განჩინება სს "ენერჯი ინვერსტი"-ს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
2011 წლის 25 ივლისი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
მოვალე სს ,,ენერჯი ინვესტი”
გენერალური დირექტორი გენადი მალაზონია
დავის საგანი: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა სს ,,ენერჯი ინვესტს” გენერალურმა დირექტორმა გენადი მალაზონიამ და განმარტა, რომ სს ,,ენერჯი ინვესტი” წარმოადგენს გადახდისუუნარო საწარმოს. 2011 წლის 12 ივლისის მდგომარეობით კრედიტორთა ჯამური მოთხოვნა სს ,,ენერჯი ინვესტის” მიმართ შეადგენს 75223581,49 ლარს. სს ,,ენერჯი ინვესტის” შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი სახის სამეწარმეო საქმიანობა და საზოგადოებას არ შეუძლია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილება. 2011 წლის 12 ივლისის მდგომარეობით სს ,,ენერჯი ინვესტის” ქონებას შეადგენს სალაროს ნაშთი 5200 ლარის ოდენობით. სს ,,ენერჯი ინვესტის” უზრუნველყოფილი კრედიტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის საგანი _ მთელი ქონება. მოთხოვნის ოდენობა _ 40758256,14 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მოითხოვს სს ,,ენერჯი ინვესტს” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით
დაადგინა:
1. სს ,,ენერჯი ინვესტის” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში;
2. მეურვედ დაინიშოს მალხაზ ალბორაშვილი – მცხოვრები: ქ. რუსთავში, თბილისის ქ. №15-4 (პირადი ნომერი 35001013803).
3. აეკრძალოს სს ,,ენერჯი ინვესტის” ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;
4. შეჩერდეს სს ,,ენერჯი ინვესტის” მიმართ იძულებითი აღსრულება;
5. გენმარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;
6. განემარტოს სს ,,ენერჯი ინვესტს”, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავისი მოთხოვნები სს ,,ენერჯი ინვესტის” მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად;
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2011 წლის 29 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20);
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს ვებ. გვერდზე და სასამართლოს დაფაზე;
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე