შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 29.07.2011
ძალის დაკარგვა 22.01.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110809003, 12/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 29 ივლისი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №43 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ №30.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი და შტამპი, აგრეთვე სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტიტულიან ბლანკს, მასზედ საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
6. სამსახურს აქვს ბანკში შესაბამისი საბიუჯეტო ანგარიში, შუახევის მუნიციპალიტეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებისათვის.
თავი II
სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება.
მუხლი 3🔗
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების, აღსრულების და შესრულების ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულება-ანგარიშგება;
დ) მუნიციპალური შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვა, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა, შესყიდვების პროცესის კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში განხორციელება.
მუხლი 4🔗
თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური:
ა) კოორდინაციას უწევს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე) პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, მხარჯავ დაწესებულებებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით;
გ) ახდენს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვას;
დ) ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშებას და შესაბამისი პროცედურების დაწყებას შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად, ასევე წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად;
ვ) ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით;
ზ) ახორციელებს თითოეული მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეული გადასახდელების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ, ამასთანავე, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს;
თ) ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;
ი) ამზადებს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
კ) შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ამზადებს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას;
ლ) გასცემს ნებართვას შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
მ) უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახაზინო პრინციპით დაფინანსებას;
ნ) გასცემს თანხმობას შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნაზე;
ო) ამზადებს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს საკრებულოს;
პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია გამგეობის სამსახურებისგან, საბიუჯეტო დაწესებულებებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოებისაგან;
ბ) მხარჯავი დაწებულებების მიერ საბუღალტრო ანგარიშების (ბალანსების) წარმოუდგენლობის შემთხვევაში შეუჩეროს მათ ყველა სახის დაფინანსება.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივი აქტები;
გ) მიიღოს მოქალაქეთა და იურიდიული პირთა განცხადებები და შუადგომლობები, განიხილოს და პასუხი გასცეს მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი ინდივიდუალური სამართებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზება
მუხლი 6🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება;
ბ) სახაზინო განყოფილება;
გ) ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება,
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 7🔗
1. სამსახურის უფროსი:
ა) უძღვება საფინანსო სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
დ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით;
ე) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების ფუნქციებია:
ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება;
ბ) თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის შესახებ საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის შედგენა თვეებისა და კვარტალების მიხედვით;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების წლიური განწერის ფარგლებში საბიუჯეტო დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსების განხორციელება;
ე) მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მონიტორინგის პროცესში;
ვ) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების ანალიზი;
ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირების განხორციელება;
თ) შუახევის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ი) ინვესტიციების მოზიდვისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
კ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;
ლ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 9🔗
1. სახაზინო განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის აღსრულებისა და მისი შესრულების ანგარიშების შედგენა;
ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულებების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსების მიღება და შემოწმება;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ხარჯების ოპერატიული აღრიცხვა;
ე) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 10🔗
1. ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ) დროულად განახორციელოს საბუღალტრო დოკუმენტაციის გაფორმება;
გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების თავისდროული აღრიცხვა და ყოველწლიური ინვენტარიზაცია;
დ) მოახდინოს ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროული აღრიცხვა;
ე) შეადგინოს კვარტალური და წლიური ბალანსი;
ვ) მოახდინოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა და არქივში ჩაბარება;
ზ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.