ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.08.2011
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110808010, 11/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.08.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.2pt 34.0pt 53.95pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 5 აგვისტო
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალეტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულება
მუხლი 1🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’ და „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონების, „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 2🔗. მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით ხორციელდება მოსამსახურეთა მომზადება (მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას.
მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახურში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი – 1 საშტატო ერთეული;
ბ) მთავარი სპეციალისტი ტექნიკურ საკითხებში – 1 საშტატო ერთეული;
გ) მთავარი სპეციალისტი სამოქალაქო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში – 1 საშტატო ერთეული;
დ) წამყვანი სპეციალისტი უფროსი ინსპექტორი – 1 საშტატო ერთეული;
ე) უფროსი სპეციალისტი ინსპექტორი – 2 საშტატო ერთეული;
ვ) უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში -1 საშტატო ერთეული;
ზ) უფროსი სპეციალისტი – ცვლის უფროსი –4 საშტატო ერთეული;
თ) სპეციალისტი ათეულის მეთაური – 4 საშტატო ერთეული;
ი) სპეციალისტი დისპეტჩერი – 4 საშტატო ერთეული;
კ) უფროსი სპეციალისტი – მძღოლ-ბრიგადირი – 1 საშტატო ერთეული;
ლ) სპეციალისტი – მძღოლი – 8 საშტატო ერთეული;
მ) უფროსი სპეციალისტი – უფროსი მეხანძრე – 4 საშტატო ერთეული;
ნ) სპეციალისტი – მეხანძრე – 5 საშტატო ერთეული;
ო) სპეციალისტი – მდივანი – 1 საშტატო ერთეული;
პ) ტექნიკური მუშაკი (დამლაგებელი)– 1 საშტატო ერთეული.
თავი II
სამსახურში მოსამსახურეთა მიღება და მათი გადაადგილება
მუხლი 4🔗. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მოსამსახურეთა მიღების წესი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ ზოგადი განათლება, ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო-სამაშველო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადების ამოწურვის შემდეგ.
3. სამსახურში უფროსისა და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც სახანძრო-სამაშველო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები არანაკლებ ზოგადი განათლებისა და „B“, „C“ „D“ კატეგორიის მართვის მოწმობით.
4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.სახანძრო-სამაშველო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ამ შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ;
გ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
დ) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ე) თუ დაკავებული თანამდებობა უშალოდ სამსახურეობრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოკსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული.
მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობით, სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყებისათვის;
გ) დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით, დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით, პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი გადამზადება.
თავი III
სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 6🔗. სამსახურეობრივი დისციპლინა
სამსახურეობრივი დისციპლინა ნიშნავს მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის პირობების, აგრეთვე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ბრძანებების, უშუალო და ზემდგომი უფროსის მითითებების, მასზედ დაკისრებული მოვალეობებისა და უფლებამოსილების შესრულება.
მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსის მოვალეობა სამსახურებრივი დისციპლინის განმტკიცების საქმეში
სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მისი ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე, იგი ვალდებულია:
ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურის ტარების, კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.
მუხლი 8🔗. წახალისება
1. სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის სამსახურის მოხელეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქარი;
დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
2. დასაშვებია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
მუხლი 9🔗. დისციპლინური სასჯელი
1. დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არა უმეტეს ერთი წლის ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.
მუხლი 10🔗. წახალისების და დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი
1. სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან ერთმანეთთან დაქვემდებარებულნი, შეიძლება იყვნენ უფროსები ან უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება თანამდებობების მიხედვით.
2. უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
3. წახალისების და დისციპლინური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალო უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობათ პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
5. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
6. დისციპლინური სასჯელი ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გავლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ.
7. თუ მოხელე, უფროსის აზრით, იმსახურებს წახალისებას ან დასჯას და ეს არ შედის მის კომპეტენციაში, მაშინ იგი ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე წარადგენს შესაბამის შუამდგომლობას.
თავი IV
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 11🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილია 40-საათიანი სამუშაო კვირა და ზოგიერთი კატეგორიის მოხელისათვის არანორმირებული სამუშაო დრო.
2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.
მუხლი 12🔗. მოსამსახურეთა შვებულება
მოსამსახურეთა შვებულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თავი V
სამსახურიდან გათავისუფლება
მუხლი 13🔗. სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები
მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 14🔗. სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI
მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება, შეღავათები და გარანტიები
მუხლი 15🔗. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება
1. სამსახურში მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა კომპენსაციებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16🔗. შეღავათები და გარანტიები
მოსამსახურის სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხით ანაზღაურება ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
მუხლი 17🔗. დასკვნითი დებულებანი
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.