,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.161.016063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110809028, 11/08/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 გარდაბნის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება№40

2011წლის 9 აგვისტო

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების (სსმ,15/03/2011) „დანართ №1-ში“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                                                                                                                                                           

„დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGXItLXCXK, სადაც:

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG–Gარის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;

გ) ItL– არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

დ) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ItL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

  0,52

 1.2

    0.24

     70

   10.4832

შუალედური ზონა

   0,52

    1.0

   0.24

    70

   8.736

პერიფერიული ზონა

  0.52

   0.8

  0.24

   70

  6.9888

“.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.  

4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.

 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.“.  

    მუხლი 2

  ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებას დაემატოს დანართი №3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „დანართი №3

 

           ქ. გარდაბნის ზონების აღწერა

 

  ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL

                                         ცენტრალური ზონა

ცე ნტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა.

  1.2

                    შუალედური ზონა

შ უალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გო რკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კო ლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკვ ე თამდე, სიხნოს ქუჩა ს.ვურგუნის ქუჩის გა დაკვეთამდე.ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სა დგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე.

     1.0

 

                    პერიფერიული ზონა

პე რიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქ უჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭა ჭა ვჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7ქარ ხ ნ ის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზ იზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ო ქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვ ემო კაპანახჩის დასახლება, ლ ელაშხას დასახლება და სხვა.

                   0.8

 

“.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში (სსმ, 15/03/2011) ცვლილების შეტანის თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 11 ივლისის №35 დადგენილება.

       მუხლი 4

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                                გ. ფეიქრიშვილი