შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 02.05.2010
ძალაში შესვლა 20.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016047
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110810005, 12/08/2011
matsne.gov.ge 654 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.2010 მიღება
20.07.2011 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით                             (ხელმოწერილია) სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის სახელით                             (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {mso-style-link:"Body Text Indent Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextIndentChar {mso-style-name:"Body Text Indent Char"; mso-style-link:"Body Text Indent"; font-family:AcadNusx;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.9in 1.0in .9in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, სურთ რა მხარეებს შორის მეგობრული კავშირების გაფართოება, მათ ხალხებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა და ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოება თანასწორობის და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას.     მუხლი 2🔗 მხარეები ეცდებიან ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და წაახალისებენ თანამშრომლობას მათ შესაბამის სახელმწიფო ტურისტულ ადმინისტრაციებს შორის ან სხვა შესაბამის საწარმოებს, ასოციაციებს, ორგანიზაციებს, ტურ-ოპერატორებს, სამოგზაურო სააგენტოებს, სასტუმროების ქსელებს და სხვა დაწესებულებებს შორის, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სფეროში.     მუხლი 3🔗 მხარეები გაცვლიან სხვადასხვა ტურისტულ დარგებთან დაკავშირებულ ორმხრივ ტურისტულ ინფორმაციას, გამოცდილებას და მასალებს.     მუხლი 4🔗 მხარეები გაცვლიან მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ კანონებს.     მუხლი 5🔗 მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას და ტურისტული განათლებისა და ტრენინგის სფეროში გაცვლას.     მუხლი 6🔗 მხარეები მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მათი ტურიზმის ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ და ხელს შეუწყობენ მეორე მხარის ქვეყანაში ტურისტული საინვესტიციო კომპანიების შექმნას, ორივე ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.     მუხლი 7🔗 მხარეები, მათი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით, ეცდებიან მათი სამგზავრო პროცედურების გამარტივებას, მომავალში ორ ქვეყანას შორის ტურისტული ვიზიტების განვითარების მიზნით.     მუხლი 8🔗 მხარეები თანხმდებიან, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ დადგენილი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის შესახებ სტატისტიკის შეგროვების და წარდგენის პარამეტრები იქნება სანდო ინფორმაციის გაცვლისთვის.     მუხლი 9🔗 ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით მხარეები შექმნიან ორივე მხარის წარმომადგენლებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება ასევე ჩართული იქნენ კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართება მონაცვლეობით ორივე ქვეყანაში მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებულ დროსა და ადგილას.     მუხლი 10🔗 ეს შეთანხმება შეიძლება შესწორდეს ორივე მხარის შეთანხმებით. ამ შეთანხმების გაუქმება გავლენას არ მოახდენს ნებისმიერ მიმდინარე პროგრამაზე ან საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება ამ შეთანხმების ფარგლებში, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.     მუხლი 11🔗 ეს შეთანხმება ძალაში შევა მისი ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარის მიერ მათი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და ამის შესახებ ერთმანეთისთვის შეტყობინების შემდგომ და ძალაში დარჩება 5 (ხუთი) წლის ვადით. იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე ამ შეთანხმების ამოწურვამდე სულ ცოტა 3 (სამი) თვით ადრე დიპლომატიური არხებით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მისი ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. შესრულებულია 2010 წლის 2 მაისს, ორ დედნად ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. საქართველოს მთავრობის სახელით                             (ხელმოწერილია) სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის სახელით                             (ხელმოწერილია)