,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარცხანაყანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2011 წ ლ ის 29 ივლისი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარცხანაყანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარცხანაყანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №24 დადგენილების (სსმ, 10, 12/08/2010) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ფარცხანაყანების ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელს – ოთარ ჩიტაიშვილს.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. სა ღ არეიშვილი