⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.07.2006)
გაუქმებულია:

“საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.07.2003
ძალის დაკარგვა 21.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 350150000.11.115.005942
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 14/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,058 სიტყვა · ~25 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2003 მიღება
21.07.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 საშუალო დღიური ფასიანი გარბენი, კმ.
2 ავტომობილის გამოყენების საშუალო კოეფიციენტი
3 მატერიალური  დანახარჯები  სულ:
4 მძღოლის შრომის ანაზღაურების ფონდი
5 საამორტიზაციო ანარიცხები
6 საერთო-სამეურნეო (ზედნადები) ხარჯები (...........%)
7 ხ ა რ ჯ ე ბ ი    ს უ ლ :
8 რენტაბელობა
9 საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადი
10 დამატებული  ღირებულების  გადასახადი
11 მომსახურების ღირებულება სულ
12 ტარიფი გარბენის 1 კმ-ზე
13 ავტომობილის მარშრუტზე გარბენის გამოყენების კოეფიციენტი
14 ავტომობილის საწვავის სახეობა
15 1 ლიტრი საწვავის ფასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:Grigolia_DB;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; line-height:16.0pt; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; letter-spacing:-.15pt;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.MsoHeading9, li.MsoHeading9, div.MsoHeading9 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; line-height:16.0pt; font-size:13.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-25.65pt; line-height:16.0pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia_DB; layout-grid-mode:line;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:-.15pt;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 45.1pt .5in 46.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.150.000.11.115.005.942 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №35 2003 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი “საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების” დებულების დამტკიცების თაობაზე "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9, 22-ე და 23-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ”. 2. ბრძანება ამოქმედდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე. მ. ადეიშვილი დებულება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურების შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. დოკუმენტის მიზანი 1. ამ დოკუმენტის მიზანია საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიის და პროცედურების განსაზღვრა, 2. ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგია და პროცედურები (შემდგომში – მეთოდოლოგია) ითვალისწინებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ მდგომარეობას და ეფუძნება გაწეული მომსახურების ღირებულებაში ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების დადგენილი გადასახადების და ოპტიმალური მოგების ნორმის სრულ ასახვას.     მუხლი 2🔗. ძირითადი ცნებების განმარტება ა) ტარიფი – ავტოსატრანსპორტო მომსახურების სფეროში გამოყენებული ფასი. ბ) სამგზავრო ტარიფი – ორ პუნქტს შორის მგზავრის გადაყვანის ფასი; გ) საბარგო ტარიფი – მგზავრის ბარგის გადატანის ფასი; დ) სატვირთო ტარიფი – ორ პუნქტს შორის ტვირთის გადაზიდვის ფასი. ე) შეღავათიანი ტარიფი – ტარიფი, რომელშიც გათვალისწინებულია რაიმე შეღავათი. ვ) სატარიფო განაკვეთი – რიცხვითი პარამეტრი, რომელიც საფუძვლად ედება ტარიფის გაანგარიშებას; ზ) სატარიფო მანძილი – მანძილი, რომელიც აღებულია საბაზისო ტარიფის გასაანგარიშებლად. თ) ავტობუსი – მგზავრთა გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტომობილი 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით მძღოლის სავარძლის გარდა; ი) ავტოსადგური – სპეციალიზებული შენობა-ნაგებობების, ტერიტორიის და ტექნოლოგიური აღჭურვილობის კომპლექსი, სადაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მომსახურება; კ) ავტოსატრანსპორტო საწარმო (შემდგომში – ავტოსაწარმო) – სამეწარმეო სუბიექტი ფიზიკური ან იურიდიული პირის სახით, რომელიც ახორციელებს საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანას ან/და ავტოსატრანსპორტო პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას; ლ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო გზაზე ავტონომიური ძრავის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი; მ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობა – საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანა და/ან ავტოსატრანსპორტო პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა, ნახშირწყალბადების მიწოდებასთან და განაწილებასთან დაკავშირებული პროცედურების გარდა; ნ) სატრანსპორტო სამუშაო – საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრის გადაყვანა ან ტვირთის  გადაზიდვა, ან ორივე (შერეული) სატვირთო-სამგზავრო გადაზიდვები ერთად; ო) თავისუფალი (საბაზრო) ფასი – ფასი, რომელიც ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით შესაბამისი მომსახურების ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში ყიდვა-გაყიდვის პროცესში მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეჯერების საფუძველზე; პ) სახელმწიფო რეგულირებადი ფასი (ტარიფი) – აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ან შეზღუდული კონკურენციის პირობებში მომუშავე საწარმოსათვის განსაზღვრული ფასი (ტარიფი); ჟ) სახელმწიფო ფიქსირებული ფასი – მყარად დაწესებული სიდიდის სახელმწიფო რეგულირებადი ფასი; რ) ზღვრული ფასი – სახელმწიფოს რეგულირების სფეროში მოქცეული საწარმოსათვის დადგენილი ზედა (მაქსიმუმი)- ქვედა (მინიმუმი) ზღვარი ან ორივე ერთად; ს) ძირითადი საშუალებები – საგადასახადო კოდექსის მიხედვით ამორტიზირებას დაქვემდებარებული ერთ წელზე მეტი ხნის ვადით გამოყენების მქონე მატერიალური აქტივები, რომლის ღირებულება აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასს; ტ) აქტივების საბაზრო ღირებულება – კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი თავისუფალ ბაზარზე ქონების ყიდვა-გაყიდვის საშუალო ფასი. თავი II ტარიფების გამოყენების სფერო     მუხლი 3🔗. მეთოდოლოგიის მოქმედების სფერო 1. მეთოდოლოგია ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საქმიანობის, მათ შორის, საავტომობილო ტრანსპორტირების და სხვა სახის მომსახურების სფეროებზე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვით დარგის ფუნქციონირებისა და განვითარების პირობებში. 2. მეთოდოლოგიის მოთხოვნები ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ბაზარზე გავლენას ახდენენ კონკურენციაზე და რომლებშიც მონაწილეობენ სამეწარმეო სუბიექტების სახით იურიდიული და ფიზიკური (მათ შორის უცხოელი) ავტოსატრანსპორტო საწარმო პირები. 3. მეთოდოლოგია გამოიყენება როგორც სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცეული საქმიანობასთან დაკავშირებული ტარიფების განაკვეთების საანგარიშოდ, ისე ავტოსატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების სფეროში მასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და სატარიფო ველის ირიბი ფორმირების საანგარიშო ორიენტირების განსაზღვრის მიზნით. 4. ეს მეთოდოლოგია არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო და საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე. თავი III ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ძირითადი პრინციპები     მუხლი 4🔗. მეთოდოლოგიური საფუძვლები 1. მეთოდოლოგია შემუშავებულია  საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 2. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტარიფები დგინდება ავტოსაწარმოების მიერ გაწეული დანახარჯების სრულად დაფარვის, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების, მოსაკრებლებისა და გადასახდელების გადახდის და მომხმარებელთა ინტერესებისა და ბაზარზე კონკურენტულ ურთიერთობათა გათვალისწინებით გონივრული მოგების ნორმის დაწესების საფუძველზე. 3. ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიური საფუძველია გაწეული ხარჯების სრული დაფარვის პრინციპი, ტარიფების გამჭვირვალობა, ობიექტურობა, მოქნილობა, ეროვნული გადამზიდველის უცხოურ კომპანიებთან კონკურენციაში ზომიერი მხარდაჭერა, მომხმარებლის ინტერესების დაცვა ანტიმონოპოლიური მიდგომების გათვალისწინებით, საავტომობილო მომსახურების ბაზრის მაღალი კონკურენტულობის უზრუნველყოფა, არსებული ინფრასტრუქტურის სიმძლავრის მაქსიმალური გამოყენება და სხვადასხვა დონის პრიორიტეტების გათვალისწინება.     მუხლი 5🔗. ტარიფის ფორმირების მიზნები და პრინციპები 1. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტარიფების სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცევის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: ა) მომხმარებლის დაცვა მონოპოლიურ, მაღალი ან დაბალი ფასებისაგან; ბ) მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლებული საზოგადოებრივად აუცილებელი დანახარჯების გათვალისწინება კანონით განსაზღვრული გადასახადების, გონივრული დივიდენდების და განვითარებისათვის საჭირო ინვესტირებისათვის საკმარისი მოგების დაწესებით. 2. დარგის განვითარებისათვის დასახული მიზნებისა და სახელმწიფო ინტერესების მისაღწევად ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რაციონალური ტარიფები ხელს უწყობს შემდეგი კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტას: ა) სატრანსპორტო გადაზიდვებით საზოგადოების ყველა მომხმარებლის ეფექტური, იაფი და საკმარისი მოცულობის მომსახურების ხელშეწყობა; ბ) ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის და ქვეყნის შიდა ტერიტორიული მოწყობის სპეციფიკიდან გამომდინარე მომსახურების პროცესში მისი სხვადასხვა რანგის პრიორიტეტების გათვალისწინება; გ) დარგში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა; დ) ძირითადი ფონდების და მოძრავი შემადგენლობის დროული განახლება და მაქსიმალური დატვირთვა; ე) შიდა და გარე ბაზრების არსებული გადახდისუნარიანობის პირობებში სატრანსპორტო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ვ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურის ცვალებადობისადმი სატარიფო სისტემის მაღალი მოქნილობა და ადაპტირების უნარი; ზ) სატარიფო განაკვეთებში გადაზიდვის მანძილის, მომსახურების სახეობის და სხვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორების გათვალისწინება; თ) სატარიფო სისტემის მოქმედების მარტივი და გასაგები პრინციპები. 3. რაციონალური სატარიფო პოლიტიკის გატარების აუცილებელი პირობებია: ა) ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების საზოგადოებრივად აუცილებელი დანახარჯების საშუალო მიმდინარე დონის და სტრუქტურის, სპეციალური გადაზიდვების სპეციფიკასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების ბუნების და მოცულობის შესწავლა და შესაბამისი ნორმატივების დადგენა; ბ) რენტაბელური ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით მომსახურების ბაზრის ცვალებადი კონიუნქტურის შესაბამისად ტარიფების შეცვლის დასაშვები ზღვრების განსაზღვრა; გ) ტარიფის გამოყენების წესების დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავეთა მიმართ შესაბამისი ზომების მიღების სახის, განხილვის ადგილის და რეგლამენტის განსაზღვრა. 4. ტარიფის განაკვეთის რიცხვითი მნიშვნელობა ყალიბდება შესაბამისი საქმიანობის კუთრი ხარჯების, სავალდებულო გადასახადების და მოგების კომპონენტების შეჯამებით. თავი IV ავტოსატრანსპორტო საქმიანობის დანახარჯების მდგენელების განსაზღვრა     მუხლი 6🔗. დანახარჯები და გადასახადები 1. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტარიფის ფორმირებას საფუძვლად უდევს დანახარჯების შემდეგი შემადგენლობა: Cტ =  Cექს + Cადმ + Cკდ + Cგად + Cსხვ , სადაც Cტ არის – მომსახურების ხარჯები. Cექს  – საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები. Cადმ – ადმინისტრაციული და საერთო ხარჯები. Cკდ   – კაპიტალური დანახარჯები. Cგად   – გადასახადებიბ რომლებიც მიეკუთვნება თვითღირებულებას. Cსხვ  – სხვა ხარჯები, ა) C ექს – საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯებია: ა.ა) ძირითადი საწარმოო პერსონალის შრომის ანაზაურება, სოციალური ანარიცხები, საპენსიო შენატანები, ანაზღაურება ნატურალური ფორმით – პერსონალის მგზავრობის ხარჯები, კადრების მომზადების ხარჯები, საძიებო და საპროექტო – საკონსტრუქტორო სამუშაოები (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი სამუშაოების შედეგად იქმნება ახალი მსხვილი აქტივები) და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯები. ა.ბ) დახარჯული საწვავ-საპოხი და სხვა მასალების, ინსტრუმენტების, სათადარიგო ნაწილების ღირებულება, ექსპლუატაციისა და ტექმომსახურების პროცესში გამოძენებული სათბობი და ელექტროენერგია, დანახარჯები კომუნალურ მომსახურებაზე (გათბობა, ჰაერის კონდიცირება, განათება, წყალმომარაგება, შენობის დასუფთავება), საკანცელარიო და საფოსტო ხარჯები, შენობა-დანადგარების საიჯარო გადასახადი; ა.გ) კონტრაქტით მომსახურების ხარჯები, რომელშიც შედის გარეშე პირების მიერ შემოთავაზებული მომსახურების ანაზღაურება; ა.დ) ყველა სახის სხვა ცვალებადი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებასთან. ბ) Cადმ – ადმინისტრაციული და საერთო ხარჯებია: დანახარჰები იმ პერსონალზე, რომელიც უშუალოდ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს (დაგეგმვა და ფინანსირება, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე მომსახურება), ასევე მანქანა-დანადგარების, ადმინისტრაციული პერსონალის სატრანსპორტო საშუალებების შენახვისა და ექსპლუატაციის მუდმივი ხარჯები; გ) Cკდ – კაპიტალურ დანახარჯებში შედის: გ.ა) ძირითადი ფონდების საამორტიზაციო ანარიცხები საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების მიხედვით. გ.ბ) საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ფარგლებში განხორციელებული კაპიტალდაბანდებები, რომლებიც ხელს უწყობენ ობიექტის სამუშაო ვადის, მისი მწარმოებლობის აღდგენა-გაფართოვებას, ეს ღირებულება ემატება შესაბამისი საშუალებების ნარჩენ ღირებულებას და ხდება საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ამ საშუალებების მუშაობის ახალი ვადის განმავლობაში. დ) Cგად – გადასახადები: ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტარიფის ხარჯებში ასახულ უნდა იქნეს ყველა გადასახადი. მომსახურების დაბეგვრა და გადასახადების განაკვეთი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ე) Cსხვ – სხვა ხარჯები: საიჯარო ქირა, სესხებისა და კრედიტების სარგებელის გადახდა, ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარჯები, სასერტიფიკაციო ხარჯები, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ცვეთის ანაზღაურების ხარჯები.     მუხლი 7🔗. მოგების ნორმის ფორმირება 1. ტარიფში გათვალისწინებული ნორმატიული მოგება ემსახურება ხუთ მიზანს: ა) საწარმო სუბიექტის დამფუძნებლის დივიდენდის მიღებას; ბ) სხვადასხვა რისკებისაგან დაცვის საშუალებას; გ) საბაზრო კონიუნქტურის ცვალებადობისადმი ტარიფების ადაპტირებას; დ) საწარმოს განვითარებისათვის საინვესტიციო ფონდების ფორმირებას; ე) სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცეული სამეწარმეო სუბიექტების მომსახურების ტარიფებისადმი სხვადასხვა სპეცმოთხოვნების გათვალისწინებას. 2. ტარიფის რისკებისაგან დაცვის მექანიზმი ითვალისწინებს ორი სახის რისკს: ა) პროგნოზირებული გადაზიდვების მოცულობაზე ნაკლების შესრულებით ან მოულოდნელი ფორს-მაჟორული ხარჯების და სხვა მოვლენების თვითღირებულების დონის მერყეობას, რისთვისაც გამოიყენება  – 1  კოეფიციენტი. ამ კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა იანგარიშება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პროგნოზირებული სატრანსპორტო სამუშაოს (Wპრ.) შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი ფაქტობრივი შესრულების (Wფაქტ.) მოცულობის შეფარდება პროგნოზირებულთან შემდეგი ფორმულით: K1 = 1 -  Wფაქტ. , Wპრ. ხოლო ამ პარამეტრის ფაქტობრივი მოცულობის პროგნოზირებულთან ტოლობის ან მეტობის შემთხვევაში K1 = 0; ბ) დაზღვეული ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის (დატაცების) შესაძლო ზარალს, რისთვისაც გამოიყენება – 2 კოეფიციენტი. ამ კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობა იანგარიშება წინა საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა რისკებით ან მათი დაზღვევით გამოწვეული დამატებითი ხარჯების (Z ხ.) შეფარდებით მთლიან ხარჯებთან (CΣ) შემდეგი ფორმულით: K2 = Zხ. CΣ 3. საბაზრო კონიუნქტურის ცვალებადობისადმი ადაპტირების მიზნით გამოიყენება K3 კოეფიციენტი, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა მერყეობს 0,8÷1,2 ფარგლებში. მისი შერჩევა ხდება შესაბამისი სატრანსპორტო სამუშაოს დინამიკის მიხედვით. საკმარისი საწარმოო სიმძლავრეების არსებობისას კლებადი დინამიკის მქონე მაჩვენებლების შემთხვევაში 0,8 ≤ K3 ≤ 1,0, ხოლო მზარდი დინამიკის მქონე პარამეტრების შემთხვევაში 1,0 < K3 < 1,2. 4. ტარიფისადმი სხვადასხვა სახის სპეცმოთხოვნების გათვალისწინება (სპეცტარიფი)  შეიძლება K4  კოეფიციენტის გამოყენებით, რომელიც არეგულირებს ნორმატიული მოგების დონეს. მისი რიცხვითი მნიშვნელობა იანგარიშება ფორმულით: K4  = 1 + Cსპ. , Ĉ სადაც Cსპ. არის წინა საფინანსო წელს კონკრეტული სატრანსპორტო სამუშაოს შესასრულებლად საჭირო განსხვავებული დამატებითი სპეციალური ხარჯების შეფარდება ამ სამუშაოს მოცულობასთან, ხოლო Ĉ – იგივე პერიოდში შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულის თვითღირებულება. 5. მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებისათვის გამოიყენება მაქსიმალური ნორმატიული რენტაბელობის საანგარიშო დონე, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ქვეყნის შიდა საფინანსო ბაზარზე მოკლევადიანი საკრედიტო რესურსების სარგებლის განაკვეთთან და იანგარიშება ფორმულით: R < 2Kკრ , სადაც R არის მაქსიმალური ნორმატიული რენტაბელობის მაჩვენებელი, 2Kკრ – ქვეყნის საფინანსო ბაზარზე წინა საფინანსო წელს დაფიქსირებული საკრედიტო რესურსების საშუალო წლიური სარგებელი პროცენტებში. 6. მაკროეკონომიკური ფაქტორების კიდევ ერთი ელემენტი – საბაზო ვალუტის კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაითვალისწინება  5 კოეფიციენტით, რომლის მნიშვნელობა მიიღება საქართველოს ეროვნული ბანკიდან. 7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ტარიფის თვითღირებულებასთან დაკავშირებული კუთრი მოგების კომპონენტის საანგარიშოდ ვიყენებთ ფორმულას: M =[1+(0,01R–K1)K3K4] (1+K2 )K5C , სადაც M არის კუთრი მოგების გამთვალისწინებელი კომპონენტი; C – თვითღირებულება; R – ადგილობრივი საფინანსო ბაზრის კონიუნქტურასთან დაკავშირებული ნორმატიული რენტაბელობა; K1 – მოგების მინიმალური დონის გამთვალისწინებელი კოეფიციენტი, რომელიც იცავს საწარმოს თვითღირებულების მერყეობისაგან; K2 – დაზღვევის რისკების გამთვალისწინებელი კოეფიციენტი; K3 – გადაზიდვების ბაზრის კონიუნქტურის გამთვალისწინებელი კოეფიციენტი; K4 – სპეცტარიფის კოეფიციენტი; K5 – საბაზო გადაცვლის კურსი მუშა ვალუტასთან მიმართებაში. 8. მოყვანილ ფორმულაში K3 და K4 კოეფიციენტების ნამრავლი შიდა გადაზიდვებისათვის არ უნდა იყოს (0.02R-K1)-ზე მეტი არსებული გადახდისუნარიანი მოთხოვნის მიუხედავად.     მუხლი 8🔗. გადასახადები 1. მომსახურების ტარიფების სტრუქტურაში არ არის შეყვანილი დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც დაერიცხება ტარიფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი მომსახურება იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. 2. ტარიფის სტრუქტურაში შეყვანილია სამეწარმეო (ეკონომიკური საქმიანობის) და სხვა გადასახადების კომპონენტი, რომელიც იანგარიშება ფორმულით:                                                                   G   =  0,01 • K6  • (C+R), სადაც G არის გადასახადების კომპონენტი ტარიფის სტრუქტურაში, K6  – გადასახადის განაკვეთი (%), C – ტარიფის განაკვეთი. 3. გადასახადები, რომლებიც თვითღირებულებას მიეკუთვნება, გაითვალისწინება თვითღირებულების შემადგენლობის შესაბამისი კომპონენტის სახით. 4. თვითღირებულების მდგენელებისა და გადასახადების საბალანსო ანგარიშებში სწორად და ადეკვატურად ასახვის, აგრეთვე მუშაობის ეფექტურობის ამსახველი ფინანსური კოეფიციენტების გათვლის მიზნით, სახელმწიფო რეგულირების სფეროში შესულ საწარმოს საკუთარი ხარჯებით ყოველწლიურად უტარდება საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის სრული დოკუმენტური აუდიტორული შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V ავტოსადგურის საქმიანობის ტარიფი     მუხლი 9🔗. ავტოსადგურის მომსახურების ტარიფის ფორმირება და კომპონენტები 1. ტარიფის დონის დასადგენად მონაცემთა ძირითად წყაროს წარმოადგენს ქრონომეტრაჟის, სტატისტიკური დაკვირვების, აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემები. ამა თუ იმ მომსახურების ღირებულების განსაზღვრის სიზუსტე დამოკიდებულია აღრიცხვიანობის დეტალიზების დონეზე. 2. ავტოსალაროების, ავტოსადგურების, ავტოვაგზლების (შემდგომში – ავტოსადგურები) მომსახურების ცალკეული გადასახდელის ღირებულებით საფუძველში შემავალი კომპონენტები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ რომელ ავტოსადგურში და კერძოდ რა სახის მომსახურებისათვის აიღება იგი, როგორია ცალკეული ავტოსადგურის დანახარჯთა სტრუქტურა. 3. ავტოსადგურისათვის გადასახდელის ღირებულების დასადგენად, მისი სტრუქტურიდან გამომდინარე, განისაზღვრება გადასახდელის სიდიდე ყოველი შესაბამისი მომსახურების სახეობის მიხედვით. 4. ავტოსადგურისათვის გადასახდელის ფორმირებისას მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მისი მუშაობის ტექნოლოგიითა და ორგანიზებით განპირობებული მგზავრებისა და ავტობუსების მომსახურების სპეციფიკით, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების ინფორმირებასთან, მათ ავტობუსებში ჩასხდომის უზრუნველყოფასთან, ავტობუსების მიღებასთან, რეისთა შორის სადგომზე შენახვასთან, გასვლის ბაქანზე მიღებასთან და გასვლასთან, მგზავრების სამედიცინო და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, ავტოსადგურის სათავსებში ბარგის შენახვის უზრუნველყოფასთან. სხვა დანარჩენი მომსახურება შეიძლება ხორციელდებოდეს სახელშეკრულებო საფუძველზე მომუშავე სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ. 5. ტარიფის რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლისას ამოსავალ ერთეულად მიიღება ერთი პირობითი ავტობუსის და მისი მგზავრების მომსახურების პროცესთან დაკავშირებული უშუალოდ გაწეული კუთრი საშუალო დანახარჯები მუხლი 6🔗, პუნქტი 1-ით გათვალისწინებული სქემის მიხედვით. 6. ავტოსადგურის მომსახურების ხარჯები თავის მხრივ იყოფა მუხლებად, კერძოდ, ავტობუსის მიღება-გაშვებასთან დაკავშირებულ უშუალოდ გაწეულ ცვალებად დანახარჯებად და მოიცავს: ა) პერსონალზე გაწეულ ხარჯებს; ბ) მასალებსა და ნედლეულზე გაწეულ ხარჯებს; გ) კონტრაქტებით გაწეული მომსახურების ხარჯებს; დ) ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს; ე) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯებს; ვ) საამორტიზაციო ანარიცხებს; ზ) ბიუჯეტის კუთვნილ გადასახადებს, რომლებიც მიეკუთვნება თვითღირებულებას; თ) მომსახურებისათვის გაწეულ სახელშეკრულებო ხარჯებს; 7. ზედნადები ხარჯების საანგარიშოდ ავტოსადგურის ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამოიყოფა ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ფუნქციონალურად და მიზნობრივად ღებულობენ მონაწილეობას ავტობუსის მიღება-გაშვებაში და მას დაემატება ავტოსადგურის ადმინისტრაციის საწარმოო ხარჯები, მ.შ.: ა) ავტოსადგურის სამსახურების ხარჯები; ბ) მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის (სახანძრო სამსახურის ჩათვლით) ხარჯები; გ) შენობა-ნაგებობათა ექსპლუატაციის განყოფილების ხარჯები; დ) საწარმოო-სადისპეტჩერო სამსახურის ხარჯები; ე) ელექტროუზრუნველყოფის სამსახურის ხარჯები; ვ) წყალმომარაგების სამსახურის ხარჯები; ზ) სამეურნეო უზრუნველყოფის სამსახურის ხარჯები; თ) ადმინისტრაციული სამსახურების (ბუღალტერია, კადრების განყოფილება, კანცელარია და ა.შ.) ხარჯები; ი) სხვა მუდმივი ხარჯები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გაწეული მომსახურების მოცულობაზე (რეკლამა, კომუნიკაციები, შეკეთება, აუდიტი და ა.შ.). 8. მომსახურების თვითღირებულების გაანგარიშებისათვის მხედველობაში მიიღება ზემოაღნიშნულ სამსახურებზე საწარმოს მიერ განსაზღვრულ პერიოდში გაწეული ფაქტობრივად (თუ არის ამის საშუალება) ან პროგნოზირებადი ყველა ხარჯი, რომელიც გაიყოფა იმავე პერიოდში ავტოსადგურში ფაქტობრივად მომსახურებაგაწეული/მომსახურებაგასაწევი ავტობუსების მაქსიმალურ რაოდენობაზე. 9. მომხმარებლები იყოფიან ორ კატეგორიად: საერთაშორისო და შიდა გადამზიდველები. 10. მომხმარებელთა კატეგორიებს შორის შესაბამის მომსახურებაზე ხარჯების განაწილებისათვის შერჩეული პარამეტრები საერთო უნდა იყოს ყველა მომხმარებლისათვის და ასახავდეს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დონეს. 11. ავტოსადგურის მომსახურების ტარიფი ყალიბდება, როგორც თვითღირებულების (C), მოგების (M) და თვითღირებულებას მიუკუთვნებელი გადასახადების (G) ჯამით და იანგარიშება ფორმულით: T = C + M + G, სადაც T არის ავტოსადგურის მიერ ყოველი ბილეთის გაყიდვისათვის მიღებული ტარიფი, C – 1 მგზავრის მომსახურების თვითღირებულება, რომელიც იანგარიშება მე-6 მუხლის მიხედვით; M – ავტოსადგურის მომსახურებაში ჩადებული მოგების ნორმა, რომელიც იანგარიშება მე-7 მუხლის მიხედვით; G – თვითღირებულებისადმი მიუკუთვნებელი გადასახადების კომპონენტი, რომელიც იანგარიშება მე-8 მუხლის მიხედვით. 12. ავტოსადგურის მიერ გადამზიდველების მომსახურებასთან დაკავშირებული ანაზღაურება განისაზღვრება ავტოსადგურსა და გადამზიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, წინამდებარე დებულებათა მოთხოვნების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ქვემოთ ცხრილში მოცემული ზედა ზღვრული ოდენობისა თითოეული რეალიზებული ბილეთის ფასიდან გადაზიდვის სახეების მიხედვით სათანადოდ დასაბუთებული და გაანგარიშებული კალკულაციის საფუძველზე და წინამდებარე მეთოდიკის გამოყენებით. № ავტოსადგურის სახეობა მომსახურების ანაზღაურებისათვის გადასახდელის ზედა მაქსიმალური ზღვრული ნორმების ოდენობა %-ში სამგზავრო გადაზიდვის სახეების მიხედვით საერთაშორისო საქალაქთაშორისო საგარეუბნო 1 2 3 4 5 1 ავტოვაგზალი 15 10 5 2 ავტოსადგური 10 7 4 3 ავტოსალარო 5 5 3 13. ინფრასტრუქტურის ობიექტის მიერ საბილეთო ავტოსალაროს (სალაროების) ან/და ავტობუსის გასაჩერებელი  ბაქანის (ბაქნების) გადამზიდველზე იჯარით გადაცემის შემთხვევაში ანგარიშსწორება ხორციელდება ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების საფუძველზე და წინამდებარე მეთოდიკის მუხლების 6, 7, 8 გამოყენებით.     მუხლი 10🔗. სატვირთო ავტოსადგურის ტარიფი 1, სატვირთო ავტოსადგურის ტარიფი მოიცავს შენობაში ტვირთის დამუშავების და მის გადაადგილებასთან დაკავშირებულ აგრეთვე ტვირთის ავტომობილიდან სატვირთო ავტოსადგურის შენობამდე და/ან უკუმიმართულებით გადაზიდვის ხარჯებს, ტარიფი სახელშეკრულებოა და ექვემდებარება ფორმირებას წინამდებარე მეთოდიკის მუხლების 6, 7, 8 გამოყენებით გაანგარიშებას. თავი VI სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ტარიფები     მუხლი 11🔗, გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემები 1. სატრანსპორტო პროცესებთან დაკავშირებული ხარჰები შეიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) საწვავ-საპოხი მასალების ხარჯებს; ბ) ავტოსატრანსპორტო და სხვა ყირითადი საშუალებების საამორტიზაციო ხარჯებს; გ) ხარჯებს ტექმომსახურებასა და შეკეთებაზე; დ) შრომის ანაზღაურების ხარჯებს; ე) დამქირავებლიდან ანარიცხებს; ვ) სამივლინებო ხარჯებს; ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა ქონების დაზღვევის ხარჯებს; თ) ზედნადებ (ადმინისტრაციული) ხარჯებს; ი) სარეგულირო საფასურს. 2. საწვავ-საცხები მასალების ხარჯი განისაზღვრება მარშრუტზე საწვავის საექსპლუატაციო ხარჯვის ნორმის, მათი ფასის და ასევე შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: ა) კოეფიციენტით, რომელიც ითვალისწინებს შემზეთი მასალების ხარჯვას. ბ) კოეფიციენტით, რომელიც ითვალისწინებს არასაწარმოო გადაადგილებას, მისი მნიშვნელობა განისაზღვრება აღრიცხვის მონაცემებით გადაადგილების საათების საერთო რაოდენობის გაყოფით საწარმოო გადაზიდვების საათების რაოდენობაზე. 3. საამორტიზაციო ანარიცხების ნორმა განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავდაპირველი საბალანსო ღირებულებისა და (მათი გადაფასების გათვალისწინებით), საგადასახადო კოდექსით დადგენილი საამორტიზაციო ნორმებით. 4. დანახარჯები ძირითადი საშუალებების შეკეთებაზე თვითღირებულებაში აღირიცხება შემდეგი წესით: ა) ძირითად საშუალებათა შეკეთების ხარჯების გამოქვითვა დაიშვება ყოველწლიურად – წლის ბოლოსათვის ძირითადი საშუალებების ღირებულებითი ბალანსის 5%-მდე ოდენობით. ასეთი ხარჯების ნაწილი, რომელიც აღემატება ამ წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, ზრდის შესაბამისი ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულებას და გაიხარჯება მოგების ან სხვა გარე დაფინანსების წყაროს ხარჯზე; ბ) ერთდროული დანახარჯები განისაზღვრება მათი შემდგომი განაწილებით სამუშაოთა მოცულობაზე; გ) ანარიცხების ნორმატივების შესაბამისად, საწარმოში იქმნება სპეციალური საფინანსო ფონდი და მასში რეგულარულად ირიცხება ფულადი სახსრები ძველა სახის შელეთების ჩასატარებლად, რომელთა ღირებულებაც თანაბარზომიერად ჩაირთვება გადაზიდვების თვითღირებულებაში. შეკეთებაზე და კაპიტალურ შეკეთებაზე გადახდილი თანხები ჩამოიწერება ამ მუხლით, ავტოსაწარმოებს შეუძლიათ თვითონ ჩაატარონ შრომატევადი სამუშაოები საკუთარ ავტოტექნიკურ ბაზაზე, ამ შემთხვევაში ხარჯები აისახება „საერთო საწარმოო” ხარჯების მუხლით, დ) ანარიცხები მოძრავი შემადგენლობის, საბურავების და ძრავების შეკეთების ფონდში განისაზღვრება მათი კაპიტალური შეკეთების ღირებულებიდან გამომდინარე და ასევე მათი მუშაობის არასაწარმოო საათების და ვადამდელი კაპიტალური შეკეთების გათვალისწინებით; ე) ტარიფის კუთრი თვითღირებულების განსაზღვრისათვის გაწეული ხარჯები იყოფა პროგნოზირებული სატრანსპორტო სამუშაოს მოცულობაზე. 5. საბოლოოდ გადაზიდვის ტარიფი იანგარიშება ფორმულით: T = C + M + G, რომლის კომპონენტები განისაზღვრება წინამდებარე მეთოდიკის მუხლების 6, 7, 8 შესაბამისად. თავი VII ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ფასებისა და ტარიფების რიცხვითი მიშვნელობის გაანგარიშების წესი     მუხლი 12🔗.  გამოძენების სფერო და ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე მეთოდიკა განკუთვნილია სახელმწიფო რეგულირების სფეროში ფუნქციონირებადი საავტომობილო ტრანსპორტის დარგში გადაზიდვებით დასაქმებული  იურიდიული  და  ფიზიკური  პირებისათვის მიუხედავად მათი ორგანიზაციულ–სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქმიანობის ფასებისა და ტარიფების ოდენობის გამოთვლის ამოსავალ საანგარიშო ერთეულად გამოიყენება აღებული ავტომობილის ერთ კილომეტრზე შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს მიხედვით გადასახდელი კუთრი სატარიფო განაკვეთი, რომელიც იანგარიშება ამისათვის გაწეული კუთრი ხარჯების, კუთრი მოგების და კუთრი გადასახადების ჯამის სახით, ხოლო ყოველი მათგანის გაანგარიშება წარმოებს წინამდებარე მეთოდიკის 6, 7, 8 მუხლებში მოყვანილი საერთო წესით.     მუხლი 13🔗.  მძღოლის შრომის ანაზღაურების ხარჯები 1. ავტომობილის მიერ შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე მძღოლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ხარჯის გათვლისას, ამოსავალ კრიტერიუმად მიიღება გათვლის მომენტისთვის დადგენილი წესით გაანგარიშებული არანაკლებ ერთი თვის საარსებო მინიმუმი ერთი ოთხსულიანი ოჯახისთვის. მძღოლის მიერ კანონით დადგენილი თვიური სამუშაო დროის სრულად გამოყენების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების ზედა ზღვრული ოდენობა კი განისაზღვრება მათთან დადებული ინდივიდუალური ან კოლექტიური ხელშეკრულებების პირობებით. 2. გაანგარიშებისას ძირითადი ხელფასი იზრდება დამატებითი ხელფასით ყველა სახის ანაზღაურება არასამუშაო დროისთვის: შვებულების ანაზღაურება ან გამოუყენებელი შვებულების კონცეფცია, გამოსასვლელი დახმარება – შტატის შემცირების, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის და სხვა შემთხვევისათვის – სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებაზე დახარჯული დროის ანაზღაურება, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ანაზღაურება არასამუშაო დროისათვის), რომელიც არ უნდა იყოს ძირითადი ხელფასის 8-10%-ზე ნაკლები. 3. ძირითადი და დამატებითი ხელფასის ფონდი ფორმირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელფასის და ანარიცხების (სოცუზრუნველყოფის, ჯანდაცვის და დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდები) ნორმატივების გათვალისწინებით. 4. შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე მძღოლის შრომის ანაზღაურება იანგარიშება მისი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების ფონდის გაყოფით ამავე საწარმოში ერთ მძღოლზე მოსული თვიური სატრანსპორტო სამუშაოს პროგნოზირებულ საშუალო მოცულობაზე. Gმძ.ხ. = В • Qმძ.ძ.ხ. ׃ Wმძ.  , სადაც В არის დამატებითი ხელფასისა და ანარიცხების გამთვალისწინებელი კოეფიციენტი (В ≥ 1,1); Qმძ.ძ.ხ. – მძღოლის ძირითადი ხელფასი ლარებში; Wმძ. – ერთ მძღოლზე მოსული საშუალო თვიური სამუშაოს პროგნოზირებული მოცულობა.     მუხლი 14🔗. საწვავზე გაწეული დანახარჯი 1. საწვავზე გაწეული დანახარჯის გამოსათვლელად გამოიყენება კონკრეტულ მარშრუტზე საწვავის საექსპლუატაციო ხარჯი ავტოსატრანსპორტო საშუალების გარბენის ერთ კილომეტრზე, რომელიც დამოკიდებულია მოცემული სატრანსპორტო საშუალების მოდელზე და საგზაო საექსპლუატაციო პირობებზე და რომელიც გადაიანგარიშება შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე. საწვავის საკონტროლო და სახაზო ხარჯვის ნორმები ლიტრებში 100 კმ-ზე მოცემულია ყოველი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლის საექსპლუატაციო ინსტრუქციებში და ცნობარებში. ასეთი ნორმების არარსებობის შემთხვევაში აიღება წინა საანგარიშო პერიოდში დახარჯული საწვავის ფაქტობრივი მონაცემები. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთ კილომეტრ გარბენზე საწვავის თანხობრივი დანახარჯები იანგარიშება შემდეგი ფორმულით: qსაწ  =  Qსხ • Fსღ ׃ 100, სადაც  qსაწ  არის საწვავის ხარჯი ლიტრებში 100 კმ-ზე;  Fსღ – ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება ლარებში. 3. შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე გაწეული კუთრი ხარჯების ოდენობა საწვავის კომპონენტის მიხედვით იანგარიშება ფორმულით: Gსაწ  =  qსაწ • Ĺსპ ׃ Ŵსპ  , სადაც Gსაწ არის საწვავის კომპონენტი ერთეული მოცულობის სატრანსპორტო სამუშაოს კუთრ თვითღირებულებაში; Ĺსპ – მოცემული მოდელის მოძრავი შემადგენლობის ერთეულზე მოსული საშუალო გარბენი წინა საანგარიშო პერიოდში (ან საკონტროლო გადაზიდვის პროცესში); Ŵსპ – მოცემული მოდელის მოძრავი შემადგენლობის ერთეულზე მოსული შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს საშუალო მოცულობა იგივე პერიოდში.     მუხლი 15🔗. შემზეთ-საცხებ მასალებზე დანახარჯები 1. შემზეთ-საცხებ მასალებზე თანხობრივ დანახარჯებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ყოველ 100 ლიტრ გახარჯულ საწვავზე ცნობარებში არსებულ ნორმებზე დაყრდნობით იანგარიშება შემდეგი ფორმულით: qშ-ს  = Qსხ • Qშ-ს • Fშ-ს ׃ 100 ׃ 100, სადაც qშ-ს არის საწვავის ხარჯი ლიტრებში 100 კმ-ზე; Qშ-ს – შემზეთ-საცხები მასალების (ძრავის, სატრანსმისიო, სპეციალური ზეთებისა და კონსისტენტური საცხი მასალების ხარჯვის ნორმები ყოველ 100 ლიტრ გახარჯულ საწვავზე) ჯამური ხარჯი; Fშ-ს – ერთი ლიტრი შემზეთ-საცხები მასალების ღირებულება ლარებში. 2. ავტოსაწარმოში რამდენიმე განსხვავებული მოდელის ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში ასეთი ანგარიში ყოველი მათგანისათვის ხორციელდება ცალ-ცალკე, მიღებული შედეგების შეჯამებით და ამის შედეგად მიღებული დანახარჯების ჯამის გაყოფით აღნიშნული მოძრავი შემადგენლობით შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოზე: Gსსმ  =  qშ-ს • Ĺსპ ׃ Ŵსპ  , სადაც Gსსმ  არის საწვავ-საპოხი მასალების კომპონენტი ერთეული მოცულობის სატრანსპორტო სამუშაოს კუთრ თვითღირებულებაში; Ĺსპ  – მოცემული მოძრავი შემადგენლობის საშუალო გარბენი წინა საანგარიშო პერიოდში (ან საკონტროლო გადაზიდვის პროცესში); Ŵსპ – მოცემული მოძრავი შემადგენლობის ერთეულზე მოსული შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს საშუალო მოცულობა იგივე პერიოდში.     მუხლი 16🔗.  საბურავის ცვეთა-შეკეთებაზე დანახარჯები 1. ამ მუხლში დანახარჯების რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლა უნდა მოხდეს შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული საბურავების რაოდენობის შესაბამისად (სათადარიგოს გარეშე), ხოლო სათადარიგო საბურავის ცვეთა-აღდგენის ხარჯი გათვალისწინებული უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთა-აღდგენის ხარჯებში. 2. ავტომობილის გარბენის ერთ კილომეტრზე საბურავების ცვეთა-შეკეთებაზე დანახარჯებს იანგარიშება შემდეგი ფორმულით: Gსაბ = nსაბ • Fს.ღ. ׃ Lსაბ.გ.რ. , სადაც nსაბ. არის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე კონსტრუქციით გათვალისწინებული სავალი საბურავების რაოდენობა;  Fს.ღ. – საბურავის ერთი კომპლექტის საბაზრო ღირებულება ლარებში; Lს.გ.რ. – საბურავის გარბენის რესურსი კილომეტრებში, რომელიც მითითებულია მწარმოებლის, ექსპორტიორის ან დილერის მიერ თანდართულ დოკუმენტებში ან საექსპლუატაციო დაკვირვების საფუძველზე.     მუხლი 17🔗.  ამორტიზაცია 1. სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხების კომპონენტი განისაზღვრება საქართველოს  საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული ნორმატივების მიხედვით. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების წლიური საამორტიზაციო ანარიცხები, დაყვანილი ერთ კილომეტრ გარბენზე, იანგარიშება შემდეგი ფორმულით: Gამ. = [Cა.ღ. • qამ.წ.ნ. ׃ 100 ׃ Lავ.წ.გ. + Z(Cს.ძ.ფ. – Cა.ღ. ) • qძ.ფ. • qავ. ׃ q∑]׃ qავ. , სადაც  Cა.ღ. არის ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულება ლარებში; qამ.წ.ნ. – ავტოსატრანსპორტო საშუალების ამორტიზაციის წლიური ნორმა %-ში; Lავ.წ.გ. – ავტოსატრანსპორტო საშუალების წლიური გარბენა; Cს.ძ.ფ. – შენობა-ნაგებობების და სხვა ძირითადი საშუალებების საამორტიზაციო ანარიცხები, რომელიც გაიანგარიშება იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გააჩნია საკუთარი ტექნიკური ბაზა. ამ შემთხვევაში მათი სრული აღდგენისათვის საჭირო თანხის დაგროვების მიზნით საბალანსო ღირებულება აიღება საწყისი ფასით და ნაწილდება ერთეულ ავტომობილზე ხვედრითი წილით; qძ.ფ. – შენობა-ნაგებობებზე ამორტიზაციის ნორმა აიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან; Wავ. და W∑ – ავტომობილისა და ჯამურად შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს მოცულობა საანგაროშო პერიოდში. მუხლი 18🔗.  ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ხარჯები 1. ტექნიკურ მომსახურებასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული დანახარჯები იყოფა ორ ნაწილად: დანახარჯები ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების შემსრულებლის  შრომის ანაზღაურებაზე და დანახარჯები სათადარიგო ნაწილებისა და მასალების შეძენაზე (დამზადებაზე). 2. ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შემსრულებლის შრომის ანაზღაურებაზე დანახარჯებს ვანგარიშობთ შრომის ანაზღაურების დადგენილი სისტემის და ტარიფის გათვალისწინებით და იყოფა საწარმოს მიერ შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს ჯამურ მოცულობაზე. 3. დანახარჯები სათადარიგო ნაწილებისა და მასალების შეძენაზე იანგარიშება ავტოსატრანსპორტო საშუალების საწყის საბალანსო ღირებულებასთან  გარკვეული პროცენტული ოდენობით და სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე წარსული პერიოდის სტატისტიკაზე დაყრდნობით, ხოლო სათანადო მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ფორმულა: Gტ.მ. = Cა.ღ. • qტ.მ.წ.ნ. ׃ 100 ׃ Lა.წ.გ. ׃  W∑ , სადაც  Cა.ღ. არის ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება ლარებში; qტ.მ.წ.ნ. – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების წლიური ნორმა %-ში საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; Lა.წ.გ. – ავტოსატრანსპორტო საშუალების წლიური გარბენა; W∑ – საწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სატრანსპორტო სამუშაოს ჯამური მოცულობა.     მუხლი 19🔗.  ზედნადები დანახარჯები 1. ზედნადები ხარჯები იანგარიშება ყველა იმ ხარჯების შეჯამებით, რომლებიც არ არის უშუალოდ დამოკიდებული შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს მოცულობაზე. შესაბამისად, კუთრი ზედნადები ხარჯები იანგარიშება წინა პერიოდის სტატისტიკური ზედნადები ხარჯების გაყოფით შესრულებული სატრანსპორტო სამუშაოს მოცულობაზე. 2. ზემოჩამოთვლილი ყველა  დანახარჯების ჯამი შეადგენს თვითღირებულებას (C) სატრანსპორტო სამუშაოს ერთეულზე.     მუხლი 20🔗. ფასებისა და ტარიფების გამოთვლა 1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების ტარიფი (T) ერთ კილომეტრზე, რენტაბელობისა და შემოსავლიდან სახელმწიფო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გათვალისწინებით, შეიძლება ვიანგარიშოთ შემდეგი წესით: T =  K • C, სადაც K არის რენტაბელობისა და უშუალოდ შემოსავლიდან პროცენტულად განსაზღვრული გადასახდელებისა და გადასახადების გამთვალისწინებელი კოეფიციენტი, რომელიც მოიცავს: R – რენტაბელობას (%); E – ეკონომიკური საქმიანობის გადასახადს (%); S – საგზაო ფონდის გადასახადს (%); A / S – ავტოსადგურების მომსახურების გადასახადს (%); D – დამატებული ღირებულების გადასახადს (%). C – თვითღირებულება. ამრიგად,  K  გამოითვლება შემდეგი ფორმულით: K = 1 + 1,01 • R 1,0 – 0,01(E + S + A / S + D) თავი VIII ტარიფის დადგენის პროცედურა     მუხლი 21🔗. ტარიფის დადგენის პირობები და პრინციპები 1, სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცეული საავტომობილო საქმიანობის ტარიფის შემუშავების წინამდებარე მეთოდოლოგია და პროცედურა განსაზღვრავს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელნიც უნდა აკმაყოფილებდნენ “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 2. საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია შეიმუშავებს ტარიფებს „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” კანონის, სახელმწიფოთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესების შესაბამისად. 3. წინამდებარე მეთოდიკის შესაბამისად ტარიფის დადგენის აუცილებელ წინა პირობას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით კონკრეტული სატრანსპორტო საქმიანობისათვის სახელმწიფო რეგულირების მოთხოვნა ან შესაბამისი კვლევის საფუძველზე ადმინისტრაციის მიერ შესაბამისი გადაზიდვების ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნის დასაბუთება ან უკვე არსებული სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცეული ტარიფების შეცვლის მოთხოვნა ბაზრის კონიუნქტურის შეცვლის გამო. 4. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში მოქცევის მიზანშეწონილობის შესწავლის ინიციირება ხდება, როგორც სამეწარმეო სუბიექტების, ისე ფიზიკური პირების მოთხოვნის ან თავად ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული საკუთარი ან დაკვეთილი კვლევების საფუძველზე. 5, ტარიფის დასადგენად ავტოსაწარმოები ვალდებულნი არიან წარადგინონ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში მისი მოთხოვნის საფუძველზე განაცხადი და ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ტარიფის დასადგენად, განაცხადში მოცემული უნდა იყოს წარმომდგენის დასახელება, მომსახურების სახე, მისამართი, საკუთრების ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი. 6. სატარიფო განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის აუდიტორული დასკვნა, ტარიფის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში წლიური საბუღალტრო საბალანსო მონაცემები, ნებისმიერი სხვა პირველადი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ტარიფების დასადგენად, მ.შ. მომდევნო სააგარიშო პერიოდში შესასრულებელი სატრანსპორტო სამუშაოს პროგნოზები, 7. ყოველი სატარიფო განაცხადი ხელმოწერილ უნდა იქნეს საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ, ხელმომწერი პასუხისმგებელია წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე,     მუხლი 22🔗. ტარიფის დადგენის პროცედურები 1. საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია 10 დღის განმავლობაში განიხილავს წარმოდენილ განაცხადს- თანდართულ ინფორმაციას და ადგენს: ა) მიიღოს განაცხადი სრულად ან/და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. ბ) არასრული ინფორმაციის შემთხვევაში განაცხადი არ ჩაითვლება სფიფკუიგდფვ- სანამ არ იქნება წარმოდგენილი სრული ინფორმაცია. 2. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მიიღებს განაცხადს სრულად, იგი განიხილავს და: ა) შეიმუშავებს სახელმწიფო რეგულირებად ტარიფებს და წარადგენს დასამტკიცებლად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში 20 დღის ვადაში. ბ) სხვა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტარიფებს შეითანხმებს 20 დღის ვადაში. 3. ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო რეგულირებაში ამა თუ იმ საქმიანობის მოქცევის შემთხვევაში იგი: ა) ატარებს ბაზრის მარკეტინგულ-ანალიტიკურ გამოკვლევას მის რომელიმე სეგმენტში არაკონკურენტული გარემოს არსებობის ფაქტის დასადგენად; ბ) შეისწავლის მოცემული სატრანსპორტო საქმიანობის დინამიკას წინა 5-წლიან პერიოდში და ახორციელებს მის პროგნოზირებას მომდევნო საანგარიშო წლისათვის; გ) შესრულებული კვლევების საფუძველზე ადმინისტრაცია ახორციელებს შესაბამისი ტარიფების გაანგარიშებას; დ) ადმინისტრაციის ინიციატივით სახელმწიფო რეგულირებაში ტარიფების განსაზღვრის ვადები დგინდება გეგმურ საწყისებზე. 4. სახელმწიფო რეგულირებადი ტარიფები ძალაში შედის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ცხრილი №1 საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტარიფების გაანგარიშების სამაგალითო კალკულაცია № მაჩვენებლების დასახელება განზომილება მონაცემები 1 2 3 4 1 ერთი შრომისუნარიანის საარსებო მინიმუმი თვეში ლარი 2 ერთი შრომისუნარიანის კმაყოფაზე მყოფთა საშუალო რიცხოვნობა სული 3 მძღოლის ძირითადი ხელფასი თვეში ლარი 4 დამატებითი ხელფასისა და ანარიცხების გამთვალისწინებელი კოეფიციენტი X 5 ავტომობილის მარკა X 6 ავტომობილის საშუალო საბაზრო ღირებულება ლარი 7 ავტომობილის საშუალო ბალანსითი (ნარჩენი) ღირებულება ლარი 8 ავტომობილის საშუალო ნომინალური ტევადობა ადგილი/ტონა 9 ძრავის საშუალო სტატისტიკური სიმძლავრე ცხ. ძ. 10 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადის განაკვეთი ლარი 11 საშუალო საექსპლოატაციო დატვირტვის კოეფიციენტი X 12 საშუალო საექსპლოატაციო სიჩქარე კმ/სთ-ში 13 ავტომობილის მარშრუტზე გარბენის გამოყენების კოეფიციენტი X 14 ავტომობილის საწვავის სახეობა X 15 1 ლიტრი საწვავის ფასი ლარი 16 საწვავის საექსპლოატაციო ხარჯი ლიტ.100კმ-ზე   17 შემზეთ-საცხები მასალების საერთო ჯამური ხარჯი 100 ლიტრ საწვავზე ლიტრი 18 ერთი ლიტრი შემზეთ-საცხები მასალების საშუალო ფასი ლარი 19 საბურავების რაოდენობა ცალი 20 ერთი საბურავის (კომპლექტში) ფასი ლარი 21 საბურავის საშუალო-საექსპლოატაციო გარბენის ნორმა კმ 22 ავტომობილის ამორტიზაციის ნორმა % 23 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარჯების ნორმა % 24 ავტომობილის დასაქმების შესაძლო დღეების რაოდენობა წელიწადში დღე 25 ავტომობილის შესაძლო საშუალო დღიური გარბენი კმ. 26 საერთო სამეურნეო-საწარმოო (ზედნადები) ხარჯების ნორმა % 27 რენტაბელობა % 28 ავტოსადგურის მომსახურების გადასახადი % 29 დამატებული ღირებულების გადასახადი % 30 საგზაო ფონდის გადასახადი საერთო სარგ-ის საავტ. გზებით სარგ-სათვის % 31 გზის კატეგორიის სირთულის საშუალო კოეფიციენტი X 32 მცირეფასიანი ინვენტარის ცვეთის ხარჯები ლარი 33 ძირითადი ფონდების ამორტიზაციის დარიცხვა ლარი 34 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი კვ.მ. 35 მიწის გადასახადის განაკვეთი ლარი კვ.მ-ზე 36 სხვადასახვა გადასახდელები ლარი 37 თვითღირებულებას მიკუთვნებული გადასახადები ლარი 38 სულ ხარჯები ლარი 39 მოგება ლარი 40 სულ ხარჯები (დღგ-ს გარეშე) ლარი 41 42 43 44 45 ცხრილი №2 ავტოსატრანსპორტო საექსპლუატაციო დანახარჯებისა და მომსახურების ღირებულების კალკულაცია გარბენის თითოეულ კმ-ზე თანხა ლარებში № მაჩვენებლების დასახელება ავტომობილის მარკა-მოდელი 1 2 3 4 5 6 1 საშუალო დღიური ფასიანი გარბენი, კმ. 2 ავტომობილის გამოყენების საშუალო კოეფიციენტი 3 მატერიალური  დანახარჯები  სულ: 3.1. საწვავი 3.2. შემზეთ-საცხები  მასალები 3.3. საბურავების  ცვეთა-აღდგენა 3.4. ტექნიკური  მომსახურება-რემონტი 3.5. მესაკუთრეთა  გადასახადი (საგზაო ფონდი) 4 მძღოლის შრომის ანაზღაურების ფონდი 5 საამორტიზაციო ანარიცხები 6 საერთო-სამეურნეო (ზედნადები) ხარჯები (...........%)   მ. სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისთვის გადასახდელი შ. სსბ-ს ბლანკების ღირებულება წინა სარეისო სამედიცინო შემოწმება სერტიფიკატის ღირებულება 7 ხ ა რ ჯ ე ბ ი    ს უ ლ : 8 რენტაბელობა 9 საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის საგზაო ფონდის გადასახადი 10 დამატებული  ღირებულების  გადასახადი 11 მომსახურების ღირებულება სულ 12 ტარიფი გარბენის 1 კმ-ზე