შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.07.2011
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110809004, 12/08/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,797 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.2011 მიღება
18.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2011 წლის 29 ივლისი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗  დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 სექტემბრის №49 დადგენილება.  მუხლი 3🔗  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.    საკრებულოს თავმჯდომარე            ი. ქათამაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ნფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თავი I  ზოგადი დებულებები  მუხლი 1🔗 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 3. სამსახური იყენებს გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა შუახევი, თამარ მეფის ქ. №30. თავი II  სამსახურის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 2🔗 სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია; გ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებაში მონაწილეობა; დ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის სიციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია. დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი; ბ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;  გ) კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას; დ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მშენებლობის კოორდინაცია. განსაზღვროს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა; ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და ადმინისტრირება. ვ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, პროექტების, წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება; თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება; ი) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, კრედიტების) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა; კ) სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის პირობების შექმნა, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, მეწარმეობის, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, თვითმმართველ ერთეულში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. თვითმმართველი ერთეულის სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად; მ) მოამზადოს მენაშეებისათვის ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნალური ობიექტების დაპროექტებაზე არქიტექტურულ-გამაგრებითი დავალებები; ნ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  თავი II  სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზება     მუხლი 3🔗 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება; ბ) მშენებლობის, სივრცითი მოწყობის, ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება. 3. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი) რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი;  4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 4🔗 სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკთა შორის; გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად; ვ) თანამშრომლებისაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ; თ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით; კ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.     მუხლი 5🔗 ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების ფუნქციებია: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ბ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეული ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე; დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის მომზადება; ვ) შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების მონიტორინგი და მათი ექსპლატაციის ეფექტურობის შეფასება; ზ) ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება; თ) უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმართველ ერთეულზე გადაცემას; ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს მასალები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით; კ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; ლ) სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვენსტიციების მო­ზიდ­ვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და რეალი­ზაცია; მ) მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტი­კის განხორიცელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ნ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული ქონების ქირის ამოღებაზე კონტროლი. ო) წინადადებების მომზადება სანდასუფთავების მოსაკრებლების განსაზღვრისა და ამოღების საკითხებზე.     მუხლი 6🔗 მშენებლობის, სივრცითი მოწყობის, ეკონომიკური დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია: ა) მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს; ბ) შეადგინოს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს; გ) გასცეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიის დაპროექტების და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება; დ) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, შუახევის დაბის ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოორდინაცია (მონიტორინგი) გაუწიოს მშენებლობა-დამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას; ვ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობის და მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპის დაცვა; ზ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს; თ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტაციის სახით; ი) თვითმმართველი ერთეულის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადება და მისი შესრულების კოორდინაცია და თვით­მმარ­თველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითა­რების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადება; კ) სამეწარმეო საქმიანობის განვი­თარების ხელშემწყობი წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტო­რიული ორგანოების მიერ ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე მომზადებული წინადადებების შეფასება და დასკვნე­ბის შემუშავება; მ) წინადადებების მომზადება იმ პროგრამებში მონაწი­ლეობის შესახებ, რომლებიც შეეხება თვითმმართველი ერთე­ულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; ნ) მუნიციპალურ სექტორში განხორციელებული ინვეს­ტიციების და გაწეული ფინანსური დახმარებების მონიტორინგი; ო) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება; პ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, კანა­ლი­ზა­ციის, წყალმომარაგების, ნაგვის შეგროვებისა და უტი­ლიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა; ჟ) დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელე­ბის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; რ) შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგე­ბობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა; ს) სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო-საყოფა­ცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა; ტ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება; უ) ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკე­ბის, სკვერების, წყალსატევების, გამწვანების ზონე­ბის მოწყობის ორგანიზება; ფ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვ­რებელი და არასაცხოვრებელი ფონდის და კომუ­ნალური მეურნეობის მართვა, შესაბამის ობიექტთა მოვლა-პატრო­ნობა.      მუხლი 7🔗 შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება; დ) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება; ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III  სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 8🔗 სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 9🔗  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში; გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ე) ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 10🔗 სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.