„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება№2-133
2011 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-208 ბრძანებაში (სსმ 16.09.2005 წ, № 109 მუხლი 1207) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის თანდართული წესი. “
2. ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების თანდართული ფორმა №1 და ფორმა №2.“
3. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის წესი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №1 და ფორმა №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების გაცემის წესი
მუხლი 1.
1. წინამდებარე წესი შემუშავებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი პირებისთვის.
მუხლი 2.
1. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ისა და ფორმა №2-ის თანხლებით, რომელთაც გასცემენ სააგენტოს უფლებამოსილი პირები. ვეტერინარულ მოწმობაზე მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს გამცემი ვეტერინარი სპეციალისტის ხელმოწერა და ბეჭდის ანაბეჭდი, რომლითაც მოწმდება ვეტერინარული მოწმობა.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, სხვა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1-ის და ფორმა№2-ის გარეშე გადაადგილება დასაშვებია:
ა) თუ ტვირთი იმპორტირებულია - ტვირთის დანიშნულების ადგილამდე;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტ ებ ის - თუ მისი წარმოება, გადამუშავება ან დისტრიბუცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგის ტ ირებული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ ი საწარმოს ან დისტრიბუტორის მიერ.
3. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №1 იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, დატანილია წითელი ფერის ორნამენტები, რომლებიც ქმნიან საერთო წითელ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა: ყველა სახის შინაურ ცხოველებზე, მათ შორის ფრინველზე, ბეწვიან ცხოველებზე, ლაბორატორიულ,ზოოპარკისა და ზღვის ცხოველებზე, ფუტკარზე, ცოცხალ თევზზე და სხვა ჰიდრობიონტებზე, ცხოველების ემბრიონებზე და სპერმაზე, განაყოფიერებულ ქვირითზე, საინკუბაციო კვერცხზე.
4. ვეტერინარული მოწმობა ფორმა №2 იბეჭდება ცენტრალიზებულად სტამბური წესით, დანომრილია, მასზე დატანილია ცისფერი ორნამენტები ბადის სახით, რომელიც ქმნის საერთო ცისფერ ფონს, ივსება ქართულ ენაზე და გაიცემა:
ა) ხორცზე (ტანხორცები, ნახევარტანხორცები,ხორცის ბლოკები, მიღებული ყველა სახის შინაური და გარეული ცხოველებისაგან), სუბპროდუქტებზე,შპიკზე, ნედლ და გადამდნარ ცხიმზე, გამშრალ და დაკონსერვებულ სისხლზე, მეცხოველეობის ნედლეულზე (ტყავი, მატყლი, ბეწვი, ფრთა-ბუმბული, ენდოკრინული და ნაწლავის ნედლეული, სისხლი, ძვალი, სხვა სახის ნედლეული – არასასურსათო სუბპროდუქტები, რქა – ჩლიქის ნედლეული, ჯაგარი, ანავარცხნი, ტყავის ჩამონაჭერი, ტექნიკური ალბუმინი; ნაღველი; ნედლეული ბიოლოგიური მრეწველობისათვის; ნანადირევი ტროფეები); ცხოველთა საკვებზე (ცხოველური წარმოშობის საკვები; პრემიქსები, საკვები დანიშნულების მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტები სხვა საკვები, მათ შორის მცენარეული წარმოშობის); საკვები მიზნით გამოსაყენებელ ფრინველის სკინტლზე (ნაკელზე);
ბ) უმ რძე ზე; თევზზე (ახალი, გაგრილებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი); სასურსათო კვერცხზე, მეფუტკრეობის პროდუქტებზე.
5. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1 და ფორმა №2იბეჭდება სააგენტოს დაკვეთით და გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილ პირებზე საბუღალტრო აღრიცხვით. ისინი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა გამგზავნს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება გამცემ პირთან. შევსებული მეორე პირ ები სამი წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში.
6. სხვადასხვა მელნით, სხვადასხვა ხელით, შესწორებებით, გაურკვევლად, უბეჭდოდ, ხელმოუწერლად, თანამდებობის სრული დასახელების გარეშე შევსებული ვეტერინარული მოწმობები ითვლება არასრულყოფილად და ანულირდება.
7. კონტროლს ვეტერინარული მოწმობების ფორმა №1 და ფორმა №2აღრიცხვასა და სწორად გაცემაზე აწესებს სააგენტო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
______________________________ _____ ____________ 201 წ.
სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეული (რიცხვი) (თვე)
___________________________
რაიონი, ქალაქი
ვეტერინარული მოწმობა №
ფორმა № 1
მიეცა ____________________________________________________________________________
(გამგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)
მასზედ, რომ _____________________________________________________________________
(ცხოველის/ფრინველის/თევზის/ფუტკრის სახე)
რაოდენობით _______________________________________ ვეტერინარული შემოწმებისას
(სული, ფრთა, კგ., სკა, სიტყვიერადაც)
გადამდები დაავადებებით ავადმყოფი და საეჭვო არ არის და გამოდის
__________________________________________________________________________________
(ადგილი/დასახლებული პუნქტი)
რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადებების მიმართ.
ცხოველებს ჩატარებული აქვთ: _____________________________________________________
__________________________________________________________________________________
(გამოკვლევები, აცრები ან სხვა დამუშავებები, ჩატარების თარიღი)
ცხოველები იგზავნებიან __________________________________________________________
(ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)
ცხოველის საიდენტიფიკაციო № ____________________________________________________
(10 სულზე მეტის არსებობისას კეთდება დანართი)
ტრანსპორტის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი _______________________________
_________________________________________________________________________________
განსაკუთრებული აღნიშვნები ________________________________________________
_________________________________________________________________________________
(დაავადებებზე დადებითად მორეაგირე, აცრილი/დამუშავებული ცხოველების მიმართ სპეციალური მითითებები)
უფლებამოსილი პირი ______________________________ ________________________
(ვეტერინარი) (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
ვეტერინარული მოწმობის მიმღები _______________________ ____________________
(გვარი,სახელი) (ხელმოწერა)
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო
______________________________ _____ ____________ 201 წ.
სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეულ ი (რიცხვი) (თვე)
___________________________
რაიონი, ქალაქი
ვეტერინარული მოწმობა №
ფორმა №2
მიეცა ____________________________________________________________________________
(გამგზავნის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი)
მასზედ, რომ _________________________________ რაოდენობა _________________________
(პროდუქტის ან ნედლეულის სახე) (სიტყვიერადაც)
________________________________________________________________________________________________________
ახალი გაცივებული, გაყინული, გამომშრალი, სველად დამარილებილი, მატყლი - გარეცხილი, გაურეცხავი და ა. შ.
შეფუთვის სახე (შეფუთული, შეუფუთავი)
გამოდის _________________________________________________________________________
(ადგილი, ბიზნეს-ოპერატორის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, მისამართი)
რომელიც კეთილსაიმედოა ცხოველთა გადამდები დაავადების მიმართ, ღორის ხორცი გამოკვლეულია (არა) ტრიქინელოზზე: ცხენებს დაკვლის წინ ჩაუტარდათ (არა) მალეინიზაცია: ნედლეული გამოკვლეულია ( არა) ციმბირულ წყლულზე; დეზინფიცირებულია (არა) ( ხაზი გაესვას)
პროდუქტი/ნედლეული მიემართება _______________________________________________
(ადგილი, მიმღების დასახელება და მისამართი)
________________________________________________________________________________________
(ტრანსპოტრის სახეობა, ნომერი, მოძრაობის მარშრუტი)
განსაკუთრებული აღნიშვნები ________________________________________________
_________________________________________________________________________________
(შეზღუდვებით გამოსაყენებელი პროდუქტების / ნედლეულის მიმართ სპეციალური მითითებები)
უფლებამოსილი პირი ______________________________ ___________________________
(ვეტერინარი) (სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
ვეტერინარული მოწმობის მიმღები _________________________ _____________________
(გვარი, სახელი) (ხელმოწერა)