”ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის № 31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2011 წლის 22 ივლისი
დაბა ლენტეხი
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №24 (სსმ, 11.07.2011წ.) დადგენილებაში შევიდეს ცვლილება და დადგენილების:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულო ო ბა:
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობების დასაკავებლად“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერ ი ლობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას”;
გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები.“;
დ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა“;
ე) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა შემდეგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა:
ა) საქ ა რთველოს კონსტიტუცია;
ბ) ევროპული ქარტ ი ა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
დ),,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზ ედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ)„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებ ულებ ა;
თ) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ი) საკრებულოს აპარატის დებულება;
კ) გამგეობის დებულება.“;
ვ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.“;
ზ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) გამგებელის,გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი და წამყვან საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც;
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული) თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ანუფროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც;
გ) გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, გამგეობის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად – წამყვან ი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც“.
თ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
1. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;
ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.
2. წამყვან ი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი