) სად – სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი; ს) სბ – სამიმოსვლო ბილიკი; ტ) სდ – სასწავლო დაწესებულება; უ) სეს – საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო; ფ) სთ – საათი; ქ) სისა – საფრენოსნო ინფორმაციის საბორტო აღმრიცხველი; ღ) სმ – სანტიმეტრი; ყ) სმმ – საჰაერო მოძრაობის მომსახურება; შ) სმპ – სახელსაწყო მეტეოროლოგიური პირობები; ჩ) სტმ – საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლები; ც) სფწ – სახელსაწყო ფრენის წესები; ძ) სხ – საჰაერო ხომალდი; წ) ტმ – ტექნიკური მომსახურება; ჭ) უკზ – უსაფრთხოების კიდური ზოლი; ხ) ფტ – ფუტი; ჯ) ფშს – ფრენების შესრულების სახელმძღვანელო; ჰ)ღქსს – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე; ჰ.ა) შმნ – შუქმძლავრი ნათურები; ჰ.ბ) შმრს – შორეული მიმყვანი რადიოსადგური; ჰ.გ)წთ – წუთი; ჰ.დ)AIP – სააერნაოსნო ინფორმაციის კრებული; ჰ.ე)ETOPS – ორი აირტურბინულძრავიანი თვითმფრინავის ფრენა გაზრდილ მანძილზე; ჰ.ვ)EVS – ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ტექნიკური ხედვის სისტემა; ჰ.ზ)FL – ფრენის ეშელონი; ჰ. თ) HUD – კოლიმატორული ინდიკატორი; ჰ.ი) QFE – ფარდობითი სიმაღლე; ჰ.კ) QNH – სრული სიმაღლე; ჰ.ლ) DA – გადაწყვეტილების მიღების სრული სიმაღლე; ჰ.მ) DH – გადაწყვეტილების მიღების ფარდობითი სიმაღლე; ჰ.ნ) MEL – მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (ა/კ-ის მიერ დადგე  ნილი); ჰ.ო) MMEL –მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი(სეს-ით); ჰ.პ) NOTAM – შეტყობინება მფრინავთათვის; ჰ.ჟ) RVR – ადზ-ზე ხილვადობის სიშორე; ჰ.რ) RVSM – ეშელონირების შემცირებული ვერტიკალური მინიმუმი.     მუხლი 4🔗. ფრენების შესრულების სახელმძღვანელო 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფშს:  ა) შეიცავდეს პერსონალის მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ინფორმაციას და დროულად გაეცნოს მას;  ბ) მისი შინაარსი შეესაბამებოდეს ექსპლუატანტის სერტიფიკატით და მისი დანართებით, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს;  გ) შედგეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ამასთან, სხ-ის ტიპიდან გამომდინარე, ცალკეული თავები ან მუხლები შეიძლება იყოს სხვადასხვაენოვანი.  დ) ნებისმიერი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობას და ექსპლუატანტის ფაქტიურ მდგომარეობას შეესაბამება; 2. ფშს და მისი ცვლილებები, ამოქმედებამდე, თანხმდება სააგენტოსთან. 3. ფშს შეიძლება გამოიცეს ცალკეული ტომების სახით; 4. ფშს შემდეგი ნაწილებისაგან შედგება:  ა) ნაწილი A. ზოგადი დებულებები, რომელიც შეიცავს ფრენების უსაფრთხოებისათვის საჭირო იმ ინფორმაციას, რაც მოქმედ წესებს შეესაბამება;  ბ) ნაწილი B. სხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია, რომელიც შეიცავს ექსპლუატანტის მიერ გამოყენებული კონკრეტული ტიპის სხ-ებისა და მათი მოდიფიკაციების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საჭირო მითითებებსა და პროცედურებს. გ) ნაწილი C. აეროდრომები, რაიონები და მარშრუტები, რომელიც შეიცავს ფრენების შესრულების რეგიონების, მარშრუტებისა და აეროდრომების ყველა საჭირო ინსტრუქციასა და ინფორმაციას. დ) ნაწილი D. საავიაციო პერსონალის მომზადება, რომელიც შეიცავს მითითებებს პერსონალის მომზადებაზე. ე) ნაწილი E. ფრენების უზრუნველყოფა რომელიც შეიცავს ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფ მითითებებსა და პროცედურებს. 5. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ფშს-ის შინაარსის შესაბამისობა ამ „წესების” №1 დანართთან.     მუხლი 5🔗. საფრენოსნო დავალება (ბორტჟურნალი) 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, 6 თვის განმავლობაში, შეინახოს ნებისმიერი ფრენის შემდეგი ინფორმაცია, საფრენოსნო დავალების სახით:  ა) სხ-ის სარეგისტრაციო ნომერი;  ბ) ფრენის თარიღი;  გ) ეკიპაჟის წევრების სახელი, გვარი, თანამდებობა;  დ) გაფრენის და დაფრენის პუნქტები და დრო;  ე) ფრენის სახეობა;  ვ) საფრენოსნო დრო (ნაფრენი);  ზ) შემჩნეული შემთხვევები (თუ იყო);  თ) პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. 2. ექსპლუატანტი უზრუნველყოფს საფრენოსნო დავალებაში ჩანაწერების შეტანას შესწორებების გარეშე და მის სიზუსტეს. 3. საერთაშორისო რეისის შესრულებისას, საფრენოსნო დავალება ივსება იკაოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ადგილობრივი ფრენების შესრულებისას – ქართულ ენაზე.    მუხლი 6🔗. ფრენის საწარმოო გეგმა 1. დაგეგმილი ფრენის ან მისი ნაწილის ინფორმაცია სმმ-ის ორგანოს წარედგინება ფრენის გეგმის სახით. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენის გეგმით აისახოს შემდეგი ინფორმაცია:  ა) სხ-ის სარეგისტრაციო ნომერი, ტიპი და მოდიფიკაცია;  ბ) ფრენის თარიღი;  გ) რეისის ნომერი;  დ) მეთაურის გვარი;  ე) გაფრენის პუნქტი;  ვ) გაფრენის (ძრავის ამუშავების დაწყების ან აფრენის) დრო;  ზ) მიფრენის პუნქტი;  თ) მიფრენის (დაფრენის ან ძრავების გამორთვის) დრო;  ი) ფრენის სახეობა (ETOPS, ვფწ, გადასაყვანი და სხვა);  კ) მარშრუტი და მისი მონაკვეთები, საკონტროლო პუნქტებით, მანძილით, გადაფრენის (გაანგარიშებული და ფაქტობრივი) დროთი და ტრეკებით;  ლ) საკონტროლო პუნქტებს შორის დაგეგმილი საკრეისერო სიჩქარე და ფრენის დრო (გაანგარიშებული და ფაქტობრივი);  მ) უსაფრთხო სიმაღლეები და მინიმალური ეშელონები;  ნ) ფრენის დაგეგმილი სიმაღლეები და ეშელონები;  ო) საწვავის გაანგარიშება (საწვავის ხარჯის საკონტროლო ჩანაწერები);  პ) საწვავის ოდენობა ძრავის ამუშავებისას;  ჟ) დაფრენის სათადარიგო აეროდრომი და, საჭიროებისას, აფრენისაც და მარშრუტისაც;  რ) სმმ-ის ორგანოს მიერ ფრენის გეგმის გავლის პირველადი და შემდგომი დადასტურება;  ს) ფრენის დროის გაანგარიშების ცვლილებები;  ტ) აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცია. 3. სხვა საბუთებით ასახული ან ამ სახეობის გადაზიდვისათვის გამოუსადეგარი ინფორმაციის ფრენის გეგმაში შეტანა საჭირო არ არის. 4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ფრენის საწარმოო გეგმა და მისით სარგებლობის წესები ფშს-ით იყოს ასახული. 5. ექსპლუატანტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ ფრენის საწარმოო გეგმის ჩანაწერები ამ მუხლის მოთხოვნების მიხედვით იყოს შესრულებული და სინამდვილეს შეეფერებოდეს.     მუხლი 7🔗. ფრენების განხილვა  1. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო სამსახურში ფრენების განხილვა ჩაატაროს თვეში ერთხელ მაინც.  2. ფრენების განხილვა ტარდება შემდეგი მიზნით:  ა) ფრენების უსაფრთხოების შესაფასებლად;  ბ) ეკიპაჟების, მისი წევრებისა და მთლიანად საფრენოსნო სამსახურის მუშაობის შესაფასებლად;  გ) ფრენების უზრუნველსაყოფ სამსახურებთან ურთიერთმოქმედების შესაფასებლად;  დ) საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადების გასაუმჯობესებლად;  ე) ეკიპაჟებისა და ქვედანაყოფების გამოცდილების განსაზოგადებლად და გასავრცელებლად;  ვ) საავიაციო მოვლენების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად;  ზ) ხელმძღვანელი შემადგენლობის ორგანიზატორული და მეთოდური მუშაობის გასაუმჯობესებლად.  3. ფრენების განხილვა რეკომენდებულია ჩატარდეს შემდეგი სქემით:  ა) ზოგადი ნაწილი – ხელმძღვანელობის მოხსენება, რითაც გაანალიზებული იქნება განხილვებს შორის ჩატარებული საფრენოსნო სამუშაო და ფრენების უსაფრთხოება;  ბ) მეთოდური ნაწილი – ეკიპაჟების მიერ დაშვებული დამახასიათებელი დარღვევებისა და შეცდომების დაწვრილებით გაანალიზება და მათი თავიდან აცილების ზომების განსაზღვრა. ფრენების უსაფრთხოების ინფორმაციების, აგრეთვე, სხვა სპეციალურ თემებზე მოხსენებების მოსმენა, ბრძანებებისა და მითითებების შესწავლა;  გ) დასკვნითი ნაწილი – ეკიპაჟების, ქვედანაყოფების მუშაობის შეფასება და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დასახვა.  4. საჭიროებისას, ტარდება რიგგარეშე განხილვა, მაგალითად, კონკრეტული საავიაციო მოვლენის მიზეზების ოპერატიულად შესასწავლად და მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად.  5. ფრენების განხილვები „ფრენების განხილვის ჟურნალით” აღირიცხება.     მუხლი 8🔗. ფრენების უსაფრთხოების გაანალიზება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, გასული კალენდარული წლის შედეგების მიხედვით შეადგინოს „ფრენების უსაფრთხოების ანგარიშგება” და ერთი ეგზემპლარი წარადგინოს სააგენტოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენების უსაფრთხოების ერთობლივი ანგარიშგების შესამუშავებლად. 2. „ანგარიშგებით” აისახება: ა) საფრენოსნო სამსახურის მუშაობის მონაცემები (სამუშაოს დაგეგმვა-შესრულება, საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადების ორგანიზება, მეთოდური სამუშაო, საფრენოსნო ინფორმაციის საშუალებების გაშიფრვის მასალებით სარგებლობა და სხვა); ბ) საავიაციო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება; გ) ავიასაწარმოში მომხდარი საავიაციო მოვლენების გაანალიზება; დ) ხელმძღვანელი და საინსტრუქტორო შემადგენლობების მუშაობის შეფასება; ე) ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებელი ღონისძიებები. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია „ანგარიშგება” გააცნოს ავიასაწარმოს მთელ პირად შემადგენლობას.  მუხლი 9🔗. ეკიპაჟის წევრების წვრთნა არაკანონიერი ჩარევის აქტების შემთხვევებისათვის 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს არაკანონიერი ჩარევის აქტების დროს ეკიპაჟის წევრების ქმედებებს საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად. პროგრამა უნდა შეიცავდეს შემდეგს:  ა) საფრთხის სიმძიმის დონის შეფასებას;  ბ) ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებას;  გ) ეკიპაჟის წევრების მიერ დამცავი საშუალებების გამოყენებას;  დ) ტერორისტების ქმედებების ფსიქოლოგიურ შეფასებას, მათი მხრიდან რაიმე დათმობაზე წასვლის კუთხით;  ე) სახიფათო ვითარების უკეთესობისაკენ შემობრუნების ხერხებს;  ვ) ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების სავარაუდო ადგილებს. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია სხ-ზე იყოს საკონტროლო ფურცლები, რის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სხ-ის თანამიმდევრული შემოწმება ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოსაჩენად. საკონტროლო ფურცელი, აგრეთვე, უნდა შეიცავდეს ეკიპაჟის წევრების მოქმედებას, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში.   მუხლი 10🔗. ექსპლუატანტის საბუთები  ექსპლუატანტი ვალდებულია აწარმოოს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსიის სახით), შემდეგი საბუთები:  1. „სამუშაო გეგმა„ – სამუშაო გეგმით გაითვალისწინება საწარმოო ფრენების, პერსონალის პროფესიული მომზადების, მეთოდური სამუშაოს წარმართვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები; მიეთითება კონკრეტული ღონისძიებები, შესრულების ვადები და შემსრულებლები ან პასუხისმგებელი პირები.  2. „ფრენების გეგმა” – გეგმა დგება ფრენების წინა დღეს, ერთი დღე-ღამის ვადით, სხ-ების მოძრაობის განრიგის, საავიაციო სამუშაოების გეგმის, სპეცრეისების, საწვრთნელი და სხვა ფრენების განაცხადების საფუძველზე; ძირითად ეკიპაჟებთან ერთად, მიეთითება სათადარიგო ეკიპაჟები და სხ-ები, აგრეთვე – საწაფზე მივლინებული ეკიპაჟები; საჭიროებისას, შეიტანება მითითებები ეკიპაჟებისათვის.  3. „საფრენოსნო შემადგენლობის სამუშაო და დასვენების გრაფიკი” – გრაფიკის დანიშნულებაა საფრენოსნო შემადგენლობის სამუშაო და დასვენების დროის აღრიცხვა; ის დგება ქვედანაყოფის სამუშაო გეგმის, სხ-ების მოძრაობის განრიგის, საავიაციო სამუშაოების გეგმის, სპეცრეისების, საწვრთნელი და სხვა ფრენების საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამუშაო და დასვენების დროის ნორმების გათვალისწინებით. ყოველი სპეციალისტისათვის გაითვალისწინება სამი სტრიქონი: პირველი – ფრენების დასაგეგმად, ქვედანაყოფში სამუშაოდ და დასასვენებლად; მეორე – ნაფრენის აღსარიცხად; მესამე – სამუშაო დროის აღსარიცხად. 4. „წინასწარი მომზადების ჟურნალი” – ჟურნალში შეიტანება ეკიპაჟის იმ წევრების სპეციალობა და გვარები, ვისთვისაც წინასწარი მომზადება ტარდება, აგრეთვე – მომზადების მიზეზი, მოკლე შინაარსი ეკიპაჟის წევრების მზადყოფნის დასკვნა და ჩატარების თარიღი; ჩანაწერს ხელს აწერს წინასწარ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი. 5. „ფრენების განხილვის ჟურნალი” – ჟურნალი ორი ნაწილისაგან შედგება: „განხილვის გეგმა” და „მოხსენებების შინაარსი”.  6. „საბუთების შესწავლის ჟურნალი” – ჟურნალი განკუთვნილია სახელმძღვანელო საბუთებისა და ფრენის უსაფრთხოების ინფორმაციის გასაცნობად, რაც სპეციალისტის ხელმოწერით დასტურდება.  7. „შენიშვნების ჟურნალი” – ჟურნალი განკუთვნილია ფრენისშემდგომი გარჩევისას ეკიპაჟის (ეკიპაჟის წევრების) მიერ მიღებული შენიშვნებისა და მითითებების აღსარიცხად. ეს ცნობები ამოიწერება „საფრენოსნო დავალებიდან” და ფრენების განხილვისათვის მოსამზადებლად გამოიყენება.  8. „საფრენოსნო დავალება” (ბორტჟურნალი).  9. „საწვრთნელი დავალება”. არის ეკიპაჟის წევრისათვის სხ-ზე და საწაფზე წვრთნისა და შემოწმების უფლების მიმნიჭებელი, აგრეთვე – საანგარიშგებო და საკონტროლო საბუთი. დავალებით მიეთითება საწვრთნელი პროგრამის ამოცანების ნომრები, შინაარსის გაუშიფრავად, და კეთდება დასკვნა, რასაც შემმოწმებელი აწერს ხელს და უსვამს თარიღს.  10. „საფრენოსნო წიგნაკი” – ავიასპეციალისტის საფრენოსნო მოღვაწეობისა და პროფესიული მომზადების სრულად ამსახველი და საკონტროლო ძირითადი საბუთი; მისი ნებისმიერი ჩანაწერი ხელმოწერითა და ბეჭდით დასტურდება, ამასთან, ხელმომწერის გვარი და ბეჭედზე გამოსახული ორგანიზაციის დასახელება მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მონაცემები მხედველობაში არ მიიღება. „საფრენოსნო წიგნაკი”, სულ ცოტა, შემდეგ ცნობებს უნდა შეიცავდეს:  ა) სპეციალისტის მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა);  ბ) პირველადი მომზადება და ახალ ტექნიკაზე გადამზადება (სდ, მისი დამთავრების თარიღი, სხ-ის ტიპი);  გ) სხვადასხვა დაშვებები (სხ-ის ტიპები, საავიაციო სამუშაოების სახეობები, საერთაშორისო ფრენა, მინიმუმები, ინსტრუქტორი, ლოცმანი და სხვა);  დ) საფრენოსნო შემოწმებები;  ე) სხ-ის ტიპებზე ნაფრენი, წლიური ჯამითურთ. პილოტის წლიური ნაფრენი რეკომენდებულია შემდეგნაირად შეჯამდეს:  სულ ... , აქედან:  სხ-ის ტიპი ... – მეთაურად…...  და ა.შ.”     მუხლი 11🔗. საბუთების შენახვის ვადები ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყოველი ფრენისათვის აუცილებელი ოპერატიული, ტექნიკური ინფორმაცია და საბუთები შეინახos ამ „წესების” №2 დანართით მითითებული ვადების განმავლობაში.     მუხლი 12🔗. მოთხოვნების შერბილება 1. ექსპლუატანტი უფლებამოსილია, საავიაციო პერსონალის წვრთნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები შეკვეცოს ან რომელიმე მისი ნაწილი გააუქმოს, ავიასპეციალისტის გამოცდილების გათვალისწინებით. მოთხოვნების შეკვეცა შესაძლებელია, თუ:  ა) ავიასპეციალისტს სხ-ის სხვა ტიპზე აქვს (ჰქონდა) მსგავსი დაშვება; ან  ბ) ექსპლუატანტის მიერ ახალი საავიაციო ტექნიკის ათვისების პირველი ორი წლის განმავლობაში. 2. ექსპლუატანტის თხოვნა კონკრეტული ავიასპეციალისტის წვრთნის პროგრამის შეკვეცაზე ან გაუქმებაზე, პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს წარედგინება წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს თხოვნის საფუძველი. 3. სააგენტო უფლებამოსილია მოთხოვნების შეკვეცას არ დაეთანხმოს. ექსპლუატანტს ეცნობება სააგენტოს დასაბუთებული უარი. თავი II  საჰაერო ხომალდი   მუხლი 13🔗. საჰაერო ხომალდის მონიშვნა 1. აკრძალულია „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილი სხ-ის ფრენა, თუ მას არა აქვს საქართველოს ეროვნული და სარეგისტრაციო ნიშნები. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია სხ-ზე განათავსოს და აღნიშნოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საექსპლუატაციო შეზღუდვების შემცველი ყველა ტრაფარეტი, აღჭურვილობის ნიშანდება, მათი ნებისმიერი შეხამება. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ, სამაშველო სამუშაოების საჭიროებისათვის, შემონაკერის გაჭრით სხ-ში შეღწევის ადგილები იყოს მონიშნული. მონიშვნა სრულდება ოთხი კუთხოვანას სახით შეღწევის მართკუთხა არეს წვეროებში. კუთხოვანას გვერდის სიგრძე - 9სმ, სისქე - 3სმ, ფერი - წითელი ან ყვითელი (ფონისაგან მკვეთრად განსხვავებული ფერით). საჭიროებისას, მისი ნაწიბურები შემიოხაზება თეთრი საღებავით. თუ კუთხოვანას წვეროებს შორის მანძილი 2მ-ზე მეტია, შეღწევის არეს საზღვრები დამატებით მოინიშნება პუნქტირით 9სმ X 3სმ-ზე; პუნქტირის ბოლოებს შორის მანძილი 2მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.     მუხლი 14🔗. საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა აკრძალულია სხ-ის ფრენა, თუ: ა) იგი საფრენად ვარგისობის ნორმებს არ შეესაბამება; ბ) მას აქვს ისეთი საექსპლუატაციო შეზღუდვები, რაც საფრენად ვარგისობის მოწმობით დადგენილის ფარგლებს სცილდება.     მუხლი 15🔗. საჰაერო ხომალდის შემოწმება 1. სხ-ის სისტემებსა და აღჭურვილობას ემსახურებიან და ამოწმებენ შემდეგი ნორმატიულ–ტექნიკური წესების შესაბამისად:  ა) ტმ-ის რეგლამენტი;  ბ) ტმ-ის სახელმძღვანელო;  გ) ქარხანა-მწარმოებლის/შემმუშავებლის ბიულეტენი (საფრენად ვარგისობის დირექტივა). 2. ტექნიკური მომსახურების საწარმოსა და სხ-ის საინსპექციო შემოწმება ტარდება, სულ ცოტა, 6 თვეში ერთხელ.     მუხლი 16🔗. სახომალდე საბუთები (ფრენის ყველა სახეობა) 1. აკრძალულია სამოქალაქო სხ-ის ფრენა, თუ მასზე არ არის შემდეგი საბუთები:  ა) სხ-ის რეგისტრაციის მოწმობა;  ბ) სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა;  გ) ბორტჟურნალი (საფრენოსნო დავალება);  დ) სხ-ის რადიოსაშუალებებით სარგებლობის ნებართვა;  ე) მგზავრების სია, დაფრენისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;  ვ) სატვირთო მანიფესტი, ტვირთზე განსაკუთრებული ინფორმაციის ჩათვლით;  ზ) სხ-ის ტექნიკური ჟურნალი;  თ) სხ-ის ექსპლუატანტის მოწმობა (საჭიროებისას);  ი) ხმაურის მოწმობა (საჭიროებისას);  კ) სეს;  ლ) ფშს, ან მისი ნაწილი – რაც შესასრულებელ სამუშაოს ეხება;  მ) MEL;  ნ) II და III კატეგორიის მეტეომინიმუმების პირობებში ფრენების სახელმძღვანელო;  ო) შევსებული და რეგისტრირებული ფრენის გეგმა, სმმ-ისათვის;  პ) NOTAM-ი;  ჟ) ფრენის გეგმის შესაბამისად საჭირო მეტეოინფორმაცია;  რ) დატვირთვისა და გაწონასწორების საბუთები;  ს) ფრენის მარშრუტების რუკები და დიაგრამები, ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახრების გათვალისწინებით;  ტ) ეკიპაჟის ფრენისშემდგომი შეტყობინებების ფორმების ნიმუშები;  უ) საერთაშორისო რეისზე – საბაჟო დეკლარაცია;  ფ) საქართველოს და სხვა, ამ ფრენასთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი საბუთი. ქ) ავარიული და სამაშველო აღჭურვილობის საკონტროლო ფურცელ(ებ)ი და მისი გამოყენების ინსტრუქცია; ღ) საკონტროლო ფურცლები, რომლებშიც გაწერილია საავარიო ვითარებების დროს მომსახურე ეკიპაჟის მოქმედებების თანამიმდევრობა, საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის კოორდინირებული მოქმედებების გათვალისწინებით.  2. სხ-ის მეთაური ვალდებულია, საავიაციო ხელისუფლების უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე, შეუფერხებლად წარუდგინოს მას სხ-ზე არსებული ნებისმიერი საბუთი.   მუხლი 17🔗. ტექნიკური მომსახურება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა სხ-ის რეგისტრაციის სახელმწიფოს პროცედურების შესაბამისად:  ა) ექსპლუატირებული სხ იყოს საფრენად ვარგის მდგომარეობაში;  ბ) დაგეგმილი ფრენისათვის საჭირო საექსპლუატაციო და საავარიო აღჭურვილობა იყოს გამართული;  გ) ექსპლუატირებული სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობა იყოს მოქმედი. 2. ექსპლუატანტს ეკრძალება სხ-ის გამოყენება, თუ მისი ტმ არ შესრულებულა და საექსპლუატაციოდ დაშვების მოწმობა არ გაფორმებულა, ამ „წესების” მე-18 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ორგანიზაციის მიერ ან ტოლფასოვანი სისტემის ფარგლებში, ამასთან, ეს პროცედურა კანონმდებლობით დამტკიცებულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია სამუშაოდ დაიქირაოს ისეთი ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი), რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს და ტმ-ს უზრუნველყოფს „ტმ-ის სახელმძღვანელოს” (იხ. მე-18 მუხლი) შესაბამისად. 4. ექსპლუატანტი ვალდებულია სხ-ის ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს „ტმ-ის პროგრამის” (იხ. მე-19 მუხლი) შესაბამისად.     მუხლი 18🔗. ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო 1. ექსპლუატანტი ვალდებულია:  ა) შეიმუშაოს ტმ-ის ისეთი სახელმძღვანელო, რომელსაც ტექნიკური მომსახურებითა და ექსპლუატაციით დაკავებული პერსონალი საინსტრუქციო საბუთად გამოიყენებს;  ბ) უზრუნველყოს ტმ-ის სახელმძღვანელოში აუცილებელი ცვლილებების შეტანა, ასახული ინფორმაციის მიმდინარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად;  გ) საქართველოსა და/ან სხ-ის რეგისტრაციის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებას წარუდგინოს ტმ-ის სახელმძღვანელო ყველა ცვლილებითა და დამატებით, აგრეთვე ის აუცილებელი მასალები, რაც კი მათ შეიძლება მოითხოვონ. 2. ტმ-ის სახელმძღვანელოს ამტკიცებს ექსპლუატანტი და ითანხმებს სააგენტო.     მუხლი 19🔗. ტექნიკური მომსახურების პროგრამა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია გააჩნდეს სხ-ის რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტმ-ის პროგრამა. 2. ტმ-ის პროგრამა შემდეგ ინფორმაციას შეიცავს:  ა) ტმ-ის სამუშაოებს და მათი შესრულების პერიოდულობას, სხ-ის სავარაუდო ექსპლუატაციის გათვალისწინებით;  ბ) სხ-ის აგებულების მთლიანობის შენარჩუნების პროგრამას (საჭიროებისას);  გ) სხ-ის სისტემების, აგრეგატებისა და ძალური დანადგარების მდგომარეობაზე ზედამხედველობისა და საიმედობის შენარჩუნების პროცედურების აღწერას (საჭიროებისას); 3. ტმ-ის პროგრამაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები დაუყოვნებლივ ეგზავნება ამ პროგრამის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.     მუხლი 20🔗. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ტექნიკური მომსახურების მონაცემები 1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეინახოს შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები:  ა) სხ-ის და შეზღუდულრესურსიანი აგრეგატების საექსპლუატაციო ვადა;  ბ) სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მიმდინარე ცნობები;  გ) დაწვრილებითი ცნობები სხ-ის რემონტზე, მის სახეცვლილებებზე და ძირითად აგრეგატებზე;  დ) სხ-ის და/ან მისი აგრეგატების ბოლო კაპიტალური რემონტის შემდგომი ექსპლუატაციის ვადა (საათები, კალენდარული ვადა და ციკლები), რემონტთაშორისი ექსპლუატაციის ვადების დაცვით;  ე) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის შესრულების მიმდინარე ცნობები;  ვ) დაწვრილებითი მონაცემები ტმ-ზე, რაც, ტმ-ის მოწმობის ხელმოწერისას, ყველა მოთხოვნის შესრულებას ადასტურებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-ე” ქვეპუნქტებით მითითებული მონაცემები ინახება 90 დღის განმავლობაში, აგრეგატის ექსპლუატაციიდან მოხსნის შემდეგ; „ვ” ქვეპუნქტით მითითებული კი – 1 წლის განმავლობაში, „ტმ-ის მოწმობის” ხელმოწერის დღიდან. 3. სხ-ის ექსპლუატანტის შეცვლისას, სარეგისტრაციო მონაცემები ახალ ექსპლუატანტს გადაეცემა.     მუხლი 21🔗 საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ინფორმაცია 1. 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია:  ა) აკონტროლოს, განაზოგადოს და შეაფასოს ტმ-ისა და ექსპლუატაციის გამოცდილება (საფრენად ვარგისობის შენარჩუნების კუთხით) და წარუდგინოს ეს ინფორმაცია რეგისტრაციის სახელმწიფოს;  ბ) აგებულების ტიპზე პასუხისმგებელი ორგანოდან მიიღოს და შეაფასოს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ცნობები და რეკომენდაციები, და შეასრულოს რეგისტრაციის სახელმწიფოსათვის მისაღები პროცედურები; 2. 5700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ინფორმაციის მოთხოვნები განისაზღვრება რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ.  მუხლი 22🔗. მოდიფიკაციები და რემონტი საავიაციო ტექნიკის სამოდიფიკაციო და სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს რეგისტრაციის ან მწარმოებელი სახელმწიფოს მიერ მიღებული საფრენად ვარგისობის მოთხოვნების შესაბამისად.  მუხლი 23🔗. ტექნიკური მომსახურების საწარმო 1. ტმ-ის საწარმოს სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სერტიფიკატი შეიცავს:  ა) საწარმოს დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;  ბ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;  გ) საწარმოში შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს. 3. სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს ამ საწარმოს მიერ სერტიფიკატით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესაბამისად. 4. ტმ-ის საწარმო ვალდებულია:  ა) ტმ-ის სახელმძღვანელოში ცვლილებები შეიტანოს მასში ასახული ინფორმაციის მიმდინარე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; ცვლილებების ეგზემპლარები დაუყოვნებლივ ეგზავნება ტმ-ის სახელმძღვანელოს მფლობელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.  ბ) სააგენტოსთან შეთანხმებით, დაადგინოს ტმ-ის ჩატარების პროცედურები და უზრუნველყოს მისი სათანადოდ ჩატარება.  გ) სერტიფიკატით ნებადართული სამუშაოს სახეობების შესასრულებლად, ფლობდეს აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებს: აღჭურვილობას, ხელსაწყო-იარაღებსა და მასალებს;  დ) ტექნიკური საშუალებების შესანახად, ჰქონდეს საწყობი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქონების შენახვა-დაცვა და გამორიცხულია მისი დაზიანება.  ე) დაიქირაოს კომპეტენტური პერსონალი, რომელიც საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებულ დაგეგმვას, მომსახურებას, ზედამხედველობას, შემოწმებასა და ტმ-ს სათანადოდ შეასრულებს;  ვ) მიიღოს ზომები, რათა ტმ-ის შემსრულებელმა მუშაკებმა მიიღონ პირველადი და შემდგომი მომზადება, შესასრულებელი ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით.  ზ) შეინახოს ტმ-ის სარეგისტრაციო მონაცემები, ამ „წესების” მე-20 მუხლის შესაბამისად.  მუხლი 24🔗. ტექნიკური მომსახურების მოწმობა 1. მოწმობა ფორმდება და ხელმოწერით მტკიცდება იმის დასადასტურებლად, რომ ტმ-ის სამუშაოები ტმ-ის სახელმძღვანელოს პროცედურების შესაბამისად არის შესრულებული. 2. ტმ-ის მოწმობა შეიცავს:  ა) შესრულებული ტმ-ის ძირითად ცნობებს;  ბ) ტმ-ის დასრულების თარიღს;  გ) ტმ-ის საწარმოს მონაცემებს (საჭიროებისას);  დ) მოწმობის ხელის მომწერი პირ(ებ)ის მონაცემებს.  მუხლი 25🔗. ტექნიკური მომსახურების ანგარიშების გადაცემა „საქართველოს სამოქალაქო სხ-ების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილი სხ-ის გამყიდველი ან იჯარით გადამცემი მესაკუთრე/ექსპლუატანტი ვალდებულია, მყიდველს (იჯარით ამღებს), სხ-ისთან ერთად, გადასცეს მისი ტმ-ის ანგარიშები.  მუხლი 26🔗. ხარისხის სისტემა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს ხარისხის სისტემა და დანიშნოს თანამდებობის ისეთი პირები, რომლებიც განახორციელებენ ექსპლუატანტის საავიაციო საქმიანობის შესაბამისობის შეფასებას დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, სხ-ის საფრენად ვარგისობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის დადგენილი პროცედურების შესრულებას. 2. ხარისხის სისტემით, გათვალისწინებული უნდა იყოს ტმ-ის ხარისხზე პასუხისმგებელი პირის ექსპლუატანტის ხელმძღვანელთან პირდაპირი კავშირი. 3. ხარისხის სისტემა აღწერილი უნდა იყოს ექსპლუატანტის „ხარისხის სახელმძღვანელოში”. 4. „ხარისხის სახელმძღვანელო” და ტმ-ის ხარისხზე პასუხისმგებელი პირის (ხარისხის სისტემის ხელმძღვანელის) დანიშვნა სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. 5. ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი პროცედურების დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ამ „წესების” №3 დანართით. თავი III საჰაერო ხომალდის აღჭურვილობა     მუხლი 27🔗. აღჭურვილობის შესაბამისობა 1. აკრძალულია ფრენა, თუ მის უსაფრთხოებასთან უშუალოდ დაკავშირებული საბორტო თუ სახმელეთო აღჭურვილობა ფრენის სახეობას არ შეესაბამება. 2. ამ თავით დადგენილი აღჭურვილობის გარდა, სააგენტო უფლებამოსილია, ფრენების სახეობისა და მიზნის, საფრენი რაიონებისა და სხვა სირთულეების გათვალისწინებით, ექსპლუატანტს მოსთხოვოს სხ-ის აღჭურვა დამატებითი ხელსაწყოებითა თუ მოწყობილობებით.   მუხლი 28🔗. ხელსაწყოები 1. აკრძალულია ფრენა, თუ სხ აღჭურვილი არ არის იმ ხელსაწყოებით ან ელექტრონული დისპლეებით ან მათი შეხამებით, რომლითაც საფრენოსნო ეკიპაჟს საშუალება ეძლევა აკონტროლოს სხ-ის ფრენის ტრაექტორია, შეასრულოს დადგენილი მანევრები და დაიცვას ექსპლუატაციის სავარაუდო პირობებისათვის განსაზღვრული საექსპლუატაციო შეზღუდვები. 2. სხ, როცა ის ვფწ-ით ფრენს, აღჭურვილი უნდა იყოს:  ა) მაგნიტური კომპასით;  ბ) ზუსტი ქრონომეტრით, რომელიც უჩვენებს საათებს, წუთებს, წამებს;  გ) ზუსტი ბარომეტრული სიმაღლსაზომით;  დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებლით; 3. სხ, როცა ის სფწ-ით ფრენს, ან მისი სივრცობრივი მდებარეობის შენარჩუნება ერთი ან მეტი საპილოტაჟო ხელსაწყოს გარეშე შეუძლებელია, აღჭურვილი უნდა იყოს:  ა) მაგნიტური კომპასით;  ბ) ზუსტი ქრონომეტრით, რომელიც უჩვენებს საათებს, წუთებს, წამებს;  გ) ორი ზუსტი ბარომეტრული სიმაღლსაზომით;  დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებელი სისტემით, აღჭურვილი კონდენსაციისა და შემოყინვის საწინაღო მოწყობილობით;  ე) ბრუნებისა და სრიალის მაჩვენებლით;  ვ) სივრცობრივი მდებარეობის მაჩვენებლით (ავიაჰორიზონტი) ყოველი პილოტისათვის, და ერთი დამატებითი;  ზ) კურსის მაჩვენებლით (გიროკომპასით); თ) გიროსკოპული ხელსაწყოების ელექტროკვებით უზრუნველყოფის მაჩვენებლით;  ი) კაბინაში დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებლით;  კ) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებლით. 4. ღამის ფრენების შემსრულებელი თვითმფრინავი უნდა აღიჭურვოს:  ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოთვლილი ხელსაწყოებით;  ბ) ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართით განსაზღვრული ნათურებით;  გ) ორი დასაფრენი ფარით (ან ცალ-ცალკე კვების წყაროს მქონე ვარვარის ორძარღვიანი ერთი ფარით);  დ) იმ ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის შენათებით, რომლებითაც საფრენოსნო ეკიპაჟი ფრენისას სარგებლობს;  ე) ყველა სამგზავრო სალონის განათებით;  ვ) ელექტროფარნით, ეკიპაჟის ყველა წევრისათვის. 5. შვეულმფრენი, როცა ის ღამე ვფწ-ით ფრენს, აღჭურვილი უნდა იყოს:  ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილი ხელსაწყოებით;  ბ) ჩიკაგოს კონვენციის №2 დანართით განსაზღვრული ნათურებით;  გ) სივრცობრივი მდებარეობის მაჩვენებლით (ავიაჰორიზონტით) ყოველი პილოტისათვის, და ერთი დამატებითი;  დ) კურსის მაჩვენებლით (გიროკომპასით);  ე) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებლით. 6. 5700კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავი და სფწ-ით მფრენი შვეულმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრომომარაგების ძირითადი სისტემისაგან დამოუკიდებელი კვების საავარიო წყაროთი, რომელიც 30წთ-ის განმავლობაში უზრუნველყოფს იმ ავიაჰორიზონტის მუშაობასა და განათებას, რომელსაც მეთაური მკაფიოდ ხედავს. საავარიო წყარო ავტომატურად უნდა ჩაირთოს ძირითადი სისტემის მტყუნებისას, სახელსაწყო დაფაზე კი აღინიშნოს, რომ ავიაჰორიზონტ(ებ)ი საავარიო წყაროდან მუშაობს. 7. პილოტების მიერ გამოყენებული ხელსაწყოები იმგვარად უნდა განლაგდეს, რომ ისინი ჩვენებას სამუშაო ადგილიდან ხედავდნენ, იმ მდგომარეობის თითქმის შეუცვლელად, რომელშიც არიან ფრენის ტრაექტორიის მიმართულებით ხედვისას.    მუხლი 29🔗. რადიოაღჭურვილობა 1. სხ-ის უნდა ჰქონდეს ისეთი რადიოაღჭურვილობა, რასაც შეეძლება:  ა) ორმხრივი კავშირის დამყარება სააეროდრომო სამეთვალყურეო ორგანოსთან;  ბ) ფრენის ნებისმიერ დროს, მეტეოინფორმაციის მიღება;  გ) ფრენის ნებისმიერ დროს, ორმხრივი კავშირის დამყარება სმმ-ის ერთ ორგანოსთან მაინც; 2. საავიაციო-საავარიო (121,5 მგჰც) სიხშირეზე კავშირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული რადიოაღჭურვილობით.     მუხლი 30🔗. სანაოსნო აღჭურვილობა 1. სხ-ის უნდა ჰქონდეს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რითაც ფრენა უზრუნველყოფილი იქნება შემდეგის შესაბამისად:  ა) ფრენის სამუშაო გეგმისა;  ბ) საფრენოსნო მახასიათებლებისა;  გ) სმმ-ის მოთხოვნებისა. შენიშვნა: საფრენოსნო მახასიათებლებისა და შესაბამისი პროცედურების ინფორმაციას შეიცავს „საფრენოსნო მახასიათებლების სახელმძღვანელო” (DOC 9613). 2. საჰაერო სივრცის გარკვეულ რაიონებში ფრენისას, სადაც, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, გათვალისწინებულია მინიმალური საფრენოსნო მახასიათებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები (MNPS), სხ-ზე ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა მონტაჟდება, რომელიც:  ა) ეკიპაჟს უზრუნველყოფს დასახული მარშრუტის განუწყვეტელი ინდიკაციით, საჭირო სიზუსტით;  ბ) ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. შენიშვნა: MNPS-ის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს და გამოყენების წესებს შეიცავს „დამატებითი რეგიონული წესები” (DOC 7030). 3. საჰაერო სივრცის გარკვეულ რაიონებში ფრენისას, სადაც, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, 290-ე და 410-ე (ჩათვლით) ეშელონებს შორის RVSM (1000ფტ –300მ) გამოიყენება:  ა) სხ-ის უნდა ჰქონდეს ისეთი აღჭურვილობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება:  აა) ფრენის ეშელონის კაბინაში ასახვა;  აბ) ფრენის ეშელონის ავტომატურ რეჟიმში შენარჩუნება;  აგ) ფრენის ეშელონიდან გადახრის ეკიპაჟისათვის შეტყობინება. ეს გადახრა სამგზავრო ადგილების რაოდენობა მეგაფონების რაოდენობა 61 – 99 1 100 და მეტი 2     მუხლი 39🔗. საავარიო განათება 1 . ექსპლუატანტი ვალდებულია , 9-ზე მეტ o სამგზავროადგილიანი სხ-თი მგზავრის გადაყვანისას , ბორტზე იყოს საავარიო განათების სისტემა , რომელსაც უნდა ჰქონდეს ავტონომიური კვების წყარო . სისტემა უნდა შეიცავდეს: ა ) 19 -ზე მეტი სამგზავროადგილიანი სხ-ისათვის: აა) სხ-ის საერთო განათების წყაროებს; აბ ) იატაკის დონეზე განთავსებულ , საავარიო გასასვლელების უახლოესი არეების გასანათებელ წყაროებს; აგ) გასასვლელების შენათებული მაჩვენებლებს და საავარიო გასასვლელების მომნიშვნელებს; ად) ყველა საავარიო გასასვლელთან - ფრთის თავზე განთავსებულ გარე საავარიო ან ხმელეთზე ჩამოსვლის გარeგანი საშუალებების განათებას (მხოლოდ იმ სხ-ისათვის, რომლის ტიპის სერტიფიკატის განაცხადი ჩიკაგოს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს 01 .05 .72 -მდე წარედგინათ );  აე) გარე საავარიო განათებას ყველა საავარიო გასასვლელთან (იმ სხ-ისათვის, რომლის ტიპის სერტიფიკატის განაცხადი ჩიკაგოს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებს 01 .05 .72 -ში და შემდეგ წარედგინათ );  ა .ვ ) სამგზავრო სალონებში საავარიო გასასვლელებისაკენ მიმავალი გზების შუქმონიშვნის (იატაკზე ) სისტემას (იმ სხ-ისათვის, რომლის ტიპის სერტიფიკატი ჩიკაგოს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში 01 .01 .00 -დან არის გაცემული ); ბ ) 19 და უფრო ნაკლები სამგზავროადგილიანი სხ-ისათვის: ბ.ა) სხ-ის საერთო განათების წყაროებს; ბ.ბ) იატაკის დონეზე განთავსებულ , საავარიო გასასვლელების უახლოესი არეების გასანათებელ წყაროებს; ბგ) გასასვლელების შენათებულ მაჩვენებლებს და საავარიო გასასვლელების მომნიშვნელებს; 2. ექსპლუატანტი ვალდებულია, არაუმეტეს 9 სამგზავროადგილიან სხ-ზე ღამის სამგზავრო ფრენები შეასრულოს საერთო საავარიო განათების არსებობისას. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხ-ის ჭერის ნათურები ან სხვა წყაროები. საავარიო განათებისათვის გამოყენებულმა შუქის წყარომ სამუშაოდ ვარგისობა უნდა შეინარჩუნოს ელექტრომომარაგების ძირითადი სისტემისა და სხ-ის აკუმულატორების გამორთვის შემდეგაც.     მუხლი 40🔗. მობილური ცეცხლსაქრობები ექსპლუატანტი ვალდებულია, ფრენა შეასრულოს მობილური ცეცხლსაქრობებით, რომლებიც უნდა განთავსდეს ეკიპაჟის კაბინაში, სამგზავრო სალონში და, საჭიროებისას - სატვირთო ნაკვეთურებში და სამზარეულოში, შემდეგი წესების შესაბამისად: ა) ცეცხლსაქრობი პრეპარატის ტიპი და ოდენობა საკმარისი უნდა იყოს მისი განთავსების ნაკვეთურში ხანძრის ჩასაქრობად, სამგზავრო სალონში კი მინიმუმამდე დაყვანილი მომწამლავი აირების სახიფათო დაგროვება. ბ) დიფტორქლორბრომმეთანით (Halon 1211 ან CBrCLF2 ) ან ტოლფასოვანი საქრობი შემადგენლობით გაწყობილი ერთი ცეცხლსაქრობი მაინც ეკიპაჟის კაბინაში ხელმისაწვდომ ადგილზე უნდა განთავსდეს; გ) თითო ცეცხლსაქრობი მაინც უნდა განთავსდეს ძირითადი სამგზავრო სალონის გარეთ მდებარე ყოველ ბუფეტ-სამზარეულოში ან მათ უშუალო სიახლოვეს, ხელმისაწვდომ ადგილზე; დ) თითო ცეცხლსაქრობი მაინც უნდა განთავსდეს A და B კლასის ყოველ სატვირთო/ საბარგო ნაკვეთურში, აგრეთვე E კლასის სატვირთო ნაკვეთურში, თუ იქ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს შესვლა შეეძლებათ ფრენის დროს.  ე) სამგზავრო სალონში განთავსებული მობილური ცეცხლსაქრობების რაოდენობა ცხრილით მითითებულზე არანაკლები უნდა იყოს: სამგზავრო ადგილების რაოდენობა ცეცხლსაქრობების რაოდენობა 7 – 30 1 31 – 60 2 61 – 200 3 201 – 300 4 301 – 400 5 401 – 500 6 501 – 600 7 600-ზე მეტი 8 მუხლი 41🔗.კვამლის საწინაღო საშუალებები თუ სხ-ის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 700 კგ-ს , ხოლო სამგზავრო სავარძლების რაოდენობა 19-ს, ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ აღჭურვილი იყოს კვამლის საწინაღო საშუალებებით; 1. სხ-ის კაბინა აჭურვილი უნდა იყოს საშუალებებით (ჟანგბადის ნიღბები, სათვალეები საფრენოსნო ეკიპაჟის თითოეულ წევრზე), რომელიც დაიცავს საფრენოსნო ეკიპაჟს ხანძრის შემთხვევაში წარმოქნილი ბოლისა თუ ტოქსიკური გაზებისაგან და უზრუნველყოფს მათთვის ჟანგბადის მიწოდებას მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში. თუ სხ-ის ბორტზე საფრენოსნო ეკიპაჟი ერთზე მეტია და სხ-ის ფშს ბორტგამყოლის მუშაობას არ ითვალისწინებს აუცილებელია კაბინა აღჭურვილი იყოს კვამლის საწინაღო შალითით, რომლის მუშაობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები. 2. სხ-ის სალონი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი რაოდენობის კვამლის საწინაღო შალითით ყოველი მომსახურე ეკიპაჟისათვის. ეს საშუალებები უნდა იყოს განლაგებული მათთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე . 3. თუ სხ-ის სატვირთო ნაკვეთური აღჭურვილია მობილური ცეცხლსაქრობით, მასთან ერთად უნდა იდოს კვამლის საწინაღო შალითა.  კვამლის საწინაღო საშუალებები არ უშლიან ხელს ეკიპაჟის წევრებს კომუნიკაციის წარმოებაში.     მუხლი 42🔗. საავარიო ცული და ძალაყინი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, 5700კგ-ზე უფრო მეტი ასაფრენი მასის ან 9-ზე უფრო მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ის კაბინაში იყოს, სულ ცოტა, ერთი საავარიო ცული ან ძალაყინი. 200-ზე უფრო მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ის ბოლოში განთავსებულ ბუფეტ-სამზარეულოში იყოს კიდევ ერთი ცული ან ძალაყინი. 2. სამგზავრო სალონში განთავსებულ საავარიო ცულს ან ძალაყინს მგზავრი ვერ უნდა ხედავდეს, მაგრამ მისი განთავსების ადგილი მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული.     მუხლი 43🔗. სამედიცინო კომპლექტები 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, სხ აღჭურვოს სამედიცინო დახმარების კომპლექტებით. მათ შორის პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით, რომლთა რაოდენობა ცხრილით მითითებულზე ნაკლები არ უნდა იყოს. უნდა განთავსდეს სამგზავრო სალონში , ბორტგამყოლებისათვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას . სამგზავრო ადგილების რაოდენობა  აფთიაქის რაოდენობა 0 – 99 1 100 – 199 2 200 – 299 3 300 და მეტი 4 2 . იმ სხ-ზე, სადაც არის 30 -ზე მეტი სამგზავრო ადგილი და ფრენა იგეგმება 1სთ -ზე უფრო მეტ საფრენ მანძილზე , უნდა იდოს გადაუდებელი დახმარების აფთიაქი. მისი გამოყენება შეუძლია კვალიფიცირებულ ექიმს ან კვალიფიცირებულ სამედიცინო პერსონალს. იგი დაცული უნდა იყოს მტვრისა და ნესტისაგან. უნდა იდოს მგზავრებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ორივე სამედიცინო კომპლექტეის შიგთავსის პერიოდული შემოწმება და შევსება , ვარგისობის ვადების მიხედვით . შენიშვნა: ამ „წესების” 43-44-ე მუხლებთან ერთად, იხ. ამ „წესების” დანართი 5. მუხლი 44🔗. სამედიცინო აფთიაქების შიგთავსი 1. პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქის ტიპობრივი შემადგენლობა:  ა) შიგთავსის ჩამონათვალი;  ბ) ანტისეპტიკური ტამპონი (ფუთაში 10ც.);  გ) ლეიკოპლასტირის სახვევები (ლეიკოპლასტირის ზოლები);  დ) ბინტი დოლბანდის (7,5 სმ X 4,5 მ);  ე) სახვევი თავსაფარისებური, უსაფრთხო ქინძისთავით;  ვ) სახვევი დამწვრობისათვის (10 სმ X 10 სმ);  ზ) სახვევი კომპრესისათვის, სტერილური (7,5 სმ X 12 სმ); თ) სახვევი დოლბანდის, სტერილური (10,4 სმ X 10,4 სმ); ი) ლენტი წებოვანი, 2,5 სმ სიგანის (რულონი); კ) წებოვანი სტერილური ზოლები; ლ) ხელის საწმენდი საშუალება ან სადენზიფიცირო ხელსახოცები; მ) საფენი ფარიანი ან ლენტი თვალებისათვის; ნ) მაკრატელი, 10 სმ-ის ზომის; ო) ლენტი წებოვანი ქირურგიული (1,2 სმ X 4,6 სმ); პ) პინცეტები, ნამსხვრევების ამოსაღებად; ჟ) ხელთათმანი, ერთჯერადი (რამდენიმე წყვილი); რ) თერმომეტრები (არავერცხლისწყლიანი); ს) ნიღაბი სარეანიმაციო, უკუსარქველიანი, პირიდან პირში სასუნთქად; ტ) პირველი დახმარების აღმოჩენის სახელმძღვანელო ან ინსტრუქცია; უ) ინციდენტების აღრიცხვის ბლანკი. 2. პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქში ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულის გარდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება შევიდეს შემდეგი წამლებიც: ა) ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, სუსტი/ზომიერი მოქმედების; ბ) ღებინების საწინაღო საშუალება; გ) სურდოს საწინაღო საშუალება; დ) ანტაციდური (მჟავასაწინაღო) საშუალება; ე) ანტიჰისტამინური საშუალება. 3. გადაუდებელი დახმარების აფთიაქის ტიპობრივი შემადგენლობა: ა) შიგთავსის ჩამონათვალი; ბ) სტეტოსკოპი; გ) სფიგმომანომეტრი (სჯობს – ელექტრონული) დ) სასუნთქი მილაკები (სამი ზომის); ე) შპრიცები (შესაბამისი ზომების); ვ) ნემსები (შესაბამისი ზომების); ზ) კათეტერები ვენური გადასხმისათვის (შესაბამისი ზომების); თ) ანტისეპტიკური ხელსახოცები; ი) ხელთათმანები (ერთჯერადი); კ) ყუთი გამოყენებული ნემსებისათვის; ლ) შარდსადენი კათეტერი; მ) ვენური გადასხმის სისტემა; ნ) ვენური სისხლდენის შესაჩერებელი ჩალიჩი; ო) მარლის ტამპონი; პ) წებოვანი ლენტი; ჟ) ქირურგის ნიღაბი; რ) ტრაქეალური კათეტერი; ს) ჭიპლარის მომჭერი; ტ) თერმომეტრები (არავერცხლისწყლიანი); უ) სარეანიმაციო საქმიანობის ძირითადი ინსტრუქციები; ფ) სარქველიანი ნიღაბი; ქ) ჯიბის ელექტროფარანი და მისი ელემენტები. 5. წამლები ა) ადრენალინი 1:1000 ან 1:10000; ბ) ანტიგისტამინი (ინექციური); გ) გლუკოზა 50%-იანი ან მისი ტოლფასი (ინექციური: 50ml); დ) ნიტროგლიცერინი (აბები ან აეროზოლურ საფუთავში); ე) ძირითადი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები; ვ) სედატიური ანტიკონვულსანტები (ინექციური); ზ) ღებინების საწინაღო საშუალება (ინექციური); თ) ბრონქების ინექციური გამაფართოებელი; ი) ატროპინი (ინექციური); კ) ადრენოკარტიკალური სტეროიდი (ინექციური); ლ) შარდსადენი საშუალება (ინექციური); მ) მშობიარობის საწინაღო სისხლისდენის შესაჩერებელი წამალი; ნ) ქლორიანი ნატრიუმი 0,9%-იანი (სულ ცოტა, 250 ml); ო) ასპირინი; პ) პერორალური ბეტა-ბლოკატორი;     მუხლი 45🔗. ჟანგბადი 1. აკრძალულია ჰერმეტული სხ-ის 7600 მ (25000ფტ) სრულ სიმაღლეზე უფრო მაღლა ფრენა, თუ:  ა) საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრის სამუშაო ადგილი სწრაფად გამოსაყენებელი საჟანგბადე ნიღბებით არ არის აღჭურვილი;  ბ) სხ აღჭურვილი არ არის ჰერმეტულობის დარღვევის ნებისმიერი სახიფათო დონის სასიგნალო მოწყობილობით. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჟანგბადის მარაგი იყოს:  ა) არაჰერმეტულ სხ-ზე:  აა) ეკიპაჟის ყველა წევრისა და მგზავრების 10%-ის სასუნთქად, როცა წნევა 3000-4000მ-ს (10000-13000ფტ-ს) შეესაბამება 30წთ-ზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში;  აბ) ეკიპაჟის ყველა წევრისა და მგზავრების 100%-ის სასუნთქად, როცა წნევა 4000მ-ზე (13000ft-ზე) უფრო მაღალ სიმაღლეს შეესაბამება.  ბ) ჰერმეტულ სხ-ზე: სამგზავრო სალონ(ებ)ში მყოფი პირებისათვის სულ ცოტა, 10წთ-იანი მარაგი; თუ სხ ფრენს ისეთ სრულ სიმაღლეზე, საიდანაც, ჰერმეტულობის დარღვევისას, საშუალება არა აქვს 4000მ-მდე (13000 ფტ-მდე) უსაფრთხოდ დაეშვას, 4 წთ-იანი მარაგი. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ჟანგბადის მინიმალური მარაგი არ იყოს კონკრეტული სხ-ის სეს-ით დადგენილზე ნაკლები. 4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ, როცა სხ ფრენს ისეთ სრულ სიმაღლეზე, საიდანაც, ჰერმეტულობის დარღვევისას, საშუალება არა აქვს 4000მ-მდე (13000ფტ-მდე) უსაფრთხოდ დაეშვას 4წთ-ის განმავლობაში, ბორტზე არსებული საჟანგბადე ნიღბების რაოდენობა იყოს სამგზავრო ადგილებისა და ბორტგამყოლების რაოდენობაზე 10%-ით მეტი. 5. მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა განუწყვეტლივ ისარგებლოს ჟანგბადით, თუ ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ატმოსფერული წნევა 3000მ-ზე (10000ფტ-ზე) უფრო მეტ სიმაღლეს შეესაბამება. 6. ჰერმეტული სხ-ის მართვისას, თუ ერთ-ერთი პილოტი სამუშაო ადგილზე არ იმყოფება, მეორე ვალდებულია, ეკეთოს ნიღაბი და ჟანგბადით ისარგებლოს: ა) არაკომერციული ფრენისას - FL 350-ზე უფრო მაღლა; ბ) კომერციული გადაზიდვისას - FL 250-ზე უფრო მაღლა.     მუხლი 46🔗. ხმელეთთან მიახლოების გასაფრთხილებელი სისტემა 1. ექსპლუატანტს ეკრძალება, იმ აირტურბინულძრავიან თვითმფრინავზე, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა 5700კგ-ზე ან სამგზავრო ადგილების რაოდენობა 9-ზე მეტია, შეასრულოს ფრენა, თუ ის ხმელეთთან მიახლოების გასაფრთხილებელი სისტემით არ არის აღჭურვილი. 2. ექსპლუატანტს ეკრძალება, იმ აირტურბინულძრავიან თვითმფრინავზე, რომლის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა 15000კგ-ზე ან სამგზავრო ადგილების რაოდენობა 30-ზე მეტია, შეასრულოს ფრენა, თუ ის ხმელეთთან მიახლოების გასაფრთხილებელი ისეთი სისტემით არ არის აღჭურვილი, რომელსაც ფრენის მიმართულებით მიდამოს რელიეფის გარჩევის ფუნქცია აქვს. 3. ხმელეთთან მიახლოების გაmაფრთხილებელი სისტემით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ავტომატურად, დროულად, აუცილებლად - ხმოვანი და, შეძლებისდაგვარად – ვიზუალური სიგნალებით ეკიპაჟის გაფრთხილება: ხმელეთთან მიახლოებაზე, დაშვების გადამეტებულ სიჩქარეზე, სიმაღლის დაკარგვაზე აფრენისას ან მეორე წრეზე წასვლისას, არასათანადო მოხაზულობით დასაფრენად შესვლისას და გლისადის დაბლა ყოფნისას.     მუხლი 47🔗. შეჯახების გამაფრთხილებელი საბორტო სისტემა (TCAS) 1. TCAS-ის ჩვენებები განკუთვნილია პილოტის დასახმარებლად, შემდეგ საკითხებში: ა) სხ-თან შეჯახების თავიდან აცილება; ბ) სანაოსნო ვითარების უკეთესად აღქმა; გ) საჰაერო მოძრაობის აქტიური კონტროლი; დ) სახიფათო ვითარების ვიზუალური აღმოჩენა. 2. TCAS-ის ჩვენებებით პილოტი სარგებლობს უსაფრთხოების შემდეგი მოსაზრებიდან გამომდინარე:  ა) პილოტი მანევრს არ ასრულებს მხოლოდ საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო ინფორმაციის (TA) საფუძველზე, არამედ იყენებს მთელ ინფორმაციას შესაბამისი ქმედებებისათვის მომზადებისას, იმ შემთხვევისათვის, თუკი გაცემული იქნება შეჯახების საფრთხის თავიდან აცილების რეკომენდაცია (RA);  ბ) ფრენის ტრაექტორიის შეცვლაზე RA-ს მიღებისას, პილოტი:  ბ,ა) დაუყოვნებლივ ასრულებს მანევრს, თუ ეს ფრენის უსაფრთხოებას საშიშროებას არ უქმნის. შენიშვნები: 1. TCAS-ის გაფრთხილებასთან შედარებით, უპირატესობა ეძლევა ჩავარდნის, ქარის წანაცვლების, დედამიწის სიახლოვის გაფრთხილებებს. 2. საჰაერო მოძრაობის ვიზუალური შეფასება შეიძლება ნამდვილ ვითარებას არ შეესაბამებოდეს (რის გამოც RA გაიცა). სახიფათო ვითარების ვიზუალური აღქმა შეიძლება მცდარი იყოს, განსაკუთრებით - ღამით. ბ,ბ) RA-ს ასრულებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სმმ-ის ორგანოს მითითებას ეწინააღმდეგება. შენიშვნა: სმმ-ის ორგანომ, შესაძლოა, TCAS-ის მიერ RA-ს გაცემა არ იცოდეს, და ამის გამო გასცეს RA-ს ინფორმაციის საწინააღმდეგო მითითება.  ბგ) მანევრს არ ასრულებს RA-ს მითითების საწინააღმდეგო მხარეს. შენიშვნა: RA-თი მითითებული მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მანევრის შესრულებამ, შეიძლება, ვერტიკალური ეშელონირების მინიმუმის შემცირება გამოიწვიოს, რაც სხ-ის ხიფათს შეუქმნის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი TCAS-ის რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებათა შეთანხმებისას, რადგან მათ მიერ გაცემული RA-ები კოორდინირებულია, შეჯახების ალბათობის შესამცირებლად. გ) ფრენის ტრაექტორიის ცვლილება ისეთ მინიმუმამდე იზღუდება, რაც შეჯახების თავიდან აცილების რეკომენდაციის შესასრულებლად არის აუცილებელი; დ) პილოტი, რომელიც ფრენის პარამეტრებს ცვლის სამეთვალყურეო მითითების ან ნებართვის მიხედვით, RA-ს მიღებისას: და) მანევრის დაწყებიდან, როგორც კი ეკიპაჟს ამის საშუალება მიეცემა, სმმ-ის ორგანოს ატყობინებს გადახრას; დ,ბ) სახიფათო ვითარების დასრულებისთანავე, სწრაფად აღადგენს სამეთვალყურეო მითითებით ან ნებართვით დასახულ პარამეტრებს და სმმ-ის ორგანოს ატყობინებს პარამეტრების აღდგენას. შენიშვნა: TCAS-ით აღჭურვილი სხ-ის ექსპლუატაციის წესებსა და RA-ს მიხედვით შესრულებულ მანევრებზე შეტყობინების ფრაზეოლოგიას შეიცავს DOC 4444-ის მე-15 და მე-12 თავები.     მუხლი 48🔗. მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია, სხ-ის ყოველი ტიპისათვის შეიმუშაოს MEL-ი, რომელიც დგება MMEL-ის პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, და არ შეიძლება იმაზე მეტ მტყუნებებსა და დაზიანებებს შეიცავდეს, ვიდრე ეს MMEL-ით არის გათვალისწინებული. MEL-ის ჩამონათვალს ამტკიცებს სააგენტო. 2. ექსპლუატანტს ეკრძალება სხ-ის ექსპლუატაცია MEL-ის შეუსაბამოდ, თუ სააგენტოსთან არ არის შეთანხმებული. ნებისმიერი ასეთი ნებართვა MMEL-ით დადგენილ შეზღუდვებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.     მუხლი 49🔗. აღჭურვილობის დამონტაჟება სხ-ის აღჭურვილობა ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ მისი ნებისმიერი ელემენტის მტყუნებამ სხვა ელემენტის მწყობრიდან გამოსვლა არ გამოიწვიოს.     მუხლი 50🔗. პორტატული ელექტრონული მოწყობილობა აკრძალულია სხ-ზე ისეთი პორტატული ელექტრონული მოწყობილობით სარგებლობა, რომელსაც სხ-ის სისტემებისა და აღჭურვილობის მუშაობაზე არახელსაყრელი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.     მუხლი 51🔗. აღჭურვილობის მუშაობაში შეუსაბამობების შეტყობინება ეკიპაჟის წევრი ვალდებულია, ფრენის დროს აღჭურვილობის მუშაობაში გამოვლენილი ნებისმიერი შეუსაბამობა ან გაუმართაობა დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მოწყობილობაზე პასუხისმგებელ პირს. თავი IV საფრენოსნო ეკიპაჟი     მუხლი 52🔗. საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა 1. საჰაერო ხომალდს მართავს საფრენოსნო ეკიპაჟი, რომელიც მის სათანადო ექსპლუატაციასა და ფრენის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეკიპაჟის შემადგენლობა განისაზღვრება სხ-iს ტიპისა და დანიშნულების, აგრეთვე ფრენის მიზნებისა და ექსპლუატაციის პირობების მიხედვით. სხ-iს ეკიპაჟი შედგება მეთაურის, საფრენოსნო შემადგენლობის სხვა წევრებისა და მომსახურე ეკიპაჟისაგან (ბორტგამყოლი, სატვირთო სხ-ის ბორტ-ოპერატორი). 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა და წევრების რაოდენობა კონკრეტული ტიპის სხ-ის სეს-ის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. სხ-ის ფრენა საფრენოსნო ეკიპაჟის არასრული შემადგენლობით აკრძალულია.  ბ) საფრენოსნო ეკიპაჟში, საჭიროებისას, ჩაერთვნენ დამატებითი წევრები, ფრენის სახეობის, მიზნებისა და ექსპლუატაციის პირობების მიხედვით, და მათი რაოდენობა არ იყოს ექსპლუატანტის ფშს-ით დადგენილზე მეტი;  გ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას, ეცვას უნიფორმა და თან ჰქონდეს ავიასპეციალისტის მოქმედი მოწმობა, რომელსაც უფლებამოსილ პირს წარუდგენს მოთხოვნისთანავე.  დ) შემუშავდეს საფრენოსნო ეკიპაჟში არასაკმარისი გამოცდილების მქონე რამდენიმე სპეციალისტის ერთდროულად ჩართვის თავიდან ასაცილებელი პროცედურები;  ე) ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც აქვს პილოტის სპეციალობა, მოქმედი მოწმობა და მეთაურის რანგში კონკრეტული ტიპის სხ-ის მართვის უფლება, დაინიშნოს მეთაურად. მეთაური ხელმძღვანელობს ეკიპაჟის საქმიანობას.  ვ) უცხო ქვეყნის მოწმობის მფლობელ ავიასპეციალისტს „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილ ხომალდებზე ფრენის, ან მომსახურების უფლება ეძლევა სააგენტოს მიერ ამ ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების დღიდან. „აღიარება” გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო ზ) სხ-ის ეკიპაჟის წევრი, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ვარგისობას ადგენს საავიაციო-საექიმო-საექსპერტო კომისია, „ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების წესების” შესაბამისად.     მუხლი 53🔗. ავიასპეციალისტის მოწმობა და კვალიფიკაცია 1. აკრძალულია ეკიპაჟის წევრის მოვალეობის შესრულება იმ სხ-ზე, რომელიც:  ა) რეგისტრირებულიa საქართველოში თუ ეკიპაჟის წევრს თან არა აქვს მოქმედი მოწმობა, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ;  ბ) რეგისტრირებულიa საზღვარგარეთ, თუ ეკიპაჟის წევრს თან არა აქვს მოქმედი მოწმობა, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ; 2. აკრძალულია ეკიპაჟის წევრად მუშაობა შესაბამისი საბუთების გარეშე, და ექსპლუატანტს ეკრძალება ეკიპაჟის იმ წევრის სამუშაოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პროფესიული სწავლება, არა აქვს ავიასპეციალისტის მოწმობა და მასში ოსტატობის აღნიშვნების ჩანაწერები. 3. ეკიპაჟის წევრს ფრენის შესრულების უფლება ეძლევა მხოლოდ ავიასპეციალისტის მოწმობაში შეტანილი დაშვებებისა და შეზღუდვების ფარგლებში.     მუხლი 54🔗. სახელსაწყო ფრენის წესებით ან ღამით ფრენა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ტურბოხრახნიანი (9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე) და ტურბორეაქტიული თვითმფრინავების საფრენოსნო ეკიპაჟი შედგებოდეს არანაკლებ 2 პილოტისაგან. 2. აკრძალულია სფწ-ით, აგრეთვე, ვფწ-ისათვის დადგენილ მინიმუმზე უფრო უარეს პირობებში მეთაურად ფრენა, თუ:  ა) თვითმფრინავზე – „კომერციული პილოტის მოწმობის” მფლობელს არა აქვს სახელსაწყო ფრენებზე დაშვება და შესაბამისი მინიმუმი. ხოლო „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის” მფლობელს – შესაბამისი მინიმუმი;  ბ) შვეულმფრენზე – პილოტს არა აქვს სახელსაწყო ფრენებზე დაშვება და შესაბამისი მინიმუმი;  გ) პილოტს გვფწ-ით ფრენის უფლება ენიჭება სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ხილვადობის მინიმუმის არაუმეტეს 3000 მ-ის მინიჭებასთან ერთად, ამასთან მინიჭებისას გასათვალისწინებელია „საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოს” მე-3 მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 55🔗. საფრენოსნო შემოწმება 1. პილოტს სფწ-ით ფრენა ეკრძალება, თუ მას, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ინსტრუქტორთან, სხ-ის ნებისმიერ ტიპზე, სახელსაწყო ფრენის შემოწმება არ გაუვლია. 2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს კომერციული ფრენა ეკრძალება, თუ მას, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ინსტრუქტორთან, სხ-ის კონკრეტულ ტიპზე, საფრენოსნო შემოწმება არ გაუვლია. 3. მოყვარულ პილოტს ფრენა ეკრძალება, თუ მას, ბოლო 24 თვის განმავლობაში, ინსტრუქტორთან, სხ-ის კონკრეტულ ტიპზე, საფრენოსნო შემოწმება არ გაუვლია.     მუხლი 56🔗. საფრენოსნო წიგნაკი 1. ავიასპეციალისტი ვალდებულია საფრენოსნო წიგნაკში შეიტანოს უტყუარი, მოთხოვნების შესაბამისი ჩანაწერები, და ის წარადგინოს მოწმობის, ოსტატობის აღნიშვნის მიღებისას და მოქმედების ვადის გაგრძელებისას. 2. ორგანიზაცია პასუხისმგებელია საფრენოსნო წიგნაკში შეტანილი იმ მონაცემების უტყუარობაზე, რასაც ხელმოწერითა და ბეჭდით ადასტურებს. ბეჭედზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს ორგანიზაციის დასახელება, ხელმოწერას კი ახლდეს ხელმომწერის გვარი მკაფიო ხელწერით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მონაცემები მხედველობაში არ მიიღება. 3. დამოუკიდებელი მოყვარული პილოტის საფრენოსნო წიგნაკში ნაფრენის ჩანაწერებს ადასტურებს სააგენტო, სხ-ის ფორმულარით აღრიცხული ნაფრენის საფუძველზე. თავი V საფრენოსნო შემადგენლობის პროფესიული მომზადება  მუხლი 57🔗. ზოგადი დებულებები 1. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების პროფესიული მომზადება იყოფება:  ა) პირველადი მომზადება;  ბ) მომზადება სდ-ს დამთავრების შემდეგ (მწყობრში შეყვანა);  გ) ოსტატობის დადასტურება; დ) მომზადება საავიაციო სამუშაოს ახალი სახეობის შესასრულებლად; ე) ახალ ტექნიკაზე გადამზადება; ვ) კვალიფიკაციის ამაღლება (მეთაურად, საავიაციო სამუშაოების სახეობებზე, საერთაშორისო ფრენებზე, ღამე საფრენად, ახალ აღჭურვილობაზე, ინსტრუქტორად, მასწავლებლად მომზადება, მინიმუმის მინიჭება და სხვა); ზ) სხვა მომზადება (საწაფზე, წინასწარი და სხვა); 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ავიასპეციალისტმა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით მითითებული, პროფესიული მომზადების კურსები გაიაროს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში, აგრეთვე, ნებისმიერი მომზადება გაიაროს სააგენტოს მიერ დამტკიცებული, შეთანხმებული ან აღიარებული პროგრამების შესაბამისად. საფრენოსნო შემადგენლობის მწყობრში შეყვანისა და ინსტრუქტორად მოსამზადებელი პროგრამები ამ „წესების” №4 დანართით განისაზღვრება. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია, საფრენოსნო შემადგენლობა და სწავლების ჩამტარებელი პირი (მასწავლებელი) უზრუნველყოს სწავლებისათვის საჭირო მასალით (სეს და სხვა სახელმძღვანელოები, აღჭურვილობის ტექნიკური აღწერილობა, საავიაციო ნორმატიული აქტები, სქემები, პლაკატები, თვალსაჩინო მოწყობილობა, კომპიუტერული და ვიდეოსაშუალებები და სხვა). 4. პროფესიული მომზადების დონის შენარჩუნება მოიცავს: ა) თეორიულ მომზადებას; ბ) საავიაციო ტექნიკაზე პრაქტიკულ მეცადინეობას; გ) საწაფზე მომზადებას; დ) საფრენოსნო მომზადებას. 5. თეორიული მომზადება ტარდება პერსონალური და/ან ჯგუფური ფორმით. ცოდნის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების, ზეპირი ან წერითი გამოცდის, ტესტირების, კომპიუტერული კონტროლის ან სხვა სახით. 6. მეცადინეობის თემატიკა მუშავდება შემდეგის გათვალისწინებით: ფრენის უსაფრთხოების ანალიზი; ბ) საავიაციო ნორმატიული აქტების, სეს-ის, სხვა საფრენოსნო საბუთების დებულებები და მათი ცვლილებები; გ) საავიაციო ტექნიკის დამახასიათებელი მტყუნებებისა და გაუმართაობების ანალიზი, მათი გამოვლენისა და თავიდან აცილების მეთოდები; დ) წლის სხვადასხვა დროს ფრენებისა და სხ-ების ექსპლუატაციის თავისებურებების ანალიზი; ე) საწაფზე წვრთნისას დაშვებული დამახასიათებელი შეცდომების ანალიზი; ვ) ფრენის უსაფრთხოებისა და სააგენტოდან შემოსული ოპერატიული ინფორმაცია; ზ) სიშის გაშიფრვის მონაცემები. 7. თეორიული მომზადებისა და პრაქტიკული მეცადინეობის თემატიკა დგება რეალური საჭიროებიდან გამომდინარე. თემატიკასა და ჩატარების გრაფიკს ადგენს ექსპლუატანტის საფრენოსნო სამსახური. 8. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ეკიპაჟის წევრის:  ა) ნებისმიერი დაშვება გაფორმდეს „საწვრთნელი დავალებით” და ჩაიწეროს „საფრენოსნო წიგნაკში”;  ბ) ნებისმიერი დაშვება ჩაიწეროს ოსტატობის აღნიშვნის სახით;  გ) „საწვრთნელი დავალების” პუნქტებს ხელს აწერდეს წვრთნის ჩამტარებელი პირი (ინსტრუქტორი), ნებისმიერ დასკვნას კი – შემმოწმებელი პირი (ინსტრუქტორი); დ) „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესებით” გათვალისწინებული ოსტატობის აღნიშვნები ჩაიწეროს ავიასპეციალისტის მოწმობაში. 9. პროფესიული მომზადების სახეობებზე დაშვების მოქმედების ვადები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით. 10. ექსპლუატანტი ვალდებულია ზედამხედველობა დააწესოს ავიასპეციალისტების პროფესიული მომზადების ნებისმიერი სახეობის მოქმედების ვადებზე, ავიასპეციალისტი კი ვალდებულია, ექსპლუატანტს წინასწარ შეატყობინოს საკუთარი პროფესიული მომზადების ნებისმიერ სახეობაზე დაშვების ვადის გასვლაზე და მზადყოფნაზე, გააგრძელოს ეს ვადა. 11. საფრენოსნო სამუშაოს ორგანიზების გასაუმჯობესებლად, ავიაკომპანიაში ტარდება მეთოდური სამუშაო, იკაოს, იასასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების, აგრეთვე, საერთაშორისო და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობისას შეძენილი გამოცდილების საფუძველზე.   მუხლი 58🔗. ფშს-ის შესწავლა სპეციალისტს ეკრძალება მოვალეობების შესრულება, ექსპლუატანტს კი – ეკიპაჟის წევრად მისი გამოყენება, თუ მან არ შეისწავლა ავიაკომპანიის ფშს.     მუხლი 59🔗. საავიაციო უშიშროების კურსი ავიასპეციალისტს ეკრძალება მოვალეობების შესრულება, ექსპლუატანტს კი მისი ეკიპაჟის წევრად დაშვება, თუ მან არ გაიარა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კურსი.     მუხლი 60🔗. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა 1. ექსპლუატანტს ეკრძალება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღება, თუ მის პერსონალს არა აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, აგრეთვე – ტვირთის მომზადება „ტექნიკური ინსტრუქციებით” (DOC 9284 AN/ 905) დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება. 2. ექსპლუატანტის პერსონალისა და სახიფათო ტვირთის მიღების, გაფორმების, გაცემის და გადაზიდვის მიმართ წაყენებული მოთხოვნები განისაზღვრება „სახიფათო ტვირთის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესით”. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი პერსონალი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის კურსს გადიოდეს 2 წელიწადში ერთხელ მაინც.     მუხლი 61🔗. საფრენოსნო მომზადების კურსები 1. ავიასპეციალისტს ეკრძალება მოვალეობების შესრულება, ექსპლუატანტს კი – კონკრეტული ტიპის სხ-ის ეკიპაჟის წევრად მისი დაშვება, თუ მან არ დაამთავრა საფრენოსნო მომზადების პირველადი და შემდგომი კურსები. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრების სათანადო მომზადება. ამ მიზნით, გამოიყოფა სახმელეთო და საფრენოსნო მომზადების საშუალებები, სათანადო კვალიფიკაციის მასწავლებლები და ინსტრუქტორები.     მუხლი 62🔗. საწაფზე მომზადება 1. საწაფზე მომზადება მოიცავს: სახმელეთო მომზადებას, საწაფზე წვრთნასა და ფრენისშემდგომ გარჩევას. მომზადებას ატარებს შესაბამისი დაშვების მქონე ინსტრუქტორი, რომელიც საფრენოსნო შემადგენლობის საწაფზე მომზადების ხარისხზე არის პასუხისმგებელი. 2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი ვალდებულია საწაფზე წვრთნა გაიაროს 3 თვეში ერთხელ, არანაკლებ 3სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე - 2სთ-ის) ოდენობით, ამასთან, წვრთნებსშორისი პერიოდი 4 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. 3. თუ სხ-ის რომელიმე კონკრეტული ტიპის საწაფი არ არსებობს, საწაფზე მომზადება კაბინაში ან საფრენოსნო წვრთნით იცვლება, რის პროგრამასაც ადგენს (და ამტკიცებს) ექსპლუატანტი და ამტკიცებს (ან ითანხმებს) სააგენტო. 4. თუ სხ-ის ტიპის საწაფი საქართველოში არ არის, საწაფზე წვრთნა შეიძლება 6 თვეში ერთხელ ჩატარდეს, რასაც 3 თვეში ერთხელ სხ-ის კაბინაში წვრთნა უნდა შეენაცვლოს, ამასთან, საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური 12-საათიანი (მრავალმხრივ საწაფზე – 8სთ) მოცულობა უნდა შენარჩუნდეს. ამასთან ერთად, საწაფზე წვრთნა შეიძლება იგივე მოცულობის სააეროდრომო წვრთნით შეიცვალოს, თუ ის საწაფზე წვრთნის ტოლფასი მაინც იქნება, რის პროგრამასაც ადგენს (და ამტკიცებს) ექსპლუატანტი და ამტკიცებს (ან ითანხმებს) სააგენტო.  5. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ის ორ ტიპზე ფრენს, იგი და ექსპლუატანტი ვალდებულია, მისი საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური მოცულობა სხ-ის ტიპებზე თანაბრად გაანაწილოს, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. 6. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ის სამ ტიპზე ფრენს, იგი და ექსპლუატანტი ვალდებულია, ეკიპაჟის წევრის საწაფზე წვრთნა განახორციელოს:  ა) I და III (II და IV) კვარტალებში – უმაღლესი თანრიგის სხ-ზე, სრული მოცულობით;  ბ) II და IV (I და III) კვარტალებში – სხ-ის სხვა ტიპებზე, წვრთნის მოცულობის ნახევარი; ამ შემთხვევაში ავარიულ ვითარებაში ქმედებები უნდა დამუშავდეს. 7. თუ ეკიპაჟის წევრი სხ-ის ერთზე მეტ ტიპზე ფრენს, რომლებიდან ერთს მაინც საწაფი არა აქვს, იგი ვალდებულია საწაფზე წვრთნის წლიური მინიმალური 12 (8) საათიანი მოცულობა სხვა ტიპებზე შეინარჩუნოს.     მუხლი 63🔗. მინიმუმის მინიჭება და დადასტურება 1. პილოტს მეტეოროლოგიური მინიმუმი ენიჭება ექსპლუატანტის ფშს-ის შესაბამისად, სხ-ის ტიპის მიხედვით. 2. სხ-ის მეთაური ვალდებულია, 12 თვის განმავლობაში, შეასრულოს დასაფრენად 3 შესვლა მინიჭებული მინიმუმის რეალურ პირობებში ან საამისოდ ვარგის საწაფზე; ამასთან, მინიმუმის დადასტურებად ჩაითვლება ნებისმიერი სავარძლიდან შესრულებული ასეთი ფრენა და დასაფრენად ნებისმიერი შესვლა ქვემოთ მითითებულ რეალურ მეტეოროლოგიურ პირობებში, მინიჭებული მინიმუმის ერთ-ერთი პარამეტრით:  ა) I კატეგორიისათვის: ღქსს: 200 ფტ (60 მ) – 265 ფტ (80მ), ან  ხილვადობა 800 - 1000 მ;  ბ) II კატეგორიისათვის: ღქსს: 100 ფტ (30 მ)- 200 ფტ (60 მ), ან  ხილვადობა 300 - 800 მ;  გ) III კატეგორიისათვის: ღქსს: 100 ფტ (30 მ) და ნაკლები, ან  ხილვადობა 300 მ და ნაკლები.  3. პილოტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული მოთხოვნები შეასრულოს სხ-ის ყველა იმ ტიპზე, რომელზეც ის ფრენს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობისას, მინიმუმი კონკრეტულ ტიპზე იზრდება ერთი საფეხურით, მაგრამ არა უმეტეს: ღქსს – 265 ფტ (80 მ), ხილვადობა – 1000 მ, თუ ეს სხ-ის ტიპის სეს-ის მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება. 4. პილოტის ოსტატობის შესანარჩუნებლად, საწვრთნელ ფრენებზე რეკომენდებულია, დასაფრენად შესვლისას, გამოყენებული იქნეს ხილვადობის იმიტაციის სისტემა.     მუხლი 64🔗. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის საფრენად დაშვება 1. თვითმფრინავის, შვეულმფრენის, ვსხ-ის, დირიჟაბლის, პლანერის პილოტს ფრენა ეკრძალება, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში მან ამავე ტიპის სხ-ზე არ შეასრულა:  ა) 3 აფრენა და 3 დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში;  ბ) ბოლობორბლიან თვითმფრინავზე – 3 აფრენა და 3 დაფრენა, მმართავი პილოტის რანგში, თვითმფრინავის სრულ შეჩერებამდე;  გ) მეთაურს ღამე ფრენა ეკრძალება:  გა) თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში მან ამავე ტიპის სხ-ზე არ შეასრულა 1 აფრენა და დაფრენა ღამე, მმართავი პილოტის რანგში; ან  გბ) არა აქვს სფწ-ით ფრენის ოსტატობის აღნიშვნა. 2. აეროსტატის პილოტს ფრენა ეკრძალება, თუ ბოლო 90 დღის განმავლობაში მან აეროსტატზე არ შეასრულა 1 აფრენა და დაფრენა. 3. თუ შვეულმფრენის პილოტი ერთზე მეტ შვეულმფრენზეა დაშვებული, პირველი პუნქტით მითითებული 3 აფრენა და დაფრენა შეიძლება ერთ ტიპზე შესრულდეს, იმ პირობით, რომ დანარჩენ ტიპებზე მას აქვს 2-2სთ ნაფრენი ბოლო 6 თვის განმავლობაში. 4. პილოტ-შეგირდისათვის პირველი პუნქტით მითითებული 90-დღიანი ვადა, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიძლება 120 დღემდე გახანგრძლივდეს. 5. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისათვის (პილოტების გარდა) 3 აფრენა და 3 დაფრენა შეიძლება საწაფზე შესრულდეს. 6. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს კონკრეტულ ტიპზე აქვს შესვენება 90 დღიდან ერთ წლამდე, იგი ვალდებულია გაიაროს: ა) მომზადება, საავიაციო კანონმდებლობისა და საფრენოსნო საბუთების ცვლილებებისა და სეს-ის შესასწავლად; ბ) წინასწარი მომზადება; გ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე – 2სთ-ის) ოდენობით; დ) საფრენოსნო მომზადება 4 ფრენის ოდენობით, კომერციულ ფრენებზე ან სააეროდრომო პირობებში წვრთნისას. 7. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, კონკრეტულ ტიპზე, ერთიდან 5 წლამდე აქვს შესვენება, იგი ვალდებულია გაიაროს: ა) მომზადება, საავიაციო კანონმდებლობისა და საფრენოსნო საბუთების ცვლილებებისა და სეს-ის შესასწავლად; ბ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე – 2სთ-ის) ოდენობით; გ) წინასწარი მომზადება; დ) საფრენოსნო მომზადება, არანაკლებ 10 ფრენის ოდენობით; 8. თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს, კონკრეტულ ტიპზე, 5 წელზე მეტი ხნის შესვენება აქვს, იგი ვალდებულია გაიაროს: ა) თეორიული მომზადება, ახალი ტექნიკის კონკრეტულ ტიპზე გადამზადების პროგრამით; ბ) საწაფზე წვრთნა, არანაკლებ, 3სთ-ის (მრავალმხრივ საწაფზე – 2სთ-ის) ოდენობით; გ) წინასწარი მომზადება; დ) საფრენოსნო მომზადება, ავიასპეციალისტის მწყობრში შესვლის პროგრამით; 9. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს საავიაციო სამუშაოს კონკრეტული სახეობის შესრულება ეკრძალება, თუ მას უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ამ სახეობაზე არ უფრენია. საავიაციო სამუშაოებზე საფრენოსნო კვლავმომზადების პირობებსა და მოცულობას ადგენს ექსპლუატანტი, სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად.     მუხლი 65🔗. ახალ ტექნიკაზე გადამზადების სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1. ავიასპეციალისტის ახალ ტექნიკაზე გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 2 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სერტიფიკატის მოქმედების ვადა განსაზღვრულია იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც გადამზადება განხორციელდა. ამ პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საჭიროა პროგრამის ხელახალი გავლა სრული მოცულობით. 2. გადასწავლებულ სხ-ის ტიპზე ოსტატობის შესანარჩუნებლად, ექსპლუატანტი ვალდებულია ეკიპაჟის წევრს, მწყობრში შეყვანის (შეგირდად ფრენის) დაწყებამდე, ჩაუტაროს მომზადება ამ „წესების” 64-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, თუ იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც ხორციელდება სწავლება, სხვა რამ არ არის დადგენილი.     მუხლი 66🔗. საჩვენებელი ფრენა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია საფრენოსნო ეკიპაჟს ჩაუტაროს საჩვენებელი ფრენა, თუ მეთაურს ან ნაოსანს, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, არ უფრენია: ა) რთულ აეროდრომზე; ბ) რთულრელიეფიან რაიონში; გ) საჰაერო მოძრაობით გადატვირთულ მარშრუტზე. 2. თუ მეთაური აეროდრომის/დასაფრენი მოედნის ჰაერიდან ამორჩევაზეა დაშვებული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნების შესრულება (დაშვების სიმაღლის შესაბამისად) აუცილებელი არ არის. 3. საჩვენებელი ფრენის ჩატარების უფლება ეძლევა პილოტ-ინსტრუქტორს, ნაოსან- ინსტრუქტორს და ლოცმანს. 4. ექსპლუატანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით მითითებული ობიექტები (კონკრეტულად) და მათზე საჩვენებელი ფრენის შესრულების აუცილებლობა ფშს-ში შეიტანოს. 5. კონკრეტულ აეროდრომზე, სამუშაო რაიონში, მარშრუტზე პირველად გაფრენისას (სადაც ეკიპაჟის მეთაურს ან ნაოსანს არ უფრენია და ეს ობიექტი ფშს-ში არ არის შეტანილი), ექსპლუატანტი ვალდებულია, ეკიპაჟის წინასწარი მომზადებისას, განსაზღვროს ამ ობიექტზე საჩვენებელი ფრენის საჭიროება. 6. საჩვენებელი ფრენის შესრულება ფორმდება „საწვრთნელი დავალებით” და დასკვნას აწერს ხელს მისი ჩამტარებელი სპეციალისტი.     მუხლი 67🔗. ლოცმანი 1. ლოცმანი არის პილოტის ან ნაოსნის მოწმობისა და ლოცმანის ოსტატობის აღნიშვნის მფლობელი ავიასპეციალისტი. იგი უფლებამოსილია ეკიპაჟს ჩაუტაროს საჩვენებელი ფრენა, მიუხედავად იმისა, სხ-ის ამ ტიპზე დაშვებულია თუ არა პილოტის ან ნაოსნის სპეციალობით. 2. ლოცმანი უფლებამოსილია საჩვენებელი ფრენა ჩაატაროს, თუ სხ-ის რომელიმე ტიპზე მაინც ასეთ ფრენაზე არის დაშვებული. 3. ლოცმანის გვარი „საფრენოსნო დავალების” პირველ გვერდზე იწერება, ის საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად ითვლება ფრენის დასრულებამდე, და ის ამ პერიოდშია ლოცმანის მოვალეობების სათანადოდ შესრულებაზე პასუხისმგებელი, ამასთან, ლოცმანი უნდა იჯდეს კაბინაში, უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილ ცალკე სავარძელში, და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებთან ჰქონდეს შიდა კავშირის საშუალება. 4. ლოცმანის მითითებები სარეკომენდაციო ხასიათისაა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სხ-ის მეთაური. 5. ლოცმანის ნაფრენად ამ მუხლის მე-3 პუნქტით მითითებული პერიოდი ითვლება, და ის სპეციალისტის საერთო (არა მეთაურად) ნაფრენად აღირიცხება.  მუხლი 68🔗. თანაბარი კვალიფიკაციის პილოტები 1. ექსპლუატანტი უფლებამოსილია ეკიპაჟი შეადგინოს თანაბარი კვალიფიკაციის იმ პილოტებით, რომელთაც ექნებათ ამ ტიპის სხ-ის მეთაურის ოსტატობის აღნიშვნა, შესაბამისი დაშვებები (საავიაციო სამუშაოებისათვის) და ერთნაირი მეტეოროლოგიური მინიმუმი. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია, მეთაურს, მარჯვენა სავარძლიდან საფრენად დასაშვებად, ჩაუტაროს: ა) თეორიული მომზადება - ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედების თავისებურებები, მოვალეობებისა და უფლებების განაწილება ამგვარი შემადგენლობით; ბ) საწაფზე წვრთნა, კვარტალური (6-თვიანი) წვრთნის მოცულობით – მარჯვენა სავარძლიდან პილოტირებისა და ურთიერთმოქმედების ჩვევების გამოსამუშავებლად; გ) საფრენოსნო შემოწმება საწარმოო პირობებში, მარჯვენა სავარძლიდან 4 ფრენის ოდენობით. 3. თანაბარი კვალიფიკაციის პილოტებით შემდგარი ეკიპაჟის მეთაურად ითვლება მარცხენა სავარძლის დამკავებელი პილოტი, და „საფრენოსნო დავალება” (ბორტჟურნალი) იწერება მის სახელზე. 4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნულ პილოტებს, ბოლო 90 დღის განმავლობაში, ჰქონდეთ 3-3 ფრენა მარჯვენა და მარცხენა სავარძლებიდან. ამ ნორმის შეუსრულებლობისას, ექსპლუატანტი ვალდებულია პილოტს ჩაუტაროს შემოწმება შესაბამისი სავარძლიდან. 5. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა პილოტებმა საწაფზე (ან ტოლფასი) წვრთნები მარჯვენა და მარცხენა სავარძლებიდან მორიგეობით გაიარონ.     მუხლი 69🔗. საერთაშორისო ფრენა 1. საერთაშორისო ფრენებზე დაშვების კანდიდატი (პილოტი, ნაოსანი, ბორტრადისტი) ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მას აქვს „ჯეპესენის” კრებულებით სარგებლობის უნარი და ინგლისური ენის ცოდნის, სულ ცოტა, მე-4 დონე (იკაოს სკალით). 2. მსოფლიოს სხვადასხვა რაიონებში, აგრეთვე, განსაკუთრებულ საჰაერო მარშრუტებზე („ტრეკებზე”) ფრენები სრულდება იკაოს „დამატებითი რეგიონული წესების” (DOC 7030/4) მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 70🔗. გასაფრენად მომზადება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია დანიშნოს წინასწარ მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი და წინასწარი მომზადება ჩაატაროს ეკიპაჟის სრული შემადგენლობით, გაფრენის დადგენილ დრომდე 72 საათის განმავლობაში, საჭირო სპეციალისტების მონაწილეობით, შემდეგ შემთხვევებში: ა) კონკრეტული ტიპის სხ-ზე, კონკრეტულ აეროდრომზე, მარშრუტზე, სამუშაო რაიონში მეთაურის რანგში პირველი ფრენის შესრულებისას; ბ) სხ-ის კონკრეტულ ტიპზე ფრენებში და საფრენოსნო სამუშაოში, ამ „წესების” 64-ე მუხლით განსაზღვრული, შესვენებისას; გ) ეკიპაჟისათვის საავიაციო სამუშაოების ახალი სახეობის შესრულებისას; დ ) სეზონური მომზადებისას; ე ) სხვა შემთხვევაში , ექსპლუატანტის გადაწყვეტილებით . 2 . ტიპობრივი წინასწარი მომზადება მოიცავს დავალების გაცნობიერებას , საჭირო საბუთების შერჩევასა და მომზადებას , აგრეთვე შემდეგის შესწავლას : ა ) ფრენის მარშრუტს (რაიონს ), მის კლიმატურ , გეოგრაფიულ , ორნიტოლოგიურ თავისებურებებს; ბ ) დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომების სააერნაოსნო ინფორმაციას; გ ) ფრენის განსაკუთრებული რეჟიმის არეებს (რაიონებს ); დ ) სხ-ის მართვისა და საბორტო სისტემების ექსპლუატაციის თავისებურებებს , დაგეგმილი ფრენის სავარაუდო პირობებთან მისადაგებით; ე ) ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებას ფრენის განსაკუთრებულ პირობებში , ფრენის წესებისა და სეს -ის შესაბამისად; ვ ) ფრენის წინასწარ (შტილის პირობებში ) გაანგარიშებას და სანაოსნო -საბორტო ჟურნალის შევსებას . 3 . რთულრელიეფიან რაიონში საფრენად მომზადებისას , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნების დამატებით , საჭიროა : ა ) რელიეფის (ცალკეული მწვერვალების , ქედებისა და ხეობების მიმართულებისა და მათი ურთიერთგანთავსების) შესწავლა , მარშრუტის ორივე მხარეს 50კმ-ის ფარგლებში; ბ ) რუკაზე დაიღნიშნოს იძულებითი დაფრენისათვის გამოსადექი ადგილები , გაბატონებული სიმაღლეები , შემზღუდავი პელენგები და , სახიფათო მეტეომოვლენების წარმოქმნის შემთხვევისათვის , მოინიშნოს შემოვლითი მარშრუტები; გ ) გაანალიზდეს მეტეოპირობები და ჰაერის ძლიერი აღმავალი და დაღმავალი ნაკადების , გროვა -წვიმის ღრუბლებისა და ჭექა -ქუხილის , აგრეთვე – ოროგრაფიული რყევის წარმოქმნის შესაძლებლობა აფრენა -გაფრენის არეში; დ ) რთულრელიეფიან რაიონში განთავსებულ აეროდრომებზე მომხდარი დამახასიათებელი საავიაციო მოვლენების მიზეზების შესწავლა; 4 . წინასწარი მომზადების თემატიკასა და მოცულობას ადგენს ექსპლუატანტი, ფრენ (ებ)ის მიზნისა და ამოცანებიდან გამომდინარე . 5 . ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრების წინასწარი მომზადება „წინასწარი მომზადების ჟურნალით” აღირიცხება. 6 . გაფრენისწინა მზადებისას : ა ) გაფრენისწინა მზადება ტარდება სხ-ის მეთაურის ხელმძღვანელობით , ავიაკომპანიის ფშს-ისა და ტექნოლოგიური გრაფიკების , სხ- ზე კი – სეს-ისა და ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედებისა და სამუშაო ტექნოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად; ბ ) ეკიპაჟი გაფრენისწინა მზადებას იწყებს გაფრენის დანიშნულ დრომდე , სულ ცოტა , 1სთ- ით ადრე (საბაზო აეროდრომზე ), და მთავრდება , არა უგვიანეს , 10წთ -ით ადრე . 7 . ეკიპაჟის ფრენისშემდგომი სამუშაო სრულდება ფრენის (რეისის ) დასრულების შემდეგ . მეთაური ვალდებულია : ა) მიიღოს ეკიპაჟის წევრების პატაკები საავიაციო ტექნიკის მუშაობაზე; ბ ) ჩაატაროს ფრენისშემდგომი გარჩევა; გ ) გააფორმოს სათანადო საბუთები; 8 . ეკიპაჟის ფრენისშემდგომი სამუშაო , საავიაციო სამუშაოების დასრულებისას , დამოკიდებულია საავიაციო სამუშაოს სახეობაზე , მაგრამ , ნებისმიერ შემთხვევაში , ის ტექნიკურ სპეციალისტთან ერთად უნდა ჩატარდეს. 9 . ფრენისშემდგომ გარჩევას ატარებს მეთაური . გარჩევის ძირითადი მიზანია შესრულებული ფრენის გაანალიზება (საფრენად მზადება , მართვის ტექნიკა , ნაოსნობა , სხ-ისა და მისი სისტემების ექსპლუატაცია , ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედება და სხვა ) და , შემდგომი ფრენებისას, დარღვევებისა და გადახრების თავიდან ასაცილებელი ზომების განსაზღვრა .     მუხლი 71🔗. ინსტრუქტორის მომზადება საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს ეკრძალება ინსტრუქტორის მოვალეობების შესრულება , ექსპლუატანტს კი მისი ინსტრუქტორად დაშვება , თუ : ა ) მას არა აქვს ავიასპეციალისტის მოწმობა და კონკრეტული ტიპის სხ-ის ეკიპაჟის წევრისათვის საჭირო ოსტატობის აღნიშვნები; ბ ) მან არ გაიარა მისი მოვალეობების შესაფერისი საინსტრუქტორო -მეთოდური კურსი;    მუხლი 72🔗. შემმოწმებელი ეკიპაჟში  1. პილოტ-ინსტრუქტორი უფლებამოსილია კაბინაში დაიკავოს ნებისმიერი ადგილი, ფრენის მიზნის მიხედვით. პილოტ-ინსტრუქტორი, საფრენოსნო დროის განმავლობაში, ბორტზე უფროსად და სხ-ის მართვასა და ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირად ითვლება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სავარძელს იკავებს. 2. ბორტინჟინერ-ინსტრუქტორი, ნაოსანი-ინსტრუქტორი და სხვა შემმოწმებელი სხ-ის მეთაურს ემორჩილება, კაბინაში ადგილს იკავებს შემოწმების მიზნის მიხედვით, და ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია საკუთარი სპეციალობით განსაზღვრული მოვალეობების შესაბამისად. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია შემმოწმებლის ადგილი უსაფრთხოების ღვედებით უზრუნველყოს. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება დაიშვას (მისი შესრულების შეუძლებლობისას) ზოგიერთი ტიპის სხ- ზე. 4 . ექსპლუატანტი ვალდებულია , შემმოწმებელთან ერთად ფრენის წესები და შემმოწმებლის უფლება -მოვალეობები ფშს-ში შეიტანოს . 5 . როგორც წესი , ეკიპაჟში უნდა იყოს ერთი შემმოწმებელი და ერთი შეგირდი (ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა ); ამასთან ერთად , სად-ის ინსპექტორს უფლება ეძლევა ეკიპაჟში ჩაერთოს სხვა შემმოწმებლის ყოფნის მიუხედავად . 6 . ავიაკომპანიის მიერ ახალი ტექნიკის ათვისების პერიოდში , ეკიპაჟში ნებადართულია ერთდროულად ჩაერთოს 2 ინსტრუქტორი და 2 შეგირდი , ოღონდ ეს წყვილები არ უნდა იყვნენ : პილოტი -პილოტი და პილოტი -ბორტინჟინერი . ნებისმიერ შემთხვევაში , ეკიპაჟში 2 შემმოწმებელზე მეტის ჩართვა აკრძალულია . 7 . სად-ის მფრინავ-ინსპექტორს უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერი ავიაკომპანიის ნებისმიერ ეკიპაჟში ჩაერთოს , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . 8 . ექსპლუატანტი უფლებამოსილია ეკიპაჟის კაბინაში ყოფნის უფლება მისცეს არასაფრენოსნო სპეციალისტსაც , რომელიც ფრენას ასრულებს მეთოდური მიზნით . 9 . სააგენტოს უნებართვოდ , სხვა ავიაკომპანიის/უწყების შემმოწმებლის/სპეციალისტის ეკიპაჟში ჩართვა აკრძალულია . თავი VI მომსახურე ეკიპაჟი     მუხლი 73🔗. ბორტგამყოლების შემადგენლობა 1. ექსპლუატანტს ეკრძალება 19- ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავ ით მგზავრ (ებ)ის გადაყვანა თუ სხ- ზე ერთი ბორტგამყოლი მაინც არ არის. 2 . ექსპლუატანტს ეკრძალება კომერციული მგზავრების გადაყვანა , თუ თვითმფრინავზე არ არის ფშს- ით დადგენილი ბორტგამყოლების მინიმალური რაოდენობა მაინც . ბორტგამყოლების მინიმალური რაოდენობა , მგზავრების რაოდენობის მიხედვით , ქვემოთ მოყვანილი ცხრილით არის მითითებული . მგზავრების რაოდენობა ბორტგამყოლების რაოდენობა 1-50 1 51-100 2 101-150 3 151-200 4 201-250 5 251-300 6 301-350 7 351-400 8 401-450 9 451-500 10 3 . განსაკუთრებულ შემთხვევებში (მძიმე ავადმყოფი , განსაკუთრებული მნიშვნელობის მგზავრი და სხვა ), სააგენტო უფლებამოსილია ექსპლუატანტისაგან მოითხოვოს ცხრილით გათვალისწინებულზე მეტი ბორტგამყოლების ეკიპაჟში ჩართვა .     მუხლი 74🔗. მომსახურე ეკიპაჟის წევრის მოვალეობები 1 . სხ-ის მიმოსვლის დროს , მომსახურე ეკიპაჟის წევრი ვალდებულია იყოს საკუთარ სამუშაო ადგილზე , უსაფრთხოების ღვედებით მიბმული , გარდა იმ შემთხვევისა , როცა ის მგზავრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვალეობებს ასრულებს . 2 . აფრენა -დაფრენის დროს , ბორტგამყოლები ვალდებული არიან , განთავსდნენ გასასვლელებთან იმდენად ახლო და სხ-ის მთელ სიგრძეზე თანაბრად , რამდენადაც ეს შესაძლებელია , რათა უზრუნველყონ მგზავრების სწრაფი ევაკუაცია ავარიულ ვითარებაში . 3 . სადგომზე მდგარ სხ-ზე მგზავრების ყოფნისას , ბორტგამყოლები (ან საავარიო ევაკუაციის მცოდნე პირები ) ვალდებული არიან , განთავსდნენ ფშს-ის შესაბამისად .     მუხლი 75🔗. მომსახურე ეკიპაჟის მიმართ წაყენებული მოთხოვნები 1 . მომსახურე ეკიპაჟის წევრების მიმართ წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს შეიცავს „ ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესები” და „ ავიასპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესები” . 2 . ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომსახურე ეკიპაჟის წევრმა ჰაერში პრაქტიკული მუშაობის შემოწმება გაიაროს 12 თვეში ერთხელ მაინც , და მუშაობაში 6 თვის შესვენების შემდეგ .  მუხლი 76🔗. უნიფორმა და ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო 1.ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს ბორტგამყოლთა შემადგენლობა უნიფორნით, რათა ისინი იყვნენ~ ადვილად ამოსაცნობნი მგზავრთა შორის; 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურე ეკიპაჟის ყოველი წევრი სახელმძღვანელოთი, (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მათ უნდა მიეწოდოთ სსას-ს მიერ დამტკიცებული ფშს-ს იმ ნაწილის ასლი, რომელიც მოიცავს მასალას უშუალოდ მათი საქმიანობის შესახებ); ა) სახელმძღვანელოში შესწორებების შეტანის შემთხვევაში ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურე ეკიპაჟის დროული ინფორმირება და განახლებული ვარიანტის მიწოდება; ბ) ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო უნდა იდოს ყოველ რეისზე და იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბორტგამყოლისათვის. გ) ბორტგამყოლთა სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: გ .ა) ძირითადი ინფორმაცია; გ .ბ) სამსახურის სტრუქტურა, უფლებები, მოვალეობანი; გ .გ) ბორტგამყოლთა სწავლებები ( პირველადი, პერიოდული და ა.შ); გ .დ) მოქმედებები სტანდარტულ და არასტანდარტულ სიტუაციებში; გ .ე) ევაკუაცია და შემდგომი ღონისძიებები; გ .ვ) ავარიული აღჭურვილობები და თვითმფრინავის თავისებურებანი; გ .ზ) სახიფათო ტვირთის უსაფრთხო გადაზიდვა; გ .თ) საავიაციო უშიშროების საკითხები; გ .ი) სამედიცინო ასპექტები და პირველადი დახმარება; და ა.შ.  მუხლი 77🔗. ბორტგამყოლის პირველადი მომზადება ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს რომ ბორტგამყოლებმა გაიარონ პირველადი მომზადების პროგრამა.  სასწავლო კურსებს სას შესაბამისი ნებართვის მიხედვით უზრუნველყოფს:  ა) – უშუალოდ ოპერატორი ან სასწავლო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს ოპერატორის სახელით ან  ბ) აღიარებული სასწავლო ორგანიზაცია; სასწავლო პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს სას მოთხოვნებს და უნდა იყოს დამტკიცებული მის მიერ. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბორტგამყოლის პირველადი მომზადების პროგრამა, სხვასთან ერთად, ქვემოთ ჩამოთვლილ თემებსაც მოიცავდეს: 1. ხანძრის ჩასაქრობად მომზადება  ა) ხანძრის კლასიფიკაცია, აღმოჩენის საშუალებები, ხანძარსაქრობი სისტემები და ქრობის პროცედურები;  ბ) ხანძრის თავიდან ასაცილებელი ზომები (სალონში და ტუალეტში თამბაქოს მოწევის კონტროლი ან აკრძალვა, ხანძარსაქრობის ავტომატური ამოქმედების სისტემის გამართულობის შემოწმება და სხვა);  გ) ხანძართან და ბოლთან ბრძოლის ხერხები და პროცედურები;  გ .ა) ხანძრის თუ კვამლის წყაროს ოპერატიულად დადგენა, ხანძარსაშიში არეების შემოწმების პროცედურები;  გ .ბ) ხანძრის ქრობისა და ბოლის განიავების ტექნოლოგია, სასუნთქი ორგანოების დასაცავი აღჭურვილობით სარგებლობა;  გ .გ) საფრენოსნო ეკიპაჟისათვის შეტყობინებისა და ხანძრის/კვამლის აღმოჩენისას დადგენილი ურთიერთმოქმედების პროცედურები;  დ) ეკიპაჟის წევრების მოვალეობები ხანძრის ქრობისას;  ე) ხანძრის ქრობის დამაბრკოლებელი ფაქტორები (ძლიერი კვამლიანობის ან ცეცხლის ენების შედეგად ხილვადობის გაუარესება, შეზღუდული სივრცე);  ვ) გარე ხანძრის სახეობები (ძრავის, ფუზელაჟის, ბაქნის, ტრაპის, მომსახურე ავტომანქანის);  ზ) სხ-ზე წარმოქმნილი ხანძრის სახიფათო შედეგები, კვამლის მომწამლავი ზემოქმედების ჩათვლით;  თ) საავარიო-სახმელეთო მომსახურების ზოგადი პროცედურები, სახმელეთო პერსონალთან ურთიერთმოქმედება და კოორდინირება. 2. წყალზე გადარჩენისათვის მომზადება: ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ წყალზე გადასარჩენად განკუთვნილი პერსონალის მოსამზადებელი პროგრამა შეიცავდეს პრაქტიკულ წვრთნას წყალზე, რეალურ პირობებში. 3. გადარჩენისათვის მომზადება რეგიონების მიხედვით: ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ განსაკუთრებული პირობების რეგიონებში (მთიანი ან ტყიანი მხარე, უდაბნო, მცირედ დასახლებული რეგიონი, ზღვა) გადარჩენისათვის მოსამზადებელი პროგრამა ამ რეგიონების პირობების შესაბამისი იყოს. 4. სამედიცინო ასპექტები: ა) პირველი სამედიცინო დახმარება, სამედიცინო კომპლექტებით და ავტომატური გარე დეფიბრილატორით სარგებლობა;  ბ) ფრენის ფიზიოლოგიური ასპექტები, ადამიანზე ჰიპოქსიის გავლენის ჩათვლით. 5. მგზავრების მომსახურება ა) ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფი მგზავრების გამოვლენისა და ეკიპაჟის ქმედებათა რეკომენდაციები; ბ) სხ-დან ევაკუაციისას, მგზავრების ქცევაზე მეთვალყურეობის ხერხები; გ) საშტატო და საავარიო გასასვლელებით (კარი, ლიუკი) მგზავრების ევაკუაცია; დ) სალონში ბარგის უსაფრთხოდ განთავსების წესები; ე) მგზავრების განლაგების წესები, ინვალიდების ჩათვლით; ვ) მოულოდნელად წარმოქმნილი რყევისას, მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი წესები;  ზ) სალონით შინაური ცხოველების გადაყვანის წესები;  თ) ბრბოს მართვა საავარიო ვითარების წარმოქმნისას;  ი) ჰერმეტულობის დარღვევა;  კ) მგზავრების მომზადება, საავარიო აღჭურვილობის ჩვენება. 6. საავარიო აღჭურვილობა:  ა) საავარიო-სამაშველო ტრაპი;  ბ) სამაშველო ტივები და მათი აღჭურვილობა;  გ) სამაშველო ჟილეტები, მათ შორის – საბავშვო;  დ) ჟანგბადით პირველი დახმარება;  ე) ხანძარსაქრობები;  ვ) ცული და ძალაყინი;  ზ) საავარიო განათება;  თ) საკავშირო აღჭურვილობა, მეგაფონის ჩათვლით;  ი) გადარჩენის საშუალებების კომპლექტი;  კ) პიროტექნიკა; 7. კავშირი. ეკიპაჟის წევრებს შორის შიდა კავშირის ენა და ფრაზეოლოგია. 8. ცოდნა ა) ბორტგამყოლის უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა, ფშს-ის მიხედვით; ბ) სამუშაო და დასვენების დროის ნორმები; გ) უფლებამოსილების შესაბამისი საავიაციო წესები; დ) გეოგრაფიის, საავიაციო ტერმინოლოგიის, მეტეოროლოგიის, ფრენის თეორიის ზოგადი ცოდნა; ე) გაფრენისწინა მზადების პროცედურები; ვ) საავარიო და საევაკუაციო პროცედურები. 9. პილოტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვა 10. ეკიპაჟის რესურსების მართვა (ადამიანური ფაქტორი); 11. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა; 12. სახიფათო ტვირთის გადაზიდვა; თეორიული მომზადების შემდეგ კანდიდატი გადის პრაქტიკულ წვრთნას ჰაერში კვალიფიციური ბორტგამყოლის(ინსტრუქტორის) ზედამხედველობის ქვეშ.     მუხლი 78🔗. ახალ ტიპზე გადამზადების პროგრამა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომსახურე ეკიპაჟის წევრმა გაიაროს ფშს-ით დადგენილი მომზადება: ა) სხ-ის სხვა ტიპზე საფრენად დაშვების წინ; ბ) იგივე ტიპის სხ-iს სხვა მოდიფიკაციის ათვისებისას; გ) როცა სხ-ზე აღჭურვილობის და/ან პროცედურების ცვლილება დამატებით მომზადებას საჭიროებს. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია, ფშს-ით გაითვალისწინოს, სხ-iს ტიპის/მოდიფიკაციის შეცვლისას, მომსახურე ეკიპაჟის წევრის გადამზადების პროგრამის მოცულობა, მისი გამოცდილების მიხედვით. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) გადამზადება ჩატარდეს გარკვეული თანამიმდევრობით, რეალურ პირობებთან მისადაგებით; ბ) გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული იყოს გადარჩენის ყველა საშუალებისა და საავარიო პროცედურების გამოყენება, აგრეთვე სპეციალურ საწაფზე ან რეალურ სხ-ზე პრაქტიკული წვრთნა.     მუხლი 79🔗. მომზადება შესვენების შემდეგ ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) მომსახურე ეკიპაჟის წევრმა, თუ მას აქვს ფრენებში 6 თვეზე მეტი ხნის შესვენება, გაიაროს ფშს-ით დადგენილი მომზადება; ბ) მომზადება ჩაატარონ კვალიფიციურმა მასწავლებლებმა და მომზადების პროგრამა შეიცავდეს, სულ ცოტა შემდეგ საკითხებს:  ბ .ა) საავარიო და საევაკუაციო ღონისძიებები (მათ შორის პილოტის შრომისუნარიანობის დაკარგვა და ბრბოს მართვა საავარიო ვითარების წარმოქმნისას)  ბ .ბ) საშტატო და ავ.გასასვლელებით სარგებლობა (კარი, ავარიული გასასვლელი ფრთაზე, ლიუკი, კაბინის ფანჯრები ). გასაბერი ტრაპების გახსნა და ევაკუაცია; (ითვალისწინებს პრაქტიკულ მეცადინეობას);  ბგ) საავარიო აღჭურვილობა, მათი განლაგება და გამოყენების წესები:  სწავლება ასევე ითვალისწინებს: ბ .დ) პრაქტიკული მუშაობის შემოწმებას ჰაერში გ) მომსახურე ეკიპაჟის წევრს, რომელსაც სრულად არ შეუწყვეტია მუშაობა, მაგრამ სხ-iს კონკრეტულ ტიპ(ებ)ზე არ უფრენია 6 თვის განმავლობაში საჭიროა ჩაუტარდეს: გა) კონკრეტული ს/ხ-ის ტიპის თეოტიული სწავლება გ .ბ) პრაქტიკული მუშაობის შემოწმება ჰაერში. დ) მომსახურე ეკიპაჟის წევრმა, თუ მას აქვს ფრენებში ერთ წელზე უფრო მეტი ხნის შესვენება, გაიაროს ამ „წესების” 79-ე მუხლით დადგენილი მომზადება, სხ-ის კონკრეტულ ტიპ(ებ)ზე; ე) მომსახურე ეკიპაჟის წევრმა, თუ მას აქვს ფრენებში 5 წელზე უფრო მეტი ხნის შესვენება, გაიაროს პირველადი მომზადებისა და მწყობრში შესვლის სრული პროგრამა.  მუხლი 80🔗. პერიოდული მომზადება 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომსახურე ეკიპაჟის წევრი პერიოდულ მომზადებას გადიოდეს 12 თვეში ერთხელ მაინც, ფშს-ის შესაბამისად. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომზადება ჩაატარონ კვალიფიციურმა მასწავლებლებმა და მომზადების პროგრამა შეიცავდეს როგორც თეორიულ სწავლებას ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას და მოიცავდეს, სულ ცოტა შემდეგ თემებს: ა) სტანდარტული და ავარიული პროცედურები, მათ შორის პილოტის შრომისუნარიანობის დაკარგვა; ბ) საევაკუაციო პროცედურები, ბრბოს მართვა ავარიული ვითარების წარმოქმნისას; გ) საშტატო და ავარიულ გასასვლელები. მათი გაღების წესი; დ) ავარიული აღჭურვილობა. მათი განლაგება და გამოყენების წესები; ე) პირველადი სამედიცინო დახმარება,სამედიცინო კომპლექტები, სამედიცინო აღჭურვილობანი; ვ) სალონში ბარგის უსაფრთხოდ განთავსების წესები; ზ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ღონისძიებები; 3. ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ 3 წელიწადში ერთხელ პერიოდული მომზადება ასევე უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ წვრთნას შემდეგ დისციპლინებში; ა) საშტატო და ავარიული გასასვლელების გახსნა ;(უკლებლივ ყველა ავ. გასასვლელი. მათ შორის კაბინის ფანჯრები). ბ) ავარიული - გასაბერი ტრაპების გახსნა და სავაკუაციო ღონისძიებები; გ) ცეცხლის ჩაქრობა ყველა ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის გამოყენებით (იქნება ეს მობილური ცეცხლსაქრობები თუ ხანძარსაწინაარმდეგო დამცავი აღჭურვილობა ) დ) საევაკუაციო ღონისძიებები წყალზე , სამაშველო ჟილეტების, ტივების, ღარების გამოყენება. ე) პიროტექნიკის გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა; ვ) პილოტის შრომისუნარიანობის დაკარგვა. ექსპლუატანტი ვალდებულია ყოველ ბორტგამყოლს ჩაუტაროს სწავლება . ბორტგამყოლს უნდა შეეძლოს მფრინავის სავარძელთან მუშაობა, უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა, კაბინის ჟანგბადის სისტემის გამოყენება და საკონტროლო ფურცლის წაკითხვა.    მუხლი 81🔗. ერთზე მეტ ტიპზე/მოდიფიკაციაზე ფრენა 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბორტგამყოლი საფრენად დაიშვას:  ა) სხ-ის არაუმეტეს 3 ტიპზე; ან  ბ) სხ-ის არაუმეტეს 4 ტიპზე, თუ ამ ტიპებიდან ორზე მაინც  b.a) საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა იდენტურია  და b.b) სტანდარტული და ავარიული პროცედურები მსგავსი;     მუხლი 82🔗. უფროსი ბორტგამყოლი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია დანიშნოს უფროსი ბორტგამყოლი, თუ ეკიპაჟში ერთზე მეტი ბორტგამყოლია. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უფროს ბორტგამყოლად დანიშნოს არანაკლებ ორი წლის მუშაობის სტაჟის მქონე ბორტგამყოლი. 3. უფროსი ბორტგამყოლი არის მომსახურე ეკიპაჟის ხელმძღვანელი, ის პასუხისმგებელია ფშს-ით დადგენილი პროცედურების შესრულების კოორდინირებაზე.  4. კანდიდატმა საჭიროა გაიაროს შესაბამისი სწავლება, რომელიც მოიცავს მინიმუმ შემდეგ საკითხებს;  ა) უფროსი ბორტგამყოლის უფლება-მოვალეობა და პასუხისმგებლობა;  ბ) დოკუმენტაციის წარმოება;  გ) გაფრენისწინა ინსტრუქტაჟის ჩატარება კონკრეტული რეისის, ს/ხ-ის ტიპის გათვალისწინებით;  დ) ხელმძღვანელობა სტანდარტულ და ავარიულ ვითარებაში;  ე) კოორდინირებული მუშაობა საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟს შორის,  ვ) კომუნიკაცია და ბრძანებების თანამიმდევრობა;  ზ) ზედამხედველობა მგზავრებზე,რომელთაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება;  მუხლი 83🔗. ინსტრუქტორის მომზადება  მომსახურე ეკიპაჟის წევრს ეკრძალება ინსტრუქტორის მოვალეობების შესრულება, ექსპლუატანტს კი მისი ინსტრუქტორად დაშვება, თუ: ა) მას არა აქვს ავიასპეციალისტის მოწმობა და კონკრეტული ტიპის სხ-ის ეკიპაჟის წევრისათვის საჭირო ოსტატობის აღნიშვნები; ბ) ინსტრუქტორობის კანდიდატს სავალდებულოა ჰქონდეს სულ ცოტა 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბორტგამყოლად. აქედან 1 წელი უფროსი ბორტგამყოლის რანგში. მინიმალური ნაფრენი საათების რაო დენობა უნდა შეადგენდეს 200 სთ.-ს  გ) მან უნდა გაიაროს მისი მოვალეობების შესაფერისი საინსტრუქტორო-მეთოდური კურსი ; თავი VII  ეკიპაჟის წევრების უფლებამოსილება  მუხლი 84🔗. მეთაურის პასუხისმგებლობა 1. მეთაური პასუხისმგებელია:  ა) სხ-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრების, მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხოებაზე;  ბ) სხ-ის მართვაზე და უსაფრთხოებაზე, საფრენოსნო დროის განმავლობაში;  გ) უახლოესი უფლებამოსილი ორგანოსათვის, ხელმისაწვდომი და უფრო სწრაფი საშუალებების გამოყენებით, სხ-ზე მომხდარი ნებისმიერი ისეთი შემთხვევის შეტყობინებაზე, რამაც ნებისმიერი პირის გარდაცვალება ან სხეულის მძიმე დაზიანება, სხ-ის ან სხვა ქონების მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია;  დ) ფრენის დასრულების შემდეგ ექსპლუატანტისათვის სხ-iს ყველა ცნობილი თუ სავარაუდო ხარვეზის შეტყობინებაზე;  ე) საფრენოსნო დავალების წარმოებაზე და გენერალური დეკლარაციის შედგენაზე;  ვ) სავალდებულო შემოწმებათა ნუსხის მოთხოვნების დაწვრილებით შესრულებაზე. 2. სხ-ის დედამიწაზე ყოფნის იმ პერიოდში, ვიდრე ძრავა მუშაობს ან საჰაერო ხრახნი ბრუნავს, ეკიპაჟის წევრი ერთ-ერთი პილოტი მაინც (მეთაურის პასუხისმგებლობით) ვალდებულია კაბინაში იყოს, იჯდეს საკუთარ სამუშაო სავარძელში და ეთერს უსმინოს. ამ პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, როცა სხ-iს ტექნიკური მომსახურება უტარდება.     მუხლი 85🔗. მეთაურის უფლებები 1. მეთაურს უფლება აქვს:  ა) გასცეს ის მითითებები, რაც მგზავრებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თვლის საჭიროდ;  ბ) ბორტზე არ მიიღოს (ჩამოსვას) ის მგზავრი ან ტვირთი (მისი ნაწილი), რომელიც, მისი აზრით, სხ-ის ან მგზავრების უსაფრთხოებას საშიშროებას შეუქმნის;  გ) უარი თქვას იმ მგზავრის გადაყვანაზე, რომელსაც სხ-ზე ასვლის უფლება არა აქვს, აგრეთვე, დეპორტირებულ ან ბადრაგით გადასაყვან მგზავრზე, თუ ეს, მისი აზრით, სხ-ის ან მგზავრების უსაფრთხოებას საშიშროებას შეუქმნის; დ) სხ-ის მართვა გადასცეს სათანადოდ მომზადებულ ეკიპაჟის წევრ პილოტს. 2. სხ-ზე მყოფი ნებისმიერი პირი ვალდებულია დაემორჩილოს მეთაურის ყველა იმ კანონიერ მოთხოვნას, რასაც ის იძლევა ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გადასატანი ქონების უვნებლობის მიზნით.  მუხლი 86🔗. ადგილობრივი წესების შესრულება 1. მეთაური ვალდებულია იმოქმედოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც სხ იმოფება, თუ იმ ქვეყნის კანონები საქართველოს შესაბამის კანონებზე უფრო მკაცრია. 2. თუ სხ-ის ან ადამიანებისათვის სახიფათო ავარიული ვითარება ისეთ მოქმედებას საჭიროებს, რომ ადგილობრივი კანონები და წესები დაირღვევა, მეთაური ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოს. იმ ქვეყნის მოთხოვნით, სადაც აღნიშნული მოხდა, მეთაური წერილობით მოხსენებას წარუდგენს ამ ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს, მის ასლს კი - ექსპლუატანტის სახელმწიფოს. მოხსენება წარედგინება რაც შეიძლება მოკლე დროში, როგორც წესი, 10 დღის ვადაში.     მუხლი 87🔗. ფრენის დაუდევრად ან უგუნურად შესრულება აკრძალულია ფრენის ისე დაუდევრად ან უგუნურად შესრულება, რომ ამან ადამიანების სიცოცხლეს ან მათ საკუთრებას საფრთხე შეუქმნას.     მუხლი 88🔗. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა 1. აკრძალულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის მოვალეობების შესრულება, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ამან, შეიძლება, ფრენის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედოს. 2. მეთაური პასუხისმგებელია იმაზე, რომ ფრენა არ დაიწყოს, თუ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს საკუთარი მოვალეობების შესრულება ნებისმიერი მიზეზით (ტრავმით, ავადმყოფობით, დაღლილობით, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის გავლენით და სხვა) არ შეუძლია.     მუხლი 89🔗. წამლების, ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ტოქსიკური პრეპარატების მიღება 1. აკრძალულია ეკიპაჟის წევრის მოვალეობების შესრულება ან მცდელობა:  ა) ალკოჰოლის მოქმედების ქვეშ;  ბ) ადამიანის შესაძლებლობებზე უარყოფითად მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემდეგ. 2. უფლებამოსილი პირის მითითებით, ეკიპაჟის წევრიг ვალდებულია, საკუთარი მოვალეობების შესრულების დაწყებამდე 8სთ-ით ადრე ან დაუყოვნებლივ, მოვალეობების შესრულების (ან მისი მცდელობის) შემდეგ, გამოცხადდეს სისხლში ალკოჰოლის ან ნარკოტიკის შემცველობის შესამოწმებელ ტესტზე. 3. სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.   მუხლი 90🔗. ეკიპაჟის წევრების სამუშაო ადგილების აღჭურვა 1. ღამით ფრენისას, ეკიპაჟის წევრის სამუშაო ადგილი აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სტაციონარული მანათობელი მოწყობილობით. 2. ეკიპაჟის წევრი ყოველი პილოტი ვალდებულია სამუშაო ადგილზე ჰქონდეს:  ა) სხ-ის სავალდებულო შემოწმებათა ნუსხა, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ თავებს: „აფრენის წინ”, „დაფრენის წინ” და „საგანგებო პროცედურები”;  ბ) მოქმედი, გამოსაყენებლად გამოსადეგი რუკები, რომლებიც შეიცავს ფრენის დაგეგმილ მარშრუტსა და ნებისმიერ იმ მარშრუტს, რომელზედაც შეიძლება შესრულდეს ფრენა დაგეგმილი მარშრუტის შეცვლისას. 3. კორეგირებადი ლინზებით საფრენად ვარგისი ეკიპაჟის წევრი ვალდებულია თან ჰქონდეს სათადარიგო კორეგირებადი ლინზები, რაც ისეთ ადგილზე უნდა განთავსდეს, რომ მისი სწრაფად გამოყენება იყოს შესაძლებელი. (ოპტიკური სათვალე კორეგირებად ლინზებად მიიჩნევა)     მუხლი 91🔗. საძებნ-სამაშველო ინფორმაცია მეთაური ვალდებულია, საერთაშორისო ფრენის შესრულებისას, ბორტზე ჰქონდეს იმ რაიონებში განთავსებული ძებნისა და შველის სამსახურებზე ინფორმაცია, რომლის თავზეც იგი ფრენას აპირებს.     მუხლი 92🔗. ტექნიკური ბორტჟურნალი მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ: ა) ტექნიკური ბორტჟურნალის ყველა განყოფილება და პუნქტი შეივსოს – როგორც გაფრენამდე, ასევე, ფრენისას და ფრენის დასრულების შემდეგ; ბ) ფრენისას გამოვლენილი ტექნიკური გაუმართაობა შეტანილი იყოს საბორტო (ტექნიკურ) ჟურნალში.     მუხლი 93🔗. სახიფათო მოვლენების შეტყობინება 1. მეთაური ვალდებულია, სმმ-ის შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ და საკმაო სიზუსტით (სხვა სხ-ების უსაფრთხოებისათვის), შეატყობინოს:  ა) ფრენისას გამოვლენილ ნებისმიერ სახიფათო მოვლენაზე (პირობებზე), მეტეოროლოგიურის ჩათვლით;  ბ) ინციდენტზე, რამაც სხ სახიფათო ვითარებაში ჩააგდო:  ბ.ა) სხვა სხ-ისთან ან ობიექტთან სახიფათო მიახლოებით;  ბ.ბ) სმმ-ის მცდარი პროცედურებით ან მეთვალყურის ან ეკიპაჟის მიერ პროცედურების მცდარი შესრულებით;  ბ.გ) სმმ-ის საშუალებების მწყობრიდან გამოსვლით;  ბ.დ) ფრინველებთან შეჯახებით ან შეჯახების საშიშროებით. დაფრენის შემდეგ წარადგინოს ფრინველებთან შეჯახების წერილობითი შეტყობინება;  გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას წარმოქმნილ ავარიულ ვითარებაზე; 2. მეთაური ვალდებულია, ხელისუფლების ორგანოებს, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ აცნობოს სხ-ზე ჩადენილი უკანონო ჩარევის აქტზე. 3. მეთაური ვალდებულია, ხელისუფლების უახლოეს ორგანოს, ხელმისაწვდომი საშუალებებით, აცნობოს სხ-ზე მომხდარ იმ საავიაციო შემთხვევაზე, რამაც მგზავრის გარდაცვალება ან სხ-ის ან ქონების მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. 4. მეთაური ვალდებულია, ექსპლუატანტს და საავიაციო ხელისუფლებას აცნობოს ნებისმიერ იმ საავიაციო შემთხვევაზე, რაც კი ფრენის დროს შეამჩნია. თავი VIII ფრენის დაგეგმვა და მომზადება     მუხლი 94🔗. ტექნიკური მზადყოფნა 1. აკრძალულია ფრენა, ვიდრე არ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:  ა) სხ საფრენად ვარგისია, რეგისტრირებულია და ფრენისათვის საჭირო საბუთები ბორტზეა;  ბ) სხ-ის აღჭურვილობა ფრენის სახეობას შეესაბამება, ფრენის სავარაუდო პირობების გათვალისწინებით; და  გ) აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია და საფრენად გაშვების ტექნიკური ნებართვა მიღებულია. 2. მეთაური ხელს აწერს ტექნიკურ ჟურნალს, რითაც სხ-ის გასაფრენად ტექნიკურ მზადყოფნას ადასტურებს.     მუხლი 95🔗. სფწ-ით გაფრენის გადაწყვეტილების მიღება 1. მეთაური ფრენის გადაწყვეტილებას იღებს მეტეოპირობების გაანალიზების საფუძველზე, თუ:  ა) გაფრენის აეროდრომის ფაქტობრივი ამინდი ასაფრენ მინიმუმზე უარესი არ არის;  ბ) მარშრუტზე არ არის ისეთი სახიფათო მეტეომოვლენები, რომელთა შემოვლაც შეუძლებელია;  გ) დადგენილ შეზღუდვებთან ქარის სიჩქარისა და მიმართულების შესაბამისობა დგინდება შემოქროლვების გათვალისწინებით; 2. დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე მხედველობაში არ მიიღება:  ა) პროგნოზირებული სახიფათო მეტეომოვლენები (სათადარიგოზე – 40%-იანი ალბათობის ფრონტალური ჭექა-ქუხილის გამოკლებით);  ბ) მიფრენის დროისათვის პროგნოზირებული ქარის შემოქროლვა; 3. სამუშაო და სმმ-ისათვის მიცემულ ფრენის გეგმით, მიეთითება დანიშნულების პუნქტის, სულ ცოტა, ერთი სათადარიგო აეროდრომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:  ა) დანიშნულების აეროდრომზე არის ორი გამოსადეგი ცალკეული ადზ-ი, და ორივეზე მოქმედებს დასაფრენად პირდაპირ შესვლის სქემა;  ბ) გაფრენის აეროდრომიდან (ან ფრენისას მარშრუტის შეცვლის წერტილიდან) დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის ხანგრძლივობა, მთელი საექსპლუატაციო ინფორმაციის გათვალისწინებით, იმის საკმაო საფუძველს იძლევა, რომ, მიფრენის განგარიშებულ დრომდე 1სთ-ის და მას შემდეგ 1სთ-ის განმავლობაში, დასაფრენად შესვლა და დაფრენა განხორციელდება ვფწ-ით. შენიშვნა. ცალკეული ადზ-ებია ერთ აეროდრომზე მდებარე ორი (ან მეტი) ადზ- ი, რომელთა განთავსება საშუალებას იძლევა, რომ, ერთის დაკეტვისას, მეორემ იმუშაოს. 4 . სამუშაო და სმმ- ისათვის მიცემულ ფრენის გეგმით , მიეთითება დანიშნულების პუნქტის ორი სათადარიგო აეროდრომი , თუ დანიშნულების აეროდრომის :  ა ) ფაქტობრივი და პროგნოზირებული ამინდი იმის მაჩვენებელია , რომ , მიფრენის განგარიშებულ დრომდე 1სთ -ის და მას შემდეგ 1სთ -ის განმავლობაში , მეტეოპირობები საექსპლუატაციო მინიმუმზე ნაკლები იქნება; ან  ბ ) მეტეოინფორმაცია არ არსებობს . 5 . როცა საჭიროა დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომ (ებ)ის მითითება , გაფრენა აკრძალულია მანამ , ვიდრე მეტეოპროგნოზით არ დადგინდება , რომ , დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომ (ებ)ზე მიფრენის განგარიშებულ დრომდე 1სთ -ის და მას შემდეგ 1სთ -ის განმავლობაში , მეტეოპროგნოზი იქნება , სულ ცოტა , ისეთი , როგორც ცხრილით არის მითითებული . 6 . დანიშნულების აეროდრომზე მიფრენისას, საწვავის გაანგარიშებული ოდენობა უნდა იყოს , არანაკლებ , 1სთ -ის საფრენად (სააეროდრომო წრის სიმაღლეზე ) სამყოფი . სათადარიგო აეროდრომზე მიფრენის გაანგარიშებული დროისათვის , საწვავის ნარჩენი უნდა იყოს , არანაკლებ , 30წთ -ის საფრენად (წრის სიმაღლეზე ) სამყოფი . დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აერომ(ებ)ის მინიმუმები , სფწ-ით ფრენის დასაგეგმად დასაფრენად შესვლისა და დაფრენის დებულებები ღქსს ხილვადობა აეროდრომები, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-ით დასაფრენად შესვლა და დაფრენა, მგრამ უზრუნველყოფილი არ არის დასაფრენად პირდაპირ შესვლა და დაფრენა ადზ-ის ორივე მხრიდან აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი, პლუს 120 მ (400f) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი, პლუს 1500 მ აეროდრომები, სადაც უზრუნველყოფილია სხვადასხვა გამოსადეგ ადზ-ზე სფწ-ით დასაფრენად პირდაპირ შესვლა და დაფრენა აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი, პლუს 60 მ (200f) აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმი, პლუს 800 მ აეროდრომები, სადაც უზრუნველყოფილია სფწ-ით დასაფრენად შესვლისა და დაფრენის, სულ ცოტა, ორი ოპერაცია სხვადასხვა gamosadeg adz-ზე, რომელთაგან ერთს მაინც აქვს იკაოს კატეგორია II ან III II კატეგორიისათვის, სულ ცოტა, 90 მ (300f); III კატეგორიისათვის, სულ ცოტა, 60 მ (200f); II კატეგორიისათვის – უმეტესი ხილვადობა შეესაბამება, სულ ცოტა, RVR 1200 მ-ს. III კატეგორიისათვის – უმეტესი ხილვადობა შეესაბამება, სულ ცოტა, RVR 550 მ-ს. შენიშვნა . ტერმინი : „სხვადასხვა გამოსადეგი ადზ-ი” ნიშნავს ორ (ან მეტ ) ცალკეულ ადზ-ს ან ერთს , რომელიც სფწ-ით დასაფრენად პირდაპირ შესვლისა და დაფრენისათვის აღჭურვილია ორივე მხრიდან .     მუხლი 96🔗. ვფწ-ით და გვფწ-ით ფრენის გადაწყვეტილების მიღება 1 . მეთაური ფრენის გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით :  ა ) გაფრენის , დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომების ფაქტობრივი ამინდი მეთაურის მინიმუმს შეესაბამება და ვფწ-ით (გვფწ-ით) საფრენად გათვალისწინებულზე ნაკლები არ არის;  ბ ) მარშრუტის (სამუშაო რაიონის ) დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომების პროგნოზირებული ხილვადობა და ღქსს მეთაურის მინიმუმსა და ვფწ-ით (გვფწ-ით) საფრენად გათვალისწინებულზე ნაკლები არ არის;  გ ) მარშრუტზე (სამუშაო რაიონში ) ისეთი სახიფათო მეტეომოვლენები, რომელთა შემოვლაც შეუძლებელია , პროგნოზირებული არ არის . 2 . სათადარიგო აეროდრომის უქონლობისას , გადაწყვეტილების მიღება ნებადართულია , თუ , მიფრენის დროისათვის , დანიშნულების აეროდრომის ამინდის პროგნოზით , ხილვადობა 500მ- ით და ღქსს 165ფტ- ით (50მ- ით) მეტია მინიმუმზე . 3 . ფრენის გადაწყვეტილების მიღებისას :  ა ) დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე მიფრენის დროისათვის პროგნოზირებული ხილვადობისა და/ან ღქსს-ის ცვლილებები (BECMG და/ან RAPID ტერმინების გამოყენებით ) გაითვალისწინება მათი უმცირესი მნიშვნელობების მიხედვით .  ბ ) მარშრუტზე , გაფრენის , დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე ღქსს არ გაითვალისწინება, თუ ღრუბლიანობის ფაქტობრივი და პროგნოზირებული ოდენობა ფრენის სიმაღლეზე დაბლა არაუმეტეს 4 ოქტანტია , და შესაძლებელია ღრუბლების ზედა საზღვარზე არანაკლებ 1000ფტ- ით (300მ- ით) უფრო მაღლა ფრენა . 4 . საწვრთნელი ფრენის გადაწყვეტილების მიღებისას , დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე მიფრენის დროისათვის პროგნოზირებული ხილვადობისა და/ან ღქსს-ის დროებითი და ხანმოკლე ცვლილებები არ გაითვალისწინება.     მუხლი 97🔗. წყლის ზედაპირზე მდებარე შვეულმფრენის სათადარიგო ბანი 1 . აკრძალულია სანაპირო ზოლის გარეთ წყლის ზედაპირზე მდებარე შვეულმფრენის დასაფრენი ბანის სათადარიგოდ გამოყენება , თუ საწვავის მარაგი სანაპირო ზოლში მდებარე მოედნის ამორჩევის საშუალებას იძლევა . 2 . სანაპირო ზოლის გარეთ წყლის ზედაპირზე მდებარე შვეულმფრენის დასაფრენი ბანის სათადარიგოდ შერჩევისას , მეთაურმა უნდა გაითვალისწინოს :  ა ) დაბრუნების მიჯნამდე , ვალდებულია გამოიყენოს სანაპირო ზოლში მდებარე აეროდრომი , სანაპირო ზოლის გარეთ მდებარე ბანი უნდა გამოიყენოს დაბრუნების მიჯნის გავლის შემდეგ;  ბ ) დარწმუნდეს , რომ სათადარიგო ბანამდე მიღწევა შესაძლებელია ჰაერში ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლისას;  გ ) დარწმუნდეს სათადარიგო ბანის ვარგისობაში;  დ ) დასაფრენი ბანის ამინდის პირობები გადმოცემული უნდა იყოს სერტიფიცირებული წყაროს მიერ;  ე ) სფწ-ით ფრენისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს დასაფრენად შესვლის პროცედურები;  ვ ) სხ-ის სეს -ით დადგენილი დაფრენის ტექნოლოგია (სამართი სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას ) შეიძლება შეიცავდეს სათადარიგო ბანის შერჩევის პროცედურას . მართვის კრიზისული სისტემის მექანიკური საიმედობა გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის გარეთ მდებარე ბანის ვარგისობისა და ამორჩევის საჭიროების განსაზღვრისას .     მუხლი 98🔗. აფრენის და მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი 1. აფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი უნდა შეირჩეს და მიეთითოს ფრენის სამუშაო გეგმით, თუ:  ა) აფრენის აეროდრომის მეტეოპირობები შეესაბამება მის საექსპლუატაციო მინიმუმებს ან უფრო უარესია ან აფრენის აეროდრომზე დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით;  ბ) სათადარიგო აეროდრომი აფრენის აეროდრომიდან განთავსებულია შემდეგ ფარგლებში:  ბა) ორძრავიანი სხ-ისათვის – ერთი მწყობრიდან გამოსული ძრავით, საკრეისერო სიჩქარით, 1სთ-ის ტოლფას საფრენ მანძილზე, შტილის სტანდარტულ პირობებში, ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით;  ბბ) ორძრავიანი სხ-ისათვის და ეკიპაჟისათვის, რომელსაც ETOPS-ზე ფრენის უფლება აქვს – ერთი მწყობრიდან გამოსული ძრავით, საკრეისერო სიჩქარით, 2 სთ-ის ტოლფას საფრენ მანძილზე, შტილის სტანდარტულ პირობებში, ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით;  ბგ) სამ- და მეტძრავიანი სხ-ისათვის – ერთი მწყობრიდან გამოსული ძრავით, საკრეისერო სიჩქარით, 2სთ-ის ტოლფას საფრენ მანძილზე შტილის სტანდარტულ პირობებში, ფაქტობრივი ასაფრენი მასის გათვალისწინებით. 2. ორი აირტურბინულძრავიანი სხ-ისათვის გაზრდილ მანძილზე საფრენად, მარშრუტის სათადარიგო აეროდრომი უნდა შეირჩეს და მიეთითოს ფრენის სამუშაო გეგმით და სმმ-ისათვის წარსადგენი ფრენის გეგმით.     მუხლი 99🔗. ფრენის უსაფრთხო სიმაღლის გაანგარიშება 1. ფრენის უსაფრთხო სიმაღლე გაიანგარიშება 760მმ.ვწ.სვ. (1013,2 მ. ბარის) ატმოსფერული წნევის მიხედვით, შემდეგი ფორმულებით: Hუს.760=Hუს.ნამდვ.+Hრელ.-ΔHt+(760–Рდაყვ.მინ.)x11; Hუს.1013,2=Hუს.ნამდვ.+Hრელ.-ΔHt+(1013,2–Рდაყვ.მინ.)x8,25; სადაც: Hუს.ნამდვ. ფრენის ნამდვილი უსაფრთხო სიმაღლის დადგენილი მნიშვნელობა, მ; Hრელ. მიდამოს რელიეფის უმაღლესი წერტილის სრული სიმაღლე, ხელოვნური დაბრკოლების სიმაღლის ჩათვლით, დადგენილი ზომის სიგანის ზოლის ფარგლებში, მ; Рდაყვ, მინ. ფრენის მარშრუტის (უბნის, მონაკვეთის) მინიმალური ატმოსფერული წნევა, ზღვის საშუალო დონესთან დაყვანილი, მმ.ვწ.სვ. (მ. ბარი); ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება განისაზღვრება ფორმულით: to - 15  ΔHt = 300 x H შესწ. სადაც: To მინიმალური ტემპერატურა ფრენის მარშრუტზე (უბანზე, მონაკვეთზე), გრად. Hშესწ.= Hუს. ნამდვ.+Hრელ. 2. მისადგომის რაიონში ფრენის უსაფრთხო სიმაღლის გაანგარიშება, 760მმ.ვწ.სვ. (1013,2 მ. ბარი) ატმოსფერული წნევის მიხედვით (აეროდრომის რაიონში ფრენის შესრულების ინსტრუქციაში და AIP-ში შესატანად) წარმოებს ფორმულებით: Hუს. მის.=Hუს. ნამდვ.+Hრელ.–ΔHt+(760–Рდაყვ. აერ.)x11 Hუს. მის.=Hუს. ნამდვ.+Hრელ.–ΔHt+(1013,2–Рდაყვ. აერ.)x 8.25, სადაც: Hუს. მის. ფრენის ნამდვილი უსაფრთხო სიმაღლის დადგენილი მნიშვნელობა, მ; ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება, რაც განისაზღვრება მრავალწლიანი დაკვირვებით, გამოყვანილი აეროდრომის საშუალო წლიური ტემპერატურის მიხედვით, მ; Рდაყვ. აერ. მრავალწლიანი მონაცემების მიხედვით დადგენილი აეროდრომის მინიმალური ატმოსფერული წნევა, ზღვის დონესთან დაყვანილი, განისაზღვრება ფორმულით: Рდაყვ. აერ. Hაერ. : 11(8.25) +Pაერ. სადაც: Hაერ. აეროდრომის შემაღლება ზღვის საშუალო დონიდან; Pაერ. მრავალწლიანი მონაცემების მიხედვით დადგენილი მინიმალური ატმოსფერული წნევა ადზ-ის დონეზე.       3. სააეროდრომო წრეზე ფრენის სიმაღლე (წრის სიმაღლე) გაიანგარიშება ფორმულით (აეროდრომის რაიონში ფრენის შესრულების ინსტრუქციაში და AIP-ში შესატანად): Hწრ. =Hუს. ნამდვ.+ ΔHრელ.–ΔHt, სადაც: Hუს. ნამდვ. აფრენა-დაფრენის არეში დადგენილი ნამდვილი უსაფრთხო სიმაღლე, მ. ΔHრელ. მიდამოს რელიეფის უმაღლესი წერტილის სიმაღლე აეროდრომის დონიდან, ხელოვნური დაბრკოლების სიმაღლის ჩათვლით, დადგენილი ზომის სიგანის ზოლის ფარგლებში, მ; ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება, რაც განისაზღვრება მრავალწლიანი დაკვირვებით, გამოყვანილი აეროდრომის საშუალო წლიური ტემპერატურის მიხედვით, მ; tº მრავალწლიანი დაკვირვებით გამოყვანილი აეროდრომის საშუალო წლიური ტემპერატურა, გრად. Hშესწ.= Hუს. ნამდვ.+ΔHრელ.       4. აეროდრომის რაიონის მინიმალური უსაფრთხო სიმაღლე (აეროდრომის რაიონში ფრენის შესრულების ინსტრუქციაში და AIP-ში შესატანად) გაიანგარიშება ფორმულით: მუს.=300+ΔHრელ.–ΔHt, სადაც: ΔHრელ. მიდამოს რელიეფის უმაღლესი წერტილის სიმაღლე, ხელოვნური დაბრკოლების სიმაღლის ჩათვლით, ადზ-ის ზღურბლის (დასაფრენად შესვლის მიმართულებით) დონიდან, მ. ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება, რაც განისაზღვრება მრავალწლიანი დაკვირვებით, გამოყვანილი აეროდრომის საშუალო წლიური ტემპერატურის მიხედვით, მ; tº მრავალწლიანი დაკვირვებით გამოყვანილი აეროდრომის მინიმალური წლიური ტემპერატურა, გრად. H შესწ. =300 + ΔHრელ.       5. უმდაბლეს ეშელონზე უფრო დაბლა ფრენისას, აეროდრომის რაიონის უსაფრთხო სიმაღლე გაიანგარიშება ფორმულით: Hუს. აერ.=Hუს. ნამდვ.+ΔHდაბრკ.–ΔHt, სადაც: Hუს. ნამდვ. აფრენა-დაფრენის არეში დადგენილი ნამდვილი უსაფრთხო სიმაღლე, მ. ΔHდაბრკ. მიდამოს რელიეფის უმაღლესი წერტილის სიმაღლე აეროდრომის დონიდან, ბუნებრივი დაბრკოლების სიმაღლის ჩათვლით. ხელოვნური დაბრკოლების სიმაღლე გაითვალისწინება 170კვ-ზე (300კმ/სთ) უფრო მეტი სიჩქარისას, რთულრელიეფიან რაიონში კი – ნებისმიერ შემთხვევაში, სიჩქარის მიუხედავად, დადგენილი სიგანის ზოლის ფარგლებში, მ. ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება tº აეროდრომის ფაქტობრივი ტემპერატურა, გრად. Hშესწ. = Hუს. ნამდვ. + ΔHდაბრკ. 6. უმდაბლეს ეშელონზე უფრო დაბლა გამავალი მარშრუტის (საავიაციო სამუშაოების რაიონის) უსაფრთხო სიმაღლე გაიანგარიშება ფორმულით: Hუს. დაყვ.=Hუს. ნამდვ.+Hდაბრკ.–ΔHt, სადაც: Hუს. ნამდვ. დადგენილი ნამდვილი უსაფრთხო სიმაღლე, მ. Hდაბრკ. მიდამოს რელიეფის უმაღლესი წერტილის სრული სიმაღლე, ბუნებრივი დაბრკოლების სიმაღლის ჩათვლით. ხელოვნური დაბრკოლების სიმაღლე გაითვალისწინება 170კვ-ზე (300კმ/სთ) უფრო მეტი სიჩქარისას, რთულრელიეფიან რაიონში კი – ნებისმიერ შემთხვევაში, სიჩქარის მიუხედავად, დადგენილი სიგანის ზოლის ფარგლებში, მ. ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება tº აფრენის ან დაფრენის აეროდრომის ფაქტობრივი ტემპერატურა (მათგან - უმცირესი), გრად. Hშესწ.=Hუს. ნამდვ.+Hდაბრკ.  7. მოცდის არეს ქვედა ეშელონის სიმაღლე გაიანგარიშება ფორმულით: H760 ქვ. Hწრ. სააეროდრომო წრის სიმაღლე, მ. Рაერ. აეროდრომის ფაქტობრივი წნევა, მმ.ვწ.სვ. (მ. ბარი) ΔHt სიმაღლის საზომის მეთოდური ტემპერატურული შესწორება tº აეროდრომის ფაქტობრივი ტემპერატურა, გრად. Hშესწ.=Hწრ.+300 მუხლი 100🔗. ორი აირტურბინულძრავიანი თვითმფრინავის ფრენა გაზრდილ მანძილზე 1. ექსპლუატანტს, საგენტოს უნებართვოდ, ეკრძალება ორძრავიანი თვითმფრინავის იმ მარშრუტზე ფრენის დაგეგმვა, რომლის რომელიმე წერტილი დასაფრენად გამოსადეგი აეროდრომიდან 60 სთ-ზე მეტი (შტილი, მწყობრიდან გამოსული ერთი ძრავა) საფრენი მანძილით არის დაცილებული. 2. საგენტომ ETOPS-ზე ფრენის ნებართვა შეიძლება გასცეს შემდეგის გათვალისწინებით: ა) თვითმფრინავის ტიპის საფრენად ვარგისობის მოწმობა შეიცავს ETOPS-ზე ფრენის ნებართვას, აგებულებისა და სისტემების საიმედობის ასპექტების გათვალისწინებით; ბ) ორივე ძრავის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა უკიდურესად დაბალია; გ) შესრულებულია ტექნიკური მომსახურების მიმართ წაყენებული განსაკუთრებული მოთხოვნები; დ) შესრულებულია თვითმფრინავის გამგზავრების მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები; ე) ექსპლუატანტს დადგენილი აქვს ამ ფრენის შესაბამისი საექსპლუატაციო წესები. 3. მეთაური ვალდებულია: ა) დარწმუნდეს, რომ ETOPS-ზე ფრენის გეგმით მითითებულია ის სათადარიგო აეროდრომები, რომლებიც ამ მუხლის მოთხოვნებს შეესაბამება; ბ) ETOPS-ზე ფრენის გადაწყვეტილება მიიღოს ამ „წესების” 94-ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 101🔗. საწვავ-საცხები მასალებისა და ჟანგბადის მარაგის გაანგარიშების თავისებურებები 1. ექსპლუატანტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხ-ზე იყოს საწვავის, ზეთისა და ჟანგბადის დამატებითი მარაგი, ქვემოთ ჩამოთვლილ ვითარებებში მათი ხარჯის გაზრდის შემთხვევებისათვის: ა) ქარი ან ისეთი მეტეომოვლენები, რომელთა შემოვლაც აუცილებელია; ბ) ფრენის მარშრუტის ცვლილება; გ) მოცდის არეში დაყოვნება; დ) დასაფრენად შესვლის პროცედურები, მეორე წრეზე წასვლით; ე) ჰერმეტულობის დარღვევა; ვ) ერთი ძრავის მტყუნება; ზ) ნებისმიერი სხვა ვითარება, რამაც შეიძლება დანიშნულების ადგილამდე სხ-ის მიფრენა შეაფერხოს ან საწვავის, ზეთისა თუ ჟანგბადის ხარჯი გაზარდოს. 2. სააგენტო უფლებამოსილია, დააწესოს დაცილებულ აეროდრომამდე ფრენის განსხვავებული პირობები და შემოიღოს შეზღუდვები.     მუხლი 102🔗. საწვავის მარაგის გაანგარიშება და კონტროლი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია დაადგინოს საწვავის მარაგისა და მისი ხარჯვის კონტროლის ისეთი ხერხები, რაც ნებისმიერი ფრენისათვის მის საკმაო ოდენობას უზრუნველყოფს ფრენის წინასწარი თუ შეცვლილი გეგმის შესაბამისად, და სხ-ის ექსპლუატაციის სავარაუდო და რეალური პირობების შეუსაბამობის გათვალისწინებით. 2. საფრენად საჭირო საწვავის მარაგის გაანგარიშება ეფუძნება: ა) სეს-ის მონაცემებს საწვავის ხარჯზე ან ცალკეული სხ-ის საწვავის ხარჯის მონაცემებს, თუ ამას შეიცავს ფშს-ი; ბ) სხ-ის ექსპლუატაციის სავარაუდო პირობებს; 3. საწვავის მარაგი უნდა შეიცავდეს: ა) საწვავის ხარჯს ხმელეთზე, აფრენამდე; ბ) საწვავის ხარჯს გაფრენის აეროდრომიდან დანიშნულების აეროდრომამდე, ფრენის გეგმის შესაბამისად (სარეისო საწვავი); გ) სათადარიგო მარაგს, რომელიც შედგება: გა) საწვავის მინიმალური მარაგისაგან; გბ) საკომპენსაციო მარაგისაგან; გგ) სათადარიგო აეროდრომზე წასასვლელი საწვავისაგან; გდ) დამატებითი მარაგისაგან (საჭიროებისას, მაგ. ETOPS-ზე); დ) გაანგარიშებულ ოდენობაზე ჭარბ მარაგს, მეთაურის შეხედულებისამებრ. 4. საწვავის მარაგი უნდა გაკონტროლდეს: ა) ფრენის ყოველ 30წთ-ში ან ექსპლუატანტის მიერ დადგენილ ეტაპებზე; ბ) მარშრუტის ან დანიშნულების აეროდრომის შეცვლისას; გ) სათადარიგო აეროდრომის მეტეოპირობების თუ ტექნიკური მდგომარეობის ცვლილებისას; დ) სხ-ის ექსპლუატაციის გაანგარიშებულi ფაქტობრივი პირობებიდან მნიშვნელოვანი გადახრისას; ე) ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა, დანიშნულების ან სათადარიგო აეროდრომამდე საფრენად, საწვავის მარაგის საკმარისობა ეჭვს იწვევს. 5. საწვავის მარაგის კონტროლი ეფუძნება: ა) საწვავის ნარჩენსა და ხარჯს – საწვავის საზომების მიხედვით; ბ) სხ-ის ექსპლუატაციის ფაქტობრივი პირობებს, შემდეგის ჩათვლით: ბა) ფაქტიურ საფრენ მასას; ბბ) ფაქტიურ და პროგნოზირებულ მეტეოპირობებს; ბგ) მარშრუტის დარჩენილ ნაწილზე ფრენის პროცედურებსა და შეზღუდვებს, თუ ისინი ცნობილია სმმ-ის ორგანოს ინფორმაციით ან სხვა საბუთებით (AIP, NOTAM). 6. საწვავის მარაგის კონტროლისას, გასათვალისწინებელია: ა) დანიშნულების აეროდრომამდე დარჩენილი მანძილი; ბ) სათადარიგო საწვავი, რომელიც საჭიროა: ბა) სათადარიგო აეროდრომამდე საფრენად; ბბ) დანიშნულებისა თუ სათადარიგო აეროდრომზე მიფრენისას, საწვავის მინიმალური ოდენობის დასარჩენად. 7. საწვავის საკომპენსაციო მარაგი შეადგენს გაფრენიდან დანიშნულების აეროდრომამდე საჭირო საწვავის (სარეისო საწვავის) არანაკლებ 3%-ს. 8. სათადარიგო აეროდრომზე მისაფრენად საჭირო საწვავით (სხ-ის ექსპლუატაციის სავარაუდო პირობებში), უზრუნველყოფილი უნდა იყოს დანიშნულების აეროდრომის გმს-იდან (ან დაბრუნების მიჯნიდან) სათადარიგო აეროდრომამდე სავარაუდო მარშრუტით ფრენა და სავარაუდო ადზ-ზე დასაფრენად შესვლა და დაფრენა. 9. საწვავის მინიმალური მარაგი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელობებზე არანაკლები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება:  ა) სათადარიგო აეროდრომის თავზე, 1500ფტ (450მ) სიმაღლეზე, მოცდის რეჟიმით 30წთ ფრენა ნებისმიერი ტიპის სხ-ისათვის, თუ სათადარიგო აეროდრომი საჭიროა;  ბ) დანიშნულების აეროდრომის თავზე, 1500ფტ (450მ) სიმაღლეზე, მოცდის რეჟიმით 60წთ ფრენა ტურბორეაქტიული თვითმფრინავისათვის, და 45წთ ფრენა – ხრახნიანი თვითმფრინავისათვის, თუ სათადარიგო აეროდრომი საჭირო არ არის ან გაიანგარიშება სათადარიგო აეროდრომზე წასვლის მიჯნა;  გ) საკრეისერო ეშელონზე/სიმაღლეზე 120 წთ ფრენა – ტურბორეაქტიული თვითმფრინავისათვის და 45წთ ფრენა, მარშრუტზე ფრენის დროის 15%-ის დამატებით (მაგრამ 120 წთ-ზე არაუმეტესი) – ხრახნიანი თვითმფრინავისათვის, თუ ფრენა სრულდება იზოლირებულ აეროდრომზე; 10. დამატებითი მარაგის განსაზღვრის წესებს, თუკი ის საჭიროა (მაგ. ETOPS-ზე) ადგენს ექსპლუატანტი, ფრენის სახეობის, მარშრუტისა და რაიონის მიხედვით; 11. სათადარიგო საწვავი, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა იყოს კონკრეტული სხ-ის სეს-ით მითითებულ მინიმალურ მარაგზე ნაკლები. 12. გაანგარიშებულ ოდენობაზე უფრო მეტი საწვავის აღება შეიძლება დასაბუთდეს ფრენის უსაფრთხოებით ან ეკონომიკური, ოპერატიული და სხვა მიზეზებით. 13. საფრენად საჭირო საწვავის მარაგის აღების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მეთაური.     მუხლი 103🔗. ზეთის მარაგი ზეთის ოდენობა გაიანგარიშება იმგვარად, რომ ის საკმარისი იყოს ფრენის უსაფრთხოდ დასასრულებლად, სხ-ის სეს-ის შესაბამისად.     მუხლი 104🔗. ფრენის დაგეგმვის საბუთები 1. აკრძალულია კომერციული ფრენის შესრულება, თუ მეთაურის მიერ ხელმოწერილი, ქვემოთ ჩამოთვლილი, საბუთები გაფრენის (ბაზირების) აეროდრომზე არ არის:  ა) ფრენის სამუშაო გეგმა;  ბ) სატვირთო მანიფესტი;  გ) ტექნიკური ბორტჟურნალი (თუ წინა ფრენისას შეტანილი იყო შენიშვნები ტექნიკურ გაუმართაობებზე ან ჩატარდა ტექნიკური ან პროფილაქტიკური სამუშაოები ან მიღებული იყო დასაშვები გაუმართაობებით ფრენის ნებართვა). 2. მეთაური ვალდებულია, ფრენის სამუშაო გეგმა იქონიოს დანიშნულების პუნქტამდე. 3. აკრძალულია შუალედური აეროპორტიდან ფრენის გაგრძელება ახალი სამუშაო გეგმის გარეშე, თუ შესვენება 6სთ-ზე მეტ ხანს გრძელდებოდა.     მუხლი 105🔗. სხ-ის დატვირთვა, მასა, გაწონასწორება 1. აკრძალულია ფრენა, თუ სხ-ზე განთავსებული ტვირთი თუ ბარგი სათანადოდ განაწილებული და დამაგრებული არ არის. 2. აკრძალულია ფრენა, თუ სხ-ის ჩატვირთვის, მასისა და გაწონასწორების გაანგარიშებები იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ფრენა უსაფრთხოდ შესრულდება, ნებისმიერი მოსალოდნელი პირობების გათვალისწინებით. 3. ექსპლუატანტი უფლებამოსილია, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე პასუხისმგებლობა საგანგებოდ მომზადებულ სახმელეთო პერსონალს დააკისროს, მაგრამ ამ პროცედურებზე ზედამხედველობა საჭიროა მეთაურს ან მეორე პილოტს დაევალოს. თავი IX საფრენოსნო შეზღუდვები     მუხლი 106🔗. ზოგადი დებულებები აკრძალულია ფრენა, თუ ირღვევა: ა) რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვები; ბ) სეს-ით ან მისი შემცვლელი საბუთით დადგენილი საექსპლუატაციო შეზღუდვები.     მუხლი 107🔗. აკრძალული და შეზღუდული არეები 1. აკრძალულია ფრენა აკრძალულ ან შეზღუდულ არეში, თუ მათი დაწვრილებითი ცნობები გამოქვეყნებული არ არის, ან - მისი დამწესებელი ქვეყნის უნებართვოდ. 2. აკრძალულია MNPS ან RVSM-იან საჰაერო სივრცეში ფრენა, ამ სივრცისათვის საჭირო პროცედურებისა და შეზღუდვების პირობების დაცვის გარეშე. ამ სივრცეებში საჭირო სანაოსნო აღჭურვილობის მოთხოვნებს შეიცავს „დამატებითი რეგიონული წესები” (DOC 7030).     მუხლი 108🔗. მასის ზოგადი შეზღუდვები აკრძალულია ისეთი მასის სხ-ზე ფრენა, რომლის დროსაც ძრავების ჩვეული მუშაობა ვერ უზრუნველყოფს დაბრკოლებების უსაფრთხო სიმაღლეზე გადაფრენას, ფრენის ნებისმიერ მონაკვეთზე.     მუხლი 109🔗. საფრენოსნო მონაცემები 1. აკრძალულია ფრენა იმ გარანტიის გარეშე, რომ საფრენოსნო შეზღუდვების ზუსტი გაანგარიშება შესაძლებელია სეს-ის ან ტოლფასი სხვა საბუთის საფუძველზე. 2. საფრენოსნო მახასიათებლების გამომთვლელმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ შეზღუდვები (ფრენის ნებისმიერ საფეხურზე), შეიძლება გამოითვალოს შემდეგი პირობებისათვის:  ა) სტმ-ზე ზეგავლენის მომხდენი ფრენის ნებისმიერი არახელსაყრელი პირობისათვის;  ბ) ორძრავიანი სხ-ის ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლისათვის;  გ) სამ და მეტძრავიანი სხ-ის ორი ძრავის მწყობრიდან გამოსვლისათვის; 3. საფრენოსნო მახასიათებლების გამომთვლელი პირი ვალდებულია, ყველა მუშა და უმოქმედო ძრავისათვის, ზუსტად გაიანგარიშოს:  ა) ფრენის ყველა საფეხურისათვის:  ა.ა) საწვავის ხარჯის გავლენა სხ-ის მასასა და გაწონასწორებაზე;  ა.ბ) საწვავის ხარჯის გავლენა მის მარაგზე, ფრენის კურსის, ქარის, სხ-ის მოხაზულობის ცვლილებისას;  ა.გ) საწვავის ჩამოსხმის გავლენა სხ-ის მასასა და საწვავის მარაგზე;  ად) შემოყინვის საწინაღო სისტემის გავლენა (მუშაობისას);  ა.ე) გარემოს ტემპერატურისა და ქარების გავლენა, დასახულ მარშრუტზე და მისგან ნებისმიერი გადახრისას;  ა.ვ) ფრენის კურსისა და მინიმალური (უსაფრთხო) სიმაღლეების გავლენა;  ბ) აფრენა-დაფრენის საფეხურებზე:  ბ.ა) ადზ-ის (დასაფრენი მოედნის) მდგომარეობა ნალექების დროს;  ბ.ბ) ადზ-ის ქანობი;  ბ.გ) ადზ-ის სიგრძე, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლებისა და უკზ-ს ჩათვლით;  ბ.დ) აფრენა-დაფრენის ადგილების ბარომეტრული სიმაღლე;  ბ.ე) გარემოს ფაქტობრივი ტემპერატურა და ქარი აფრენისას და დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომებზე;  ბ.ვ) კონკრეტული სხ-ის ხმელეთზე მართვის მახასიათებლები (მაგ. დამუხრუჭების ხარისხი);  ბ.ზ) აფრენა-დაფრენის ტრაექტორიებზე, გაქანზე და გარბენზე გავლენის მომხდენი ასაფრენ-დასაფრენი საშუალებები;  ბ.თ) სხ-ის მასა აფრენისას და დაფრენისას არ უნდა აჭარბებდეს იმ მაქსიმუმს, რომლითაც ნაჩვენები იყო ხმაურის სასერტიფიკაციო სტანდარტებთან შესაბამისობა (ჩიკაგოს კონვენციის №16 დანართის მიხედვით), თუ მიღებული არ არის ამ აეროდრომის მფლობელი სახელმწიფოს ნებართვა.     მუხლი 110🔗. ვფწ-ით ფრენა ღამით ერთძრავიანი სამოქალაქო სხ-ის და III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენის ღამე ვფწ-ით ფრენა ნებადართულია მხოლოდ სასწავლო-საწვრთნელი მიზნით და მხოლოდ იმ აეროდრომის რაიონში, რომელიც სადღეღამისო ფრენებისათვის არის განკუთვნილი.     მუხლი 111🔗. შეზღუდვები აფრენისას 1. იმ აეროდრომზე თუ რაიონში, სადაც სმმ-ის ორგანოს მოქმედება ვრცელდება, მეთვალყურის უნებართვოდ ფრენის დაწყება აკრძალულია. 2. ექსპლუატანტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხ-ის მასა აფრენისას არ იყოს მისი სეს-ით მითითებულ მაქსიმალურ ასაფრენ მასაზე მეტი. 3. აფრენის ნებისმიერ წერტილში კრიზისული ძრავის მტყუნებისას, თვითმფრინავს უნდა შეეძლოს ან შეწყვიტოს აფრენა და შეჩერდეს შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული მანძილის ფარგლებში, ან განაგრძოს აფრენა და გადაიფრინოს აფრენის ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, სიმაღლის საკმაო მარაგით, იქამდე, ვიდრე საშუალება ექნება შეასრულოს ამ „წესების” 111-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. 4. I კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს – აფრენისას, დამახასიათებელ წერტილში (წერტილამდე) კრიზისული ძრავის მტყუნებისას, უნდა შეეძლოს შეწყვიტოს აფრენა და შეჩერდეს შეწყვეტილი აფრენისათვის არსებული არეს ფარგლებში ან განაგრძოს სიმაღლის აღება და გადაიფრინოს აფრენის ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, სიმაღლის საკმაო მარაგით, იქამდე, ვიდრე საშუალება ექნება შეასრულოს ამ „წესების” 111-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. 5. II კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს – აფრენისას, დამახასიათებელი წერტილის გავლის შემდეგ კრიზისული ძრავის მტყუნებისას, უნდა შეეძლოს განაგრძოს სიმაღლის აღება და გადაიფრინოს აფრენის ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, სიმაღლის საკმაო მარაგით, იქამდე, ვიდრე საშუალება ექნება შეასრულოს ამ „წესების” 111-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. 6. III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს – ყველა მუშა ძრავით აფრენისას, უნდა შეეძლოს აფრენის ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებების სიმაღლის საკმაო მარაგით გადაფრენა, იქამდე, ვიდრე საშუალება ექნება შეასრულოს ამ „წესების” 111-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 112🔗. შეზღუდვები მარშრუტზე ფრენისას 1. თვითმფრინავს, ერთი უმოქმედო ძრავით მარშრუტზე ფრენისას, უნდა შეეძლოს, მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე უფრო დაბლა დაუშვებლად, მიღწევა იმ აეროდრომამდე, სადაც შესაძლებელია ამ „წესების” 112-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესრულება. 2. სამ- და მეტძრავიან თვითმფრინავს, მარშრუტის ნებისმიერ წერტილში ორი ნებისმიერი ძრავის მტყუნებისას, უნდა შეეძლოს მარშრუტის სათადარიგო აეროდრომამდე მიფრენა და დაფრენა. 3. I და II კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენებს – მარშრუტის ნებისმიერ წერტილში კრიზისული ძრავის მტყუნებისას, უნდა შეეძლოს, მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე უფრო დაბლა დაუშვებლად, მიღწევა იმ მოედნამდე, სადაც შესაძლებელია ამ „წესების” 112-ე მუხლის მე-3-4 (შესაბამისად) პუნქტების მოთხოვნების შესრულება. სამ- და მეტძრავიან შვეულმფრენს, მარშრუტის ნებისმიერ წერტილში ორი ნებისმიერი ძრავის მტყუნებისას, გამოსადეგ მოედნამდე მიფრენა და დაფრენა უნდა შეეძლოს. 4. III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს – ყველა მუშა ძრავით ფრენისას, უნდა შეეძლოს მარშრუტზე ფრენა, მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე უფრო დაბლა დაუშვებლად. 5. აკრძალულია ორძრავიანი შვეულმფრენის მიერ კომერციული ფრენის შესრულება, თუ მას, მარშრუტის ნებისმიერ წერტილში ძრავის მტყუნებისას, არ შეუძლია ფრენის გაგრძელება დანიშნულების ან სათადარიგო მოედნამდე ისე, რომ მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე უფრო დაბლა არ დაეშვას. 6. აკრძალულია II და III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენის ექსპლუატაცია ამინდისა და დღე-ღამის ისეთ პირობებში, ისეთ მარშრუტზე და მარშრუტიდან ისეთ მანძილზე გადახვევით, როცა, ძრავის მტყუნებისას, მას არ შეუძლია იძულებითი დაფრენის უსაფრთხოდ განხორციელება. 7. აკრძალულია II და III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენების მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში/რაიონში განთავსებული დედამიწის ზედაპირიდან შემაღლებული ვერტოდრომიდან ფრენა.     მუხლი 113🔗. შეზღუდვები დაფრენისას 1. ექსპლუატანტი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხ-ის მასა დაფრენისას არ იყოს მისი სეს-ით მითითებულ მაქსიმალურ დასაფრენ მასაზე მეტი. 2. თვითმფრინავს უნდა შეეძლოს დაფრენა დასაფრენ ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებების მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე გადაფრენის შემდეგ, და იმის გარანტიით, რომ ის შეჩერდება არსებული დასაფრენი დისტანციის ფარგლებში ან (ჰიდროთვითმფრინავისათვის) მიაღწევს საკმაოდ დაბალ სიჩქარეს ამავე დისტანციაზე. 3. I კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს, გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე ძრავის მტყუნებისას, უნდა შეეძლოს, უსაფრთხო სიმაღლეზე გადაიფრინოს დასაფრენ ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, დაფრინდეს ვერტოდრომზე ან ჰაერიდან ამორჩეულ მოედანზე და შეჩერდეს არსებული დასაფრენი დისტანციის ფარგლებში ან წავიდეს მეორე წრეზე და დაბრკოლებები გადაიფრინოს 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღების წერტილის გავლის შემდეგ ძრავის მტყუნებისას, შვეულმფრენს შეუძლია დაფრინდეს და შეჩერდეს არსებული დასაფრენი დისტანციის ფარგლებში. 4. II კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს, ყველა მუშა ძრავით დასაფრენად შესვლისას, უნდა შეეძლოს, უსაფრთხო სიმაღლეზე გადაიფრინოს დასაფრენ ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, დაფრინდეს ვერტოდრომზე ან ჰაერიდან ამორჩეულ მოედანზე და შეჩერდეს არსებული დასაფრენი დისტანციის ფარგლებში ან წავიდეს მეორე წრეზე და დაბრკოლებები გადაიფრინოს 110-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე კრიზისული ძრავის მტყუნებისას, იგივე ტექნიკური მოთხოვნებია. 5. III კლასის სტმ-ის მქონე შვეულმფრენს, ყველა მუშა ძრავით დასაფრენად შესვლისას, უნდა შეეძლოს, უსაფრთხო სიმაღლეზე გადაიფრინოს დასაფრენ ტრაექტორიაზე არსებული დაბრკოლებები, დაფრინდეს ვერტოდრომზე ან ჰაერიდან ამორჩეულ მოედანზე და შეჩერდეს არსებული დასაფრენი დისტანციის ფარგლებში ან წავიდეს მეორე წრეზე და დაბრკოლებები გადაიფრინოს 110-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 114🔗. საავარიო საშუალებები აკრძალულია მიმოსვლა, აფრენა და დაფრენა, თუ საბორტო ავტომატურად განშლადი საავარიო-საევაკუაციო საშუალებები დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად მზად არ არის.  მუხლი 115🔗. შეზღუდვებისაგან გათავისუფლება 1. თუ ამ თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია კონსტრუქციული თუ სტმ-ის თავისებურებებით (მაგ. ჰიდროთვითმფრინავი, ზებგერითი სხ, აეროსტატი და სხვა) ექსპლუატანტი ვალდებულია, სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, გამოიყენოს ფრენის ისეთი (დამტკიცებული) სტანდარტები, რაც არსებულ მოთხოვნებზე არანაკლები უსაფრთხოების დონეს უზრუნველყოფს. 2. ამ თავით დადგენილი შეზღუდვებისაგან გათავისუფლების უფლება ენიჭება სააგენტოს, რომელიც ამისათვის გასცემს განსაკუთრებულ ნებართვას. თავი X  ფრენის წესები     მუხლი 116🔗. ხმელეთზე ექსპლუატაცია 1. აკრძალულია სხ-ის მიმოსვლა, თუ მის ეკიპაჟს:  ა) უფლებამოსილება არ მიუღია სხ-ის მფლობელის, მეიჯარიs, ან დანიშნული აგენტისაგან;  ბ) არა აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ავიასპეციალისტის მოწმობებში გაფორმებული;  გ) არა აქვს რაციით სარგებლობის უფლება;  დ) კომპეტენტური პირისაგან არ მიუღია ცნობები მარშრუტზე, მონიშვნაზე, შუქტექნიკურ საშუალებებზე, საექსპლუატაციო პროცედურებზე, ფრაზეოლოგიაზე, სმმ-ის ორგანოდან ინსტრუქცია და სხვა. 2. იმ მოედანზე/სადგომზე, რომელიც საიმედო მისაბმელი მოწყობილობით არის აღჭურვილი და შვეულმფრენი ამ აღჭურვებით დაბმულია, მისი ძრავის ამუშავებისა და მოსინჯვის უფლება ეძლევათ როგორც სხ-ის მეთაურს, ასევე ბორტმექანიკოსს და საამისოდ მომზადებულ ტექნიკურ სპეციალისტს; თუ მოედანი/სადგომი მისაბმელი მოწყობილობით არ არის აღჭურვილი, შვეულმფრენის ძრავის ამუშავება და მოსინჯვა ნებადართულია მხოლოდ საფრენოსნო ეკიპაჟის სრული შემადგენლობით.     მუხლი 117🔗. უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა 1. ეკიპაჟის წევრი აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის ნებისმიერ მონაკვეთზე, როცა მას სამუშაო ადგილი უკავია, ვალდებულია მიბმული იყოს სავარძელზე უსაფრთხოების ღვედებით. 2. ეკიპაჟის წევრი, რომელსაც უკავია მხრის ღვედებით აღჭურვილი სამუშაო ადგილი, ვალდებულია ისინი შეიკრას აფრენა-დაფრენისას, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ეს სასამსახურო მოვალეობების შესრულებას ხელს უშლის. 3. მისაბმელი და მხრის ღვედებით ერთდროულად აღჭურვილი სამუშაო ადგილის დამკავებელი პირი ვალდებულია ისინი შეიკრას აფრენა-დაფრენისას და ტურბულენტურ ატმოსფეროში შესვლის წინ; ამასთან ერთად, მას უნდა ჰქონდეს თავისუფლად მოქმედების საშუალება, რათა სათანადოდ შეასრულოს საკუთარი მოვალეობები. 4. დაუკავებელ ადგილზე უსაფრთხოების ღვედები ისე უნდა დამაგრდეს, რომ ეკიპაჟის წევრებს ხელი არ შეუშალოს მოვალეობების შესრულებაში, მგზავრებს კი – საგანგებო ვითარების დროს გადაადგილებაში.     მუხლი 118🔗. ეკიპაჟის წევრი საკუთარ სამუშაო ადგილზე 1. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი ვალდებულია იყოს საკუთარ სამუშაო ადგილზე აფრენა-დაფრენისა და ფრენის კრიზისული სტადიის განმავლობაში. 2. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი ვალდებულია იყოს საკუთარ სამუშაო ადგილზე ფრენის ნებისმიერ საფეხურზე, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა:  ა) არყოფნა გამოწვეულია ფრენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებასთან;  ბ) არყოფნა გამოწვეულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებით, ამასთან, ერთი კვალიფიცირებული პილოტი ყოველთვის უნდა რჩებოდეს სხ-ის სამართად;  გ) ის ისვენებს, და ეკიპაჟის კვალიფიცირებული წევრი ცვლის მას სამუშაო ადგილზე. 3. მომსახურე ეკიპაჟის წევრი აფრენა-დაფრენისას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როცა მეთაური ამას საჭიროდ ჩათვლის, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვალდებულია იჯდეს მისთვის განკუთვნილ ადგილზე.     მუხლი 119🔗. კაბინაში შეშვება 1. კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებზე, მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პილოტების კაბინის კარი (თუ არის) იყოს დაკეტილი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხორციელდება ეკიპაჟის სამუშაო ტექნოლოგიით გათვალისწინებული ქმედებები ან ავარიული ევაკუაცია). ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი საშუალებები, რის მეშვეობითაც, სამგზავრო სალონში საეჭვო ქმედებების ან უსაფრთხოების დარღვევის ფაქტის გამოვლენისას, ბორტგამყოლს შეეძლება საფრენოსნო ეკიპაჟის გაფრთხილება, მგზავრებისაგან შეუმჩნევლად. 2. კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებზე აკრძალულია კაბინაში ვინმეს შეშვება, თუ ის არ არის:  ა) ამ ფრენის შემსრულებელი ეკიპაჟის წევრი;  ბ) სერტიფიცირებაზე ან საინსპექციო შემოწმებაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი პირი (თუკი შეშვება საჭიროა მისი ოფიციალური მოვალეობების შესასრულებლად);  გ) ექსპლუატანტის ფშს-ის შესაბამისად დაშვებული პირი. 3. მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:  ა) პირის კაბინაში შეშვებამ არ გამოიწვიოს ეკიპაჟის ყურადღების გაფანტვა ან პირის მიერ ფრენის შესრულებაში ჩარევა;  ბ) კაბინაში მყოფნი იცნობდნენ უსაფრთხოების შესაბამის პროცედურებს.     მუხლი 120🔗. აფრენის პირობები 1. აფრენის წინ, მეთაური ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:  ა) აეროდრომის ამინდი და ადზ-ის მდგომარეობა უსაფრთხო აფრენისა და აეროდრომის რაიონიდან გასვლის საშუალებას იძლევა;  ბ) RVR ან ვიზუალური ხილვადობა აფრენის მიმართულებით, სულ ცოტა, დადგენილი მინიმუმის ტოლია. 2. აფრენა აკრძალულია, თუ: ა) შეინიშნება ფრენის უსაფრთხოებისათვის მუქარის შემცველი მეტეოროლოგიური მოვლენა ან ფრინველთა თავმოყრა; ბ) ფაქტობრივი ამინდი დადგენილ მინიმუმზე (აეროდრომის, მეთაურის) უარესია; გ) ადზ-ის ზედაპირი მოთხოვნებს არ შეესაბამება; დ) სხ-ის ზედაპირი დაფარულია ყინულით, თრთვილით ან სველი თოვლით; ე) სხ-ის ასაფრენი მასა, აფრენის ფაქტობრივი პირობებისათვის, დასაშვებს აჭარბებს; ვ) სხვა სხ მეორე წრეზე მიდის; ზ) ასაფრენ ზოლზე დაბრკოლებებია.     მუხლი 121🔗. აფრენა 1. აფრენა, როგორც წესი, სრულდება ადზ-ის დასაწყისიდან. აფრენა შეიძლება არა ადზ-ის დასაწყისიდან, თუ:  ა) ეს გათვალისწინებულია ამ აეროდრომის ფრენების შესრულების ინსტრუქციით;  ბ) ადზ-ის მახასიათებლები, გაქანების დაწყების ადგილიდან, სხ-ის ფაქტობრივი ასაფრენი მასისა და ასაფრენად საჭირო პირობებს შეესაბამება. 2. აფრენა შეიძლება ზურგქარითაც, თუ ეს აეროდრომის ფრენების შესრულების ინსტრუქციითა და სხ-ის სეს-ით არის ნებადართული.     მუხლი 122🔗. სამართი ორგანოებით მანიპულირება 1. მეთაურს ეკრძალება არაკვალიფიცირებულ პირს ანდოს სხ-ის მართვა. 2. პირს ეკრძალება სხ-ის სამართი ორგანოებით მანიპულირება, თუ ის ამ ეკიპაჟის წევრი არ არის.     მუხლი 123🔗. შემოყინვის პირობებში ფრენა 1. აკრძალულია აფრენა ან მარშრუტზე ფრენის გაგრძელება, თუ მოსალოდნელია შემოყინვა და:  ა) სხ შემოყინვის არეში საფრენად სერტიფიცირებული (სეს-ით გათვალისწინებული) არ არის; ან  ბ) შემოყინვის საწინაღო სისტემა, შემოყინვის სავარაუდო პირობებისათვის, არაეფექტურია. 2. აკრძალულია აფრენა, თუ სხ-ის კრიზისულ სიბრტყეებზე (ფრთები, სამართი სიბრტყეები, ხრახნი, ძრავის ჰაერშემკრები და სხვა) დადებულია თრთვილი, თოვლი ან ყინული.     მუხლი 124🔗. სიმაღლის საზომის დაყენება 1. აეროდრომის რაიონში ფრენისას, სხ-iს მდებარეობა ვერტიკალურ სიბრტყეში (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გამოკლებით), გადასვლის სიმაღლეზე ან უფრო დაბლა, გამოისახება სრული სიმაღლის მნიშვნელობით, გადასვლის ეშელონზე ან უფრო მაღლა კი ფრენის ეშელონით. გადასასვლელი შრის გადაკვეთისას, სხ-ის მდებარეობა ვერტიკალურ სიბრტყეში, სიმაღლის აღებისას გამოისახება ფრენის ეშელონით, დაშვებისას კი – სრული სიმაღლის მნიშვნელობით (QNH). 2. დასაფრენად შესვლის ნებართვის გაცემისა და დაშვების დაწყების შემდეგ, სხ-ის მდებარეობა ვერტიკალურ სიბრტყეში, გადასვლის ეშელონზე მაღლა, შეიძლება გამოისახოს სრული სიმაღლის მნიშვნელობით, იმ პირობით, რომ ჰორიზონტალური ფრენა გადასვლის სრულ სიმაღლეზე მაღლა არ მიეთითება და მისი შესრულება არ ივარაუდება. ეს, უპირველესად, გათვალისწინებულია აირტურბინული ძრავის მქონე სხ-ისათვის, რომლისთვისაც სასურველია უზრუნველყოფილი იყოს დიდი სიმაღლიდან უწყვეტი (უსაფეხურებო) დაშვება, დაშვების მთელი დროის განმავლობაში სრული სიმაღლის მნიშვნელობების გამოყენებით. 3. მარშრუტზე ფრენისას, სხ-ის მდებარეობა ვერტიკალურ სიბრტყეში გამოისახება:  ა) ყველაზე უფრო დაბალ ეშელონზე და მის ზემოთ – ფრენის ეშელონით;  ბ) ყველაზე დაბალ ეშელონზე უფრო დაბლა ფრენისას - სრული სიმაღლით. 4. გადასვლის ეშელონი, როგორც წესი, არის გადასვლის სიმაღლეზე უფრო მაღლა გამოყენებული ფრენის ყველაზე უფრო დაბალი ეშელონი, რომელიც დგინდება ნებისმიერი აეროდრომისათვის. 5. საფრენოსნო ინფორმაციისა და რაიონული სამეთვალყურეო ცენტრები, სხ-ზე გადასაცემად ეკიპაჟის მოთხოვნისთანავე, უნდა ფლობდნენ მათზე დაქვემდებარებული რაიონების QNH-ს ან ატმოსფერული წნევის პროგნოზებს. 6. გადასვლის ეშელონი შეიძლება დასაფრენად შესვლაზე გაცემული სამეთვალყურეო ნებართვით მიეთითოს. 7. დასაფრენად ან წრეში შესვლაზე, აგრეთვე, გამფრენი სხ-ის მიმოსვლის დაწყებაზე გაცემული ნებართვით უნდა მიეთითოს სიმაღლსაზომის QNH-ზე დასაყენებელი მონაცემები. 8. თუ სხ დასაფრენად შედის QFE-ს გამოყენებით, მისი სიმაღლე გამოისახება აეროდრომის შემაღლებიდან (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის გამოისახება ადზ-ის ზღურბლიდან):  ა) ზუსტი დაფრენისათვის მოუწყობელი ადზ-ისათვის, თუ მისი ზღურბლი აეროდრომის შემაღლებიდან 2 მ-ით (7 ფტ-ით) და მეტით უფრო დაბალ სიმაღლეზეა; და  ბ) ზუსტი დაფრენისათვის აღჭურვილი ადზ-ისათვის. 9. სიმაღლსაზომის დასაყენებლად ეკიპაჟისათვის გადაცემული მონაცემები მრგვალდება ნაკლები მნიშვნელობისაკენ, უახლოეს მთელ ჰექტოპასკალამდე ან ვერცხლისწყლის სვეტის მეათედამდე. 10. სიმაღლსაზომის სკალის დაყენების, ეკიპაჟის მიერ ჩვენებების შედარების, დასაშვები სხვაობის წესებს შეიმუშავებს ექსპლუატანტი, სხ-ის სეს-ის შესაბამისად, და შეაქვს ფშს-ში. 11. რთულრელიეფიან აეროდრომზე, ადზ-ის დონეზე ისეთი დაბალი ატმოსფერული წნევის დროს, რომლის დაყენებაც სიმაღლსაზომის სკალაზე შეუძლებელია, საჭიროა:  ა) აფრენის წინ სიმაღლსაზომზე დაყენდეს აეროდრომის წნევის მნიშვნელობა, ზღვის დონეზე დაყვანილი. ამ შემთხვევაში, სიმაღლსაზომის ჩვენება მიიღება „პირობით ნულად”, რომლის მიხედვითაც სრულდება დასახული სიმაღლის აღება;  ბ) დაფრენის წინ მეთვალყურე ეკიპაჟს აცნობებს აეროდრომის სრულ სიმაღლეს და აეროდრომის ატმოსფერული წნევის მნიშვნელობას, ზღვის დონეზე დაყვანილს, რომელსაც ეკიპაჟი აყენებს სიმაღლსაზომზე და ასრულებს დასაფრენ მანევრს. ამასთან, ეკიპაჟი მხედველობაში იღებს, რომ სიმაღლსაზომი უჩვენებს სრულ სიმაღლეს, ხმელეთთან შეხებისას კი – აეროდრომის სიმაღლეს ზღვის დონიდან.     მუხლი 125🔗. ავარიული დაშვება 1. ავარიული დაშვებისას, პილოტი შემდეგ ქმედებებს ასრულებს: ა) დაშვებამდე, ასრულებს ბრუნს, მარშრუტიდან გასასვლელად; ბ) დაშვების გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს სმმ-ის ორგანოს; გ) „მოპასუხეზე” აყენებს კოდს: 7700; დ) რთავს საბორტო სააერნაოსნო ნათურებს; ე) TCAS-ის მეშვეობით, უთვალთვალებს იმ სხ-ებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან მას; ვ) შემდგომ ქმედებებს ათანხმებს სმმ-ის ორგანოსთან. 2. სფწ-ით ფრენისას, სხ არ უნდა დაეშვას იმ მინიმალურ სრულ სიმაღლეზე დაბლა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ამ რაიონში არსებული დაბრკოლებების უსაფრთხო სიმაღლეზე გადაფრენა: ა) მარტივრელიეფიან რაიონში – 1000ფტ (300m);  ბ) რთულრელიეფიან რაიონში – 2000ფტ (600m). 3. მეთაურს, ფრენის კრიზისულ საფეხურებზე, ეკრძალება საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს მისცეს ნებისმიერი ისეთი საქმიანობის უფლება, რასაც მისი ყურადღების გადატანა თუ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში დაბრკოლების წარმოქმნა შეუძლია.     მუხლი 126🔗. დასაფრენად შესვლა 1. დასაფრენად შესვლის დაწყებამდე, მეთაური ვალდებულია დარწმუნდეს, რომ აეროდრომის მეტეოპირობები და ადზ-ის მდგომარეობა დასაფრენად უსაფრთხო შესვლას, დაფრენასა თუ მეორე წრეზე წასვლას ხელს არ უშლის, სხ-ის სტმ-ის გათვალისწინებით. 2. გადასვლის ეშელონზე უფრო დაბლა ფრენისას, ეკიპაჟის წევრი ვალდებულია რადიოკავშირი წარმართოს მიმართული მიკროფონის ან ლარინგოფონის მეშვეობით.     მუხლი 127🔗. დასაფრენად შესვლის საწყისი და შემდგომი საფეხურები 1. თუ ხილვადობა ადზ-ზე, სმმ-ის ორგანოს მონაცემებით, მინიმუმზე უარესია, დასაფრენად შესვლა შეიძლება მხოლოდ შორეულ მომნიშვნელამდე ან დასაფრენ სწორზე განთავსებულ ტოლფასოვან წერტილამდე. 2. თუ სქემით გათვალისწინებული არ არის შორეული მომნიშვნელი ან მისი ტოლფასოვანი წერტილი, მეთაური ვალდებულია მიიღოს დასაფრენად შესვლის ან მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება 1000ფტ (300მ) ფარდობით სიმაღლემდე. 3. თუ შორეული მომნიშვნელის ან მისი ტოლფასოვანი წერტილის გადაფრენისას, მეთაური მიიღებს ადზ-ზე ხილვადობის გაუარესების (მინიმუმზე ნაკლები) შეტყობინებას, მას უფლება აქვს დასაფრენად შესვლა განაგრძოს გმს-ამდე. 4. მეთაურს უფლება აქვს გმს-ზე უფრო დაბლა დაეშვას და დაფრინდეს, თუ ხილვადობა ადზ-ზე მინიმუმს შეესაბამება, გმს-ზე კი დამყარებულია და ბოლომდე შენარჩუნებულია ვიზუალური კონტაქტი სახმელეთო ორიენტირებთან.     მუხლი 128🔗. დასაფრენად სახელსაწყო შესვლა და დაფრენა 1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლა და დაფრენა, სათანადო სქემების გამოყენებით, კლასიფიცირდება:  ა) არაზუსტი შესვლა და დაფრენა, გლისადის მიმართვის გამოუყენებლად;  ბ) ზუსტი შესვლა და დაფრენა, აზიმუტისა და გლისადის მიმართვის გამოყენებით. 2. დასაფრენად ზუსტი შესვლისა და დაფრენის კატეგორიები:  ა) კატეგორია I. DH  გ) კატეგორია IIIA. DH < 30მ (100ფტ) ან მის შეუზღუდავად და RVR  ე) კატეგორია III C. DH-სა და RVR-ის შეუზღუდავად; 3. თუ DH და RVR სხვადასხვა კატეგორიას შეესაბამება, დასაფრენად სახელსაწყო შესვლა და დაფრენა საჭიროა უფრო მკაცრი მოთხოვნების კატეგორიით შესრულდეს. 4. თუ RVR არ იზომება, 800მ-ზე ნაკლები ხილვადობის აეროდრომის მინიმუმად დადგენა აკრძალულია. 5. სახელსაწყო ფრენებისათვის აღჭურვილი აეროდრომის ან ადზ-ისათვის, სახელმწიფო ამტკიცებს და აქვეყნებს დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ერთ ან რამდენიმე სქემას, ამ მუხლით მითითებული კლასიფიკაციისა თუ კატეგორიების მიხედვით. 6. სფწ-ით საფრენად დაშვებული მეთაური ვალდებულია შეასრულოს აეროდრომის სქემით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 129🔗. მეორე წრეზე წასვლა 1. მეთაური ვალდებულია შეწყვიტოს დაშვება და წავიდეს მეორე წრეზე, თუ:  ა) შეინიშნება დაფრენისათვის სახიფათო მეტეომოვლენები ან ფრინველთა თავმოყრა;  ბ) ძლიერი ნალექების პირობებში, ხილვადობა 1000მ-ზე ნაკლებია (ხილვადობა შმნ-ის მიხედვით მხედველობაში არ მიიღება);  გ) გლისადის შესანარჩუნებლად, საჭიროა ძრავ(ებ)ის რეჟიმის ნომინალამდე გაზრდა;  დ) ეკიპაჟმა მიიღო დასაფრენად დასაშვებზე უფრო უარესი პირობების შეტყობინება;  ე) მიახლოების ნათურებთან ან სხვა ორიენტირებთან საიმედო ვიზუალრი კონტაქტის (დაფრენის კურსით) დამყარებამდე, ჩაირთო გმს-ის ან დედამიწასთან სახიფათო მიახლოების სიგნალიზაცია;  ვ) შმრს-ის გადაფრენის შემდეგ, კურსიდან, გლისადიდან თუ ვერტიკალური სიჩქარიდან გადახრა სეს-ით დადგენილზე მეტია;  ზ) გმს-ამდე მიახლოების (ადზ-ის) ნათურებთან ან სახმელეთო ორიენტირებთან საიმედო ვიზუალური კონტაქტი არ დამყარებულა;  თ) გმს-ზე სხ-ის სივრცობრივი მდებარეობით ან ადზ-ის მიმართ მოძრაობის პარამეტრებით, უსაფრთხო დაფრენა უზრუნველყოფილი არ არის;  ი) გმს-იდან მეორე წრეზე წასვლის მინიმალურად დასაშვებ სიმაღლემდე დაშვებისას, მიახლოების/ადზ-ის ნათურებთან ან სახმელეთო ორიენტირებთან ვიზუალური კავშირი გაწყდა;  კ) საჰაერო სივრცეში ან ადზ-ზე გაჩნდა ფრენის უსაფრთხოებისათვის მუ\არის შემქმნელი დაბრკოლება;  ლ) დაფრენის გაანგარიშებით, უსაფრთხო დაფრენა უზრუნველყოფილი არ არის. 2. აკრძალულია მეთაურის მიერ მიღებული მეორე წრეზე წასვლის გდაწყვტილების ეჭვქვეშ დაყენება, მით უმეტეს – ამის გამო მისდამი ადმინისტრაციული ზომების მიღება.     მუხლი 130🔗. იკაოს II და III კატეგორიებით ფრენა 1. აკრძალულია II ან III კატეგორიებით ფრენა, თუ:  ა) სხ-ის არა აქვს სათანადო აღჭურვილობა;  ბ) მეთაურსა და მეორე პილოტს არა აქვთ შესაბამისი დაშვებები;  გ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს არა აქვთ სათანადო ცოდნა და არ გასცნობიან შესაბამის პროცედურებს;  დ) ამ კატეგორიებით საფრენად საჭირო სახმელეთო სისტემების ყოველი შემადგენელი ნაწილი და სახომალდე აღჭურვილობა მუშა მდგომარეობაში არ არის. 2. როცა დასაფრენად შესვლის სქემა გმს-ით სარგებლობას საჭიროებს, უნდა დადგინდეს ის გმს-ი, რომელიც ყველაზე უფრო მეტი იქნება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:  ა) სხ-ისათვის დადგენილი;  ბ) მეთაურისათვის დადგენილი;  გ) დასაფრენად შესვლის სქემით დადგენილი;  დ) ექსპლუატანტის ფშს-ით დადგენილი; 3. აკრძალულია გმს-ზე უფრო დაბლა დასაფრენად შესვლის გაგრძელება, თუ არ არის შემდეგი პირობები:  ა) სხ-ის სივრცობრივი მდებარეობა დასაფრენად შესვლის გაგრძელების საშუალებას იძლევა ჩვეული ვერტიკალური სიჩქარით, დასაშვები მანევრირებით, შეხების არეში დაფრენით;  ბ) II და III კატეგორიებით დასაფრენად შესვლისას, პილოტის მხედველობის არეში (ვიზუალური ხედვის სექტორში) მყარად ჩანს აეროდრომის შუქმოწყობილობის, სულ ცოტა, 3 გვერდიგვერდ მდებარე ნათურა: მიახლოების ნათურების ღერძულა ხაზისა ან შეხების არეს ნათურებისა ან ადზ-ის ღერძულა ნათურებისა ან ადზ-ის გვერდითი ნაპირის ნათურებისა ან მათი კომბინაცია. მხედველობის არეში, ასევე, უნდა ხვდებოდეს შუქმოწყობილობის განივი ელემენტები: შუქჰორიზონტი და ადზ-ის შესავალი ნათურები;  გ) III  კატეგორიით დასაფრენად შესვლისას, გმს-იდან უნდა ჩანდეს ერთი ღერძულა ნათურა მაინც. თუ გმს-ი არ გამოიყენება, ადზ-თან (მის ნათურებთან) ვიზუალური კონტაქტი, შეხებამდე, აუცილებელი არ არის; 4. მეთაური ვალდებულია შეწყვიტოს დაშვება და წავიდეს მეორე წრეზე, თუ ამ მუხლით ჩამოთვლილი პირობები უზრუნველყოფილი არ არის.     მუხლი 131🔗. II და III კატეგორიებით ფრენის სახელმძღვანელო 1. აკრძალულია II ან III კატეგორიებით ფრენა, თუ:  ა) სხ-ზე არ არის II და III კატეგორიებით ფრენის სახელმძღვანელო;  ბ) ფრენები სრულდება სახელმძღვანელოთი დადგენილი პროცედურების, ინსტრუქციებისა და შეზღუდვების შეუსაბამოდ;  გ) სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ აღჭურვილობას ტექნიკური დირექტივებით დადგენილი მომსახურება და საინსპექციო შემოწმება არ ჩასტარებია; 2. ექსპლუატანტი ვალდებულია ჰქონდეს სახელმძღვანელოს დამტკიცებული ეგზემპლარი და, უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს მას.     მუხლი 132🔗. ერთი ძრავის მტყუნება 1. მეთაური ვალდებულია დაფრინდეს უახლოეს ხელსაყრელ აეროდრომზე, თუ ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, გარდა შემდგომი პუნქტით მითითებული შემთხვევებისა. 2. თუ სამ- და მეტძრავიან სხ-ის ერთმა ძრავამ უმტყუნა, მეთაურს უფლება აქვს წავიდეს ნებისმიერ აეროდრომზე, თუკი ის გადაწყვეტს, რომ იმ აეროდრომზე დაფრენა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც - უახლოეს ხელსაყრელ აეროდრომზე, ამასთან იგი ვალდებულია გაითვალისწინოს:  ა) მწყობრიდან გამოსვლის თავისებურება და ის ტექნიკური გართულებები, რაც ფრენის გაგრძელებისას შეიძლება წარმოიქმნას;  ბ) ფრენის სიმაღლე, სხ-ის მასა და საწვავის მარაგი;  გ) მარშრუტისა და დაფრენის აეროდრომის მეტეოპირობები;  დ) საჰაერო ვითარება;  ე) მიდამოს რელიეფი მარშრუტზე;  ვ) დაფრენის აეროდრომის ცოდნა.     მუხლი 133🔗. სხვა სხ-ის სიახლოვეს ფრენა აკრძალულია:  ა) სხვა სხ-ისაგან ისეთ მანძილზე ფრენა, როცა შეჯახების საფრთხის წარმოქმნაა შესაძლებელი.  ბ) მწყობრად ფრენა, მწყობრის სხ-ების მეთაურებს შორის მოლაპარაკების გარეშე.  გ) კომერციული მგზავრების გადაყვანა სხ-ების მწყობრად ფრენისას.     მუხლი 134🔗. იმიტირებული ფრენა 1. აკრძალულია იმიტირებული სახელსაწყო ფრენა, თუ:  ა) სხ-ის მართვის მეორე ადგილი არ უკავია პილოტს, რომელსაც აქვს „მოყვარული პილოტის მოწმობა” მაინც, ამ სხ-ზე შესაბამისი დაშვებებით;  ბ) მეორე ადგილის დამკავებელ პილოტს არა აქვს საკმარისი ხედვის არე სხ-ის ფრენის მიმართულებით და გვერდითი. 2. აკრძალულია იმიტირებული სახელსაწყო ფრენა კომერციული გადაზიდვებისას. 3. აკრძალულია არასტანდარტული ან საგანგებო ვითარების იმიტირება კომერციული გადაზიდვებისას.     მუხლი 135🔗. ჩამოგდება, გაფრქვევა, ბუქსირება აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებები, სააგენტოს ნებართვის გარეშე:  ა) სხ-დან ჩამოგდება (ჩამოყრა) ან გაფრქვევა;  ბ) სხ-ის ან სხვა ობიექტების ბუქსირება;  გ) სხ-დან პარაშუტისტების გადასხმა.  მუხლი 136🔗. ფიგურული ფრენა 1. აკრძალულია ფიგურული ფრენა:  ა) ნებისმიერი დასახლების თავზე;  ბ) ხალხის თავშეყრის ადგილის თავზე;  გ) დედამიწის რელიეფიდან 1600ფტ-ზე (500მ-ზე) უფრო დაბალ სიმაღლეზე;  დ) ვფწ-ით დადგენილზე უფრო უარეს პირობებში;  ე) კლასის საჰაერო სივრცის გარეთ. 2. აკრძალულია მანევრირება, რომლის დროსაც დაფერდება 60​0-ზე ან ტანგაჟი 30​0-ზე მეტია, თუ სხ-ზე მყოფებს არა აქვთ კვალიფიცირებული პირის მიერ, ბოლო 12 თვის განმავლობაში, დაკეცილი პარაშუტები.  მუხლი 137🔗. საცდელი ფრენების რაიონი აკრძალულია საცდელი ფრენა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში და დატვირთულ საჰაერო სივრცეში.     მუხლი 138🔗. არაკონტროლირებადი აეროდრომი 1. სამეთვალყურეო პუნქტის უქონელ აეროდრომზე აფრენა-დაფრენისას, მეთაური ვალდებულია იხელმძღვანელოს იმ ორგანოს მიერ დადგენილი სქემებით, რომლის იურისდიქციაც ამ აეროდრომზე ვრცელდება. 2. მეთაური ვალდებულია აფრენა-დაფრენა შეასრულოს პირქარით, თუ უსაფრთხოება, ადზ-ის განთავსება ან ფრენის სქემასთან დაკავშირებული მოსაზრებები არ მიუთითებს, რომ უკუმიმართულება უფრო მისაღებია. 3. აეროდრომიდან/დასაფრენი მოედნიდან დაახლოებით ერთიდაიმავე კურსით (45​0-ზე ნაკლები განსხვავებით) აფრენა და დაფრენა აკრძალულია:  ა) უფრო მეტი ასაფრენი მასის მქონე სხ-ის შემდეგ - 2 წთ-ის განმავლობაში;  ბ) თანაბარი და უფრო ნაკლები ასაფრენი მასის მქონე სხ-ის შემდეგ - 1 წთ-ის განმავლობაში.     მუხლი 139🔗. გზის გადაჭრა სახელმწიფო ავიაციის სხ-ის მიერ გზის გადაჭრისას, მეთაური ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესებით”. თავი XI მგზავრები  მუხლი 140🔗. მგზავრების გადაყვანა აკრძალულია მგზავრის გადაყვანა, თუ:  ა) მისთვის არ არის უსაფრთხოების ღვედებით აღჭურვილი ადგილი;  ბ) ადგილი განთავსებულია ისე, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრს მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის;  გ) ამ ადგილიდან ძირითად ან სათადარიგო გასასვლელამდე თავისუფალი მისადგომი არ არის;  დ) არ არის მგზავრის შესატყობინებელი საშუალებები;  ე) ეკიპაჟის წევრმა მგზავრს არ ჩაუტარა საავარიო აღჭურვილობითა და გასასვლელებით სარგებლობის ინსტრუქტაჟი.  მუხლი 141🔗. შეზღუდული მოძრაობის მქონე პირების გადაყვანა, ოპერატორი ვალდებულია შეიმუშავოს შესაბამისი პროცედურები შეზღუდული მოძრაობის მქონე მგზავრების გადაყვანისათვის   შეზღუდული მოძრაობის მქონე პირს ეკრძალება იმ ადგილის დაკავება, სადაც შეიძლება:  ა) ეკიპაჟს ხელი შეუშალოს მოვალეობების შესრულებაში;  ბ) შეზღუდოს საავარიო აღჭურვილობასთან მიდგომა;  გ) ხელი შეუშალოს მგზავრების ავარიულ ევაკუაციას. ხომალდის მეთაური უნდა იყოს ინფორმირებული სხ-ის ბორტზე ასეთი მგზავრის ყოფნისშემთხვევაში.     მუხლი 142🔗. დეპორტირებულიმგზავრების და პატიმრების გადაყვანა ბადრაგის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშავოს დეპორტირებული და პატიმარი მგზავრების საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის პროცედურები აკრძალულია დეპორტირებული და პატიმარი მგზავრების განთავსება ავარიულ გასასვლელებთან.     მუხლი 143🔗. გადაყვანაზე უარის თქმა ექსპლუატანტი უფლებამოსილია გადაყვანაზე უარი უთხრას, თუ მგზავრი: ა) აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რაც საშუალებას არ აძლევს განთავსდეს სამგზავრო სალონში, სხ-დან გასასვლელის ახლო მდებარე ადგილის გარდა ბ) აკრძალულია ნებისმიერი პირის სხ-ზე აყვანა თუ მომსახურება, თუ ის მეტად ნასვამ მდგომარეობაშია ან ეტყობა (ქცევით ან ფიზიკური ნიშნებით), რომ ის ნარკოტიკის გავლენის ქვეშაა (სამედიცინო პაციენტების გარდა). მუხლი144. ადგილები გასასვლელის სიახლოვეს აკრძალულია საავარიო გასასვლელთან ადგილის დაკავება იმ მგზავრის მიერ, რომელიც ვერ შეძლებს გასასვლელის გაღებას და ს/ხ-ის სწრაფად დატოვებისათვის საჭირო ფუნქციების შესრულებას. არსებობს კატეგორია მგზავრებისა, რომელთაც არ შეიძლება დაერთოთ ნება დაიკავონ ადგილები ავარიული გასასვლელების სიახლოვეს. ესენია: ა) ადამიანები, რომელთაც აქვთ შესამჩნევი ფიზიკური და გონებრივი ნაკლი; ბ) ბრმა და ყრუ - მუნჯი მგზავრები; გ) ასაკოვანი და ავადმყოფი ადამიანები; დ) მსუქანი მგზავრები; ე) ბავშვები (თანხმლებთან და მათ გარეშე); ვ) დეპორტირებული მგზავრები და პატიმრები ბადრაგის თანხლებით;     მუხლი 145🔗. მგზავრების შეტყობინების შუქტაბლო ოპერატორს არ აქვს უფლება განახორციელოს ფრენები, თუ სხ არ არის აღჭურვილი შუქტაბლოებით; „შეიკარით ღვედები!„ და „არ მოწიოთ!„ მეთაური ვალდებულია ჩართოს მგზავრების შეტყობინების შუქტაბლოები მიმოსვლის, აფრენა-დაფრენის დროს, ფრენის სხვადასხვა ეტაპზე საჭიროების შემTხვევაში.     მუხლი 146🔗. სამგზავრო სავარძლის საზურგე აფრენა-დაფრენისას, სამგზავრო სავარძლის საზურგე უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. გამონაკლისი დაიშვება ექსპლუატანტის ფშს-ის შესაბამისად, თუ საზურგე საავარიო გასასვლელთან მგზავრის მისვლას ხელს არ უშლის.     მუხლი 147🔗. უსაფრთხოების ღვედები.  1. ექსპლუატანტი ვალდებულია, რომ ფრენა შეასრულოს სხ- ით, სადაც ყოველი მგზავრის ადგილი აღჭურვილი იქნება მისაბმელი ან სამხრე უსაფრთხოების ღვედებით;  2. მგზავრის უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობს პირი, რომლის ასაკიც 2 ან 2 წელზე მეტია  3.ექსპლუატანტი ვალდებულია სხ აღჭურვოს სათანადო რაოდენობის უსაფრთხოების ღვედებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;  4.მგზავრი ვალდებულია შეიკრას უსაფრთხოების ღვედები;  ა) სხ-ის მოძრაობის დაწყებისთანავე, ასევე  ბ) ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, თუ ეს გამოწვეულია ფრენის პირობებით,  გ) ს/ხ-ის დაფრენამდე და დაფრენის შემდეგ-მის სრულ გაჩერებამდე.  ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევის დროს ჩართული უნდა იყოს შუქტაბლო „ შეიკარით ღვედები„     მუხლი 148🔗. მგზავრებისა და ბარგის მასის გათვალისწინება 1. სხ-ის მაქსიმალურად დასაშვები მასის განსაზღვრისას, ექსპლუატანტი ვალდებულია გაითვალისწინოს მგზავრების, ტვირთის, ბარგისა და ხელბარგის მასა, ფაქტობრივი ან ნორმატიული მასების მიხედვით, რისი წესებიც ფშს-ით უნდა აისახოს. 2. ფაქტობრივი მასის განსაზღვრისას, ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრებისა და ეკიპაჟის მთელი ბარგისა და ხელბარგის აწონვა სხ-ში ჩასხდომის წინ. 3. ექსპპლუატანტს უფლება აქვს, დაადგინოს მგზავრის ნორმატიული მასა, რაც ესა -სთან უნდა შეთანხმდეს. 4. მგზავრების დიდი რაოდენობისას, როცა მათი მასა, ხელბარგთან ერთად, ნორმატიულ მასას აჭარბებს, ექსპლუატანტი ვალდებულია მათი ფაქტობრივი მასა აწონვით დაადგინოს.     მუხლი 149🔗. მგზავრების ინსტრუქტაჟი  1 . აკრძალულია აფრენა, თუ მგზავრებს არ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, შემდეგზე: ა) მოწევის აკრძალვა;  ბ) სათადარიგო გასასვლელების მდებარეობა და სარგებლობა;  გ) უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობა;  დ) საავარიო საშუალებების განთავსება და სარგებლობა;  ე) სავარძლის საზურგეების მდგომარეობა;  ვ) ჟანგბადით სარგებლობა;  ზ) ხელბარგის განთავსება და დამაგრება;  თ) პირადი რადიოელექტრონული მოწყობილობის გამოყენების შეზღუდვები; იi) „საავარიო აღჭურვილობით სარგებლობისა და საგანგებო ვითარებაში სხ-ის დატოვების ინსტრუქცია”  2. აკრძალულია აფრენა, თუ უზრუნველყოფილი არ არის, რომ:  ა) შეზღუდული მოძრაობის მქონე პირები პირადად გაეცვნენ გასასვლელამდე ყველაზე უფრო ხელსაყრელ მარშრუტს და გადაადგილების დაწყების დროს;  ბ) მგზავრებს ეცნობათ ექსპლუატანტისა და საჰაერო ხომალდის მეთაურის ვინაობა.  3. აფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:  ა) მოწევის აკრძალვა;  ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება.  4. დაფრენის წინ მგზავრებს ეცნობებათ:  ა) მოწევის აკრძალვა;  ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;  გ) სავარძლის საზურგეების მდგომარეობა;  დ) ხელბარგის განთავსება და დამაგრება.  5. დაფრენის შემდეგ მგზავრებს ეცნობებათ:  ა) მოწევის აკრძალვა;  ბ) უსაფრთხოების ღვედების გამოყენება;  გ) საჰაერო ხომალდიდან გასვლის წესი. 6. სავალდებულოა მგზავრს მიეწოდოს სპეციალური ინსტრუქტაჟი თვითმფრინავის საწვავით გაწყობის დროს. 7. აკრძალულია წყლიანი სივრცის თავზე ფრენა, თუ მგზავრები არ გაეცნენ სამაშველო ჟილეტების, ტივებისა და სხვა საცურავი საშუალებების განთავსების ადგილებსა და სარგებლობის წესებს, ჟილეტის ჩაცმისა და გაბერვის ჩვენების ჩათვლით.  8. ავარიული ვითარების წარმოქმნისას მგზავრებს უტარდებათ აუცილებელი ქმედებების ინსტრუქტაჟი. მეთაურს შეუძლია ეს ბორტგამყოლს დაავალოს, მაგრამ უნდა დარჭმუნდეს, რომ ინსტრუქტაჟი ჩატარდა. ავარიული თუ არასტანდარტული ვითარების სახეობაზე მგზავრებს ინფორმაციას აწვდის საჰაერო ხომალდის მეთაური ან მეორე პილოტი.  9. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მგზავრს მიეწოდება ქართულ და იკაოს ერთ-ერთ (ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, არაბულ, ჩინურ) სამუშაო ენაზე.     მუხლი 150🔗. დაუშვებელი ქცევა სხ-ზე აკრძალულია: ა) ეკიპაჟის წევრისათვის მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა; ბ) ადამიანებისათვის თუ ქონებისათვის ზიანის მიყენება ან ხიფათის შექმნა; გ) ტვირთის თუ ბარგის დამალვა; დ) საპირფარეშო ოთახების სტაციონალური ბოლდამჭერი მოწყობილობების დაზიანება.     მუხლი 151🔗. მგზავრებისათვის განკუთვნილი ჟანგბადი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მგზავრებისათვის ჟანგბადი და ნიღბები იყოს ხელმისაწვდომი, საკმაო ოდენობის და გამართული. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სხ-ზე იყოს მისი სეს-ით დადგენილი ჟანგბადის მარაგი. 3. მეთაური ვალდებულია მოითხოვოს, რომ მგზავრებმა განუწყვეტლივ ისარგებლონ ჟანგბადით, როცა სალონის ატმოსფერული სიმაღლე 15000ფტ-ზე (4500მ-ზე) მეტია. 4. სამედიცინო მიზნებისათვის საჭირო ჟანგბადითა და მისი შესანახი და გამანაწილებელი მოწყობილობით სარგებლობის უფლება გაიცემა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების მოთხოვნების შესაბამისად. 5. აკრძალულია თამბაქოს მოწევა გადასატანი ჟანგბადისა და მისი მოწყობილობების შენახვის ადგილიდან 3მ-ის ფარგლებში. 6. აკრძალულია ჟანგბადის ბალონთან გამანაწილებელი მოწყობილობების მიერთება-გართვა, თუ სხ-ზე არის ერთი მგზავრი მაინც.     მუხლი 152🔗. მგზავრებიანი სხ-ის დგომა 1. ფრენის დასრულებისას, მგზავრებიანი სხ-ის დგომის დროს, მეთაური ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:  ა) ყველა ძრავა იყოს გამორთული;  ბ) სხ-ის ერთი კარი მაინც იყოს ღია, მგზავრების ჩამოსხდომის უზრუნველსაყოფად;  გ) სხ-ზე იყოს საავარიო ევაკუაციისათვის მომზადებული ერთი პირი მაინც; 2. მეთაურმა აღნიშნული მოვალეობები შეიძლება გადასცეს ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს, ექსპლუატანტის ფშს-ის შესაბამისად.     მუხლი 153🔗. გაწყობა სხ-ზე მგზავრების ყოფნისას 1. სხ-ის საწვავით გაწყობა, მგზავრების ჩასხდომა-ჩამოსხდომის თუ მათი ბორტზე ყოფნისას, წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ სხ-ზე არის მომზადებული პერსონალის სათანადო რაოდენობა (73-ე მუხლის თანახმად), რომელიც მზად არის ადამიანების საევაკუაციოდ, ხელთ არსებული საშუალებებითა და უმოკლეს ვადებში. პროცედურა უნდა წარიმართოს ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული და ფშს-ში გაწერილი მოთხოვნის შესაბამისად. 2. ხმელეთზე და ბორტზე მყოფ გაწყობის მეთვალყურე პერსონალს შორის საჭიროა დამყარდეს ორმხრივი კავშირი, საბორტო ან სხვა საშუალებებით. 3. მგზავრებს უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია. ასევე მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება უსაფრთხოების ღვედების გახსნისა და მოწევის აკრძალვის შესახებ. 4. ტაბლო „ღვედები შეიკარით” უნდა იყოს გამორთული; 5. ტაბლო „ნუ მოწევთ” და საავარიო გასასვლელების შუქტაბლოები – ჩართული; 6. ბოლის ან საეჭვო სუნის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს გაწყობის პროცედურა. 7. ავარიული გასასვლელები და მიწის ზედაპირი გასასვლელებთან უნდა იყოს თავისუფალი, საჭიროების შემთხვევაში საევაკუაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით. 5. აკრძალულია შვეულმფრენის გაწყობა მისი მზიდი ხრახნის გაჩერებამდე. თავი XII ტვირთი და ბარგი  მუხლი 154🔗. საავარიო გასასვლელებსა და აღჭურვილობასთან მიდგომა მიმოსვლის, აფრენის, დაფრენის და დგომის დროს, თუ სხ-ზე მგზავრები არიან, აკრძალულია ბარგისა თუ სხვა ნივთების ისე განთავსება, რომ ამით საავარიო გასასვლელებთან და აღჭურვილობასთან მიდგომა შეიზღუდოს.     მუხლი 155🔗. ხელბარგი აკრძალულია:  ა) სხ-ზე ხელბარგის ატანა, თუ მისი შეფუთვა ექსპლუატანტის ფშს-ის მოთხოვნებს არ შეესაბამება;  ბ) მგზავრებიანი სხ-ის კარების დაკეტვა, თუ ეკიპაჟის წევრმა არ შეამოწმა და დარწმუნდა, რომ ხელბარგის ყოველი ნაჭერი სათანადოდ შენახულია საამისოდ გამოყოფილ ადგილზე;  გ) ხელბარგის დაწყობა სხ-ის ისეთ ნაწილში და იმ ოდენობით, რომ ამან გაწონასწორების დარღვევა გამოიწვიოს.     მუხლი 156🔗. ტვირთი და ბარგი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია:  ა) დაადგინოს ბარგის უსაფრთხო გადაზიდვის პირობები.  ბ) შეიმუშაოს ბარგისა და ტვირთის განთავსების ისეთი პროცედურები, რაც მის თვითნებურ გადაადგილებას და სხ-ზე ჩატვირთვა-ჩამოტვირთვისას მის დაზიანებას გამორიცხავს. 2. ტვირთის, ბარგისა და ხელბარგის განთავსების პროცედურებით, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:  ა) სალონში ხელბარგი ისე უნდა განთავსდეს, რომ მასთან ადვილი მიდგომა იყოს უზრუნველყოფილი;  ბ) დაცული იყოს სატვირთო ნაკვეთურების იატაკის დატვირთვის შეზღუდვები;  გ) აკრძალულია ხელბარგის სავარძლის ქვეშ დალაგება, იმ სავარძლის გარდა, რომელიც ბარგის გადაადგილების საწინაღო მოწყობილობით არის აღჭურვილი, ამასთან, (ხელ)ბარგის ზომები ისეთი უნდა იყოს, რომ მისი თავისუფალი განთავსება და მიდგომა იყოს უზრუნველყოფილი;  დ) აკრძალულია ბარგის განთავსება ტუალეტში, განსაკუთრებული დანიშნულების ნაკვეთურში, სხ-ის მოძრავ მოწყობილობასთან, საბარგულის საკეტ მოწყობილობასთან;  ე) აკრძალულია ტვირთისა და ბარგის განთავსება იმ ადგილებში, სადაც გასასვლელთან, საავარიო ლიუკთან, საავარიო აღჭურვილობასთან მიდგომას შეზღუდავს; სამგზავრო სალონში დამაგრებული ტვირთი არ უნდა ჩრდილავდეს ბორტგამყოლთა მხედველობას სალონზე და არ უნდა შექმნას დაბრკოლება ევაკუაციის შემთხვევაში. ვ) აფრენა-დაფრენის, დაშვების წინ, და როცა ტაბლო „ღვედები შეიკარით” ჩართულია, უნდა შემოწმდეს (ხელ)ბარგის სწორად განთავსება. მოწმდება დაბრკოლებების არარსებობა.  ზ) აკრძალულია აფრენა-დაფრენა, თუ სალონში განთავსებული ტვირთის ყოველი ნაჭერი დამაგრებული არ არის ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ხიფათი, რაც კი შეიძლება წარმოიქმნას მიმოსვლის, აფრენა-დაფრენისა და ტურბულენტურ ატმოსფეროში ფრენისას; თ) აკრძალულია სახიფათო ტვირთის სამგზავრო სალონით გადატანა;  ი) აკრძალულია ცხოველების სამგზავრო სალონით გადაყვანა. დასაშვებია მხოლოდ კატები და გაწვრთნილი ძაღლები, რომელთა წონა არ აღემატება 8 კგ-ს.     მუხლი 157🔗. სურსათი, ჭურჭელი, სამზარეულოს აღჭურვილობა მიმოსვლის, აფრენისა და დაფრენის დროს, სურსათი და ჭურჭელი არ უნდა განთავსდეს სამგზავრო სავარძელზე. მაგიდები უნდა აიკეცოს. სამზარეულოს აღჭურვილობა (კონტეინერები,ურიკები) უნდა იყოს დამაგრებული მისთვის განკუთვნილ ნაკვეთურში. ავ. გასასვლელებთან მისასვლელი უნდა იყოს თავისუფალი (ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე მგზავრების ჩასხდომა- გადმოსხდომის დროს ), რათა არ შეიქმნას დაბრკოლება ევაკუაციის შემთხვევაში.     მუხლი 158🔗. იარაღი 1. აკრძალულია ჰაერში ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღის ფარულად ან ღიად ქონა. იარაღი, დაუტენავ მდგომარეობაში, საფრენოსნო ეკიპაჟს ბარდება. 2. ექსპლუატანტი ვალდებულია იარაღისა თუ სამხედრო ქონების გადაზიდვა განახორციელოს განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე, რომელსაც გასცემს ექსპლუატანტის სახელმწიფო და ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიების გავლითაც გადაზიდვა ხორციელდება. 3. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ იარაღი თუ სამხედრო ქონება:  ა) იყოს განსაკუთრებულ შალითაში ან საჰაერო გადაზიდვისათვის გათვალისწინებულ (სტანდარტულ, საქარხნო) შეფუთვაში, მგზავრებისათვის მიუდგომელ ადგილზე;  ბ) ცეცხლსასროლი იარაღი იყოს დაუტენავი (იმ შემთხვევის გარდა, როცა, იმ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიების გავლითაც გადაზიდვა ხორციელდება, გაფრენამდე გასცა დატენილი იარაღის გადაზიდვის ნებართვა, განსაკუთრებულ მოვლენებთან დაკავშირებით). 4. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მეთაურმა გაფრენამდე იცოდეს იარაღის გადაზიდვის ნებართვაზე და მისი განთავსების ადგილებზე. 5. ექსპლუატანტი ვალდებულია გადასაზიდად მიღებულ ნებისმიერ იარაღზე ინფორმაციის შესაკრებად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა. 6. იარაღის საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის სხვა მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით  მუხლი 159🔗.  საქართველოს სხ-ის ყველა ექსპლუატანტი ვალდებულია, 2015 წლის 1 იანვრამდე, უზრუნველყოს მის ექსპლუატაციაში მყოფი სხ-ის ეკიპაჟის წევრთა და ტექნიკური შემადგენლობის არანაკლებ 75%-ის დაკომპლექტება საქართველოს მოქალაქეებით.                                                                                                                                       დანართი 1                               ფრენების შესრულების სახელმძღვანელო ნაწილი A.                                               ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. სახელმძღვანელოს შედგენა 1. შესავალი  ა) სარჩევი (ნაწილების, თავებისა და მუხლების განთავსების გვერდები);  ბ) დადასტურება იმისა, რომ ფშს-ი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ექსპლუატანტის სერტიფიკატით გათვალისწინებულ პირობებს;  გ) ფშს-ის თავების შინაარსი და მისით სარგებლობის წესები;  დ) ფშს-ით გამოყენებული ტერმინებისა და ცნებების განმარტებები; 2. ფშს-ში ცვლილებების შეტანის სისტემა  ა) ცვლილებების შემუშავებასა და შეტანაზე პასუხისმგებელი პირები;  ბ) ცვლილების შეტანისა და ამოქმედების წესი; 3. თუ ექსპლუატანტს სურს დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობით (საავიაციო ნორმატიული აქტებით) განსაზღვრული მოთხოვნების დამატებითი შეზღუდვები, იგი ვალდებულია მიუთითოს ნორმატიული აქტის დასახელება, მუხლი, პუნქტი და მერე ტექსტის საკუთარი სრული რედაქცია. მაგალითად: „შეზღუდვა 1. საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესები (ან სეწ), მუხლი 111🔗. პუნქტი 5. ექსპლუატანტის რედაქცია: (რედაქტირებული ტექსტი).  შეზღუდვა 2. ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესები (ან ასწ) მუხლი 37🔗. პუნქტი 2. ექსპლუატანტის რედაქცია: (რედაქტირებული ტექსტი).” და სხვა. 4. ექსპლუატანტი უფლებამოსილია შემოიღოს საკუთარი ისეთი მოთხოვნები, რაც, მისი აზრით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ან არასრულია. ამ შემთხვევაში, ტექსტის წინ უნდა აღინიშნოს: „ექსპლუატანტის მოთხოვნა”. 5. ფშს-ის შემდგენელმა თავი უნდა შეიკავოს სხვადასხვა ნაწილებსა თუ მუხლებში არსებული ტექსტის გამეორებისაგან. თუ გამეორება საჭირო გახდა, მხოლოდ მიუთითოს უკვე არსებული ნაწილი და მუხლი.  მუხლი 2🔗. ავიასაწარმოს სტრუქტურა და მისი პერსონალის უფლებამოსილება 1. სტრუქტურა  ავიასაწარმოს საორგანიზაციო სტრუქტურის სქემა და აღწერა, ქვედანაყოფებს შორის ურთიერთკავშირი. 2. თანამდებობის პირები  ფრენების უსაფრთხოებაზე უშუალოდ პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, მათი მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობა. 3. ეკიპაჟის წევრები  მეთაურისა და ეკიპაჟის სხვა წევრების მოვალეობები, უფლებები, პასუხისმგებლობა. 4. მეთაურის,როგორც ექსპლუატანტის წარმომადგენლის, უფლებამოსილება. 5. პერსონალის მიმართ წაყენებული მოთხოვნები  ფორმის ტანსაცმელი, ავიასაწარმოს შიდა წესები, პრესასთან ურთიერთობა და სხვა.     მუხლი 3🔗. ექსპლუატანტის საქმიანობის ოპერატიული კონტროლი 1. ოპერატიული კონტროლისა და ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემების აღწერა; ავიასპეციალისტების ოსტატობის დონის შენარჩუნება და შემდეგზე ზედამხედველობა:  ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნებისადმი პერსონალის შესაბამისობა;  ბ) მოწმობებისა და ოსტატობის აღნიშვნების მოქმედების ვადებზე ზედამხედველობა;  გ) ავიასპეციალისტების პერიოდულ მომზადებაზე ზედამხედველობა;  დ) ექსპლუატანტის საქმიანობის გაანალიზება, საფრენოსნო საბუთების, საფრენოსნო და სხვა ინფორმაციის შენახვის წესები და ვადები. 2. საავიაციო მოვლენების თავიდან აცილებისა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამა.  პროგრამის ძირითადი ასპექტები, ფრენების შესრულების ოპერატიული კონტროლის პროცედურების, პასუხისმგებლობისა და საავიაციო მოვლენების გაანალიზების ჩათვლით.     მუხლი 4🔗. ექსპლუატანტის საქმიანობის ხარისხის სისტემა სისტემის აღწერა.     მუხლი 5🔗. ეკიპაჟები 1. ეკიპაჟის შემადგენლობა. ეკიპაჟის შერჩევისას გაითვალისწინება:  ა) სხ-ის ტიპი;  ბ) ფრენის სახეობა და რეგიონი;  გ) ფრენის ხანგრძლივობა;  დ) ეკიპაჟის წევრების ფრენის გამოცდილება (საერთო, ამ ტიპზე და ბოლო პერიოდში ნაფრენი) და კვალიფიკაცია;  ე) გაძლიერებული ან ორმაგი ეკიპაჟით ფრენის შესრულებისას, მეთაურის დანიშვნა და მეთაურის, ან ეკიპაჟის სხვა წევრის ჰაერში შეცვლისას, პასუხისმგებლობის გადაცემა. 2. კონკრეტულ ფრენაზე მეთაურის დანიშვნა  მეთაურის დანიშვნის წესი, სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, აგრეთვე – თანაბარი კვალიფიკაციის პილოტებით ფრენისას, და როცა ექსპლუატანტი მიმაგრებული ეკიპაჟების მეთოდით არ სარგებლობს. 3. ეკიპაჟის წევრის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობა  ეკიპაჟის წევრის ფუნქციების სხვისთვის გადაცემის წესი და ინსტრუქცია. 4. საფრენოსნო დავალებაში შემმოწმებლის ჩართვის წესები.     მუხლი 6🔗. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. ავიასპეციალისტების მიმართ წაყენებული მოთხოვნები  ეს მოთხოვნები დგინდება საავიაციო ნორმატიული აქტებით. თუ ექსპლუატანტს სურს დაადგინოს განსხვავებული მოთხოვნები, უნდა იხელმძღვანელოს ამ დანართის პირველი მუხლის 3-5 პუნქტებით. 2. სხვა საავიაციო პერსონალის მიმართ წაყენებული მოთხოვნები  ექსპლუატანტი ადგენს შემდეგი პერსონალის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს:  ა) მომსახურე ეკიპაჟის უფროსი;  ბ) ბავშვების თუ ავადმყოფის თანმხლები;  გ) ჩატვირთვის დისპეტჩერი;  დ) საავიაციო უშიშროების თანამშრომელი და სხვა.     მუხლი 7🔗. ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმები ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმები.     მუხლი 8🔗. საექსპლუატაციო პროცედურები 1. საფრენოსნო პროცედურები  ა) ეკიპაჟის წინასწარი და გაფრენისწინა მომზადებები და ფრენისშემდგომი გარჩევა (თემატიკა, შინაარსი, შესრულების თანამიმდევრობა);  ბ) მინიმალური სრული სიმაღლეების განსაზღვრა (ვფწ, სფწ);  გ) სათადარიგო აეროდრომ(ებ)ის შერჩევა და გაფრენის გადაწყვეტილების მიღება;  დ) მეტეოპროგნოზების, მეტეოშეტყობინებების გაშიფრვა;  ე) საწვავის, ზეთისა და განსაკუთრებული სითხეების საჭირო ოდენობის გაანგარიშება და ხარჯვის კონტროლი. გასათვალისწინებელია ჰაერში წარმოქმნილი ნებისმიერი (სავარაუდო) გარემოება, ფრენის გეგმის ცვლილებისა და ძრავ(ებ)ის მტყუნების ჩათვლით.  ვ) მასისა და გაწონასწორების განსაზღვრა – პროცედურები და პასუხისმგებლობა;  ზ) მგზავრების, ტვირთისა და (ხელ)ბარგის მასების დადგენის ხერხები;  თ) მგზავრების ჩასხდომა-ჩამოსხდომის პროცედურები;  ი) ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა:  ი.ა) ფრენის გეგმის (FPL), მოძრაობის განრიგის, ფრენის განმეორებითი გეგმის (SPL), ფრენის წინასწარი გეგმის (PPL) შემუშავება და პასუხისმგებელი პირები;  ი.ბ) ფრენის გეგმის სმმ-ის ორგანოში წარდგენა და ნებართვის მიღება;  ი.გ) NOTAM-ის, აკრძალვებისა და შეზღუდვების მსვლელობა და პასუხისმგებლობა;  ი.დ) ფრენის გეგმის შეცვლის გამომწვევი ფაქტორები და შეცვლის პროცედურები;  ი.ე) ტექნიკური ბორტჟურნალის გაფორმება და პასუხისმგებელი პირები;  ი.ვ) ფრენისას, ბორტზე საჭირო საბუთების (სახომალდე, ფორმულარები და სხვა) ჩამონათვალი;  ი.ზ) ცვლილებები ბოლო წუთს. 2. სახმელეთო მომსახურება  ა) გაწყობის პროცედურები  ა.ა) ჩვეულ პირობებში, დამხმარე ძალური დანადგარის მუშაობისას, ძრავ(ებ)ის ამუშავებისას, მგზავრების სხ-ზე ყოფნისას და ჩასხდომა-ჩამოსხდომისას;  ა.ბ) საწვავის ჩამოსხმისას მიღებული უსაფრთხოების ზომები;  ა.გ) საწვავის სხვადასხვა სახეობის შერევის თავიდან ასაცილებელი ზომები;  ა.დ) საწვავის ხარისხის კონტროლი;  ა.ე) გაწყობაში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა;  ბ) მგზავრებისა და ტვირთის უსაფრთხოების პროცედურები:  ბ.ა) მგზავრების სხ-ში ჩასხდომა-ჩამოსხდომა და სალონ(ებ)ში განთავსება;  ბ.ბ) ავადმყოფი და შეზღუდული მოძრაობისმქონე მგზავრების გადაყვანა;  ბ.გ) დეპორტირებული და დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა;  ბ.დ) მგზავრების ინსტრუქტაჟი, ფრენის სხვადასხვა საფეხურზე;  ბ.ე) ბორტზე თამბაქოს მოწევის წესები;  ბ.ვ) სალონისა და სამზარეულოს მომზადება;  ბ.ზ) ეკიპაჟის წევრების ბარგი და ტვირთი;  ბ.თ) ხელბარგის ზომები და მასა;  ბ.ი) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;  ბ.კ) ბაქანზე და ხანძარ- და ფეთქებადსაშიშ არეებში უსაფრთხოების ზომები;  ბ.ლ) ძრავ(ებ)ის ამუშავებისას, ბაქნიდან გასვლა-შესვლისას უსაფრთხოების ზომები;  ბ.მ) სხ-ის სახმელეთო მომსახურება;  ბ.ნ) ეკიპაჟის მიერ სხ-ის მიღება-ჩაბარება;  გ) ალკოჰოლის ან ნარკოტიკის გავლენის ქვეშ მყოფი და სხვა პოტენციურად სახიფათო პირების ბორტზე მოხვედრის გამოსარიცხი პროცედურები;  დ) შემოყინვის სახეობები, ზემოქმედების აღწერა და მისი თავიდან ასაცილებელი ზომები, აგრეთვე, შემოყინვის საწინაღო სითხეების აღწერა: ქიმიური ან კომერციული დასახელება, მახასიათებლები, სხ-ზე ზემოქმედება, ზემოქმედების პერიოდი, უსაფრთხოების ზომები მათი გამოყენებისას, ეკოლოგიურის ჩათვლით; 3. აღჭურვილობის ცდომილების ცხრილებით სარგებლობა. 4. ჟანგბადით უზრუნველყოფა  ა) საჟანგბადე აღჭურვილობით სარგებლობა;  ბ) ჟანგბადით უზრუნველყოფის მოთხოვნები: საფრენოსნო ეკიპაჟი, მომსახურე ეკიპაჟი, მგზავრები, სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ჟანგბადი.     მუხლი 9🔗. სახიფათო ტვირთი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ძირითადი წესები:  ა) მიღება, მონიშვნა, მომსახურება, სხ-ში ჩატვირთვა-ჩამოტვირთვა და განთავსება;  ბ) საჰაერო გადაზიდვისას წარმოქმნილ ავარიულ ვითარებაში ქმედებები;  გ) სახიფათო ტვირთთან მომუშავე პერსონალის მოვალეობები;  დ) სახიფათო ტვირთთან მომუშავე პერსონალის მომზადება;  ე) იარაღის გადაზიდვის წესები.     მუხლი 10🔗. საავიაციო უშიშროება ექსპლუატანტი შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამას, აგრეთვე, უზრუნველყოფს საკუთარი პერსონალის მომზადებას.     მუხლი 11🔗. საავიაციო მოვლენა ექსპლუატანტი შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარადგენს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საავიაციო მოვლენების თავიდან აცილების პროგრამას, სადაც უნდა იყოს, სულ ცოტა:  ა) საავიაციო მოვლენის სხვადასხვა სახეობებისას, პერსონალის მოვალეობები და პასუხისმგებლობა;  ბ) ექსპლუატანტის ხელმძღვანელი პირებისა და ქვედანაყოფების ქმედებები;  გ) საავიაციო მოვლენის შეტყობინების შინაარსი და გადაცემის წესი.     მუხლი 12🔗. ფრენის წესები ფრენების ორგანიზება და შესრულება:  ა) ვფწ-ით და სფწ-ით ფრენის წესები და პროცედურები;  ბ) იკაოს II და III კატეგორიებით აფრენა-დაფრენის ინსტრუქციები;  გ) ETOPS-ზე ფრენა;  დ) სანაოსნო პროცედურები, მარშრუტის ან რაიონის გათვალისწინებით:  დ.ა) სტანდარტული სანაოსნო პროცედურები, მეორეული სანაოსნო რადიოსაშუალებების გამოყენების ჩათვლით;  დ.ბ) MNPS და RVSM რაიონებში ფრენა;  დ.გ) RNAV;  დ.დ) ქმედებები სანაოსნო სისტემების მწობრიდან გამოსვლისას;  ე) სიმაღლის საზომის დაყენების წესები;  ვ) საწვავის ხარჯვის კონტროლი;  ზ) GPVS (TAWS) და TCAS სისტემები;  თ) სახიფათო ატმოსფერულ მოვლენებში (ჭექა-ქუხილი, შემოყინვა, ქარცვლა, ჭავლური დინება, ძლიერი ნალექები, ძლიერი ტურბულენტობა და სხვა) ქმედებები;  ი) ფრინველთა თავშეყრის ადგილებში ქმედებები;  კ) სახმელეთო ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტის დაკარგვისას ქმედებები;  ლ) თანამდევი კვალის კრიტერიუმები, შიგ მოხვედრის თავიდან აცილებისა და, მოხვედრისას, საჭირო ქმედებები;  მ) ეკიპაჟის წევრების სამუშაო ადგილებზე ყოფნისადმი წაყენებული მოთხოვნები, ფრენის სხვადასხვა საფეხურზე;  ნ) ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედებით სარგებლობის მოთხოვნები, ფრენის სხვადასხვა საფეხურზე;  ო) გარეშე პირების სხ-ზე დაშვების წესები; კაბინაში შემმოწმებლის, მომსახურე ეკიპაჟის წევრების დაშვების წესები;  პ) ეკიპაჟის წევრის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობა;  ჟ) რადიოკავშირის წარმართვის წესები, მტყუნებისას დადგენილი პროცედურები;  რ) ვითარება, როცა გარკვეული რადიოსიხშირეები მუდმივად მოისმინება;  ს) სააეროდრომო მოძრაობისას გამოყენებული სიგნალები;  ტ) ჰაერში გამოყენებული დროის სისტემები;  უ) აკრძალულ, სახიფათო, შეზღუდული რეჟიმის არეებში გამოყენებული სიგნალები;  ფ) პროცედურები, თუ ეკიპაჟმა საგანგებო შემთხვევა შეამჩნია ან ამის შეტყობინება მიიღო;  ქ) უბედურებისა და გადაუდებლობის სიგნალები, მარცხგანცდილი სხ-ის ეკიპაჟის მიერ გამოყენებული ვიზუალური სიგნალები;  ღ) გზის გადაჭრისას საჭირო ინფორმაცია და ინსტრუქციები;  ყ) HUD-ით და EVS-ით სარგებლობისათვის მომზადების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და ინსტრუქციები. შენიშვნა. HUD-ის და EVS-ის საინსტრუქციო მასალას შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის № 6 დანართი.     მუხლი 13🔗. ანგარიშგების საბუთები ავიასაწარმოს საქმიანობის ამსახველი, აგრეთვე, ფრენის ანგარიშგების საბუთების ჩამონათვალი, მათი წარმოების წესები და შენახვის ვადები.                                       ნაწილი B. საფრენოსნო ექსპლუატაცია     მუხლი 14🔗. ძირითადი ინფორმაცია და საზომი ერთეულები საჰაერო ხომალდების ყოველი ექსპლუატირებული ტიპის მახასიათებლების აღწერა და საზომი ერთეულები, გადასაყვანი ცხრილებითურთ.     მუხლი 15🔗. შეზღუდვები საექსპლუატაციო შეზღუდვების აღწერა უნდა მოიცავდეს შემდეგს:  ა) სხ-ის სასერტიფიკაციო ბაზისური მონაცემები;  ბ) ყოველი ტიპის სხ-ის სამგზავრო ადგილების განთავსება (სქემიანად);  გ) ფრენის ნებადართული სახეობები და პირობები;  დ) ეკიპაჟის შემადგენლობა;  ე) მასა და გაწონასწორება;  ვ) სიჩქარის შეზღუდვები;  ზ) საფრენი კონფიგურაციის შეზღუდვები;  თ) ქარის შეზღუდვები, გაჭუჭყიანებულ ადზ-ზე ქმედების ჩათვლით;  ი) ადზ-ის, სბ-ის, სადგომის დახრილობა და შეზღუდვები სინოტივისა და გაჭუჭყიანების მიხედვით;  კ) დაბრკოლებების გათვალისწინება; ლ) სისტემების შეზღუდვები.     მუხლი 16🔗. სტანდარტული პროცედურები ეკიპაჟის წევრების მოვალეობების, სავალდებულო შემოწმებათა ნუსხების აღწერა, მათი გამოყენების სისტემა, საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთმოქმედება. სტანდარტული პროცედურები და მოვალეობები უნდა მოიცავდეს:  ა) გაფრენისწინა მზადების პროცედურებს;  ბ) უშუალოდ გაფრენისწინა პროცედურებს;  გ) სიმაღლის საზომის დაყენებას და შემოწმებას;  დ) მიმოსვლას, აფრენას და სიმაღლის აღებას;  ე) ხმაურის საწინაღო პროცედურებს;  ვ) მარშრუტზე ფრენას და დაშვებას;  ზ) დაფრენისწინა მომზადებას;  თ) დასაფრენად ვიზუალურ თუ სახელსაწყო შესვლას;  ი) წრეზე ფრენას და მეორე წრეზე წასვლას;  კ) ჩვეულ დაფრენას;  ლ) ნესტიან ადზ-ზე და მასზე დაბრკოლებების წარმოქმნისას ქმედებებს;  მ) დაფრენისშემდგომ ქმედებებს.     მუხლი 17🔗. არასტანდარტული პროცედურები არასტანდარტულ და საავარიო ვითარებაში ეკიპაჟის წევრების ქმედებების, სავალდებულო შემოწმებათა ნუსხების აღწერა, მათი გამოყენების სისტემა, საფრენოსნო და მომსახურე ეკიპაჟის წევრებს შორის ურთიერთმოქმედება. ეს პროცედურები და მოვალეობები უნდა მოიცავდეს:  ა) ეკიპაჟის მიერ მოვალეობების შესრულების უუნარობას;  ბ) ხანძრისა თუ კვამლის გაჩენას;  გ) ჰერმეტულობის დარღვევისა და წნევის ნაწილობრივ დაცემას;  დ) საექსპლუატაციო შეზღუდვების დარღვევას (მაგ., დასაფრენი მასის);  ე) კოსმოსური თუ მზის რადიაციის აწევას;  ვ) მეხის დაცემას;  ზ) უბედური შემთხვევისას, კავშირის წარმართვას და სმმ-ის ორგანოსათვის შეტყობინებას;  თ) ძრავ(ებ)ისა და სისტემების მტყუნებას;  ი) ხმელეთთან სახიფათო მიახლოებისა და შეჯახების გასაფრთხილებელი საბორტო სისტემების ამოქმედებას;  კ) ქარის აღრევას (ქარცვლას);  ლ) ავარიულ დაფრენას ხმელეთზე და წყალზე;  მ) ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრას.     მუხლი 18🔗. სტმ-ის საექსპლუატაციო შეზღუდვები უნდა აისახოს, სულ ცოტა, შემდეგი საექსპლუატაციო შეზღუდვები:  ა) სიმაღლის აღება აფრენის შემდეგ: მასა, სიმაღლე, ტემპერატურა;  ბ) გაქანის სიგრძე (ადზ-ი მშრალია, ნესტიანია, შეზღუდულია);  გ) დაბრკოლებების გადაფრენის ტრაექტორია;  დ) დასაშვები დაფერდება სიმაღლის აღებისას;  ე) მარშრუტზე სიმაღლის აღება;  ვ) შეზღუდვები დაშვებისას;  ზ) გარბენის სიგრძე (ადზ-ი მშრალია, ნესტიანია, შეზღუდულია);  თ) შეზღუდვები შეჭიდების კოეფიციენტის მიხედვით;  ი) სიჩქარეები ფრენის სხვადასხვა საფეხურისათვის;  კ) შემოყინვის პირობებში ფრენის დამატებითი ინფორმაცია;  ლ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.     მუხლი 19🔗. მასა და გაწონასწორება სხ-ების „მშრალი” მასა და გაწონასწორება, გამოსათვლელი სისტემა, საბუთების შევსება, შეზღუდვები სხ-ის ტიპისა თუ სახეცვალების მიხედვით.     მუხლი 20🔗. ჩატვირთვა-ჩამოტვირთვა კონკრეტული სხ-ების ჩატვირთვა-ჩამოტვირთვა და ტვირთის მომსახურება.     მუხლი 21🔗. კონფიგურაცია კონკრეტული სხ-ების კონფიგურაციის დასაშვები გადახრები.     მუხლი 22🔗. მინიმალური აღჭურვილობა კონკრეტული სხ-ების მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი, მისი გამოყენება ფრენის სახეობისა და რაიონის გათვალისწინებით.     მუხლი 23🔗. სხვადასხვა აღჭურვილობა 1. კონკრეტული სხ-ების საავარიო-სამაშველო და სიცოცხლის უზრუნველსაყოფი აღჭურვილობა, გაფრენის წინ მისი შემოწმება, ბორტზე განთავსება და სარგებლობა. 2. საჟანგბადე აღჭურვილობით სარგებლობა, ფრენის პროფილის, მგზავრების რაოდენობისა და ჰერმეტულობის დარღვევის გათვალისწინებით.     მუხლი 24🔗. სხ-ის ავარიული დატოვება ავარიული დატოვებისათვის სხ-ის მომზადება, ავარიულ ვითარებაში ეკიპაჟის წევრების მოვალეობები, მგზავრების განლაგება, ავარიული დატოვების პროცედურები.     მუხლი 25🔗. სისტემები კონკრეტული სხ-ების საბორტო სისტემების ექსპლუატაცია.     მუხლი 26🔗. ინდივიდუალური თავისებურებები კონკრეტული სხ-ების ნებისმიერი ელემენტისა თუ სისტემის სტანდარტიდან გადახრა.     მუხლი 27🔗. სახომალდე საბუთები სახომალდე საბუთების ჩამონათვალი და წარმოების წესები.                                       ნაწილი C. აეროდრომები და მარშრუტები     მუხლი 28🔗. აეროდრომები, რაიონები, მარშრუტები ა) მინიმალური ეშელონები, სიმაღლეები; ბ) გაფრენის, დანიშნულებისა და სათადარიგო აეროდრომების მინიმუმები; გ) რადიოკავშირისა და სანაოსნო აღჭურვილობა; დ) აეროდრომების აღჭურვილობა და ადზ-ების ინფორმაცია; ე) აფრენა-დაფრენის პროცედურები, ხმაურის შემცირების ჩათვლით; ვ) ქმედებები რადიოკავშირის დაკარგვისას; ზ) ძებნისა და შველის მდგომარეობა საფრენ რაიონებში; თ) იმ სანაოსნო რუკების აღწერა, რომელიც ბორტზე უნდა იყოს, სხ-ის ტიპისა და მარშრუტის გათვალისწინებით; ი) სანაოსნო და მეტეოინფორმაციების არსებობა;  კ) მარშრუტზე და მოცდის რაიონებში რადიოკავშირისა და ნაოსნობის პროცედურები; ლ) აეროდრომების კატეგორიები.                                       ნაწილი D. საავიაციო პერსონალის მომზადება     მუხლი 29🔗. ფრენების ორგანიზებასა და შესრულებასთან დაკავშირებული პერსონალის მომზადება და ზედამხედველობა 1. მომზადებისა და შემოწმების პროგრამები:  ა) ავიასპეციალისტების;  ბ) სარეჟიმო პერსონალის;  გ) სხვა სახმელეთო პერსონალის. 2. პროცედურები ა) პერსონალის წვრთნასა და საქმიანობაზე ზედამხედველობა; ბ) პერსონალის მიერ მოვალეობების შესრულების შეუძლებლობისას დადგენილი პროცედურები.                                        ნაწილი E. ფრენების უზრუნველყოფა     მუხლი 30🔗 . ძირითადი დებულებები 1 . შესავალი, რომელიც უნდა შეიცავდეს .  ა) იმის დადასტურებას, რომ ამ თავის დებულებები შემუშავებულია საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, კონკრეტულ ექსპლუატანტთან და მის საქმიანობასთან შეფარდებით. ამ თავით არ განიხილება იმ სამსახურების საქმიანობის ასპექტები, რომლებიც ექსპლუატანტის სტრუქტურაში არ შედის, მაგრამ იგულისხმება, რომ ყველა სამსახური სათანადოდ არის სერტიფიცირე,ული და მოქმედებს ნორმატიული საბუთების შესაბამისად. ბ) აღნიშნვნას, რომ თუ, ექსპლუატანტს ფრენის უზრუნველყოფის ან მომსახურების რაიმე დამატებითი არასტანდარტული ფორმა ესაჭიროება, ექსპლუატანტსა და შესაბამის სამსახურს შორის იდება სათანადო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად\     მუხლი 31🔗 . ფრენის უზრუნველმყოფი საწარმოები და სამსახურები 1 . სხ-ის ექსპლუატანტს ფშს-ში შეაქვს საბაზო აეროპორტის ფრენების უზრუნველმყოფი ყველა სამსახურისა და ქვედანაყოფის ჩამონათვალი , იმ შემთხვევაში, თუ სხ-ის ექსპლუატანტსა და საბაზო აეროპორტს შორის დადებულია ხელშეკრულება, მაშინ ამ ხელშეკრულების ნომერი და მოქმედების ვადა. ამასთან, ექსპლუატანტმა მას უნდა მოსთხოვოს მოქმედი ნორმატიული საბუთები და სერტიფიკატი (მოწმობა), ხელშეკრულებაში კი მიუთითოს, რომ ამ საბუთების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს. ექსპლუატანტი არ ამოწმებს ამ სამსახურის (საწარმოს) ნორმატიული საბუთების საავიაციო ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობას, არამედ იგულისხმება, რომ საა-ს სერტიფიკატი (მოწმობა) არის ამ შესაბამისობის დადასტურება= სხ-ის ექსპლუატანტი საკუთარი მუშაკების რიგებიდან ნიშნავს ამ სამსახურთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირს . 2\ პერიფერიულ, მათ შორის, საზღვარგარეთის აეროპორტში ფრენების უზრუნველსაყოფად სხ-ის ექსპლუატანტს უფლება აქვს დააფუძნოს წარმომადგენლობა, ამასთან შეიმუშავებს №წარმომადგენლობის სტატუსისა და საქმიანობის დებულებას, დაფინანსების პროცედურებს და წარმომადგენლების ფუნქციონირების სხვა აუცილებელ მოთხოვნებს. თუ აეროპორტში წარმომადგენლობის დაფუძნება ეკონომიკურად მიზანშეუწონელია, ექსპლუატანტს უფლება აქვს გააფორმოს ხელშეკრულება ამ აეროპორტში მოქმედ სხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლობასთან , ამ შემთხვევაში ფშს-ში შეიტანება ხელშეკრულების ნომერი და მოქმედე,ის ვადა, მომსახურე,ის სახეობები და ამ წარმომადგენლობასთან ურთიერთობის წესი\ 3\ იმ აეროპორტში (ეკიპაჟის დროებითი ბაზირების ან დასვენების ადგილზე), სადაც წარმომადგენლობა არ არის და ეკიპაჟი იძულებულია ფრენისა და დასვენების უზრუნველყოფის საკითხები თავად გადაწყვიტოს საჭიროა შემუშავდეს ეკიპაჟის /მეთაურის ექსპლუატანტის წარმომადგენლის დროებითი ბაზირების ადგილის სამსახურებთან ურთიერთობის პროცედურები . რეკომენდებულია შემუშავდეს ასეთ აეროპორტში ჩვეულ და შემაფერხებელ გარემოებებში ეკიპაჟის სამოქმედო ინსტრუქცია, სხ-ის ექსპლუატანტთან კავშირის წესი , ეს ინსტრუქციე ბი გამოიცემა კომპაქტური ფორმით და გადაეცემა მეთაურს ასეთ აეროპორტში გაფრენის წინ\     მუხლი 32🔗 . ფრენების საშტურმანო და სააერნაოსნო უზრუნველყოფა 1 . საფრენოსნო შემადგენლობის მქონე სხ-ის ექსპლუატანტი აყალიბებს საშტურმანო სამსახურს ან განყოფილებას, ნიშნავს მის უფროსს და მას ფრენების საშტურმანო და სააერნაოსნო უზრუნველყოფის მოგვარებას ავალებს , ამასთან- ფშს-ში შეიტანება ამ სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები, შემადგენლობა, დაქვემდებარება და პერსონალის უფლება-მოვალეობები . 2 . რეკომენდებულია საშტურმანო სამსახურის (განყოფილების) ჩარჩოებში ჩამოყალიბდეს სააერნაოსნო უზრუნველყოფის განყოფილე ბა (ჯგუფი) და მოეწყოს საშტურმანო ოთახი, რაც ფშს-ით უნდა აისახოს . 3 . ექსპლუატანტის მიერ შესრულებული ფრენების საშტურმანო და სააერნაოსნო უზრუნველყოფის საკითხე,ის მარეგულირებელი სამართლებრივი და საავიაციო ნორმატიული აქტებისა და ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული საბუთების ჩამონათვალი / ტექსტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ჩამონათვალს ამ საბუთების შენახვის წესებსა და მის წარმოე ბაზე პასუხისმგებელ პირებს . 4 . სიკ-ის, სმმ-ის ადგილობრივ, რეგიონულ, ცენტრალურ ორგანოებთან ექსპლუატანტის კავშირის უზრუნველყოფის პროცედურა ტელეგრაფისა და კომპიუტერული ქსელის მეშვეობით , მიეთითება AFTN-ის, SITA-ს, იკაოს ინტერნეტის მისამართები (თუ ასეთი მოქმედებს) , 5 . თუ ფრენების საშტურმანო და სააერნაოსნო უზრუნველყოფისათვის გამოიყენება კომპიუტერული პროგრამები, იგი გამოიყენება არსებული წესის შესაბამისად, რაზეც ფშს-ში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი .     მუხლი 33🔗\ ფრენების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა 1 . ფრენების მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის, ექსპლუატანტი ხელშეკრულებას დებს ადგილობრივ ამც-სთან (მეტეოსადგურთან) / ამ უზრუნველყოფის მოცულობა და შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამც-ს საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს , თუ ავიაკომპანიას ესაჭიროება ზენორმატიული მომსახურება, ეს უნდა აისახოს ხელშეკრულებით , ფშს-ში შეიტანება მხოლოდ ხელშეკრულების დასახელება და მოქმედების ვადა . 2 . ინფორმაცია ეკიპაჟებისათვის ფრენების მეტეოუზრუნველყოფაზე მომსახურების ვადებზე, მოცულობაზე და ეკიპაჟისათვის წარდგენილ საბუთებზე , განისაზღვრება ეკიპაჟის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ამ საბუთებით სარგე,ლობაზე დამოუკიდე ბელ ანალიზზე და ფრენის დროს ფაქტობრივი ამინდის ბლანკების გაფორმებაზე, რომლებიც ამც-ს ბარდება ან საფრენოსნო დავალებას ერთვება . 3 . განისაზღვრება „ამინდის დაზვერვაზე “ ფრენის ორგანიზებისა და შესრულების წესი (საავიაციო სამუშაოებისათვის სასწავლო ფრენებისათვის და სხვ) თუ ავიაკომპანიას ასეთი ფრენები მიზანშეწონილად მიაჩნია , მიეთითება ამც-ს სინოპტიკოსის ასეთ ფრენაში მონაწილეობის წესი .     მუხლი 34🔗 .. ავიასაინჟინრო უზრუნველყოფა 1 . საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი აყალიბებს ავიასაინჟინრო სამსახურს (ასს) (განყოფილებას) ნიშნავს მის უფროსს და ავალებს ფრენების ავიასაინჟინრო უზრუნველყოფას , ამ სამსახურის სტრუქტურა ფუნქციე,ი მუშაკების რაოდენობა დაქვემდებარება და პასუხისმგებლობა საბაზო აეროპორტის ასს-სთან ურთიერთობის წესის ჩათვლით , სხ მომსახურების სახეობებზე დადებული ხელშეკრულებების დასახელება და მოქმედების ვადები , ხელშეკრულების მუხლების დაწვრილებით გადმოცემა საჭირო არ არის შინაარსი უნდა გადმოიცეს მოკლედ . 2 . იმ აეროპორტში ან დასაფრენ მოედანზე ტექნიკური მომსახურების პროცედურები სადაც კონკრეტული ტიპის სხ-ის ტმ-ის სპეციალისტები არ არიან ან მათთან ხელშეკრულება არ არის გაფორმებული ან მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურების სახეობა ექსპლუატანტს არ აკმაყოფილებს- ტმ შეიძლება დაევალოს ეკიპაჟს, ან ექსპლუატანტის საგანგე,ოდ მომზადებულ ტექნიკურ სპეციალისტებს. ამასთან, დგინდება ტექნიკური პერსონალის ტმ-ისათვის მომზადებისა, დაშვებისა და საფრენოსნო დავალებაში შეტანის წესი\ 3 . ავიასაინჟინრო უზრუნველყოფის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტები და ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული საბუთები მათი გამოყენების წესი და შენახვაზე პასუხისმგებელი პირები . ექსპლუატანტის მიერ შემუშავებული საბუთები უნდა შესაბამებოდეს საავიაციო კანონდებლობის მოთხოვნებს. მის მიერ შემოღებული პროცედურები და მოთხოვნები კი უნდა იყოს ამ აქტების მოთხოვნების რეალიზაციის უზრუნველმყოფი შესრულებული ფრენების სპეციფიკის, სხ-ის გამოყენებული ტიპებისა ან დამატებითი აღჭურვილობის თავისებურებების გათვალისწინებით . 4 . ავიასაინჟინრო უზრუნველყოფის დამატებითი პროცედურები, რომლე ბიც არეგულირებს|  ა) საფრენოსნო და ტექნიკური შემადგენლობების ტექნიკური ცოდნისა და ჩვევების სრულყოფას .  ბ) ექსპლუატანტის სხ-ების პარკის გამოყენების, რემონტისა და კონსტრუქციული დაყვანითი სამუშაოების დაგეგმვას .  გ) ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამატებებზე ზედამხედველობას\  დ) ხმელეთზე საავიაციო ტექნიკის უვნებლობის ღონისძიებების განხორციელებას (ნებისმიერ აეროდრომზე) .     მუხლი 35🔗 . გადაზიდვების ორგანიზების სამსახური (გოს) 1 . სხ-ის ექსპლუატანტი ფრენების სახეობისა და სხ-ების ექსპლუატაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ადგენს აეროპორტის გოს-თან ურთიერთმოქმედების წესს , ექსპლუატანტი შეიმუშავებს და აეროპორტის გოს აცნობებს შემდეგ საინსტრუქციო მასალას|  ა) საჰაერო ხომალდე,ის მასასა და გაწონასწორე ბას, სხ-ის №მშრალი№ მასისა და გაწონასწორების ჩათვლით ,  ბ) ეკიპაჟის მიერ ზღვრული დატვირთვის, გაწყობისა და მაქსიმალური ასაფრენი მასის შეტყობინების პროცედურას,  გ) ექსპლუატანტის მიერ დადგენილ სტანდარტულ მონაცემე ბს მგზავრების, ბარგისა და ბორტკვების მასა, მიმოსვლისათვის საჭირო საწვავის ხარჯი, უფასოდ გადასატანი ბარგის ნორმა, ზენორმატიული ბარგის გადასატანი ნიხრი, ტვირთისა და ბარგის ზღვრული ზომები და ნებისმიერი სხვა მონაცემები, რომელიც კი შეი.ლე,ა დასჭირდეს გოს, ან ექსპლუატანტი თვლის საჭიროდ ,  დ) გოს საქმიანობაზე საზედამხედველოდ ექსპლუატანტის წარმომადგენლების (მათ შორის – ეკიპაჟის წევრების) უფლებამოსილება .  ე) ექსპლუატანტი უფლებამოსილია გოს-აგან მოითხოვოს ნებისმიერი ის საავიაციო ნორმატიული აქტი, სასამსახურო საბუთი, სერტიფიკატი და მოწმობა, რომლითაც გოს საკუთარ საქმიანობას წარმართავს ამ საბუთების გასაცნობად და საქართველოს კანონდებლობისა და ექსპლუატანტის მოთხოვნე,თან შესაბამისობის შესამოწმებლად , თავის მხრივ, გოს ხელმძღვანელობა ამოწმებს ექსპლუატანტის მიერ შეკვეთილი მომსახურების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა მოთხოვნებთან, აგრეთვე შესრულების შესაძლებლობას. რეგულარული რეისების შესრულებისას, ექსპლუატანტი გოს-თან დებს ხელშეკრულებას, რომლის ნომერი და მოქმედების ვადა ფშს-ით უნდა აისახოს. ვ) სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს ეკიპაჟის მიერ გოს ვალდებულებების შესრულებას იმ აეროპორტებისა და დროებითი აეროდრომებისათვის, სადაც ეს სამსახური გათვალისწინებული არ არის ან არ არის შეთანხმება მის მომსახურებაზე ან მას შეკვეთილი მომსახურების უზრუნველყოფა არ შეუძლია\ 2 . სხ-ის ექსპლუატანტს, საქართველოს საა-სთან შეთანხმებით, უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს გადაყვანის ორგანიზების სამსახურის ფუნქციები, თუკი ის შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აეროპორტთან\     მუხლი 36🔗 . ფიტო- და საკარანტინო უზრუნველყოფა სხ-ის ექსპლუატანტი ოფიციალურად მიმართავს ადგილობრივ ფიტო და საკარანტინო სამსახურებს ან საქართველოს რეგიონულ სამსახურს, რათა შეიტყოს ბაზირების ადგილისა და ფრენის რაიონების (ქვეყნების) სანიტარულ მოთხოვნები- აუცილებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები\ მიღებული ცნობების საფუძველზე, ექსპლუატანტი შეიმუშავებს ფრენების უზრუნველყოფის იმ სანიტარულ ზომებსა და პროცედურებს, რაც აუცილებელია მისი პერსონალისა და მასთან ურთიერთმოქმედი სამსახურებისათვის, გამოსცემს და ამტკიცე,ს ამ უზრუნველყოფის ინსტრუქციას და ადგენს მისი შენახვისა და შესრულებაზე ზედამხედველობის წესებს\ ამ მუხლით უნდა აისახოს აღნიშნული ინსტრუქციის მხოლოდ ის დებულებები, რაც ეკიპაჟს ეხება , აღინიშნება ურთიერთმოქმედების წესი, მათი უფლებამოსილება და გამოყენებული სანქციები\ ექსპლუატანტი, მასთან ურთიერთმოქმედ სამსახურებს და აეროპორტის ქვედანაყოფებს, აცნობს აღნიშნული ინსტრუქციის იმ დებულებებს, რომლებიც მათ საქმიანობას ეხება და, საჭიროე,ისას, დებს ამ მომსახურების ხელშეკრულებას\     მუხლი 37🔗 . აეროპორტის სამსახურები და საავიაციო უშიშროება 1 . სხ-ის ექსპლუატანტს ფშს-ში შეაქვს ძირითადი და სათადარიგო აეროდრომების (სადაც ის ახორციელებს ან დაგეგმილი აქვს განახორციელოს საქმიანობა), მათი სუს-ის ორგანიზების მონაცემები (პასუხისმგებელი ორგანოები და იურიდიული პირები, მათი მისამართე,ი, ტელეფონები და სხვა), აგრეთვე – შემდეგი ინფორმაცია : ა) სააეროდრომო უზრუნველყოფა ; ბ) ელექტროშუქტექნიკური უზრუნველყოფა ; გ) რადიოტექნიკური უზრუნველყოფა ; დ) ორნიტოლოგიური უზრუნველყოფა ; ე) სარეჟიმო უზრუნველყოფა ; ვ) საავიაციო უშიშროე,ის საქმიანობა ; ზ) სასაზღვრო სამსახურის საქმიანობა ; თ) საბაჟო სამსახურის საქმიანობა ; ი) ბორტკვების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა ; კ) აეროპორტის საყოფაცხოვრებო სამსახურის საქმიანობა ; ლ) აეროპორტის სამედიცინო სამსახურის საქმიანო ბა ; მ) ეკიპაჟის ან ექსპლუატანტის წარმომადგენლის მიერ წარმოებული ყველა სახის ანაზღაურების წესი, აეროპორტთან ან მის სამსახურებთან დადე ბული ხელშეკრულებების შინაარსი და მოქმედების ვადა . 2 . დასაშვებია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით აღნიშნული ინფორმაცია, სხ-ის ექსპლუატანტს გააჩნდეს საავიაციო ოფიციალური დოკუმენტაციის სახით (Jepessen, AIP და სხვა) . 3 . სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს ფრენე ბის უზრუნველყოფის საბ უთების ცვლილებების ეკიპაჟისათვის გაფრენის წინ გაცნობის წესს . 4 . სხ-ის ექსპლუატანტი, საჭიროებ ისას, აყალიბებს აეროპორტთან (მის სამსახურებთან ) ურთიერთმოქმედების სამსახურს, ადგენს მის სტატუსსა და უფლებ ამოსილებ ას, და ფშს-ში შეაქვს შესაბამისი დებ ულებები\     მუხლი 38🔗\ საჰაერო მოძრაობის მომსახურება 1 . სხ-ის ექსპლუატანტის ფშს-ით უნდა აისახოს სმმ-ის ნორმატიული საბ უთების შესწავლის მოგვარება, საავიაციო პერსონალის მიერ ამ საბ უთების ცოდნის შემოწმების პროცედურები, საბ უთების ჩამონათვალი და ცვლილებების შეტანის და ამ ცვლილებების გაცნობის წესი\ 2 . სხ-ის ექსპლუატანტი, საჭიროებ ისას, შეიმუშავებს შესრულებ ული ფრენების სპეციფიკის შესაბამის სმმ-ის სახელმძ ღვანელოებ სა და საცნობარო მასალას\     მუხლი 39🔗 . სამსახურების პასუხისმგებლობა და უზრუნველყოფის კოორდინირება 1 . სხ-ის ექსპლუატანტი, სეს-ის, ეკიპაჟის სამუშაო ტექნოლოგიისა და ფრენე ბის სახეობების საფუძველზე, ადგენს სხ-ის გაფრენისწინა და ფრენის შემდგომი მომსახურებისა და ფრენის უზრუნველყოფის ყველა სახეობის წესსა და დროით გრაფიკს , ეს გრაფიკი (ტექნოლოგიური ), სხ-ის ყველა გამოყენებ ული ტიპის მიხედვით, თანხმდება აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან, მტკიცდება ხელმძ ღვანელის მიერ, შეიტანება ფშს-ში, მრავლდება და ეგზავნება ფრენების უზრუნველყოფაში მონაწილე ყველა სამსახურს და, საჭიროებ ისას, ეძლევა ეკიპაჟებ საც\ 2 . სხ-ის ექსპლუატანტი შეიმუშავებს სხ-ის მოძრაობის განრიგზე, ფრენების უზრუნველყოფის ტექნოლოგიურ გრაფიკზე ზედამხედველობის, აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის პროცედურებს , რეკომენდებულია ექსპლუატანტის სტრუქტურაში ჩამოყალიბდეს ფრენის უზრუნველყოფის კოორდინირების ორგანო (განყოფილება ), რომლის სტატუსი, უფლებები და ვალდებ ულებები ფშს-ით უნდა აისახოს\ 3 . სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს ფრენის შეფერხებ ით ან გაუქმებ ით გამოწვეულ ეკონომიკურ დანაკარგებს, შეიმუშავებს დამნაშავე პირებ ისაგან ან სამსახურებ იდან მისი ზღვევინების პროცედურებს, ათანხმებს მას ფრენის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძ ღვანელებთან და კომპეტენტურ ფინანსურ ორგანოებთან შეაქვს ფშს-ში და აცნობებს ამას შემსრულებ ლებს და პასუხისმგებ ელ პირებს\ 4 . სხ-ის ექსპლუატანტი ადგენს მეთაურის, როგორც მისი წარმომადგენლის, უფლებ ამოსილებ ას პერიფერიულ აეროდრომზე ყოფნისას, შეიმუშავებს ფრენების უზრუნველყოფაზე დადებ ული ხელშეკრულებების პირობების შესრულებ აზე ზედამხედველობის, მისი შეუსრულებ ლობის შემთხვევების აღრიცხვის, სადა ვო საკითხების გადაწყვეტის და ა ,შ. ინსტრუქციას , ეს მასალა შეიტანება ფშს-ში ან გამოიცემა ცალკე („მეთაურის სამახსოვრო “), რაც ფშს-ით უნდა აისახოს\                                                                                                                                  დანართი 2                                           საბუთების შენახვის ვადები ფრენის საწარმოო გეგმა 3 თვე საბორტო ტექნიკური ჟურნალი 24 თვე, უკანასკნელი ჩანაწერის შემდეგ სპეციალური ტვირთის მონაცემები, სახიფათო ტვირთის ჩათვლით 3 თვე საფრენოსნო დავალება (ბორტჟურნალი) 6 თვე ავიასპეციალისტის პირველადი საავიაციო თეორიული განათლებისა და პრაქტიკული მომზადების ნებისმიერი საბუთი; საწვრთნელი დავალება (ჰაერში და საწაფზე); ახალი ტექნიკის შესწავლის საბუთები; საფრენოსნო წიგნაკი საავიაციო საქმიანობის დამთავრებამდე ეკიპაჟის წევრების სამუშაო, საფრენოსნო და დასვენების დრო 15 თვე ფრენის დროს დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია ან ნებისმიერი შემთხვევა, რაც, მეთაურის აზრით, აღრიცხვის ღირსია 3 თვე მოხსენება ეკიპაჟის მიერ ნაფრენის გადამეტებაზე ან დასვენების დროის შეკვეცაზე 15 თვე კოსმოსური და მზის რადიაციის დოზის მიღების ცნობა  (დოზის მითითებით) საავიაციო საქმიანობის დამთავრებამდე არაავიასპეციალისტის წვრთნა, ოსტატობა ბოლო ორი წვრთნის ჩანაწერები                                                                                                                                დანართი 3                                                          ხარისხის სისტემა     მუხლი 1🔗. ტერმინების განმარტება პასუხისმგებელი ხელმძღვანელი – პირი , რომელიც , ექსპლუატანტის ან ტექნიკური მომსახურების საწარმოს სახელით , პასუხისმგებელია იმაზე , რომ საფრენად ვარგისობის შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსებით და ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობისა და ექსპლუატანტის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად . ხარისხზე ზედამხედველი – ხარისხის დონის ზედამხედველობაზე და ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირი . ხარისხზე ზედამხედველობა – ხარისხის დაგეგმილი მაჩვენებლებისა და მიღებული შედეგების შესაბამისობის სისტემური , დამოუკიდებელი შეფასება და დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანობის განსაზღვრა . ხარისხი – ნაწარმისა თუ მომსახურების მახასიათებლების ერთობლიობა , რაც მის ცნობილ თუ სავარაუდო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას ასახავს . ხარისხის დარგთან დამოკიდებულება – ექსპლუატანტის ხელმძღვანელის ხარისხის დარგთან დამოკიდებულების ამსახველი საქმიანობა . ხარისხის სახელმძღვანელო – ხარისხის სისტემასა და მისი უზრუნველყოფის პროგრამაზე ინფორმაციის შემცველი საბუთი . ხარისხის სისტემა – ნაწარმისა თუ მომსახურების ხარისხის სამართად საჭირო საორგანიზაციო სტრუქტურის , უფლებამოსილების , პროცედურებისა და რესურსების ერთობლიობა . ხარისხის უზრუნველყოფა – დაგეგმილი და სისტემურად განხორციელებული ქმედებები, რათა ნაწარმი თუ მომსახურება ხარისხის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. ხარისხის (საინსპექციო ) შემოწმება – კონკრეტულ მოვლენაზე , ქმედებაზე დაკვირვების აქტი , ამ შემთხვევისათვის დადგენილი პროცედურების სწორად წარმართვის დასადგენად .     მუხლი 2🔗. ხარისხის უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია პერსონალის დაინტერესება, რათა მათ საკუთარი მოვალეობები შეასრულონ პროფესიულ დონეზე, დადგენილი ნორმების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. დამოუკიდებელი ზედამხედველობა ფრენის უსაფრთხოებისა და რეგულარობის უზრუნველსაყოფად, ხარისხის სამსახურს ექსპლუატანტის მართვის სტრუქტურებისაგან დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება უნდა ჰქონდეს. დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტებია: ა) პირდაპირი დაქვემდებარება ექსპლუატანტის პასუხისმგებელ პირთან; ბ) დამოუკიდებლობა – შემოწმების მიმართულებისა და შინაარსის ამორჩევის თავისუფლება; გ) ხელმისაწვდომობა – საწარმოს ნებისმიერ ქვედანაყოფში შესვლისა და შეკითხვების დაგზავნის თავისუფლება და სრულყოფილი პასუხების დროული მიღება.     მუხლი 4🔗. ხარისხის შემოწმება შემოწმების ობიექტებია: ა) ფრენების ორგანიზება, უზრუნველყოფა; ბ) უშუალოს ფრენების შესრულება; გ) ტექნიკური სტანდარტები და მომსახურება; დ) სხ-ის დატვირთვისას გამოყენებული სტანდარტები; ე) პერსონალის მომზადების სტანდარტები; და სხვა.     მუხლი 5🔗. ხარისხზე ზედამხედველობა 1. ექსპლუატანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ავიასაწარმოს განვითარებისას (ახალი სხ-ის შეძენა თუ ახალი მარშრუტის ათვისება), ხარისხზე ზედამხედველობის დადგენილი პროცედურები, შეიძლება, შეცვლილ ვითარებას აღარ შეესაბამებოდეს, ამიტომ საჭიროა ამ პროცედურების გადახედვა და შესაბამისობაში მოყვანა. 2. ხარისხზე ზედამხედველობის ყველაზე უფრო ეფექტური ფორმებია:  ა) ექსპლუატანტის საქმიანობაზე დაკვირვება;  ბ) პერსონალთან გასაუბრება;  გ) მოქმედი საბუთების გაანალიზება;  დ) სააღრიცხვო მონაცემების შეფასება;  ე) საბუთების განხილვისა და ექსპლუატანტის საქმიანობის შემოწმების შედეგების განზოგადება. 3. ხარისხზე ზედამხედველობა გულდასმით უნდა დაიგეგმოს და თანამიმდევრულად წარიმართოს. ზედამხედველობა, ძირითადად, გულისხმობს:  ა) ზედამხედველობის საგნის განსაზღვრას;  ბ) დაგეგმვასა და მომზადებას;  გ) დაკვირვების შედეგების დოკუმენტირებას;  დ) შედეგების გაანალიზებას;  ე) ზედამხედველობის გასაუმჯობესებელი წინადადებების მომზადებას.     მუხლი 6🔗. ანგარიშგება შემოწმების შემდეგ ფორმდება „ანგარიში”, რითაც აისახება ექსპლუატანტის საქმიანობა: ნაკლოვანებები, რჩევები (გამოსწორების გზები) და ვადები. „ანგარიში” წარედგინება იმ პასუხისმგებელ პირს, რომლის მოვალეობაც არის ნაკლოვანებების აღმოფხვრა.     მუხლი 7🔗. შემმოწმებელი ექსპლუატანტის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის მიხედვით, ინიშნება ერთი შემმოწმებელი ან ყალიბდება ჯგუფი. შემმოწმებელს უნდა ჰქონდეს ფრენების ორგანიზებისა თუ ტმ-ის გამოცდილება. შემმოწმებელი არ უნდა მონაწილეობდეს იმ საქმიანობაში, რასაც ამოწმებს. საჭიროებისას, შეიძლება სპეციალისტ(ებ)ის მოწვევა. შემმოწმებლ(ებ)ის უფლებამოსილება ხარისხის სახელმძღვანელოთი განისაზღვრება.     მუხლი 8🔗. შთანხმებული მოქმედება მომიჯნავე დარგების შემოწმება ტარდება შეთანხმებულად (ერთდროულად). უზრუნველსაყოფია შემოწმებების არსისა და პროცედურების ერთგვაროვნება. ეს მიიღწევა შიდა სემინარების ჩატარებითა და პროცედურების სტანდარტიზებით.     მუხლი 9🔗. შემმოწმებლის მომზადება შემოწმებაში მონაწილე პერსონალი სათანადოდ უნდა მომზადდეს. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს შემმოწმებლ(ებ)ის მოსამზადებელი პროგრამა, სადაც უნდა აისახოს პირველადი თეორიული კურსის გავლა და ავიასაწარმოში პრაქტიკული მომზადება, ასევე – პერიოდული გადამზადება, ვადების მითითებით.     მუხლი 10🔗. სისტემის ორგანიზაციული გაფორმება 1. ხარისხის სისტემის ორგანიზაციულ გაფორმებას შეიძლება ჰქონდეს თავისებურებები, იმისდა მიხედვით, თუ ექსპლუატანტს როგორ აქვს საქმიანობა მოგვარებული. თუ ტმ-ს სხვა საწარმო ატარებს, სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული უნდა იყოს ექსპლუატანტისა და ამ საწარმოს ურთიერთობები და ექსპლუატანტის „ხარისხის სახელმძღვანელოსა” და „ტმ-ის სახელმძღვანელოს” მოთხოვნების შესაბამისობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. 2. ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისას, საჭიროა:  ა) განისაზღვროს ხარისხის დარგთან დამოკიდებულება;  ბ) შემუშავდეს „ხარისხის სახელმძღვანელო”, სადაც აისახება ხარისხის უზრუნველყოფის კონკრეტული პროგრამები და გეგმები, სამუშაოს სახეობის, ავიატექნიკის ტიპებისა და დადებული ხელშეკრულებების მიხედვით;  გ) გათვალისწინებული იყოს შიდა სტანდარტებისა და ხარისხზე ზედამხედველობის წესების შეცვლის პროცედურები;  დ) დადგინდეს ფრენების შესრულებაზე და ტმ-ზე ზედამხედველობის პროცედურები;  ე) დადგინდეს შეუსაბამობის გამოვლენისას საჭირო ქმედებები;  ვ) დადგინდეს სააღრიცხვო მონაცემების ჩამონათვალი და წარმოების წესი. 3. ხარისხის სისტემის ხელმძღვანელი უშუალოდ უნდა ემორჩილებოდეს ექსპლუატანტის ხელმძღვანელს. 4. ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე საზედამხედველოდ, ხარისხის სისტემით გასათვალისწინებელია პასუხისმგებელ ხელმძღვანელთან უკუკავშირი, აგრეთვე – აღმოფხვრის პროცედურებზე პასუხისმგებლობის პირად შემადგენლობაზე განაწილებისა და, ამ პროცედურების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობისას, ქმედებების წესები.     მუხლი 11🔗. ხარისხის სახელმძღვანელო 1. ხარისხის სისტემის მარეგულირებელი საბუთია „ხარისხის სახელმძღვანელო”, რომელიც შეიძლება ცალკე ტომად გამოიცეს, მაგრამ ის არის ფშს-ის და/ან „ტმ-ის სახელმძღვანელოს” შემადგენელი ნაწილი. სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს, სულ ცოტა:  ა) ტერმინების განმარტებას;  ბ) ხარისხის დარგთან ექსპლუატანტის დამოკიდებულებას;  გ) საექსპლუატაციო საქმიანობის აღწერას;  დ) საექსპლუატაციო სტანდარტებს;  ე) უფლებამოსილებების განაწილებას;  ვ) ზედამხედველობის ღონისძიებების გეგმას;  ზ) ხარისხის შემოწმების პროცედურებს;  თ) ანგარიშგების წარმოებას;  ი) ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე ზედამხედველობის პროცედურებს;  კ) სააღრიცხვო სისტემას;  ლ) შემმოწმებლების მომზადების პროგრამებს (იხ. მუხლი 9🔗);  მ) საბუთების წარმოების წესებს. 2. „ხარისხის სახელმძღვანელო” თანხმდება სააგენტოსთან.                                                                                                         დანართი 4                                   მფრინავთა მომზადების პროგრამები (მმპ)                                                      ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე „მფრინავთა მომზადების პროგრამები” შემუშავებულია „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებისა” და „ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესების” მოთხოვნების შესაბამისად და მათ განსახორციელებლად. 2. მმპ განკუთვნილია „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში” შეტანილი ორპილოტიანი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების (შემდგომში - „ავიასპეციალისტი”) მოსამზადებლად. 3. ერთპილოტიანი საჰაერო ხომალდის ავიასპეციალისტის მომზადება ტარდება პროგრამების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ექსპლუატანტი და ითანხმებს სააგენტო. 4. მმპ-თი მოცემულია თეორიული და პრაქტიკული მომზადების მინიმალური მოცულობა იმ ავიასპეციალისტისათვის, რომელიც მსგავს დაშვებას პირველად იღებს. ექსპლუატანტი უფლებამოსილია, ეს მოცულობა, საკუთარი შეხედულებისამებრ, გაზარდოს. თეორიული და პრაქტიკული მომზადების თემატიკას (ამოცანების შინაარსს) შეიმუშავებს ექსპლუატანტი. თემატიკა შეიძლება იყოს ზოგადი და/ან კონკრეტული ავიასპეციალისტისათვის გათვალისწინებული, მისი თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის შესაბამისად. 5. თუ ავიასპეციალისტმა მხოლოდ შიდა ფრენები უნდა შეასრულოს, მმპ-თი მოცემული მომზადების მოცულობა შეიძლება 50%-ით შემცირდეს; ამ შემთხვევაში, პროგრამის შედგენა აუცილებელი არ არის. შემდგომში, მისი საერთაშორისო ფრენებზე მომზადება ტარდება ამ დანართის XI პროგრამის შესაბამისად. 6. პროგრამის შეკვეცა, აგრეთვე, შესაძლებელია ამ „წესების” მე-12 მუხლის მოთხოვნების მიხედვით; ამ შემთხვევაში, პროგრამის შედგენა აუცილებელი არ არის, პროგრამის (მისი ნაწილების) მოცულობას, საწვრთნელი პირის გამოცდილებისა და წვრთნისას გამოვლენილი ათვისების უნარის მიხედვით, ინსტრუქტორი განსაზღვრავს. 7. მმპ-თი მოცემულ თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას ატარებს ავიასპეციალისტის შესაბამისი სპეციალობის ინსტრუქტორი, და ყოველი ამოცანის შესრულებას „საწვრთნელ დავალებაში” ადასტურებს ხელმოწერით. პილოტის სააეროდრომო შემოწმებისა და საბოლოო დასკვნის გამოტანის უფლება ენიჭება უფროს პილოტ-ინსტრუქტორს (Pilot-Instructor-Examiner). 8. დასკვნით უნდა მიეთითოს:  ა) ავიასპეციალისტის ეკიპაჟის შემადგენლობაში სპეციალობის მიხედვითDდაშვება;  ბ ) ავიასპეციალისტის საერთაშორისო ფრენებზე დაშვება (საჭიროებისას );  გ ) პილოტის მინიმუმი (II პილოტისათვის - საჭიროებისას );  დ ) II პილოტის აფრენა -დაფრენაზე დაშვება . 9 . დასკვნა იწერება ოსტატობის აღნიშვნის სახით (იხ . „ ავიასპეციალისტების სერტიფიცირების წესები” ):  ა ) „საწვრთნელ დავალებაში”;  ბ ) „საფრენოსნო წიგნაკში”;  გ ) ავიასპეციალისტის მოწმობაში . 10 . პილოტს ასაფრენი მინიმუმი ენიჭება სეს -ის მოთხოვნების შესაბამისად (ან ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, თუ სეს -ით ეს გათვალისწინებული არ არის). 11 . საწაფზე მომზადების მოცულობა განისაზღვრება სხ-ის სახეობისა და ტიპის მიხედვით , სდ-ს პროგრამების შესაბამისად, მაგრამ უნდა იყოს არანაკლებ 3 სთ (მრავალმხრივ საწაფზე - 2 სთ ).                                                      პროგრამა I                                           II პილოტად მწყობრში შეყვანა პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 08.00 ამოცანა 2. სააეროდრომო შემოწმება* - 01.00 ამოცანა 3. პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად კომერციულ ფრენებზე წვრთნა - 50.00 (თუ მომზადების პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი) 1 . პროგრამის მიზანი . მეორე პილოტის მომზადება ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად , საერთაშორისო ფრენებისათვის, მინიმუმის მისანიჭებლად (საჭიროებისას ) და მარჯვენა სავარძლიდან აფრენა -დაფრენის შესასრულებლად . 2 . მე -2 ამოცანის მიზანი . პილოტის უნარ -ჩვევების შემოწმება , შემდგომი მომზადებისას გარკვეულ ელემენტებზე ყურადღების გამახვილების მიზნით .  შენიშვნა: ფრენის ყველა ეტაპზე სხ-ის მართავს მეორე პილოტი , უშუალო მართვის რეჟიმით , მარჯვენა სავარძლიდან; პილოტ -ინსტრუქტორი აკონტროლებს მას .  ეს ამოცანა ეძლევა , თუ პილოტს ფრენებში 90 დღეზე მეტი ხნის შესვენება აქვს . 3 . მე -3 ამოცანის მიზანი . სხ-ის მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება .  შენიშვნა: ფრენის დროს , პილოტ -ინსტრუქტორი მეორე პილოტს სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს სხ-ის მართვაში . მეორე პილოტის მიერ მასალის უკეთესად ასათვისებლად , პილოტ -ინსტრუქტორმა , წვრთნის განმავლობაში , შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს .                                                      პროგრამა II                                               მეთაურად მწყობრში შეყვანა პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 10.00 ამოცანა 2. საწაფზე მომზადება - 03.00 ამოცანა 3. სააეროდრომო შემოწმება 3 - ამოცანა 4. პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად კომერციულ ფრენებზე წვრთნა - 100.00 (თუ მომზადების პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი) ამოცანა 5. საკონტროლო ფრენები 2 - ამოცანა 6. კომერციული ფრენები ეკიპაჟის შემადგენლობაში 4 - ამოცანა 7. კომერციული ფრენები მეთაურის რანგში, მინიმუმის დაკლებამდე - 100.00 (თუ მომზადების პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი) 1 . პროგრამის მიზანი . პილოტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში მეთაურის რანგში ფრენების შესასრულებლად და მინიმუმის მისანიჭებლად . 2 . მე -2 ამოცანის მიზანი . სხ-ის მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარცხენა სავარძლიდან , ფრენის ჩვეულ და განსაკუთრებულ ვითარებებში. 3 . მე -3 ამოცანის მიზანი . სხ-ის მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარცხენა სავარძლიდან . 4 . მე -6 ამოცანის მიზანი . ეკიპაჟის შემადგენლობაში მეთაურის რანგში და მინიმუმით ფრენის უნარის განსაზღვრა .  შენიშვნა: შეგირდი ფრენს ეკიპაჟთან , რომლის წევრებსაც სხ-ის ამ ტიპზე არანაკლებ 200 სთ ნაფრენი აქვთ . პილოტ -ინსტრუქტორი ეკიპაჟის საქმიანობას პილოტების სავარძლის დაუკავებლად აკონტროლებს . სრულდება სააეროდრომო ან კომერციული ფრენები. ამოცანის დასრულებისას , ინსტრუქტორი აკეთებს დასკვნას . 5 . მინიმუმი . თუ სხ-ზე IL S-ის სისტემაა , მეთაურს ენიჭება პირველადი მინიმუმი – იკაოს I კატეგორია , თუ – არა , 265ფტ (80მ ), ხილვადობა 1000მ , თუ ეს სეს -ის მოთხოვნებს შეესაბამება. აღნიშნული მინიმუმი ენიჭება იმ შემთხვევაში , თუ , მწყობრში შესვლისას , მეთაურმა -შეგირდმა ამ მინიმუმის შესაბამის პირობებში 3 დაფრენა მაინც შეასრულა , თუ – არა , ენიჭება ერთი საფეხურით გაზრდილი მინიმუმი , ვიდრე ამ მინიმუმის შესაბამის პირობებში 3 დაფრენას არ შეასრულებს; თუმცა , 265ფტ (80მ ), ხილვადობა 1000მ -ზე მეტი მინიმუმის მინიჭება რეკომენდებული არ არის , თუ კონკრეტული სხ-ის სეს -ით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .                                                  პროგრამა III                                               მინიმუმის შემცირება პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 03.00 ამოცანა 2. საწაფზე მომზადება - 03.00 (02.00) ამოცანა 3. საფრენოსნო შემოწმება 6 - 1 . პროგრამის მიზანი . პილოტი მომზადდეს შემცირებული მინიმუმით საფრენად . 2 . დაშვება . პროგრამის გასავლელად დაიშვება ის მეთაური , რომელმაც II პროგრამის მე -7 ამოცანას წარმატებით გაართვა თავი და , მის განმავლობაში , მინიჭებული მინიმუმის შესაბამისი ამინდის რეალურ პირობებში აქვს 3 დაფრენა მაინც . 3 . მე -2 ამოცანის მიზანი . დასაფრენად შესვლის ავტომატური სისტემის მართვის ჩვევების გამომუშავება სხვადასხვა მტყუნებებისას (მათ შორის – ავიაჰორიზონტის, ძრავ (ებ)ის და სხვა ). 4 . მე -3 ამოცანა . შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კომერციულ ფრენებზეც და აეროდრომის პირობებშიც , მინიჭებული მინიმუმის შესაბამისი ამინდის რეალურ პირობებში (ან შეიცვალოს ამისათვის განკუთვნილი საწაფით).                                                  პროგრამა IV                                   მეთაურის ინსტრუქტორად მომზადება პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 06.00 ამოცანა 2. საწაფზე მომზადება - 03.00 ამოცანა 3. საფრენოსნო შემოწმება 4 01.30 (თუ მომზადების პროგრამით სხვა რამ არ არის დადგენილი) 1 . პროგრამის მიზანი . მეთაური მომზადდეს პილოტ -ინს ტრუქტორის რანგში საფრენად . 2 . დაშვება . პროგრამის გასავლელად დაიშვება ის მეთაური , რომელსაც საინსტრუქტორო-მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია . პროგრამა გათვალისწინებულია , აგრეთვე , იმ მეთაურისათვის , რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია . 3 . მე -2 ამოცანის მიზანი . მარჯვენა სავარძლიდან სხ-ის მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება . მომზადებას ატარებს პილოტ -ინტრუქტორი მარცხენა სავარძლიდან . 4 . მე -3 ამოცანის მიზანი . სხ-ის მართვისა და ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების ჩვევების შემუშავება მარჯვენა სავარძლიდან . ფრენები სრულდება კომერციულ ან სააეროდრომო პირობებში , დღისით ან ღამით .  5 . მითითება . წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის , რომ პილოტ -ინტრუქტორს შეეძლოს ეკიპაჟის წევრების მიერ დაშვებული შეცდომების დროული ამოცნობა და მათი გამოსწორება , აგრეთვე – ეკიპაჟის წევრებისათვის შეცდომების მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა .                                                  პროგრამა V                                   აერნაოსნად მწყობრში შეყვანა პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 06.00 ამოცანა 2. საფრენოსნო მომზადება - 50.00 ამოცანა 3. საკონტროლო სამარშრუტო ფრენები 2 -  1. პროგრამის მიზანი. ნაოსანი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად და საერთაშორისო ფრენებისათვის.  2. მითითება. მომზადებას ატარებს ნაოსანი-ინსტრუქტორი. მასალის უკეთესად ასათვისებლად, ინსტრუქტორმა, წვრთნის განმავლობაში, შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს.                                                      პროგრამა VI                                   აერნაოსნის ინსტრუქტორად მომზადება პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 06.00 ამოცანა 2. საკონტროლო სამარშრუტო ფრენები 2 -  1 . პროგრამის მიზანი . ნაოსანი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად .  2 . დაშვება . პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ნაოსანი , რომელსაც საინსტრუქტორო-მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია . პროგრამა გათვალისწინებულია , აგრეთვე , იმ ნაოსნისათვის , რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია .  3 . მითითება . მომზადებას ატარებს ნაოსანი -ინსტრუქტორი . წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის , რომ ნაოსან -ინსტრუქტორს შეეძლოს ნაოსნის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება , აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა .                                                      პროგრამა VII                                           ბორტინჟინრად მწყობრში შეყვანა 1 . ბორტინჟინრის მწყობრში შეყვანა ორსაფეხურიანია :  I საფეხური – ტექნიკურ მომსახურებაზე სტაჟირება; და  II საფეხური – საფრენოსნო მომზადება . 2 . მითითება . თუ ბორტინჟინერი , ბოლო 24 თვის განმავლობაში , კონკრეტული ტიპის სხ-ის ოპერატიულ ან/და პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებდა არანაკლებ 6 თვის მანძილზე , I საფეხურის გავლა აუცილებელი არ არის . I საფეხურის პროცედურები დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. კონკრეტული ტიპის სხ-ის ტექნიკური მომსახურების საბუთების შესწავლა 16.00 ამოცანა 2. კონკრეტული ტიპის სხ-ის ოპერატიული ტექნიკური მომსახურების ჩატარება 64.00 II საფეხურის პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 3. სახმელეთო მომზადება - 36.00 ამოცანა 4. საწაფზე მომზადება - 06.00 (50)* ამოცანა 5. საფრენოსნო მომზადება 24 100.00 (50)* ამოცანა 6. საკონტროლო ფრენები 2 -  3 . პროგრამის მიზანი . ბორტინჟინერი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად .  4 . მითითება . მომზადებას ატარებს ბორტინჟინერი -ინსტრუქტორი . საკონტროლო ფრენები შეიძლება მიეცეს სააეროდრომო პირობებშიც .  5 . *დაშვება . კანდიდატი ბორტინჟინრის მოვალეობების შესასრულებლად დაიშვება , თუ მან , ბორტინჟინერ -ინსტრუქტორის ზედამხედველობით , იფრინა არანაკლებ 100სთ . შეიძლება ამ ნაფრენში ჩაითვალოს საწაფზე ნაფრენი, რაც 50სთ -ს არ უნდა აღემატებოდეს .                                                      პროგრამა VIII                               ბორტინჟინრის ინსტრუქტორად მომზადება პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 10.00 ამოცანა 2. საწაფზე მომზადება - 01.30 ამოცანა 3. საკონტროლო ფრენები 2 -  1 . პროგრამის მიზანი . ბორტინჟინერი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად .  2 . დაშვება . პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ბორტინჟინერი , რომელსაც საინსტრუქტორო-მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია . პროგრამა გათვალისწინებულია , აგრეთვე , იმ ბორტინჟინრისათვის , რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია .  3 . მითითება . მომზადებას ატარებს ბორტინჟინერი -ინსტრუქტორი . წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის , რომ ბორტინჟინერ -ინტრუქტორს შეეძლოს ბორტინჟინრის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება , აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა .                                                      პროგრამა IX                                       ბორტრადისტად მწყობრში შეყვანა პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 06.00 ამოცანა 2. საფრენოსნო მომზადება - 60.00 ამოცანა 3. საკონტროლო სამარშრუტო ფრენები 2 -  1. პროგრამის მიზანი. ბორტრადისტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში ფრენების შესასრულებლად და საერთაშორისო ფრენებისათვის.  2. მითითება. მომზადებას ატარებს ბორტრადისტი-ინსტრუქტორი ან ნაოსანი-ინსტრუქტორი. მასალის უკეთესად ასათვისებლად, ინსტრუქტორმა, წვრთნის განმავლობაში, შეიძლება საწაფითაც ისარგებლოს.                                                          პროგრამა X                                       ბორტრადისტის ინსტრუქტორად მომზადება პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 06.00 ამოცანა 2. საკონტროლო სამარშრუტო ფრენები 2 -  1 . პროგრამის მიზანი . ბორტრადისტი მომზადდეს ინტრუქტორის რანგში საფრენად .  2 . დაშვება . პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ბორტრადისტი, რომელსაც საინსტრუქტორო-მეთოდური კურსების მოქმედების ვადა არ გასვლია . პროგრამა გათვალისწინებულია , აგრეთვე , იმ ბორტრადისტისათვის, რომელსაც ინტრუქტორის რანგში ერთი წელი არ უფრენია .  3 . მითითება . მომზადებას ატარებს ბორტრადისტი-ინსტრუქტორი ან ნაოსანი -ინსტრუქტორი . წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის , რომ ბორტრადისტ-ინტრუქტორს შეეძლოს ბორტრადისტის მიერ დაშვებული შეცდომის დროული ამოცნობა და მისი გამოსწორება , აგრეთვე – შეცდომის მიზეზების განმარტება და აღმოსაფხვრელი ღონისძიებების დასახვა .                                                              პროგრამა XI                            ავიასპეციალისტის საერთაშორისო ფრენებისათვის მომზადება                               (იხ. ამ დანართის ზოგადი დებულებების მე-5 პუნქტი) პროცედურები ფრენების რაოდენობა დრო, სთ. წთ. ამოცანა 1. სახმელეთო მომზადება - 10.00 ამოცანა 2. საკონტროლო კომერციული ფრენები 10 - 1. პროგრამის მიზანი. ავიასპეციალისტი მომზადდეს ეკიპაჟის შემადგენლობაში საერთაშორისო ფრენების შესასრულებლად. 2. დაშვება. პროგრამის გასავლელად დაიშვება ის ავიასპეციალისტი, რომელსაც შიდა ფრენებზე, სხ-ის ამ ტიპზე, აქვს არანაკლებ 200სთ ნაფრენი. პროგრამა გათვალისწინებულია, აგრეთვე, იმ ავიასპეციალისტისათვის, რომელსაც საერთაშორისო ფრენებზე ერთი წელი არ უფრენია. 3. მითითება. მომზადებას ატარებს შესაბამისი სპეციალობის ინსტრუქტორი. წვრთნის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ის, რომ ავიასპეციალისტს ჰქონდეს „ ჯეპესენის” კრებულებით სარგებლობისა და ინგლისურ ენაზე რადიოკავშირის წარმართვის უნარი. დანართი 5                            საჰაერო ხომალდზე საჭირო მედიკამენტების ნუსხა 1. სამედიცინო კომპლექტების შიგთავსი 1. პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქის ტიპობრივი შემადგენლობა: ა) შიგთავსის ჩამონათვალი ბ) ანტისეპტიკური ტამპონი ------------------------------------------------------------ 10 ცალი გ) ლეიკოპლასტირის სახვევები ( ლეიკოპლასტირის ზოლები) ------- 2 ცალი დ) ბინტი დოლბანდის (7,.5სმX4,5სმ) ----------------------------------------------- 2 ცალი ე) სახვევი თვსაფარისებური უსაფრთხო ქინძისთავით --------------------- 1 ცალი ვ) სახვევი დამწვრობისთვის (10სმX10სმ) -------------------------------------------- 1 ცალი ზ) სახვევი კომპრესისითვის სტერილური (7,.5სმX12სმ) ------------------- 5 ცალი თ) სახვევი დოლბანდის სტერილური (10.4სმX10.4სმ) -------------------------5 ცალი ი) ლენტი წებოვანი 2,5სმ სიგანის (რულონი) ------------------------------------ 1 ცალი კ) წებოვანი სტერილური ზოლები ------------------------------------------------ 5 ცალი ლ) ხელის საწმენდი საშუალება ან სადეზიფექციო საშუალებები -- 1 შეკვრა მ) საფენი ფარიანი ან ლენტი თვალებისთვის --------------------------------- 2 ცალი ნ) მაკრატელი 10სმ ზომის ------------------------------------------------------------- 1 ცალი ო) ლენტი წებოვანი ქირურგიული 1.2სმX4.6სმ --------------------------------- 1 ცალი პ) პინცეტი ნამსხვრევების ამოსაღებად ------------------------------------------- 1 ცალი ჟ) ხელთათმანი ერთჯერადი ( სხვადასსვა ზომის)----------------------- თითო ცალი რ) თერმომეტრები (არა ვერცხლისწყლიანი) -------------------------------------- 1 ცალი ს)ნიღაბი სარეანიმაციო უკუსარქვე ლიანი პირიდან პირში სასუნთქად - 1ც. ტ) პირველი დახმარების აღმოჩენის სახელმძღვანელო ან ინსტრუქცია უ) სამედიცინო ინციდენტების აღრიცხვის ბლანკი 2. პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქის შემადგენლობაში შევიდეს შემდეგი წამლებიც: ა) ტკივილგამაყუჩებელი საშულება, სუსტი, ზომიერი მოქმედების (ანალგინი, ბარალგინი, ტემპალგინი, კეტანოვი, სუარონი) -------------------------------------20 აბი ბ) ღებინების საწინაღო საშუალება ( დრამინა, ცერუკალი)----------------- აბები გ) ცხვირის მოჭერის (სურდო) საწინაღო საშუალება ( პინოსოლი, გალაზოლინი სანორინის მულსია). ----------------------------------------------------------------------1 ფლაკონი  დ) ანტიციდური ( გულძმარვის საწინაღო) საშუალება ( ტალციდი, მაალოქსი)-------------------- -----------------------------------------------------------------------------10 აბი ე) ანტიჰისტამინური საშუალება ( ტავეგილი, სუპრასტინი, პერიტოლი)---------------------------- -------------------------------------------------------------------------- 10 აბი 3. გადაუდებელი დახმარების აფთიაქის ტიპობრივი შემადგენლობა: ა) სტეტოსკოპი -------------------------------------------------------------------------------- 1 ცალი ბ) სფიგმომანომეტრი (სჯობს ელექტრონული) -----------------------------------1 ცალი გ) სასუნთქი მილაკები (სამი ზომის) ------------------------------------------თითო ცალი დ) შპრიცები (შესაბამისი ზომების 2ml, 5ml, 10ml) --------------------------2-2 ცალი ე) ვენის კათეტერები (შესაბამისი ზომების 20, 22, 24) ----------------თითო ცალი ვ) ანტისეპტიკური ხელსახოცები ------------------------------------------------------ 5 ცალი ზ) ხელთათმანები რეზინის, სტერილური (ერთჯერადი) ----------5 ცალი, (სხვადასხვა ზომის) თ) ყუთი გამოყენებული ნემსებისათვის ---------------------------------------1 ცალი ი) შარდსადენი კათეტერი (საშუალო ზომის ------------------------------------1 ცალი კ) ვენური გადასხმის სისტემა -----------------------------------------------------1 ცალი ლ) ვენური სისხლდენის შესაჩერებელი ჩალიჩი -------------------------------1 ცალი მ) დოლბანდის ტამპონი -----------------------------------------------------------1 ცალი ნ) წებოვანი ლენტი -----------------------------------------------------------------1 ცალი ო) ქირურგის ნიღაბი ---------------------------------------------------------------2 ცალი პ) ტრაქეალური კათეტერი --------------------------------------------------------1 ცალი ჟ) ჭიპლარის მომჭერი --------------------------------------------------------------1 ცალი რ) თერმომეტრი, არა ვერცხლისწყლიანი ---------------------------------------1 ცალი ს) სარეანიმაციო საქმიანობის ძირითადი ინსტრუქციები ტ) სარქველიანი ნიღაბი -----------------------------------------------------------1 ცალი  უ) ჯიბის ელექტროფარანი და ელემენტები -----------------------------------1 ცალი 4.გადაუდებელი დახმარების აფთიაქის შემადგენლობაში შევიდეს შემდეგი წამლებიც: ა) ადრენალინი, 0.001%-იანი -------------------------------------------------------1 ამპ. ბ) ანტიჰისტამინი (სუპრასტინი, დიმედროლი, ტავეგილი) -----------------1 ცალი გ) გლუკოზა, 40%-იანი (10 მლ-იანი ამპულები) -------------------------------5 ცალი დ) ნიტროგლიცერინი ---------30 აბი ან ნიტრომინტის აეროზოლი --------1 ცალი ე) ძირითადი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (ბალაგინი, ბარალგეტასი, ბრალი) -------------------------------------------------------------------------1 ამპ. ვ) ღებინების საწინაღო საშუალება (ცერულკალი) ------------------------------1 ამპ. ზ) ბრონქების ინექციური გამაფართოებელი (ეუფელინი 2.4%) 10 მლ -------1 ამპ. თ) ატროპინი (საინექციო) ----------------------------------------------------------1 ამპ. ი) პრედნიზოლონი (საინექციო) -------------------------------------------------- 3 ამპ. კ) შარდმდენი (ფუროსემიდი, ლაზიქსი) -----------------------------------------1 ამპ. ლ) მშობიარობისას სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება (ოქსიტოცინი, ამინოკაპრონის ჟავა, დიცინონი) ---------------------------------------------------------1ამპ. მ) ნატრიუმის ქლორიდი, 0.9%-იანი, 250 მლ -----------------------------1 ფლაკონი ნ) ასპირინი --------------------------------------------------------------------------20 აბი ო) პერორალური ბეტა-ბლოკერი (ანაპრილინი 0.1%-იანი) -------------------10 აბი 5. მედიკამენტების მიღების ინსტრუქცია ა) ნიტროგლიცერინი – ტკივილი გულის არეში (მკერდის ძვალთან), ფერმკრთალობა, ცივი ფლი, ტუჩების ციანოზი --------------------------1 აბი ენის ქვეშ ბ) კორვალოლი – ნევროზების, ტაქიკარდიის, გულის არეში ტკივილისას ------------------------- -------------------------------------------30 წვეთი, გახსნილი 50 მლ წყალში გ) ვალოკორდინი – ნევროზების, ტაქიკარდიის, გულის არეში ტკივილისას ---------------------- -------------------------------------------30 წვეთი, გახსნილი 50 მლ წყალში დ) ვალერიანის ნაყენი – გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის, ნერვული აღგზნებისას ------------------------------------------30 წვეთი, გახსნილი 50 მლ წყალში ე) ვალიდოლი – ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, ნევროზი, ისტერია, ვესტიბულოპათია (როგორც ღებინების საწინაღო საშუალება) -------------------------------------- --------------------------------------------------------------1 აბი ენის ქვეშ ვ) ტრიგანი – ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მოსახსნელი ----1 აბი, დასალევად ზ) ტკივილგამაყუჩებელი (ანალგინი, ბარალგინი, ტემპალგინი, კეტოვანი, სუარონი), სხვადასხვა სახეობის ტკივილის სინდრომის მოსახსნელად (თავის, კბილის, კიდურების, ენსტრუალური) ----------------------------------1 აბი, დასალევად თ) პარაცეტამოლი - სიცხის დასაწევი, ტკივილგამაყუჩებელი-1 აბი, დასალევად ი) ციტრამონი – თავის ტკივილი, გაციების პირველი სიმპტომები ---------------------------------- -----------------------------------------------------------------1 აბი, დასალევად კ) სალბუტამოლის აეროზოლი – ბრონქული ასთმისას ----------------------------------------------- -----------------------------------------------------2 დოზის შესხურება პირში ლ) კარდიამინის წვეთები – დაბალი წნევისას (აღიზიანებს სასუნთქ და სისხლძარღვთა ცენტრებს), გულის სისუსტის, გულის წასვლის, შესუსტებული სუნთქვისას ---------------------- ---------------------20-30 წვეთი, გახსნილი 50 მლ წყალში მ) ტალციდი, მაალოქსი – გულძმარვისას -------------------------1 აბი დასაღეჭად ნ) ანტიჰისტამინი (ტავეგილი, სუპრასტინი, პერიტოლი) – ალერგიის სიმპტომებისას (ცემინება, ცრემლდენა, ქავილი, მშრალი ხველა) -----1 აბი, დასალევად ო) იმოდიუმი – კუჭის აშლილობისას --------------------------------------------------------------  მოზრდილთათვის 2 კაფსულა, 6-12 წლის ასაკამდე 1 კაფსულა, დასალევად პ) ნახშირი, აქტივირებული – მუცლის შებერვისას ------------2-4 აბი დასალევად ჟ) პაპაზოლი, რაუნატინი – არტერიული წნევის მომატებისას (წნევის დამწევებია) --------------- -------------------------------------------------1-2 აბი დასალევად რ) ბრომგექსინი, მუკალტინი – ხველებისას --------------------1-2 აბი დასალევად ს) სურდოს საწინაღო საშუალება (პინოსოლი, გალაზოლინი, სანორინი) – სურდოს, ცხვირში გაჭედვის, ცხვირის სიმშრალისას --------------2-2 წვეთი ნესტოებში ტ) ნიშადურის სპირტი (ამიაკის ხსნარი) – აღაგზნებს სასუნთქ ცენტრს გულის წასვლისას ----- -------------------------------------დოლბანდზე აწვეთებენ და ასუნთქებენ უ) იოდის სპირტხსნარი, 96%-იანი – მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის, როგორც ანტიმიკრობული საშუალება (ჭრილობის დასამუშავებლად) -------- ხსნარით დასველებული ბამბით ან დოლბანდით წმენდენ ჭრილობას და მიმდებარე კანს ფ) პანთენოლის აეროზოლი – კანის დამწვრობისას – დამწვარ არეში დაადებენ აეროზოლის ფლაკონიდან გამოსულ ქაფისებრ მასას და ტოვებენ იქ (არ გამოიყენება თვალის არეში დამწვრობისას) ქ) თვალის წვეთები (ვიზინი) – ხსნის თვალის გაღიზიანების სიმპტომს (თვალის სიწითლე, ტკივილი, ქავილი) ----------------------- 2-2 წვეთი თითო თვალში ღ) სამედიცინო სპირტი – ჭრილობის გარეგანი დამუშავებისათვის, ცხვირიდან სისხლდენისას -----------------სპირტით დასველებული ბამბის ტამპონები ნესტოებში ყ) ნო-შპა – სპაზმის მოსახსნელი, ნებისმიერი ტკივილისას მუცლისა და გულმკერდის არეში -- ----------------------------------------------------1-2 აბი დასალევად შ) ბრილიანტის მწვანე – ანტიმიკრობული საშუალება ნაკაწრის დროს, მწერის ნაკბენზე და კანზე გამონაყარისას -----------------------------------დაზიანებულ ადგილზე უსვამენ ხსნარით დასველებულ ბამბას და არ შეახვევენ ჩ) ფინლეფსინი, ტეგრეტოლი – კრუნჩხვის საწინაღო საშუალება ც) დრამინა, ცერუკალი – ვესტიბულოპათიისას (გულის რევის შეგრძნების მოსახსნელი) ------- 1 აბი დასალევად; 2-6 წლამდე - 1/3 აბი, 6-9 წლამდე - 1/2 აბი ძ) ბამბა სტერილური 6. პირველი დახმარების კომპლექტით სარგებლობა ა) ანტისეპტიკური ტამპონი – სისხლმდენი ჭრილობის დასამუშავებლად, სისხლდენის შესაჩერებლად; ბ) ლეიკოპლასტირის სახვევი (ლეიკოპლასტირის ზოლები) – დოლბანდის სახვევის დასამაგრებლად; გ) სახვევი თავსაფრისებური, უსაფრთხო ქინძისთავიანი – დამუშავებული ჭრილობის შესახვევად; დ) ბინტი დოლბანდის – ჭრილობის შესახვევად; ე) სახვევი დამწვრობისათვის – დამწვარი ადგილის დასაფარად; ვ) სახვევი დოლბანდის, სტერილური (10.4 / 10.4) – დამწოლი ნახვევისათვის, სისხლმდენი  ჭრილობისას; ზ) ლენტი წებოვანი, 2.5სმ სიგანის (რულონი) – სახვევის დასამაგრებლად; თ) წებოვანი სტერილური ზოლები (”სანტავიკი”) – მცირე ზომის ჭრილობაზე დასაკრავად, დამუშავების შემდეგ; ი) ხელის საწმენდი ან სადეზინფექციო საშუალებები – სამედიცინო დახმარების წინ და შემდეგ ხელების დასამუშავებლად; კ) საფენი ფარიანი ან ლენტი თვალებისათვის – თვალის არეში დაზიანების დასაფარად; ლ) ლენტი წებოვანი, ქირურგიული - 1.2 / 4.6 ზომის – ჭრილობის დასაფარად;  მ) ნიღაბი სარეანიმაციო, უკუსარქველიანი, პირიდან პირში სასუნთქად – ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად.                               სამედიცინო ინციდენტების აღრიცხვის ბლანკი თარიღი ----------------------- 20 --- წ. რეისის № ------------------- დრო ---------------- ინციდენტის აღწერა (იმ პირის სახელი და გვარი, ვისაც დახმარება აღმოუჩინეს, მიზეზი): ----- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაწეული დახმარება: --------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- შედეგი: ------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- დამხმარე პირის ხელმოწერა ------------------------------------------------ მეთაურის ხელმოწერა -------------------------------------------------