„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№303
სარეგისტრაციო კოდი
340030000.10.003.016463
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110809018, 09/08/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2011 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (სსმ, 14/01/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ვეტერინარული სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) არის 14 სახის:

 ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველებზე, ფუტკარზე და ამანათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი №1);

 ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეული ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №2);

 გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №3);

 დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №4);

 ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და სხვ.) (დანართი №5);

 ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №6);

 ზ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე (დანართი №7);

 თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №8);

 ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №9);

 კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №10);

 ლ) საქართველოდან ისრაელის სახელმწიფოში ექსპორტირებულ საკლავ დაკოდილ ცხვარზე (დანართი №11);

 მ) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნ, დამუშავებულ ცხვრის მატყლზე (დანართი №12);

 ნ) საქართველოდან ექსპორტირებულ ვეტერინარულ პრეპარატებზე, სუბსტანციაზე, ნედლეულზე, დაუფასოებელ და შუალედურ პროდუქციაზე (დანართი №13);

 ო) საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის საკვებისა და საკვებდანამატების (დანართი №14).“.

 2. დადგენილებას დაემატოს №14 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

 

 

 

დანართი №14

ვეტერინარული სერტიფიკატი

VETERINARY CERTIFICATE

№ 000000

საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველური წარმოშობის

საკვებისა და საკვებდანამატების

For animal origin food and food additives exported from Georgia

 

სერტიფიკატის გამცემი ორგანო

Issued by ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პროდუქციის დასახელება

Name of product ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ადგილთა რაოდენობა

Number of packages –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეფუთვა

Type of packing ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აღწერილობა

Description ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წონა ნეტო

Net weight ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

1. პროდუქციის წარმომავლობა / Origin of the products

 ექსპორტიორის სახელწოდება და მისამართი

Name and address of exporter –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. პროდუქციის მიმართულება / Destination of the products

დანიშნულების ქვეყანა

Country of destination –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტრანზიტის ქვეყანა

Country of transit –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საზღვრის გადაკვეთის პუნქტი

Border cross point ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მიმღების სახელწოდება და მისამართი

Name and address of consignee ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--–––––––––––––––––––––––––––––

ტრანსპორტი

Means of transport ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მიეთითება ვაგონის, ავტომანქანის №, თვითმფრინავის რეისი, გემის სახელწოდება)

(Specify the number of the waggon, truck, flight-number, name of the ship)

 

ტრანსპორტირების პირობები

Condition of transportation ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

3. დეკლარაცია / Declaration

მე, ქვემოთ ხელის მომწერი უფლებამოსილი პირი (ვეტერინარი), ვადასტურებ, რომ გასასინჯი ცხოველური წარმოშობის საკვები (საკვებდანამატი):

I, the undersigned authorised person (veterinarian) certify that subjected to examination meat products (meat) are:

 

– გადამუშავებულია საწარმოებში, რომლებიც მუდმივად კონტროლდება სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და პასუხობს საქართველოს ვეტერინარულ მოთხოვნებს;

Manufactured at the enterprises, which are under permanent supervision of the State Veterinary Service, have export permission and satisfy veterinary requirements of Georgia;

 

– გამოდის ადგილიდან, რომელიც კეთილსაიმედოა სებ-ის მიერ დეკლარირებულ ცხოველთა დაავადებების მიმართ ბოლო ------------- თვის განმავლობაში;

Originated from the area, which is reliable to all diseases declared by the O.I.E. during the last ––– months;

 

– ცხოველთა საკვების დასამზადებლად გამოყენებული იყო მხოლოდ სასაკლაოს წარმოშობის ნედლეული, რომელსაც ჩაუტარდა დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა;

Only raw materials originated from slaughterhouse have been used for manufacturing feed which was subject of post slaughtering veterinary-sanitary axpertise;

 

– ცხოველთა საკვები არ შეიცავს სალმონელებს, ბოტულინის ტოქსინს, ენტეროპათოგენურ და ანაერობულ მიკროფლორას;

Feed does not contain salmonellas, botulinic toxins, antaropathogenic or anaerobic micro flora;

 

მძიმე ლითონების, მიკოტოქსინის, პესტიციდებისა და ასევე ჯამური

 ბეტა-აქტივობის მაჩვენებლები არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ

 სიდიდეებს;

       Parameters of heavy metals. Micro toxin, pesticides as well as total amount of beta actives do not exceed MRL;

 

 – ვარგისია ცხოველთა საკვებად;

Recognized as fit for animal consumption;

 

სატრანსპორტო საშუალება გაწმენდილი და დეზინფიცირებულია საქართველოში მიღებული მეთოდებით და საშუალებებით.

Means of transport have been cleaned and disinfected by the methods and means recognized in Georgia.

 

შედგენილია / Signed on „ ––––– “ ––––––––––––––––––––––––– 201–––

 

უფლებამოსილი პირი (ვეტერინარი)

Authorised person (veterinarian) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თანამდებობა, გვარი / title, name)

ხელმოწერა / Signature –––––––––––––––––––––                                  

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.08.2011.
როდის იქნა მიღებული „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №303. სარეგისტრაციო კოდი — 340030000.10.003.016463.
რამდენი მუხლისგან შედგება „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №303, 04.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.016463 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1455541/