„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/1466
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.024.016096
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110803020, 03/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/14 66

2011 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №1-1/611 ბრძანებით (ვებპორტალი,110419012, 20/04/2011) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამის/პროგრამაში ცვლილებების განაცხადის შეფასება/დასკვნის მომზადება:

კ.ა) ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისათვის (5700 კგ-მდე) – 20 ევრო;

კ.ბ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 50 ევრო;

კ. გ)15000კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 100 ევრო“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „კ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ;

„კ1 ) სხ-ის რესურსის გაგრძელება:

1. ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის (750 კგ-მდე) – 100 ევრო;       

1. ბ) მსუბუქი სხ-ებისათვის (751 კგ – 5700 კგ-მდე) – 150 ევრო ;      

1. გ) 5701კგ – 15000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 400 ევრო;           

1. დ) 15001კგ – 90000 კგ-მდე სხ-ებისთვის – 600 ევრო;

1. ე) 90000 კგ-ზე მძიმე სხ-ებისთვის – 1250 ევრო; ’’;   

გ) პირველი პუნქტის „მ’’ ქვეპუნქტის „მ.ა.დ.ა.ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.ა.დ.ა.ა) ზემსუბუქი სხ-ებისათვის 750-კგ-მდე – 100 ევრო; ”;

დ) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიცირება:                    

პ.ა) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 5000 ევრო;

პ.ა.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის დანართში თითოეული სხ-ისათვის სხ-ის ტიპის მიხედვით:                   

პ.ა.ა.ა) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ევრო;      

პ.ა.ა.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 300 ევრო;          

პ.ა.ა.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 400 ევრო;        

პ.ა.ა.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 500 ევრო;       

პ.ბ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 2000 ევრო;

პ.გ) სხ-ის ექსპლუატანტის შეჩერებული სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა) – 3 000 ევრო;

პ.დ) სხ-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში სხ-ის შეტანა (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ების გარდა):

პ.დ.ა.) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ევრო;      

პ.დ.ა.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 300 ევრო;         

პ.დ .ა.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 400 ევრო;       

პ.დ .ა.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 500 ევრო;   

პ.ე) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილებების შეტანა, გარდა სხ-ის დანართიდან ამოღებისა – 50 ევრო;

პ.ვ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №2 დანართის გაცემა:

პ.ვ.ა) 5700კგ-მდე სხ-ებისთვის – 200 ევრო;        

პ.ვ.ბ) 5701კგ-15000კგ სხ-ებისთვის – 300 ევრო;             

პ.ვ.გ) 15001კგ-90000კგ სხ-ებისთვის – 400 ევრო;           

პ.ვ.დ) 90000კგ-ზე მეტი სხ-ებისთვის – 500 ევრო;

პ.ზ) ს.ხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ებისთვის – 500 ევრო;

პ.ზ.ა) დამატებითი საფასურის განაკვეთი სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში თითოეული საჰაერო ხომალდისათვის – 50 ევრო;           

 პ.თ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება (ზემსუბუქი და  მსუბუქი სხ-ებისთვის) – 300 ევრო;           

პ.ი) შეჩერებული სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის აღდგენა  (ზემსუბუქი და მსუბუქი სხ-ები ) – 450 ევრო;

  პ.კ ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში ცვლილების შეტანა, გარდა სხ-ის  დანართიდან ამოღებისა ზემსუბუქი და მსუბუქი ს.ხ-ებისთვის – 25 ევრო;        

 პ.ლ) სხ-ს ექსპლუატანტებისათვის სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უფლების მინიჭება – 500 ევრო; 

 პ.მ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს შეთანხმება – 100 ევრო;

 პ.ნ ) ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანა – 25 ევრო ერთი რევიზია;

 პ.ო) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროგრამების შეთანხმება – 50 ევრო;

 პ.პ) ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებში ცვლილებების შეტანა – 15 ევრო;

 პ.ჟ ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამების შეთანხმება – 50 ევრო; 

 პ.რ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამებში ცვლილებების შეტანა –15 ევრო;

 პ.ს) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალური დებულებების შეთანხმება – 50 ევრო;       

 პ.ტ) საფრენოსნო საექსპლუატაციო სპეციალურ დებულებებში ცვლილებების შეტანა – 15 ევრო;

 პ.უ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის და დანართების დუბლიკატების გაცემა – 50 ევრო, მე-2 სამუშაო დღეს – 75 ევრო;’’

ე) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების აღიარება:

 ს.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულმფრენი) აღიარება – 200 ევრო; 

 ს.ბ) „კომერციული პილოტის“ მოწმობის (თვითმფრინავი, შვეულფრენი, დირიჟაბლი) აღიარება – 150 ევრო;

 ს.გ) მოყვარული პილოტის, აეროსტატის პილოტის და პლანერის პილოტის მოწმობების აღიარება – 100 ევრო;   

 ს.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის აღიარება – 150 ევრო;             

 ს.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის აღიარება – 100 ევრო;       

 ს.ვ) ბორტგამყოლის მოწმობა, ბორტოპერატორის მოწმობის აღიარება – 50 ევრო;               

  ს.ზ) ამ პუნქტის „ს.ა – ს.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაკეთება – 15 ევრო;“

ვ) პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვებისას „განთავისუფლების გაცემა“ (საქართველოს ა ეროპორტებში/აეროპ ო რტებიდან დაჯდომისას/გაფრენისას) – 50 ევრო ყოველი განთავისუფლება“;

ზ) მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 4. საფასურის გადახდის წესი

1. სააგენტოს მომსახურებით დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს საფასური ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საფასურის ოდენობა გან­საზ­ღვრუ­ლია ევ­რო­ებ­ში, ხო­ლო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა წარ­მო­ებს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში (ლა­რი), სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის მი­ერ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის დღისათ­ვის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ოფ­იც­ი­ალ­უ­რი გაც­ვლი­თი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს გა­სუ­ლი თვის ბო­ლო დღეს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის ოფიციალური გაც­ვლი­თი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად.

3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტის, „ფ“ ქვეპუნქტის „ფ.დ.ა-ფ.დ.გ“, „ფ.დ.ე“ ქვეპუნქტების და „ქ“ ქვეპუნქტის „ქ.დ“ ქვეპუნქტის და „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.ა“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

ბ) „ფ“ ქვეპუნქტის „ფ.დ.დ“ ქვეპუნქტის და „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, წინა თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებისათვის;

გ) ამ პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საფასურის გადამხდელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ყოველი თვის 10 რიცხვამდე გასულ თვეში მომსახურებული სხ-ების მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) საერთო ტონაჟის შესახებ.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.”.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

„1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით, სააგენტო უფლებამოსილია ზედმეტად, ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში.“.

4. მე-5 მუხლ ს დაემატოს 41 პ უნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური ს დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებში .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია