„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№427
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110808001, 08/08/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №427

2011 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებულ ინსტრუქცი აში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება :

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – პორტალებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის დისტილატებისა და ალკოჰოლიანი სასმელების გადაადგილება ეკონომიკურ საზღვარზე დაიშვება მხოლოდ შემდეგი პორტალების გავლით – თბილისის აეროპორტი, ბათუმის პორტი, ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა , წითელი ხიდი, სადახლო, გარდაბანი, ყაზბეგი, ვალე, სარფი.“.

 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:

ა) „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტებისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88;

 ბ) „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პორტალი – ქ. ფოთი, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორია.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

დ . გვინდაძე