საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საბაჟო კოდექსი 14.11.1997
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო გადასახდელების გადახდა ხდება საქონლის საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, საბაჟო გაფორმების დამთავრებამდე გადამხდელის მიერ გადასახდელების გადახდილი თანხა შემოსავლების შესაბამის საბიუჯეტო ანგარიშებზე გადაიტანება მხოლოდ საქონლის დეკლარირებისა და საბაჟო გაფორმების დამთავრების შემდეგ.“.
2. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ჩათვლა (გადატანა) სხვა გადამხდელების საბაჟო გადასახდელების ვალდებულებათა დაფარვის ანგარიშში დაუშვებელია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 28 მარტი.
№2020-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.03.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2020. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.001.216.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №2020, 28.03.2003, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.001.216 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14518/