ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.05.2005
ძალის დაკარგვა 26.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.007349
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 10/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,629 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2005 მიღება
26.11.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-21.3pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.349 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანება №209 2005 წლის 4 მაისი ქ. თბილისი ქარელის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის შესახებ” მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის ,,განათლების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძ­ველზე, ვბრძანებ: 1. ქარელის პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ქარელის პროფესიული სასწავლებ­ლის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პროფესიული სასწავლებლის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქარე­ლის პროფესიული სასწავლებელი, როგორც დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, „განათ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძ­ველ­ზე ახორციელებს დაწყებით პროფესიულ საგანმა­ნათლებ­ლო პროგრამას. 2. სასწავლებელი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული გა­ნათ­­ლების შესახებ” საფუძველზე. 3. სასწავლებელი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან. 4. სასწავლებელს გააჩნია საჯარო სამართლის იური­დიული პირის ატრიბუტიკა – საკუთარი წესდება, და­მოუ­კი­დებელი ბალანსი და ანგარიშები საბანკო დაწე­სებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 5. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: ქარელი, ვაჟა-ფშაველას №115.     მუხლი 2🔗. მიზნები და ამოცანები 1. სასწავლებლის მიზანია: ა) საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პროფე­სიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათ­ლებლო პროგრამების შესრულება; ბ) საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონო­მიკური ცვლილებების შესაბამისად მოსახლეო­ბისათვის პროფესიული განათლების პირობების შექმნა პროფე­სიული განათლება ყველასათვის – პრინციპის საფუძ­ველზე; გ) მოსამზადებელი პროფესიების შერჩევა ადგი­ლობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის სა­­ფუძ­ვე­ლზე, სასოფლო-სამეურნეო, ფერმერული საქმია­ნო­ბისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების სწავლა, ეკოლოგიური ცოდნის გავრცელება და ამ გზით რეგიონში ფერმერული, გლეხური მეურნეობის ორგანიზაციისა და საქმიანობისათვის ხელის შეწყობა; დ) მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარ­მეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა ეკონომიკური კვალიფიკაციების სწავლების გზით; ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგ­რამებით, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მეშვეობით ზრდასრული მოსახლეობის, მათ შორის უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადება; ვ) სწავლას ჩამოცილებული, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული მოზარდების, სოციალურად გაუცხოებული ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უნარშეზღუდული ბავშვების ჩაბმა პროფესიულ განათლებაში, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მიზნით.     მუხლი 3🔗. სასწავლებლის უფლებამოსილებანი 1. სასწავლებელი სახელმწიფო კონტროლით და­მოუ­კი­დებლად ახორციელებს საქმიანობას. 2. მისი უფლებამოსილებანი დადგენილია ,,განათ­ლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით. 3. სასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობის, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტან­დარ­ტების და ამ წესდების შესაბამისად, უფლება აქვს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. 4. სასწავლებელს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) განსაზღვროს საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიების მიხედვით სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე; გ) მოსამზადებელი პროფესიების შესაბამისად, სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების ფარ­გლებში დამოუკიდებლად დაამყაროს კავშირი სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სოციალურ პარტნიორებთან (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთან­ხმებების საფუძველზე); დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს სასწავლებლის ქონება და ფინანსური სახსრები; ე) მოიზიდოს არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერია­ლური სახსრები; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და სარგებლობდეს ფასიანი ქაღალდებით, რომლის შე­მო­სავალი სრულად მოხმარდება სასწავლებლის მიზ­ნების განხორციელებას. (ამ მიზნით მას უფლება არა აქვს გამოიყენოს საბიუჯეტო სახსრები და თავისი საგან­მანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის მიღე­ბუ­ლი საფასური); ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სასწავლებელს, როგორც საჯარო სამართლის იური­დიულ პირს, სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს, საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეუძლია შექმნას საგანმანათლებლო გაერთია­ნებები (ასოციაციები, კავშირები) საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით; თ) საკუთარი საფინანსო სახსრების ფარგლებში საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნის­ტროს­თან შეთანხმებით დაადგინოს სასწავლებლის მართვის სტრუქტურა, საშტატო განრიგი და თანამდებობრივი ფუნქციები. 5. სასწავლებელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის ატესტაციასა და აკრედიტაციას. 6. სასწავლებელი უფლებამოსილია გამოვიდეს სასა­მარ­თლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.     მუხლი 4🔗. საგანმანათლებლო პროგრამები 1. ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სასწავლებელი ასრულებს: ა) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ზოგადი საშუალო განათლების პროგრამასთან ერთად (სწავლების ვადა 3-დან 4 წლამდე); ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას საბაზო ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, ზოგადი საშუალო განათლების პროგრამის გარეშე (სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე); გ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრამას ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ (სწავლების ვადა 6 თვიდან 2 წლამდე); დ) სახელობო მომზადების პროგრამას, დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემდეგ, სწავლების ვადა 1-დან 2 წლამდე; ე) დამატებითი პროფესიული განათლების პროგრა­მებს (პროფესიული მომზადების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე; პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას – სწავლების ვადით 10 თვემდე). 2. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება საბო­ლოო ატესტაციით, რომლის წარმატებით გავლის შემთ­ხვევაში გაიცემა საქართველოს კანონით ,,დაწყებითი პრო­ფე­სიული განათლების შესახებ” დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სახელმწი­ფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი: ა) დაწყებითი პროფესიული განათლება საბაზო ზოგა­დი განათლების შემდეგ, საშუალო ზოგადი განათ­ლების პროგრამასთან ერთად – ზოგადსაგანმა­ნათლებლო საშუალო განათლების ატესტატი და დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი; ბ) დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საბაზო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი; გ)დაწყებითი პროფესიული განათლება ზოგადი საშუალო განათლების მიღების შემდეგ – დაწყებითი პროფესიული განათლების დიპლომი; დ) სახელობო მომზადება დაწყებითი ზოგადი განათლების შემდეგ – მოწმობა; ე) დამატებითი პროფესიული განათლება (პროფე­სიული მომზადება, გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება) – მოწმობა. 3.კურსდამთავრებული, რომელიც სრულყოფილად ვერ აითვისებს საგანმანათლებლო პროგრამას, მიიღებს ცნობას სწავლის კურსის მოსმენის შესახებ.     მუხლი 5🔗. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია 1. სასწავლებელში საგანმანათლებლო პროცესი მოიცავს: ა) თეორიულ სწავლებას (ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალური საგნების სწავლება); ბ) საწარმოო სწავლებას და პრაქტიკას; გ) მოსწავლეებთან აღმზრდელობით მუშაობას. 2. ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების პროგრამა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათ­ლებლო სტანდარტების საფუძველზე. 3. სასწავლო პროცესის გრაფიკი და არდადეგების ხანგრძლივობა განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 4. მოსამზადებელი პროფესიები შეირჩევა შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო დაკვეთით და ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი საგანმანათ­ლებლო მომსახურებით. 5. ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს მიერ დადგენილი წესით. 6. ცალკეულ საგნებსა და საწარმოო სწავლებაში ჯგუფების გაყოფა ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. 7. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საწა­რ­მოო სწავლებისა და პრაქტიკის პროცესში სასწავ­ლებე­­ლი ეწევა სასწავლო-საწარმოო საქმიანობას, მოს­წავ­ლე­თა მონაწილეობით ქმნის პროდუქციას, ეწევა ანაზღაუ­რებად, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო მომსახუ­რებას. 8. სასწავლო-საწარმოო საქმიანობის პროცესში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდე­ბა სამუშაოს მოცულობის და ხელშეკრულებით გათვა­ლის­წინებული განაკვეთის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 9. სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო და პრო­ფე­სიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით დაწესებულების პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.     მუხლი 6🔗. სასწავლებლის მართვა 1. სასწავლებლის მართვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების საფუძველზე. 2. ,,განათლების შესახებ”, ,,დაწყებითი პროფესიული განათ­ლების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბის ტიპური დებულებისა და ამ წესდებით განსაზ­ღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სასწავ­ლებელს მართავს დირექტორი, რომელიც ამასთანავე არის სასწავლებლის წარმომადგენლობაზე უფლება­მოსილი პირი. 3. დირექტორს დადგენილი წესით ნიშნავს და ათა­­­ვისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეც­ნიერების მინისტრი. 4. დირექტორი უფლებამოსილია: ა) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაო­ზე მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, შეადგინოს სასწავლებლის პედაგოგიური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის განრიგი. 5. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინე­ბული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი. 6. დირექტორი ხელმძღვანელობს ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს. 7. დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის, ტიპური დებულებისა და ამ წესდების შესაბამისად განაგებს სასწავლებლის ქონებას და საფინანსო სახსრებს. 8. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. 8. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე. 9. დირექტორის არყოფნის ან მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-საწარ­მოო მუშაობაში. 10. ადმინისტრაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი საკვალიფიკაციო დახასიათებების საფუძ­ველზე დგინდება სასწავლებლის შინაგანაწესით.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. პედაგოგიური საბჭო ,,განათლების შესახებ” და ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს არჩევით ორგანოს. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეად­გენ­დეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგო­გიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგო­გისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესე­ბუ­ლების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭის­ყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილე­ბით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარ­ჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვა­ნელობს დირექტორი. 7. სათათბირო ხმით პედაგოგიური საბჭოს მუ­შაობაში მონაწილეობს ყველა პედაგოგი. 8. პედაგოგიური საბჭო წარმართავს საგანმანათ­ლებლო პროცესს, სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ მუშაობას; 9. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 10. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლე­ბელ­ში არსებულ მდგომარეობას და აფასებს მას. 11. საბჭო ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 12. პედაგოგიური საბჭო მოიწვევა თვეში ერთხელ.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. სასწავლებელში მატერიალური და ფინანსური სახ­სრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით, იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის სას­წავლებლის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, მშობელი, სოციალური პარტნიორი დამსაქმე­ბელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმო­მადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს.  6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.     მუხლი 9🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც არჩეული პრო­­ფესიისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესას­წავ­ლად, განსაზღვრული ასაკის, განათლების დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ირიცხება სასწავლებელში. 2. სახელმწიფო დაკვეთით განსაზღვრული ადგი­ლების დაკავება ხდება კონკურსის წესით, რომლის პირობებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დადგენილი წესის შესაბამისად ადგენს პედაგოგიური საბჭო. 3. სასწავლებელში ჩარიცხვისას მოსწავლეს, მოს­წავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელსა და დირექტორს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება: ა) უფასო ან ფასიანი საგანმანათლებლო მომსახუ­რების სახე და მისი განხორციელების პირობები; ბ) განათლების მიღების ფორმა; გ) საგანმანათლებლო პროგრამა და მისი შესრუ­ლების პირობები; დ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრუ­ლებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლო­ბისთვის. 4. მოსწავლეები მიიღებიან; ა) სახელობო მომზადების პროგრამით – 12 წლის ასაკიდან; ბ) დაწყებითი პროფესიული განათლების პროგრა­მით – 14-15 წლის ასაკიდან. 5. მოსწავლეებს უფლება აქვთ: ა) აირჩიონ პროფესია და საგანმანათლებლო პროგ­რამა; ბ) მოითხოვონ თავიანთი უფლებების დაცვა და პიროვნული ღირსებების პატივისცემა; გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი; დ) დაეუფლონ დამატებით, მათ შორის ფასიან საგანმანათლებლო პროგრამებს; ე) გადავიდნენ შესაბამისი დონის სხვა საგანმანათ­ლებლო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის თანხმობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) საწარმოო სწავლებისა და პრაქტიკის პერიოდში ეწეოდნენ ანაზღაურებად სასწავლო-საწარმოო საქმია­ნობას; ზ) სწავლის პერიოდში არასასწავლო დროს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით ეწეოდნენ თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის შესაბამის შრომით საქმიანობას; თ) სამედიცინო უკუჩვენების გამო, არჩეული პრო­ფესიით სწავლის გაგრძელების შეუძლებლობის შემ­თხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლების მოსწავლეს უფლება აქვს სახელმწიფოს ხარ­ჯზე მიიღოს სხვა პროფესია; ი) 18 წლის ასაკამდე პირს ზოგადი განათლების დონის გათვალისწინებით, უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ გაიაროს სახელობო მომზადების კურსი ან მიიღოს დაწყებითი პროფესიული განათლება. 6. მოსწავლეები ვალდებულნი არიან: ა) აითვისონ საგანმანათლებლო პროგრამა, დაეუფ­ლონ არჩეულ პროფესიას; ბ) დაიცვან სასწავლებლის შინაგანაწესი; გ) პატივი სცენ თანატოლების, პედაგოგებისა და სხვა თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდნენ სასწავლებლის ქონებას, მისთვის ზარალის მიყენების შემთხვევაში აანაზღაურონ იგი; ე) შინაგანაწესის სისტემატური დარღვევებისათვის მოსწავლის მიმართ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტი­ლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.     მუხლი 10🔗. პედაგოგიური მუშაკები 1. პედაგოგიურ მუშაკებს საკონკურსო შერჩევის საფუძ­ველზე, სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექ­ტორი. 2. პედაგოგიურ მუშაკებად მიიღებიან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირები. არა­პე­და­გო­გიური განათლების მქონე სპეციალური საგნების მასწავლებლები და საწარმოო სწავლების ოსტატები სამუშაოზე დანიშვნისას აუცილებელი წესით გადიან მომზადებას პედაგოგიური ცოდნის მინიმუმის მისაღებად. 3. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან სწავლებასა და ატესტაციას. 4. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 5. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 6. სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში. 7. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგო­გიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანა­მატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომ­ლებზე. 8. სასწავლებლის ყველა მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვა­ლეობას, შეასრულოს ხელშეკრულებითი ნაკისრი ვალდე­ბულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარ­სისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომ­ლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. 9. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონდებ­ლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 11🔗. სასწავლებლის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორ­ციელებლად სასწავლებელს, საქართველოს განათლები­სა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სასწავლებელი მის მფლობელობაში არსებული ქონების მიმართ ქონებრივ-სამართლებრივ უფლებამოსი­ლებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. დაფინანსება 1. სასწავლებლის საფინანსო სახსრების წყაროე­ბია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრე­ბი; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებუ­ლი შემოსავლები; გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონა­წილეობით და გრანტების სახით მიღებული შემო­სავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკა­ციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. სასწავლებლის სახსრები და შემოსავლები განი­კარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლია­ნად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სასწავლებლის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სასწავლებლის საქმიანობა ექვემდებარება სახელ­მწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციე­ლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს სასწავლებლის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზ­ღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სასწავლებელი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებ­რივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონ­მდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. სასწავლებელი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვ­ნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენ­ტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 14🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა სასწავლებლის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. სასწავლებლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იური­­დიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქარე­ლის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს ქარე­ლის პროფესიული სასწავლებლის უფლებამონაც­ვლეს.