ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.08.2011
ძალის დაკარგვა 03.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110808002, 08/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 30.11.2023
- ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 02.02.2016
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 24.01.2011
დოკუმენტის ტექსტი
ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
@font-face {font-family:Geo_Arial; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; mso-style-link:"\[Normal\] Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.NormalChar {mso-style-name:"\[Normal\] Char"; mso-style-link:"\[Normal\]"; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 35.45pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №
6
2011 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
ლარის ბანკნოტების
/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესი
ს დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე
-9 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების, 35
-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და 66-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ადგენს
:
მუხლი 1🔗
.
დამტკიცდეს ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 24 იანვრის
№1 დადგენილება.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საბჭოს თავმჯდომარე
გ
. ქადაგიძე
ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ბანკნოტების/ მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის საკოლექციოდ ან/და სხვა საჭიროებისათვის რეალიზაციის წესებსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემიდან ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასის გაანგარიშების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და რეალიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
.
მუხლი 2🔗. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტები/მონეტები, ოქროს ზოდები და ნუმიზმატიკური ფასეულობა
1. სარეალიზაციო ლარის ბანკნოტებს/მონეტებს (შემდგომში – ბანკნოტები/მონეტები) განეკუთვნება:
ა) საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები;
ბ) საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტები;
გ) მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტები/მონეტები.
2. სარეალიზაციო ოქროს ზოდებს განეკუთვნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული საერთაშორისო სტანდარტების ოქროს ზოდები.
3. სარეალიზაციო ნუმიზმატიკურ ფასეულობას განეკუთვნება:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო;
ბ) ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები.
4. ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე
-პრეზიდენტი ან აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი).
მუხლი 3🔗. სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა
1. ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებისა) და ნუმიზმატიკურ ფასეულობის სარეალიზაციო ფასს, ხოლო საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებსა და ოქროს ზოდებზე საკომისიო დანამატს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი.
2. ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებისა) სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ნომინალურ ღირებულებას;
ბ) მათ დამზადება
-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს;
გ) საკომისიო დანამატს.
3. საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) მონეტის შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ორჯერ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციაში ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) და იმავე დღის პირველ ნახევარში (ლონდონის დროით 10:30 საათზე) ოქროზე აშშ დოლარში დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;
ბ) საკომისიო დანამატს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის 5–80 პროცენტის ფარგლებში.
4. ოქროს ზოდების სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) ოქროს ზოდების შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულებას, რომლის გაანგარიშება ხდება დღეში ორჯერ, ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციაში ვაჭრობის წინა დღის მეორე ნახევარში (ლონდონის დროით 15:00 საათზე) და იმავე დღის პირველ ნახევარში (ლონდონის დროით 10:30 საათზე) ოქროზე აშშ დოლარში დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალურად მოქმედი კურსით;
ბ) საკომისიო დანამატს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობის არა უმეტეს 80 პროცენტისა.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს:
ა) მათ დამზადება
-მოწოდებაზე გაწეულ ხარჯებს (ფასის დადგენის მომენტისათვის არსებული კურსით);
ბ) საკომისიო დანამატს.
6. იმ ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიოზაციო ფასი, რომელთა დამზადება არ განუხორციელებია საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მისი ფაქტ
ობრივი რაოდენობიდან და მასზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკნოტები/მონეტები, ოქროს ზოდები და ნუმიზმატიკური ფასეულობა მოთავსებულია სპეციალურ შესაფუთ საშუალებაში (კოლოფი, ალბომი და სხვა), სარეალიზაციო ფასი უნდა მოიცავდეს მათ ღირებულებასაც.
8. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით ბანკნოტების/მონეტების (გარდა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს მონეტებისა), ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასი შეიძლება განისაზღვროს საკომისიო დანამატის გარეშე.
9. ბაზარზე ლითონის ფასის ცვლილების, ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რაოდენობის ან/და სხვა მიზეზის გამო საკომისიო დანამატის ოდენობის ზრდა ან შემცირება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია
1. საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციას ახორციელებს როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის შეძენა შესაძლებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში როგორც ნაღდი, ისე უნაღდო (საბანკო პლასტიკური ბარათით, საბანკო გადარიცხვით) ანგარიშსწორებით.
3. ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის საბანკო გადარიცხვით რეალიზაცია შეიძლება მოხდეს წინასწარი შეკვეთის საფუძველზე როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ან ზეპირი ფორმით შემდეგი პირობებით:
ა) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის შემთხვევაში:
ა.ა) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება განაცხადი, სადაც მიეთითება შემკვეთი პირის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა, შესაძენი ბანკნოტის/მონეტის, ოქროს ზოდების და/ან ნუმიზმატიკური ფასეულობის დასახელება, ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), რაოდენობა, გადასახდელი თანხის ოდენობა;
ა.ბ) ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია ხდება გარიგების მომენტისათვის ფიქსირებული ფასის მიხედვით;
ა.გ) განაცხადის საფუძველზე ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის შემკვეთს ეგზავნება საქართველოს ეროვნული ბანკის დასტური, რომლის გაგზავნის დრო ითვლება გარიგების მომენტად;
ა.დ) გარიგების საფუძველზე ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის მთლიანი თანხის საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა უნდა მოხდეს ერთჯერადად, გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ხოლო მათი გატანა – შესაბამისი თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში;
ა.ე) რეალიზებული ბანკნოტები/მონეტები, ოქროს ზოდები, ნუმიზმატიკური ფასეულობა გაიცემა მხოლოდ საგადახდო დავალების მიხედვით ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის საფუძველზე. საგადახდო დავალებაში დამატებით უნდა მიეთითოს ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
ა.ვ) შეკვეთა ითვლება გაუქმებულად, თუ გარიგების დღიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში არ მოხდა შეძენილი ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე ან შესაბამისი თანხის დროულად ჩარიცხვის მიუხედავად არ მოხდა საქართველოს ეროვნული ბანკიდან მათი გატანა თანხის ჩარიცხვიდან 15 (თხუთმეტ) სამუშაო დღეში;
ა.ზ) შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში შემკვეთის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გადმორიცხული თანხა ექვემდებარება შემკვეთისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო გადარიცხვის ხარჯები გამოიქვითება შემკვეთის მიერ გადმორიცხული თანხიდან
;
ბ) ზეპირი ფორმით წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია ხდება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის გაფორმების დრო ითვლება გარიგების დადების მომენტად.
4. საქართველოს ეროვნული ბანკიდან რეალიზებული ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის გატანას უზრუნველყოფს თვითონ შემკვეთი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. საქართველოს ეროვნული ბანკიდან ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის შეძენა ასევე შესაძლებელია:
ა) ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით (რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე). ამ ფორმით ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სავალდებულო ხასიათის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სადაც კონკრეტულადაა განსაზღვრული როგორც ანგარიშსწორების, შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები, ასევე მხარეთა ვალდებულებები;
ბ) აუქციონის მეშვეობით, რომლის პირობები ყოველ ცაკლეულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ.
6. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებითა და წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოახდინოს ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია:
ა) შემდგომი ანგარიშსწორების პირობით;
ბ) იურიდიული პირების მეშვეობით.
7. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შეუძლია შეზღუდოს ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდების, ნუმიზმატიკური ფასეულობის სარეალიზაციო ფასებისა და რეალიზაციის პირობების თაობაზე ინფორმაციის განთავსებას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗. ფასდაკლების პირობები
საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილებით ფასდაკლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ბანკნოტების/მონეტების (გარდა მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტების/მონეტების) ოქროს ზოდების და ნუმიზმატიკური ფასეულობის საკომისიო დანამატზე, შემდეგი პირობების მიხედვით:
ა) 20-დან 100 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 25 პროცენტით;
ბ) 100
-დან 250 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 30 პროცენტით;
გ) 250
-დან 500 ცალამდე რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 45 პროცენტით;
დ) 500 ცალის და მეტი ოდენობით რეალიზაციის შემთხვევაში – საკომისიო დანამატის 50 პროცენტით.