⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.08.2013)
გაუქმებულია:

შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2011
ძალის დაკარგვა 10.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №300
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016460
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110809015, 09/08/2011
matsne.gov.ge 2,910 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2011 მიღება
10.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება , პირობათა გამოკითხვა)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Lit; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} h1 {mso-style-link:"Heading 1 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Lit","sans-serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Lit","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {mso-style-link:"Title Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {mso-style-link:"Body Text Indent 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.Heading1Char {mso-style-name:"Heading 1 Char"; mso-style-link:"Heading 1"; font-family:"Geo_Lit","sans-serif"; font-weight:bold;} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Geo_Lit","sans-serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.TitleChar {mso-style-name:"Title Char"; mso-style-link:Title; font-family:LitNusx;} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.BodyTextIndent3Char {mso-style-name:"Body Text Indent 3 Char"; mso-style-link:"Body Text Indent 3"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №300 2011 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძ­ ველზე დამტკიცდეს თანდართული შპს „მიწის რეაბილიტაციის სა­ა­გენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპე­ ციალური წესი.  მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და იგი ძალაშია 2 წლის განმავლობაში . პრემიერ-მინისტრი                            ნ. გილაური შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია განსახორციელებელი მომსახურებისა და საქონლის შესყიდვების პროცე­დურების გამარტივება, კომპანიის მიზნების შეუფერხებლად განხორციე­ლების უზრუნველყოფა.  2. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ მიერ განსახორცი­ელე­ბელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონი.  3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რე­კონ­სტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ გან­საზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციე­ლე­ბასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომე­ლი­მე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურ­თიერ­თობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართვე­ლოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.  4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტი­ლება მიიღება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:  ა) შესყიდვა – შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;  ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“;  გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;  დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არა­იდენ­ტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობი­ექ­ტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამ­ტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით;  ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსა­ხურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;  ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;  ზ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარად­გენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;  თ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოსთან“ დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;  ი) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას;  კ) პირობათა გამოკითხვა – გამარტივებული საშუალება საქონლისა და მომსახურების შესყიდვისათვის;  ლ) კომისია – შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალის­წინებულ გადაწყვეტილებებს.     მუხლი 3🔗. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ უფლება-მოვალეობები 1. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ უფლებამოსილია:  ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები;  ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი;  გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოსათვის“ წამგებიანი აღმოჩნდება;  დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობე­ბის შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;  ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართვე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებო­ბი­სას.  2. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ ვალდებულია განახორ­ციელოს შესყიდვის პროცედურები მის მიერ შესყიდვებისათვის გამო­ყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით.     მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები  1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდე­ბულია წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობაზე.  2. დაუშვებელია, რომ შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტომ“ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:  ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;  ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვაში მონაწილე რომელიმე იურიდიულ პირში;  გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონა­წილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.  3. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამ­ზადებელ სამუშაოებში.  4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე:  ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელე­ბელი პირების მიმართ; ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორ­ ციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ.     მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამ­ ტკი­ ცებს შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ დირექტორი.  2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ერთი საბიუ­ ჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექ­ ტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.     მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა ხორციელდება პირობათა გამოკითხვის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.  2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარა­ კების საშუალებით, თუ:  ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 1 0 00 000 ლარს;  ბ ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;  გ ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველ­ ყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირე­ ბულებას;  დ ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმჯო­ ბესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება.  3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.  4. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. პირობათა გამოკითხვას ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ დირექტორი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. 2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ თანამშრომლები. 3. კომისიას თავმჯდომარეობს შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენ­ტოს“ ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მქონე პირი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემად­ გენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ 1. პირობათა გამოკითხვის ჩატარებისას კომისია შპს „მიწის რეაბი­ლიტაციის სააგენტოს“ სახელით პირობათა გამოკითხვის დოკუმენ­ ტაციას (შემდგომში – დოკუმენტაცია) უგზავნის მის მიერ შერჩეულ არა­ ნაკ­ ლებ სამ პირს. თუ ვერ მოხერხდა სამი პირის შერჩევა, ასეთ შემ­ თხვევაში პირობათა გამოკითხვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს გაზეთ „ 24 საათში“ და/ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში. 2. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითი­ თებული უნდა იყოს: ა) შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ რეკვიზიტები; ბ) შესასყიდი საქონლისა და მომსახურების სახეობა, რაოდენობა, ხარისხი და სავარაუდო ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტის (ნავთობპროდუქცია და სხვა მსგავსი საქონელი) ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასებზე, შესაძლებელია, შესყიდვის ობი­ ექტის სავარაუდო ღირებულების დადგენისას შპს „მიწის რეაბილი­ტაციის სააგენტომ“ გაითვალისწინოს კონკრეტულ საერთაშორისო სასა­ ქონლო ბირჟაზე არსებული მაჩვენებელი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დასადგენად გამოიყენება კანონ­ ქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესრულების ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ საჭიროდ მიიჩნევს შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით; გ) შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები; დ) პირობათა გამოკითხვის შესახებ წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა; ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში; ვ) დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა და ადგილი. 3. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს კომისია. 4. კომისიას უფლება აქვს შეცვალოს პირობათა გამოკითხვის ჩატა­ რების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია. ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა განცხადება პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ, ასევე წერილობითი სახით მიეწოდოთ ინფორმაცია იმ პრეტენდენტებს, რომელთაც დაეგზავნათ ან რომლებმაც გაიტანეს დოკუმენტაცია. 5. პირობათა გამოკითხვის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს გონივრულ ვადებში, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე.     მუხლი 9🔗. საკვალიფიკაციო მონაცემები შესყიდვის მონაწილეობის მსურველთათვის საკვალიფიკაციო მონაცე­ მების შესახებ მოთხოვნებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზ­ ღვრავს კომისია.     მუხლი 10🔗. პირობათა გამოკითხვის დოკუმენტაცია 1. კომისია დოკუმენტაციას ამტკიცებს პირობათა გამოკითხვის ჩატ­ არების შესახებ განცხადების გაგზავნამდე ან მის გამოქვეყნებამდე. 2. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) განაცხადს პირობათა გამოკითხვის პროცედურაში მონაწილე­ ობისათვის; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ (შესყიდვის ობიექ­ ტის დასახელება, შესყიდვის ობიექტის აღწერილობა); გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ; დ) პირობათა გამოკითხვის წინადადებას; ე) შეფასების კრიტერიუმებს.     მუხლი 11🔗. პრეტენდენტთა პირობათა გამოკითხვის წინადადების წარდგენისა და განხილვის წესი 1. პირობათა გამოკითხვის წინადადების (შემდგომში – წინადადება) წარდგენა შესაძლებელია დახურული კონვერტით. შეთავაზებული წინა­ და­ დების შერჩევა ხდება პრეტენდენტთა თანდასწრებით. 2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ წინადადება. 3. შესული წინადადების შერჩევა ხდება იმავე დღეს, წინადადების მიღების დამთავრებისთანავე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება შერჩევის დასრულებიდან 2 დღის ვადაში. 4. კომისია პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ: ა) პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ყველა საჭირო დოკუ­ მენტი (თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით) ან/და ინფორმაცია, საჭი­ როების შემთხვევაში – ნიმუში; ბ) შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას; გ) შესყიდვის პროცედურების მონაწილე პირის მიერ წარდგენილი მონაცემები ან/და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩ­ ნდება. 5. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, წარდგენილ დოკუმენტაციაში რაიმე სახის ეჭვის გამოვლენის შემთხვევაში მოსთხოვოს პრეტენდენტს აღნიშნული დოკუმენტის ხელახალი წარდგენა. 6. წინადადების შერჩევის დროს უნდა შემოწმდეს, არის თუ არა მასში დაშვებული მექანიკური შეცდომები. შეცდომების გამოვლენის შემთხვე­ ვაში კომისიამ ამ წინადადების წარმდგენ პრეტენდენტს უნდა შესთა­ ვაზოს შეცდომის გამო სწორება . 7. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენ­ დენტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშვებიან შეფასებაზე. ამასთან, ზეპირი ვაჭრობის დროს დასაშვებია მხოლოდ წინადადებით წარდგენილი ფასის შეცვლა. 8. წინადადებები შეფასდება დოკუმენტაციაში მითითებული კრიტე­ რი­ უმებისა და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალის­ წინებით. 9. წინადადების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი კრიტერიუმები: ა) წინადადების ღირებულება; ბ) საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვადები; გ) საქონლისა და მომსახურების ხარისხობრივი პარამეტრები და ფუნქციონალური მახასიათებლები; დ) ანგარიშსწორების ფორმები და პირობები. 10. შეფასებისას გამოყენებულ თითოეულ კრიტერიუმს უნდა ჰქონ დეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა ჯამურ შეფასებაში (პრი­ ორიტეტულობის მაჩვენებელი), რომელიც უნდა გამოიხატოს კოეფიცი­ ენტის სახით. ამასთან, ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოე­ ფიციენტების ჯამი უნდა უდრიდეს ერთ მთელს. მათ შორის ფასთა გამოკითხვის კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება არანაკლებ 0.4-ით. 11. კომისიის თითოეული წევრი წერილობითი ფორმით აფასებს ყოველი პრეტენდენტის წინადადებას ცალ-ცალკე, ყოველი კრიტე­ რიუმის მიხედვით, ათქულიანი სისტემით. თითოეული კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისათვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრი­ ტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამ­ რავლის დაჯამებით გამოითვლება თითოეული პრეტენდენტის წინა­ დადების ჯამური შეფასება. კომისიის წევრის ერთ-ერთი პრეტენ­ დენტისათვის მინიჭებული ყველაზე მაღალი ჯამური შეფასება ჩაით­ ვლება ამ პრეტენდენტისათვის მიცემულ ერთ ხმად. 12. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის დასკვნა. 13. კომისიის გადაწყვეტილება პირობათა გამოკითხვის პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარ­ დგე­ ნილი წინადადებები.     მუხლი 12🔗. პირობათა გამოკითხვისას ზეპირი ვაჭრობის ჩატარების წესი და პირობები 1. ზეპირი ვაჭრობა გაიმართება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დოკუმენტაციაში მითითებულ ადგილზე. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შერჩევის პროცედურის დასრულებისთანავე დაადგინოს დოკუმენტაციაში მითითებულ დღეს ზეპირი ვაჭრობის დაწყების კონკრეტული დრო და ამის შესახებ დაუ­ ყოვ­ ნებლივ წერილობით აცნობოს შეფასებაზე დაშვებულ პრეტენ­ დენ­ ტებს. 3. კომისია ვალდებულია ზეპირ ვაჭრობაზე მოიწვიოს ის პრეტენდენ­ ტები, რომლებიც შერჩევის პროცედურების დასრულების შემდეგ დაიშ­ ვებიან შეფასებაზე. 4. ზეპირ ვაჭრობაზე გამოუცხადებლობა ან/და ზეპირ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალი­ ფიკაციას. 5. ზეპირი ვაჭრობის გამართვის დროს კომისია წარუდგენს ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტებს მათ მიერ წინადადებებით წარდგე­ ნილ ფასებს ან/და ერთეულის ფასებს (მათი არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში – ფასი). აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ თითო­ ეულ მონაწილე პრეტენდენტს უფლება აქვს სამჯერ მოახდინოს წინადა­ დების ფასის ცვლა კლებადობის პრინციპის დაცვით. 6. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ წინადადების ფასის ცვლა ხორციელდება რიგითობით. წინადადების ფასის ცვლას იწყებს შეფასებაზე დაშვებული უმაღლესი წინადადების ფასის მქონე და რიგითობის პრინციპით აგრძელებს ყოველი წინაზე უფრო დაბალი ფასის წარმდგენი. 7. ზეპირი ვაჭრობა დასრულებულად ითვლება ყოველი მონაწილის მიერ თავისი ფასის სამჯერ შეცვლის ან/და საბოლოო ფასის დაფიქ­ სირების მომენტში. ზეპირი ვაჭრობის პროცედურა უნდა დასრულდეს მისი ჩატარების დღეს.  8. ზეპირი ვაჭრობის მსვლელობა, მათ შორის, თითოეული მონაწილე პრეტენდენტის წინადადების ფასი და ყოველ ჯერზე შეცვლილი და­ ფიქსირებული ფასი უნდა აისახოს შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის ყველა წევრი და მონაწილე პრეტენდენტები. ზეპირი ვაჭრობის მონაწილე პრეტენდენტების მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა მიიჩნევა, როგორც უარი მის მიერ ზეპირ ვაჭრობაზე დაფიქსი­ რებულ ყველა შეცვლილ ფასზე და ძალაში დარჩება მისი წინადადების პირვანდელი ფასი.  9. ზეპირ ვაჭრობაზე საბოლოო ფასების დაფიქსირების შემდეგ შეფასება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ შორის იდება ხელშეკრუ­ ლება.  2. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისია მიმარ­ თავს პირობათა გამოკითხვის პროცედურის მონაწილე დანარჩენ პრე­ ტენდენტებს წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაო­ ბაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა წინადა­ დებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი პირობათა გამოკითხვა. თუ წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონა­ წილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი წინადადებების ხელახალი განხილვა.     მუხლი 14🔗. ჩაშლილი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვა ითვლება ჩაშლილად, თუ: ა) დადგენილ ვადებში არ იქნა წარდგენილი არც ერთი პირის საკვალიფიკაციო მონაცემები და/ან წინადადება; ბ) არც ერთი პირის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და წინადადება არ შეესაბამებოდა შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ მოთხოვნებს; გ) წარდგენილი წინადადების ფასებიდან არც ერთი არ შეესაბამება შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ ფინანსურ შესაძლებლობებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე წესის მე-15 მუხლის თანახმად ცხადდება ხელახალი პირობათა გამოკითხვა.     მუხლი 15🔗. ხელახალი პირობათა გამოკითხვა 1. პირობათა გამოკითხვის ჩაშლილად გამოცხადების შემდეგ კომისიას შეაქვს საჭირო ცვლილებები ახალ დოკუმენტაციაში და ატარებს ხელა­ ხალ პირობათა გამოკითხვას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“ დირექტორს უფლება აქვს, შეცვა­ ლოს კომისიის შემადგენლობა.     მუხლი 16🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემ­ თხვევებისა. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი პირობები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაო­ დენობა, ერთეულის და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადა­ სახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვა­ ლისწინებით); დ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია, თუ ხელშეკრულების საერ­ თო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვე­ ვაში აღემატება 50 000 ლარს; ე) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადები და ადგილი; ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი; ზ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) დავების გადაწყვეტის წესი; კ) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები. 3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირო­ ბები. 4. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო: ა ) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუ­ ალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას; ბ ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შეს­ ყიდვის განხორციელებისას; გ ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას.     მუხლი 17🔗. ანგარიშის წარდგენა 1. შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“ განხორციელებული საქონ­ ლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არა უგვიანეს მომდევნო წლის 20 თებერვლისა. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესაბამისად.     მუხლი 18🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  დანართი № შესყიდვის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება , პირობათა გამოკითხვა) შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება მიმწოდებელი მხარის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრუ -ლების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა