რეგენტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №302
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.016462
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110809017, 09/08/2011
matsne.gov.ge 743 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

რეგენტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:62.9pt 1.0in 53.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №302 2011 წლის 4 აგვისტო ქ. თბილისი რეგენტთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 22​1 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 88-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული რეგენტთა საბჭოს დებულება. მუხლი 2🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი                                                                                    ნ. გილაური რეგენტთა საბჭოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. რეგენტთა საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის კოლეგიური ორ­განო, რომელიც ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლე­ბა­მოსი­ლებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არა­კომერციული) იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებ­ლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) საქმიანობასთან დაკავშირებით.  2. საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და წევრები ინიშნებიან საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საბჭო შედგება საქართ­ველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 1 წევრისაგან,  საქარ­თ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარ­დგენილი 3 წევრისაგან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდ­გენილი 1 წევრისაგან,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების სამინისტროს მიერ წარდგენილი 1 წევრისაგან და საქართ­ველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი 1 წევრისაგან.  3. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქარ­თველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელ­შეკ­რულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკა­ნონმდებლო და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 4. საბჭოს წევრთა საქმიანობა არაანაზღაურებადია, თუმცა საქარ­თველოს მთავრობა უფლებამოსილია გაითვალისწინოს მათი შრომის ანაზღაურება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. საბჭოს წევრს არ შეიძლება დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა. 6. საბჭოს წევრზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.     მუხლი 2🔗. საბჭოს უფლებამოსილება დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭო: ა) დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კოლეგიურ ორ­გა­ნოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვა­ნელის კანდიდატურას. კოლეგიური ორგანოს მიერ ადმინისტრაციის ხელმ­ძღვანელის კანდიდატურის ზედიზედ ორჯერ დაუმტკი­ცებ­ლობის შე­მთხვევაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნიშნავს საბჭო. ადმი­ნი­ს­ტ­რაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის წესს ად­გენს საბ­ჭო;   ბ) ამტკიცებს დაწესებულების ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმ­ძღვანელის წარდგინებით; ამასთანავე, დამტკიცებული ბიუჯეტის მუხ­ლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხ­ვევა­ში აუცილებელია საბჭოს თანხმობა. სხვა ცვლილების შეტანა ხორ­ციელდება დაწესებულების კოლეგიური ორგანოს მიერ, ადმინის­ტ­რაციის ხელ­მ­ძღვანელის წარდგინებით; გ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგა­რიშს; დ) დაწესებულების კოლეგიური ორგანოს წარდგინებით ითან­ხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის დირექტორის კანდიდატურას, რომელსაც ნიშნავს დაწესებუ­ლების კოლეგიური ორგანო; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დაწესე­ბულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რაც არ უნდა იწვევდეს დაწესებულების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას.     მუხლი 3🔗.  საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეო­ბით. საბჭოს სხდომას იწვევს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვ­ნით, განსახილველი საკითხების რაოდენობისა და შინაარსის გათვა­ლის­წინებით. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება­მოსილებებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი. 3. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის შესახებ საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოთ სხდომამდე არა უგვიანეს 3 დღისა. 4. საბჭო მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე, ღია კენჭისყრით, სხდო­­მაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანა­ბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 5 წევრი მაინც. 5. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის დასრუ­ლებიდან არა უგვიანეს 5 დღისა; ოქმს ხელს აწერენ საბჭოს თავ­მჯდომარე და მდივანი. 6. საბჭოში წარდგენილი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. საბჭოს საქმიანობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათ­ლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.     მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები საბჭოს წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილე­ბელი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.     მუხლი 5🔗. საბჭოს  წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა  საბჭოს წევრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საქართ­ველოს მთავრობის ინიციატივით ან პირადი განცხადების საფუძ­ველზე.